დივიკორი 10მლ ოფთ/ხსნ
გააზიარე:
დივიკორი 10მლ
ოფთალმოლოგიური ხსნარი რქოვანას ეპითელიუმის დაცვისათვის
შემადგენლობა
ჯვარედინული ბმის მქონე ჰიალურონის მჟავას ნატრიუმის მარილი, არაცხოველური წარმოშობის ქონდროიტინის სულფატი, ინოზიტოლი, ბორის მჟავა, ნატრიუმის ტეტრაბორატი, ედტა, ნატრიუმის ქლორიდი და მიკროგლიცინი 50.
დივიკორი წარმოადგენს ოფთალმოლოგიურ ხსნარს, რომელიც პოხავს და იცავს რქოვანას ზედაპირს. იგი შეიცავს ჯვარედინული ბმის მქონე ჰიალურონის მჟავის ნატრიუმის მარილს, არაცხოველური წარმოშობის ქონდროიტინის სულფატს და ინოზიტოლს.
ჯვარედინული ბმის ჰიალურონის მჟავა
ჯვარედინული ბმის ჰიალურონის მჟავა ჰიალურონის მჟავის ინოვაციური ფორმაა. ჯვარედინული ბმა უზრუნველყოფს მოლეკულის უფრო მეტ მდგრადობას, ასევე, მეტ ჰიგროსკოპულობასა და წებოვნებას.
ქონდროიტინის სულფატი (ქს)
ქონდროიტინის სულფატი ჰიალურონის მჟავის მსგავსად წარმოადგენს გლიკოზამინოგლიკანს, რომელიც ბუნებრივად არსებობს ორგანიზმში და სინერგიულად მოქმედებს ჰიალურონის მჟავასთან ერთად - პოხავს და ატენიანებს, მაგალითად, თვალის ზედაპირსა და სახსრებს. რიმის გამო, რომ წარმოადგენს ქსოვილოვანი კულტურის შემადგენელ ნაწილს, გამოიყენება ტრანსპლანტაციისათვის რქოვანას შესანახად და მოსამზადებლად.
ის ფაქტი, რომ ქონდროიტინის სულფატი არ არის ცხოველური წარმოშობის, დივიკორს კიდევ უფრო მეტად უსაფრთხოს ხდის.
ინოზიტოლი
ინოზიტოლი არის პოლიოლი, რომელიც გვხვდება სხვადასხვა საკვებში. იგი ორგანიზმში ასრულებს რამდენიმე ფუნქციას, მათ შორისაა ოსმოპროტექცია. ამიტომაც, ინოზიტოლის ინტრავენური გამოყენება რეკომენდებულია მაგალითად, შეშუპების შესამცირებლად. დივიკორში არსებული ინოზიტოლი მოქმედებს, როგორც ოსმოპროტექტორი და ხელს უწყობს მასში ოსმოლარობის შენარჩუნებას თვალის ფიზიოლოგიური ოსმოლარობის შესაბამისად.
მოქმედება
შემადგენელი კომპონენტების სინერგიული მოქმედების წყალობით, დივიკორი ზრდის ცრემლის აპკის სტაბილურობას, ჯვარედინული ბმის მქონე ჰიალურონის მჟავის გამო დიდი ხნის განმავლობაში რჩება თვალის ზედაპირზე და რქოვანაზე წარმოქმნის დამცავ ფენას. შედეგად, უზრუნველყოფს რქოვანასა და მისი ინერვაციის აღდგენის ფიზიოლოგიურ პროცესს.
პროდუქტი გამოიყენება ბავშვებშიც.
ჩვენებები
- მშრალი თვალის სინდრომის სიმპტომური მკურნალობა (მათ შორის მწვავე ფორმა, გამოწვეული ცრემლის დეფიციტით ან ცრემლის გაძლიერებული აორთქლებით);
- რქოვანას დაცვა და აღდგენა აბრაზიების, თვალის ტრავმისა და ოპერაციული ჩარევის დროს;
- იმ სიმპტომების შემსუბუქება, რომლებიც ახლავს დიაგნოსტიკური პროცედურების გამოყენების გამო განვითარებულ მექანიკურ სტრესს;
- თვალის ზედაპირის ოსმოსური ცვლილების რეგულირება, რომელიც ახლავს მშრალ თვალს და ვლინდება გარემოთი გამოწვეული სტრესის დროს (ეკრანების ხანგრძლივი გამოსხივება, მტვერი, ალერგენები და ა.შ).
გამოყენების წესი
რეკომენდებულია 1-2 წვეთის ინსტილაცია ორივე თვალში ერთხელ ან მეტჯერ დღეში ან ექიმის რჩევის მიხედვით. პროდუქტი თავსებადია კონტაქტურ ლინზებთან.
სიფრთხილის ზომები
• პროდუქტის გამოყენებამდე ხელები კარგად დაიბანეთ;
• არ გამოიყენოთ პროდუქტი რომელიმე კომპონენტის მიმართ ალერგიის ან ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში;
• გამოყენების შემდეგ მჭიდროდ დაახურეთ ბოთლს თავსახური;
• არ გამოიყენოთ პროდუქტი გახსნიდან 28 დღის შემდეგ;
• არ გამოიყენოთ პროდუქტი ბოთლზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ;
• მოარიდეთ ბავშვებს;
• არ გადაყლაპოთ;
• არ გამოიყენოთ პროდუქტი, თუ შეფუთვის მთლიანობა დაზიანებულია;
• გვერდითი რეაქციების შემთხვევაში შეწყვიტეთ პროდუქტის გამოყენება
და მიმართეთ ექიმს;
• ბოთლის საწვეთური არ შეახოთ თვალს ან ზედაპირებს;
• დივიკორის წვეთების ინსტილაციისას სხვა ოფთალმოლოგიური პროდუქტების გამოყენების შემთხვევაში, დაიცავით მინიმუმ 5 წუთიანი ინტერვალი.
მწარმოებელი
იტალდივაისი Srl,
ლაურენტინას ქ. კმ. 26,700 -00071 პომეზია (RM)
Italdevice Srl Via Laurentina km.
26,700 - 00071 Pomezia (RM)