თიმოლოლ-ოფთანი 0.25% 5მლ ფლ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ოფთან თიმოლოლი
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: თიმოლოლი
ქიმიური სახელწოდება: (S)–1 ბუტილამინო)– 3_ [(4–მორფოლინო–1.2.5-ტიადიაზოლი _ 3–ილ) ოქსი]_2_პროპანოლ მალეატი.
წამლის ფორმა: 0.25% და 0.5% ხსნარი (თვალის წვეთები).
შემცველობა 1 მლ-ში:
0.25% ხსნარი:
აქტიური ნივთიერებები:
თიმოლოლის მალეატი თიმოლოლზე გადათვლით – 2,5 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ბენზალკონიუმის ქლორიდი - 0,1 მგ
ნატრიუმის ფოსფატი ერთჩანაცვლებული 2-წყლის, ნატრიუმის ფოსფატი ორჩანაცვლებული 12-წყლის, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.
0,5% ხსნარი:
აქტიური ნივთიერებები:
თიმოლოლის მალეატი თიმოლოლზე გადათვლით – 5 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ბენზალკონიუმის ქლორიდი - 0,1 მგ
ნატრიუმის ფოსფატი ერთჩანაცვლებული 2-წყლის, ნატრიუმის ფოსფატი ორჩანაცვლებული 12-წყლის, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.
აღწერილობა:
გამჭვირვალე უფერო ხსნარი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ბეტა – ადრენობლოკატორი.
კოდი ATC: S0ED01
გამოყენების ჩვენებები:
- თვალშიდა წნევის მომატება (თვალის ჰიპერტენზია);
- ღიაკუთხიანი გლაუკომა;
- გლაუკომა დაავადებულ თვალზე და მეორადი გლაუკომის სხვა სახეები;
- დამატებითი საშუალების სახით თვალის შიდა წნევის დასაწევად დახურულკუთხოვანი გლაუკომის დროს (მიოტიკებთან კომბინაციაში);
- თანდოყოლილი გლაუკომა (სხვა თერაპიული ზომების ნაკლებობისას)
უკუჩვენება
ოფთან-თიმოლოლის მიღება მიზანშეწონილი არ არის, თუ ადრე აღინიშნებოდა მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა თიმოლოლის მიმართ. პრეპარატის მიღება ასევე მიზანშეწონილი არ არის პაციენტებისათვის, რომელთა ანამნეზში არსებობს შემდეგი დაავადებები:
- ბრონქიალური ასთმა ან სასუნთქი ორგანოების სხვა მძიმე ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები;
- სინუსური ბრადიკარდია (შენელებული გულისცემა);
- II ან III ხარისხის ატრიოვენტრიკულარული ბლოკადა;
- გამოხატული გულის უკმარისობა;
- ალერგიული რეაქცია თიმოლოლ მალეატზე ან ბენზალკონიუმის ქლორიდზე;
ოფთან თიმოლოლი სიფრთხილით უნდა იქნეს გამოიყენებული თირკმლის უკმარისობის, მძიმე ცერებროვასკულარული უკმარისობის, ქრონიკული გულის უკმარისობის, შაქრიანი დიაბეტის, ჰიპოგლიკემიის, თირეოტოქსიკოზის, მიასთენიის მქონე ავადმყოფებში და სხვა ბეტა-ადრენობლოკატორების ერთდროულად დანიშვნის დროს.
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს:
ორსულობის და ლაქტაციის დროს, აგრეთვე ბავშვებში, პრეპარატის გამოყენების გამოცდილება არ არსებობს, მაგრამ დამტკიცებულია, რომ თიმოლოლი გადის პლაცენტარულ ბარიერს, და ასევე ხვდება დედის რძეში. შესაძლებელია ოფთან თიმოლოლის გამოყენება ბავშვების, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში მყოფი ქალების სამკურნალოდ მკურნალი ექიმის დანიშნულების თანახმად, თუ მოსალოდნელი სამკურნალო ეფექტი აღემატება სავარაუდო გვერდითი ეფექტის განვითარების რისკს.
თუ პრეპარატი გამოიყენებოდა უშუალოდ მშობიარობის წინ ან ლაქტაციის პერიოდში, მაშინ ახალშობილნი უნდა იმყოფებოდნენ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ დაბადებიდან რამოდენიმე დღის განმავლობაში და მეძუძური დედების პრეპარატ ოფთან თიმოლოლით მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში.
მიღების წესი და დოზირება
პრეპარატ ოფთან თიმოლოლის 0,25% და 0,5% ხსნარის 1-2 წვეთი დაზიანებულ თვალში 2-ჯერ დღეში.
თუ თვალის შიდა წნევა ნორმალიზდება რეგულარული გამოყენებისას, უნდა შეზღუდოთ დოზირება 1 წვეთამდე დღეში ერთხელ დილით.
როგორც წესი, ოფთან თიმოლოლით მკურნალობა ხორციელდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში. შეწყვეტა ან დოზირების შეცვლა უნდა მოხდეს მხოლოდ მკურნალი ექიმის მითითებით.
გვერდითი მოქმედება:
ადგილობრივი რეაქციები: კონიუნქტივის გაღიზიანება და ჰიპერემია, წვა და ქავილი თვალებში, ცრემლდენა, წერტილოვანი ზედაპირული კერატოპათია, რქოვანას ჰიპოსთეზია, თვალების სიმშრალე. მაფისტულიზირებული ანტიგლაუკომატოზური ოპერაციების ჩატარებისას, შესაძლებელია მოხდეს თვალის სისხლძარღოვანი გარსის ჩამოცლა პოსტოპერაციულ პერიოდში.
სისტემური რეაქციები:
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრიდან: ბრადიკარდია, ბრადიარითმია, არტერიალური წნევის დაწევა, კოლაფსი, ატრიოვენტრიკულარული ბლოკადა, ტვინის სისხლის მიმოქცევის გარდამავალი დარღვევა.
სასუნთქი სისტემის მხრიდან: ქოშინი, ბრონქოსპაზმი, ფილტვების უკმარისობა. ცენტრალური ნერვული სისტემის მხრიდან: თავის ტკივილი, თავბრუხვევა, სისუსტე.
ალერგიული რეაქცია: ჭინჭრის გამონაყარი.
გვერდითი ეფექტების გამოვლინების შემთხვევაში, უნდა შეწყვიტოთ პრეპარატის გამოყენება და რაც შეიძლება სწრაფად მიმართოთ მკურნალ ექიმს (ოფთალმოლოგს).
ჭარბი დოზირება
შესაძლებელია ბეტა - ადრენობლოკატორებისთვის დამახასიათებელი ზოგადრეზორბციული ეფექტების განვითარება: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, არითმია, ბრადიკარდია, ბრონქოსპაზმი, გულისრევა, ღებინება.
მკურნალობა: დაუყოვნებლივ ამოირეცხეთ თვალები წყლით ან ფიზიოლოგიური ხსნარით, სიმპტომური თერაპია.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
ოფთან თიმოლოლის გამოყენებამ ადრენალინის შემცველ თვალის წვეთებთან ერთად, შესაძლოა გამოიწვიოს თვალის გუგის გაფართოება.
პრეპარატის სპეციფიკური მოქმედება – თვალის შიდა წნევის დაწევა იზრდება ეპინეფრინის და პილოკარპინის შემცველ თვალის წვეთების ერთობლივი გამოყენებისას, ორი ბეტა - ადრენობლოკატორის თვალებში ჩაწვეთება მიზანშეწონილი არ არის.
არტერიალური წნევის დაწევა და გულის რითმის შენელება შეიძლება გაძლიერდეს პრეპარატის კალციუმის ანტაგონისტებთან, რეზერპინთან და სისტემურ ბეტა-ადრენობლოკატორებთან ერთობლივი გამოყენებისას.
ერთობლივმა გამოყენებამ ინსულინთან ან დიაბეტის საწინააღმდეგო ორალურ საშუალებებთან შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემია.
თიმოლოლი აძლიერებს მიორელაქსანტების მოქმედებას, ამის გამო საჭიროა დაგეგმილ ქირურგიულ ჩარევამდე, რომელიც ტარდება საერთო ნარკოზის გამოყენებით, 48 საათით ადრე გაუქმდეს პრეპარატის მიღება.
ეს მონაცემები ასევე შესაძლოა შეეხოს იმ სამკურნალო პრეპარატებს, რომლებიც გამოიყენებოდა ადრე.
განსაკუთრებული მითითებები
საჭიროა რეგულარულად მიმართოთ ექიმს თვალის შიდა წნევის გასაზომად და რქოვანას გამოსაკვლევად.
თუ პაციენტი ატარებს რბილ კონტაქტურ ლინზებს, მაშინ მან არ უნდა გამოიყენოს თვალის წვეთები ოფთან თიმოლოლი 0.25% და 0.5% ხსნარი, რადგან კონსერვანტი შეიძლება დაილექოს რბილ კონტაქტურ ლინზებში და მოახდინოს არასასურველი ზემოქმედება თვალის ქსოვილებზე.
პრეპარატის ჩაწვეთამდე მყარი კონტაქტური ლინზები უნდა მოიხსნათ და ისევ გაიკეთოთ მხოლოდ 15 წუთის შემდეგ.
ავადმყოფების თიმოლოლზე მკურნალობის გადაყვანისას, შეიძლება საჭირო გახდეს რეფრაქციის კორექცია, ადრე გამოყენებული მიოტიკებით გამოწვეული ეფექტების გამო.
ზოგადი ნარკოზის ქვეშ დაგეგმილი ოპერაციული ჩარევის შემთხვევაში, საჭიროა, 48 საათით ადრე შეწყდეს პრეპარატის მიღება.
გამოშვების ფორმა:
0,25% და 0,5% თვალის წვეთების ხსნარი 5 მლ. პლასტიკურ საწვეთურიან ფლაკონში.
ყოველ ფლაკონ_საწვეთურს ათავსებენ მუყაოს ყუთში პრეპარატის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
ვარგისიანობის ვადა
3 წელი. ვარგისიანობის ვადა ფლაკონის გახსნის შემდეგ 1 თვე.
არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
შენახვის პირობები:
სია ბ. +15 +25ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
აფთიაქიდან გაცემის პირობა
ექიმის რეცეპტით
მწარმოებელი:
სს „სანტენ“, ნიიტტიჰაანკატუ 20, 33720 ტამპერე, ფინეთი