დროგსტატი 20მგ #30ტ
გააზიარე:
დროგსტატი
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 21.68 მგ კალციუმის ატორვასტატინს 20 მგ ატორვასტატინის ექვივალენტურს.
დამხმარე ნივთიერებები: კალციუმის კარბონატი, ლაქტოზას მონოჰიდრატი (მიღებულია ძროხის რძიდან), მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა, პოლისორბატ 80, მაგნიუმის სტეარატი, გასუფთავებული წყალი, აპკიანი გარსი (პოლივინილის სპირტი, ტიტანის დიოქსიდი, PEG 3350 ფხვნილი, ტალკი).
აღწერა
დროგსტატი არის თეთრი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი ხელმისაწვდომია ბლისტერულ შეფუთვაში 30 ტაბლეტით, რომლებიც შეიცავს 21.68 მგ კალციუმის ატორვასტატინს, 20 მგ ატორვასტატინის ექვივალენტურს და ტიტანის დიოქსიდს, როგორც საღებავს.
გამოყენება
დროგსტატი მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება სტატინები და წარმოადგენს ლიპიდების (ცხიმის) მარეგულირებელ პრეპარატებს.
დროგსტატი გამოიყენება ლიპიდების (ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების) დონის დასაქვეითებლად სისხლში. ზრდის ნორმალური პროცესისთვის აუცილებელი ქოლესტერინი წარმოადგენს ბუნებრივ ნივთიერებას. თუმცა, როდესაც სისხლში ძალიან მაღალია ქოლესტერინის დონე, ის შესაძლოა დაგროვდეს სისხლძარღვების კედლებზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ვენების შევიწროება და მათი შემდგომი დახშობა. ეს წარმოადგენს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ყველაზე გავრცელებულ მიზეზს. ითვლება, რომ ქოლესტერინის მაღალი დონე ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს.
დროგსტატი გამოიყენება ლიპიდების (ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების) დონის დასაქვეითებლად, როდესაც ცხიმების დაბალი შემცველობით დიეტა და ცხოვრების წესის შეცვლა საკმარისი არ არის. გულის დაავადებების გაზრდილი რისკის მქონე პირებში, დროგსტატი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას ამ რისკის შესამცირებლად, მაშინაც კი, თუ ქოლესტერინის დონე ნორმაშია. მკურნალობის დროს დაცული უნდა იყოს ქოლესტერინის შესამცირებელი სტანდარტული დიეტა.
უკუჩვენებები
დროგსტატი არ გამოიყენება შემდეგ სიტუაციებში
- მომატებული მგრძნობელობა ატორვასტატინის ან პრეპარატის შემადგენელი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
- შვილოსნობის უნარის მქონე პირებში, როცა არ ხდება კონტრაცეფციის შესაბამისი მეთოდის გამოყენება, ორსულობა ან დაორსულების მცდელობა და ძუძუთი კვება;
- ღვიძლი დაავადება;
- ღვიძლის ფუნქციის აუხსნელი ცვლილება სისხლის ანალიზში;
- დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღება;
- C ჰეპატიტის სამკურნალოდ გლეკაპრევირ/პიბრენტასვირი კომბინაციასთან ერთად მიღება.
გაფრთხილებები
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო შემდეგ შემთხვევებში:
- თირკმელების პრობლემები ან თირკმელების პრობლემები ანამნეზში;
- განმეორებითი ან აუხსნელი კუნთების ტკივილი, კუნთების პრობლემების პირადი ან ოჯახური ანამნეზი;
- ადრე გადატანილი ინსულტი თავის ტვინში სისხლჩაქცევით ან გადატანილი ინსულტის შედეგად სითხით სავსე ცისტები ტვინში;
- კუნთების პრობლემები გამოწვეული ლიპიდების შემამცირებელი სხვა პრეპარატებით (მაგ., სტატინები ან ფიბრატები) მკურნალობის დროს (კუნთების ტკივილი, სისუსტე და ა. შ.);
- დიდი რაოდენობით ალკოჰოლის რეგულარულად მიღება;
- ზოგიერთი შაქრის აუტანლობა;
- სუნთქვის მნიშვნელოვანი უკმარისობა;
- ჰიპოთირეოზი (ორგანიზმში ნაკლებად გამომუშავდება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონი);
- 70 წლის ზემოთ ასაკი;
- დიაბეტის რისკის ფაქტორების არსებობა. დიაბეტის ან დიაბეტის რისკის მქონე პირებში გამოყენება ხდება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. სისხლში შაქრისა და ცხიმის მაღალი დონე, ჭარბწონიანობა და მაღალი წნევა, წარმოადგენს დიაბეტის განვითარების რისკს.
- მკურნალობა ისეთი სამკურნალო საშუალებით, როგორიცაა ფუზიდის მჟავა (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ), პერორალურად ან ინექციის სახით, ან თუ ის გამოყენებული იყო ბოლო 7 დღის განმავლობაში. ფუზიდის მჟავისა და დროგსტატის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული დარღვევები კუნთების მხრივ (რაბდომიოლიზი).
რომელიმე ჩამოთვლილი მდგომარეობის შემთხვევაში, ექიმმა უნდა მოითხოვს სისხლის ანალიზის ჩატარება დროგსტატით მკურნალობამდე და მკურნალობის დროს, რათა წინასწარ განსაზღვროს რისკები კუნთოვან სისტემასთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტების თვალსაზრისით.
ცნობილია, რომ კუნთებთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტების რისკი, როგორიცაა რაბდომიოლიზი, კუნთების დაავადების ტიპი, იზრდება გარკვეული მედიკამენტების ერთდროულად მიღებისას. ასევე, უნდა ეცნობოს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ აღინიშნება კუნთების მუდმივი სისუსტე. დიაგნოზისა და მკურნალობისთვის შეიძლება საჭირო გახდეს დამატებითი ტესტები და მედიკამენტები.
აცნობეთ ექიმს, თუ ადრე გქონდათ ინსულტი; ექიმი გაითვალისწინებს ამას პაციენტისთვის ყველაზე შესაფერისი მკურნალობისა და დოზის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას.
საკვებთან და სასმელთან ერთად მიღება
პრეპარატით მკურნალობისას არ მიიღოთ დღეში ერთ ან ორ პატარა ჭიქაზე მეტი გრეიფრუტის წვენი, რადგან გრეიფრუტის წვენის დიდმა რაოდენობამ შეიძლება შეცვალოს დროგსტატის ეფექტი.
ამ პრეპარატის მიღებისას მოერიდეთ დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღებას.
ორსულობა
ამ სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
არ მიიღოთ დროგსტატი, თუ ხართ ორსულად, ან თუ ცდილობთ დაორსულებას.
თუ სავარაუდოა რომ დაორსულდეთ, არ მიიღოთ დროგსტატი საიმედო კონტრაცეფციის გამოყენების გარეშე.
თუ მკურნალობის დროს შეამჩნევთ, რომ ხართ ორსულად, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ძუძუთი კვება
ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
არ გამოიყენოთ დროგსტატი, ძუძუთი კვებისას.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში დროგსტატის უსაფრთხოება ჯერ-ჯერობით დადგენილი არ არის.
ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება
ჩვეულებრივ, ეს პრეპარატი არ იმოქმედებს ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე. თუმცა, არ მართოთ ავტომობილი, თუ ეს წამალი გავლენას ახდენს მართვის უნარზე. არ გამოიყენოთ რაიმე ინსტრუმენტი ან მექანიზმი, თუ ეს პრეპარატი გავლენას ახდენს მათი გამოყენების უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია დროგსტატის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
დროგსტატი შეიცავს ლაქტოზას. თუ გაფრთხილებული ხართ ექიმის მიერ რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღებამდე დაუკავშირდით ექიმს.
სხვა პრეპარატებთან ერთად მიღება
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შეიძლება მიიღოთ სხვა მედიკამენტები. არსებობს მედიკამენტები, რომლებიც შეიძლება შეიცვალოს დროგსტატის ეფექტი ან მათი ეფექტი შეიძლება შეიცვალოს დროგსტატის მიერ. ამ ტიპის ურთიერთქმედებამ შეიძლება ერთი ან ორივე მედიკამენტი ნაკლებად ეფექტური გახადოს. ურთიერთქმედებას ასევე შეუძლია გაზარდოს გვერდითი მოვლენების რისკი ან სიმძიმე, მათ შორის მნიშვნელოვანი კუნთების გამოფიტვის მდგომარეობა, ცნობილი როგორც რაბდომიოლიზი.
ზოგიერთი სამკურნალო საშუალება, რომელიც შეიძლება ურთიერთქმედებდეს დროგსტატთან, შემდეგია:
- მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაცვლელად, მაგალითად, პრეპარატები, რომლებიც ეფექტურია ალერგიული დაავადებების წინააღმდეგ, როგორიცაა ციკლოსპორინი ან ტერფენადინი, ასტემიზოლი;
- გარკვეული ანტიბიოტიკები ან სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები, მაგალითად, ერითრომიცინი, კლარითრომიცინი, ტელითრომიცინი, კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი, ფლუკონაზოლი, პოსაკონაზოლი, რიფამპინი, ფუზიდის მჟავა;
- ლიპიდების დონის დასარეგულირებელი სხვა პრეპარატები, მაგალითად, გემფიბროზილი, სხვა ფიბრატები, კოლესტიპოლი, ზოგიერთი კალციუმის არხის ბლოკატორები, რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის ან სტენოკარდიის დროს, მაგ., ამლოდიპინი, დილთიაზემი;
- მედიკამენტები გულის რითმის რეგულირებისათვის, მაგ: დიგოქსინი, ამიოდარონი;
- ლეტერმოვირი (პრეპარატი, რომელიც ხელს უშლის ციტომეგალოვირუსით დასნებოვნებას);
- სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება აივ-ის სამკურნალოდ, მაგ., რიტონავირი, ლოპინავირი, ატაზანავირი, ინდინავირი, დარუნავირი, ისეთი პრეპარატები, როგორიცაა ნელფინავირი (პროტეაზას ინჰიბიტორები);
- ზოგიერთი პრეპარატი, რომელიც გამოიყენება C ჰეპატიტის სამკურნალოდ, როგორიცაა ტელაპრევირი, ბოცეპრევირი და ელბასვირი/გრაზოპრევირის კომბინაცია.
სხვა პრეპარატები, რომელთა დროგსტატთან ურთიერთქმედება ცნობილია, შემდეგია:
– ეზეტიმიბი (ქოლესტერინის დამწევი);
– ვარფარინი (ამცირებს სისხლის შედედებას);
– ჩასახვის საწინააღმდეგო აბები;
– სტირიპენტოლი (კრუნჩხვის ინჰიბიტორი);
– ციმეტიდინი (გამოიყენება წყლულების და გულძმარვის დროს);
– ფენაზონი (ტკივილგამაყუჩებელი);
– კოლხიცინი (გამოიყენება პოდაგრის სამკურნალოდ);
– ანტაციდები (რომლებიც შეიცავს ალუმინს ან მაგნიუმს);
– მცენარე კრაზანა.
თუ ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ ხდება პერორალური ფუზიდის მჟავას გამოყენება, დროებით უნდა შეწყდეს დროგსტატის გამოყენება. ექიმი განსაზღვრავს, თუ როდის იქნება შესაძლებელი დროგსტატის კვლავ გამოყენება.
დროგსტატის და ფუზიდის მჟავას ერთდროულმა მიღებამ იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს კუნთების სისუსტე, მტკივნეულობა შეხებისას ან ტკივილი (რაბდომიოლიზი).
მკურნალობის წესი
სათანადო გამოყენების ინსტრუქცია და დოზა / გამოყენების სიხშირე:
- მოზრდილებში და 10 წლის და მეტი ასაკის ბავშვებში დროგსტატის სტანდარტული საწყისი დოზა არის 10 მგ ერთხელ დღეში.
- ეს დოზა შეიძლება გაიზარდოს საჭიროებისამებრ მკურნალი ექიმის მიერ პაციენტისთვის საჭირო რაოდენობამდე. ექიმი ამოწმებს დოზას 4 კვირის ან მეტი ინტერვალით, პაციენტისთვის შესაფერისი დოზის შესარჩევად. დროგსტატის მაქსიმალური დოზაა 80 მგ დღეში ერთხელ.
- მკურნალობის დაწყებამდე ექიმი ნიშნავს ქოლესტერინის დამწევ დიეტას, რომელზეც პაციენტი უნდა იყოს დროგსტატით თერაპიის დროსაც.
- დროგსტატი ყოველთვის მიიღება ზუსტად ისე, როგორც ექიმმა დანიშნა. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
მიღების წესი
- დროგსტატის ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად ერთ ჭიქა წყალთან ერთად.
- მიღება შეიძლება დღის ნებისმიერ პერიოდში, საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
- ამის მიუხედავად, რეკომენდებულია ტაბლეტის მიღება ყოველდღე ერთსა და იმავე დროს.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები
გამოყენება ბავშვებში
10 წლის და მეტი ასაკის ბავშვებისთვის რეკომენდებული საწყისი დოზაა 10 მგ, ხოლო მაქსიმალური რეკომენდებული დოზაა 80 მგ დღეში.
გამოყენება ხანდაზმულებში
დროგსტატით მკურნალობისას არ დაფიქსირებულა განსხვავებები უსაფრთხოებაში, ეფექტურობასა და ლიპიდური მკურნალობის მიზნების მიღწევაში ხანდაზმულ პაციენტებსა და მთელ მოსახლეობას შორის.
გამოყენების განსაკუთრებული შემთხვევები
თირკმლის უკმარისობა
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია არ არის საჭირო.
ღვიძლის უკმარისობა
დროგსტატი არ უნდა იქნას გამოყენებული ღვიძლის აქტიური დაავადების მქონე პაციენტებში. ის სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ ღვიძლის დაავადება. ღვიძლის ფუნქციის ტესტები პერიოდულად უნდა ჩატარდეს დროგსტატით მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის შემდეგ.
მიმართეთ ექიმს, თუ ფიქრობთ, რომ დროგსტატის ეფექტი არის ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტი.
ჭარბი დოზირება
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი დროგსტატი, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზის გამოტოვება
თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ შემდეგი დაგეგმილი დოზა სწორ დროს.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა დავიწყებული დოზის სანაცვლოდ.
ეფექტები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს დროგსტატით მკურნალობის შეწყვეტისას
ამ მედიკამენტის გამოყენების შესახებ რაიმე დამატებითი შეკითხვის ან მკურნალობის შეწყვეტის სურვილის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი ეფექტები
ყველა სამკურნალო საშუალების მსგავსად, შეიძლება გამოვლინდეს გვერდითი ეფექტები იმ ადამიანებში, რომლებიც მგრძნობიარეები არიან დროგსტატის შემადგენლობაში შემავალ ნივთიერებების მიმართ.
ტაბლეტების მიღება შეწყვიტეთ და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს და სასწრაფო დახმარების განყოფილებას, თუ გამოგივლინდათ რომელიმე შემდეგი სერიოზული გვერდითი ეფექტი:
- ანგიონევროზული შეშუპება (სახის, ენისა და სასუნთქი გზების შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება). ეს ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტი ძალიან იშვიათია. თუ აღგენიშნებათ რომელიმე მათგანი, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს;
- სერიოზული დაავადება კანის მწვავე აქერცვლით და შეშუპებით, კანის, პირის ღრუს, თვალების, სასქესო ორგანოების ბუშტუკებით და ცხელებით;
- კანზე გამონაყარი ვარდისფერ-წითელი ლაქებით, განსაკუთრებით ხელისგულებზე ან ფეხისგულებზე, რომლებიც შეიძლება ბუშტუკებად იქცეს.
- კუნთების სისუსტე, დაჭიმულობა, ტკივილი ან ცრემლდენა, ან შარდის ფერის შეცვლა წითელ-ყავისფრად, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს კუნთების პათოლოგიური დაშლით (რაბდომიოლიზი), განსაკუთრებით თუ თავს ცუდად გრძნობთ ან გაქვთ სიცხე. კუნთების ამგვარი პათოლოგიური დაშლა ყოველთვის თავისთავად არ ქრება, მაშინაც კი, თუ შეწყვეტთ ატორვასტატინის მიღებას. ეს შეიძლება იყოს სიცოცხლისათვის საშიში და გამოიწვიოს თირკმელების პრობლემები.
თუ ექიმი რეკომენდაციით შეწყვეტთ დროგსტატის გამოყენებას, მაგრამ კუნთების პრობლემები გაგრძელდება, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.
ძალიან იშვიათი მდგომარეობები გავლენას ახდენს 10,000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებ პაციენტზე, რომლებიც იყენებენ დროგსტატს (რაც ნიშნავს, რომ ეს გვერდითი მოვლენები არ არის მოსალოდნელი 9,999 პაციენტში 10,000-დან, რომლებიც იყენებენ დროგსტატს).
- პრობლემები მოულოდნელ უჩვეულო სისხლდენასთან ან სისხლჩაქცევებთან დაკავშირებით, შეიძლება მიანიშნებდეს ღვიძლის დაავადებაზე. ექიმი ღვიძლის შესამოწმებლად მოითხოვს სისხლის ანალიზის ჩატარებას დროგსტატი მიღების დაიწყებამდე ან თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემების სიმპტომები დროგსტატის მიღებისას. აცნობეთ ექიმს რაც შეიძლება მალე, თუ გაქვთ ღვიძლის პრობლემის მაჩვენებელი რომელიმე შემდეგი სიმპტომი:
- დაღლილობის ან სისუსტის შეგრძნება;
- მადის დაკარგვა;
- ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში;
- მუქი ქარვისფერი შარდი;
- კანის და სკლერის სიყვითლე.
- სტივენს-ჯონსონის სინდრომი, მულტიფორმული ერითემა (ლაქოვანი წითელი გამონაყარი), მხედველობის დაბინდვა, სმენის დაქვეითება, მყესების დაზიანებები, ღვიძლის უკმარისობა, გემოს შეცვლა, მამაკაცებში მკერდის გადიდება;
- მგლურას მსგავსი სინდრომი (გამონაყარის, სახსრების დაავადებების და სისხლის უჯრედებზე ზემოქმედების ჩათვლით).
ყოველივე ეს არის სერიოზული გვერდითი ეფექტები.
თუ აღგენიშნებათ ერთ-ერთი მათგანი, შეიძლება საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა ან საავადმყოფოში გადაყვანა.
ამგვარი სერიოზული გვერდითი მოვლენები ძალიან იშვიათია.
გვერდითი მოვლენები კლასიფიცირდება როგორც ნაჩვენებია შემდეგ კატეგორიებში:
ძალიან ხშირი: აღინიშნება 10 პაციენტიდან მინიმუმ ერთში.
ხშირი: 10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 100 პაციენტიდან 1-ზე მეტში.
არახშირი: 100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 1000 პაციენტიდან 1-ზე მეტში.
იშვიათი: 1000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 10000 პაციენტიდან 1-ზე მეტში.
ძალიან იშვიათი: 10 000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში.
არ არის ცნობილი: არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებიდან.
სხვა შესაძლო გვერდითი მოვლენები
ხშირი
- ცხვირის წიაღების ანთება, ყელის ტკივილი, ცხვირიდან სისხლდენა;
- ალერგიული რეაქციები;
- სისხლში შაქრის დონის მომატება (თუ დიაბეტი გაქვთ, ყურადღებით უნდა გააგრძელოთ სისხლში შაქრის დონის მონიტორინგი), სისხლში კრეატინკინაზას მომატება;
- თავის ტკივილი;
- გულისრევა, ყაბზობა, აირები, საჭმლის მონელების დარღვევა, დიარეა;
- სახსრების ტკივილი, კუნთების ტკივილი, ზურგის ტკივილი;
- სისხლის ტესტის შედეგები, რომლებიც აჩვენებს, რომ ღვიძლის ფუნქცია შეიძლება იყოს პათოლოგიური.
არახშირი
- მადის დაკარგვა (ანორექსია), წონის მომატება, სისხლში შაქრის დონის შემცირება (თუ დიაბეტი გაქვთ, უნდა გააგრძელოთ სისხლში შაქრის დონის ყურადღებით მონიტორინგი);
- კოშმარები, უძილობა;
- თავბრუსხვევა, დაბუჟება ან ჩხვლეტა ხელის და ფეხის თითებში, ტკივილის ან შეხების შეგრძნების შემცირება, გემოს შეგრძნობის ცვლილება, მეხსიერების დაკარგვა;
- მხედველობის დაბინდვა;
- ყურებში ან/და თავში ზარის ხმა;
- ღებინება, ქავილი, მუცლის ზედა და ქვედა ნაწილის ტკივილი, პანკრეატიტი (პანკრეასის ანთება, რომელიც იწვევს ტკივილს მუცელში);
- ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება);
- გამონაყარი, კანის გამონაყარი და ქავილი, ჭინჭრის ციება, თმის ცვენა;
- კისრის ტკივილი, კუნთების დაღლილობა;
- დაღლილობა, ცუდი გუნება-განწყობა, სისუსტე, გულმკერდის ტკივილი, შეშუპება განსაკუთრებით ტერფების (ედემა), მომატებული ტემპერატურა;
- ლეიკოციტებზე დადებითი შარდის ტესტი.
იშვიათი
- მხედველობის დეფექტი;
- მოულოდნელი სისხლდენა ან სისხლჩაქცევები;
- სიყვითლე (კანის და სკლერების გაყვითლება);
- მყესის (კუნთის მყესის) დაზიანება.
ძალიან იშვიათი
- ალერგიული რეაქციის სიმპტომები: უეცარი ხიხინი და გულმკერდის ტკივილი ან შებოჭილობა, ქუთუთოების, სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენისა და ყელის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, კოლაფსი (სისხლის მიმოქცევის უეცარი უკმარისობა);
- სმენის დაქვეითება;
- გინეკომასტია (მკერდის გადიდება).
უცნობი
- კუნთების მუდმივი სისუსტე.
სხვა გვერდითი ეფექტები, რომლებიც დაფიქსირდა სტატინების (დროგსტატის ტიპის პრეპარატების) გამოყენებისას:
- ძილის დარღვევა, მათ შორის უძილობა და კოშმარები, მეხსიერების დაკარგვა, ცნობიერების არევა;
- სექსუალური სირთულეები;
- დეპრესია;
- სუნთქვის პრობლემები, მათ შორის მუდმივი ხველა და/ან ქოშინი ან ცხელება
- დიაბეტი. ეს უფრო სავარაუდოა, თუ აღინიშნება სისხლში შაქრისა და ცხიმების მაღალი დონე, ჭარბი წონა და მაღალი წნევა. ასეთი პაციენტები უნდა იყვნენ ექიმის დაკვირვების ქვეშ, ვიდრე იღებენ ამ პრეპარატს.
თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა დამძიმდა, ან თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით ეფექტს, რომელიც ზემოთ არ არის ჩამოთვლილი, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
შენახვის წესი
შეინახეთ დროგსტატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას ორიგინალ შეფუთვაში.
შეინახეთ 25°C -ზე დაბალ ტემპერატურაზე.
გამოიყენეთ ვარგისობის ვადის შესაბამისად.
არ გამოიყენოთ დროგსტატი შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
არ გამოიყენოთ დროგსტატი თუ შეამჩნევთ პროდუქტის ან/და მისი შეფუთვის დაზიანებას.
არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი სამკურნალო საშუალებები!
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
Drogsan İlaçları San. ve Tic. A.Ş.
Oğuzlar Mah. 1370. sok. 7/3, 06520
Balgat – ანკარა, თურქეთი.
მწარმოებელი
Drogsan İlaçları San. ve Tic. A.Ş.
Esenboğa Merkez Mah. Çubuk Cad. No: 31
Çubuk – ანკარა, თურქეთი.