დექსტომიდი 200მკგ/2მლ #5ფლ
გააზიარე:
სარეკომენდაციო ვერსია
პაციენტის საინფორმაციო ფურცელი
დექსტომიდი 200 მკგ/2 მლ კონცენტრირებული ხსნარი ი.ვ. ინფუზი ისთვის
შეჰყავთ ინტრავენურად.
სტერილური
• აქტიური ნივთიერება: 118 მიკროგრამი დექსმედეტომიდინი, რაც 100 მიკროგრამი დექსმედეტომიდინის (ბაზის) ექვივალენტია
• დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი
|
ამ მედიკამენტის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ პაციენტის საინფორმაციო ფურცელი. რადგან ეს ფურცელი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
|
ამ ფურცელში:
1. რა არის დექსტომიდი და რისთვის გამოიყენება?
2. დექსტომიდის გამოყენებამდე
3. როგორ გამოიყენება დექსტომიდი?
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
5. როგორ ინახება დექსტომიდი
1. რა არის დექსტომიდი და რისთვის გამოიყენება?
• დექსტომიდი წარმოდგენილია შეფუთვაში, რომელიც შეიცავს 5 ფლაკონს.
• თითოეული ფლაკონი შეიცავს 200 მკგ დექსმედეტომიდინს (100 მკგ/მლ) აქტიური ნივთიერების სახით 2 მლ კონცენტრირებულ საინფუზიო ხსნარში. დექსტომიდი არის გამჭვირვალე და უფერო ხსნარი.
• დექსმედეტომიდინი, დექსტომიდის აქტიური ინგრედიენტი, მიეკუთვნება სხვა საძილე და სედაციური საშუალებების (საძილე და ტრანკვილიზატორების) ჯგუფს. დექსმედეტომიდი გამოიყენება საავადმყოფოების ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში პაციენტების დასამშვიდებლად, რომლებიც არ არიან აგზნებული და არამართვადი, რომლებსაც სასუნთქ გზებში მოთავსებული აქვთ მილი მარტივი სუნთქვისთვის.
• გამოიყენება სედაციის უზრუნველსაყოფად (სიმშვიდე, ძილიანობა, ან ძილიანობა) მოზრდილი პაციენტებისთვის საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, ან სხვადასხვა დიაგნოსტიკური ან ქირურგიული პროცედურების დროს გონზე მყოფი სედაციის უზრუნველსაყოფად.
2. დექსტომიდის მიღებამდე
არ გამოიყენოთ დექსტომიდი შემდეგ შემთხვევებში
თუ:
• ალერგიული ხართ დექსმედეტომიდინის ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ (იხილეთ დამხმარე ნივთიერებების სია), რომლებსაც შეიცავს ეს პრეპარატი,
• გაქვთ არითმია (მე-2 და მე-3 ხარისხის გულის ბლოკადა),
• გაქვთ დაბალი არტერიული წნევა, რომელიც არ პასუხობს მკურნალობას,
• ცოტა ხნის წინ გადაიტანეთ ინსულტი ან მძიმე აშლილობა, რამაც ხელი შეუშალა ტვინში სისხლის მიწოდებას.
დექსტომიდი ს მიღებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს.
გამოიყენეთ დექსტომიდი სიფრთხილით, თუ
• გაქვთ არანორმალურად დაბალი გულისცემა (ავადმყოფობა ან მაღალი ხარისხის ფიზიკური დატვირთვა)
• გაქვთ დაბალი წნევა,
• გაქვთ დაბალი სისხლის მოცულობა, მაგალითად დაზიანებების შემდეგ,
• გაქვთ გულის დარღვევები,
• თქვენი არტერიული წნევა მუდმივად მაღალია,
• გაქვთ დიაბეტი,
• ხართ 65 წელზე მეტი წლის ასაკის,
• გაქვთ მძიმე ნევროლოგიური აშლილობა (თავის ან ზურგის ტვინის დაზიანებები, ან ინსულტი),
• გაქვთ ღვიძლის მძიმე დარღვევები,
• აღინიშნება ცხელება ზოგიერთი პრეპარატის, განსაკუთრებით საანესთეზიო საშუალებების მიღების შემდეგ,
თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ ან გეხებოდათ თქვენ, გთხოვთ კონსულტაციისთვის მიმართოთ თქვენს ექიმს.
დექსტომიდი ს გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
ურთიერთქმედება დექსტომიდით მკურნალობასა და საკვებს ან სასმელებს შორის ნაკლებად სავარაუდოა.
ორსულობა
გთხოვთ, პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, დექსტომიდის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ტქვენს ექიმს. თქვენი ექიმი მოგცემთ დექსტომიდს მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში.
თუ მკურნალობის დროს შეიტყობთ,რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ლაქტაცია
გთხოვთ, პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ ხართ ორსულად ან გეგმავთ ძუძუთი კვებას, დექსტომიდის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს. იმის გამო, რომ უცნობია, გადადის თუ არა დექსტომიდი დედის რძეში, ექიმმა შეიძლება მოგთხოვოთ ძუძუთი კვების შეწყვეტა მკურნალობის პერიოდში.
ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარი
ვინაიდან ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარი შეიძლება შეფერხდეს დექსტომიდის მიღების შემდეგ, არ მართოთ ავტომობილი და არ გამოიყენოთ მექანიზმები.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია დექსტომიდ ში შემავალი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ
დექსტომიდი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს თითოეულ ფლაკონში; ანუ პრინციპში „არ შეიცავს ნატრიუმს“.
გამოყენება სხვა პრეპარატებთან ერთად
ერთდროული გამოყენებისას დექსტომიდმა შეიძლება გააძლიეროს საანესთეზიო საშუალებების, სედაციური საშუალებების (ტრანკვილიზატორები), საძილე საშუალებების (დასაძინებელი საშუალებების) და ოპიოიდების (ნარკოტიკები, როგორიცაა ოპიუმი) ეფექტი. ერთდროული გამოყენებისას შეიძლება საჭირო გახდეს დექსტომიდის ან თანმხლები ანესთეტიკების, სედაციური საშუალებების, საძილე პრეპარატების ან ოპიოიდების დოზის შემცირება.
სევოფლურანთან, იზოფლურანთან, პროპოფოლთან, ალფენტანილთან და მიდაზოლამთან ერთდროული გამოყენება მოითხოვს სიფრთხილეს და შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის შემცირება.
• მედიკამენტები, რომლებიც ხელს უწყობენ ძილს ან იწვევენ სედაციას (მაგ. მიდაზოლამი, პროპოფოლი)
• ძლიერი ტკივილგამაყუჩებლები (მაგ. ოპიოიდები, როგორიცაა მორფინი, კოდეინი)
• საანესთეზიო მედიკამენტები (მაგ. სევოფლურანი, იზოფლურანი)
ვინაიდან დადასტურდა, რომ დექსტომიდი შეუთავსებელია ამფოტერიცინ B-სთან (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება სოკოს სამკურნალოდ) და დიაზეპამთან (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება შფოთვის სამკურნალოდ), ის არ უნდა იქნას შეყვანილი იმავე კომპლექტისა და ვენური გზით, როგორც ეს პრეპარატები.
სიფრთხილეა რეკომენდებული დექსტომიდის ვაზოდილატატორებთან და გულისცემის შესამცირებელ პრეპარატებტან ერთად (უარყოფითი ქრონოტროპული პრეპარატები).
თუ ამჟამად იღებთ ან ცოტა ხნისიღებდით რეცეპტითან ურეცეპტოდ გაცემულ რომელიმე მედიკამენტს, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
3. როგორ გამოიყენება დექსტომიდი ?
საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილება
დექსტომიდის შეყვანა უნდა მოხდეს მხოლოდ ჯანდაცვის პროფესიონალების მიერ, რომლებსაც აქვთ ინტენსიური თერაპიის ან საოპერაციო პალატებში მყოფ პაციენტებთან მუშაობის გამოცდილება
გონზე მყოფი სედაცია
დექსტომიდის შეყვანა ხდევა ექიმის ან მედდის მიერ გონზე მყოფი სედაციის უზრუნველსაყოფად დიაგნოსტიკური ან ქირურგიული პროცედურების დროს, რომლებიც საჭიროებენ სედაციას.
თქვენი ექიმი გადაწყვეტს თქვენთვის შესაბამის დოზას. დექსტომიდის რაოდენობა დამოკიდებულია თქვენს ასაკზე, ზომაზე, ზოგად ჯანმრთელობაზე, სედაციის საჭირო დონეზე და იმაზე, თუ როგორ რეაგირებთ მედიკამენტზე.
თქვენი ექიმი მონიტორინგს გაუწევს თქვენს გულს და არტერიულ წნევას მკურნალობის დროს და, საჭიროების შემთხვევაში, შეგიცვლით პრეპარატის დოზას.
დექსტომიდი უნდა გაზავდეს და შემდეგ შეჰყავთ ინტრავენური ინფუზიით.
გაღვიძება სედაციის შემდეგ
- სედაციიდან რამდენიმე საათის განმავლობაში თქვენ იქნებით სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ, რათა თავი უკეთ იგრძნოთ.
- დექსტომიდის გამოყენების შემდეგ არ უნდა წახვიდეთ სახლში თანმხლები პირის გარეშე.
- მას შემდეგ, რაც მიიღებთ დექსტომიდს, პრეპარატები, რომლებიც დაგეხმარებათ დაძინებაში, გამოიწვევს სედაციას, ან ძლიერი ტკივილგამაყუჩებლები შეიძლება არ იყოს შესაფერისი. მიმართეთ ექიმს ამ პრეპარატების გამოყენებისა და ალკოჰოლის გამოყენების შესახებ.
ინსტრუქციები სწორი გამოყენებისა და დოზირების/შეყვანის სიხშირის შესახებ:
თქვენი ექიმი გადაწყვეტს თქვენთვის შესაფერის დოზას. დექსტომიდის დოზა დამოკიდებულია თქვენს ასაკზე, წონაზე, ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე, საჭირო სედაციის დონეზე და იმაზე, თუ როგორ რეაგირებთ პრეპარატზე.
საჭიროების შემთხვევაში თქვენმა ექიმმა შეიძლება შეცვალოს დოზა. თქვენი ექიმი გააკონტროლებს თქვენს გულს და არტერიულ წნევას მთელი მკურნალობის განმავლობაში.
დექსტომიდი არ გამოიყენება პროცედურებისთვის, რომლებიც გრძელდება 24 საათზე მეტ ხანს.
მიღების მეთოდი:
დექსტომიდის შეყვანა ხდება ინტრავენურად კონტროლირებადი საინფუზიო მოწყობილობის გამოყენებით.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფ ებ ი:
გამოყენება ბავშვებში:
არ არსებობს დოზის შესახებ რეკომენდაცია დექსტომიდის გამოსაყენებლად 18 წლამდე ასაკის ბავშვებში.
გამოყენება ხანდაზმულებში:
65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებისთვის შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შემცირება.
გამოყენების განსაკუთრებული შემთხვევები:
თირკმლის უკმარისობა:
დოზის კორექცია საჭირო არ არის თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის.
ღვიძლის უკმარისობა:
ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შემცირება.
თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ დექსტომიდის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, კონსულტაციისთვის მიმართეთთქვენსექიმსან ფარმაცევტს.
თუ მიიღეთ იმაზე მეტი დექსტომიდი , ვიდრე უნდა მი გე ღოთ:
ვინაიდან დექსტომიდი გამოყენებული იქნება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, საჭირო იქნება სიფრთხილის ზომები ასეთი სიტუაციის განვითარების თავიდან ასაცილებლად. თუმცა, თუ შემთხვევით დოზის გადაჭარბებისას, შეიძლება აღინიშნოს არტერიული წნევის მომატება ან დაწევა, გულისცემის შენელება, ნელა სუნთქვა და ძილიანობა. ასეთ შემთხვევაში ჩატარდება შესაბამისი მკურნალობა.
თუ დექსტომიდი გამოყენებული იყოიმაზე მეტი დოზით, ვიდრე უნდა გამოგეყენებინათ ან დანიშნულზე მეტზე დოზით, მიმართეთ თქვენს ექიმსან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ დექსტომიდი ს მიღება
ვინაიდან დექსტომიდის შეყვანა ხდება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, ზომები იქნება მიღებული მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით.
შესაძლო ეფექტები დექსტომიდით მკურნალობის დასრულების შემდეგ
ვინაიდან დექსტომიდი გამოყენებული იქნება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, მიღებული იქნება ზომები მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად. ასეთ შემთხვევებში ჩატარდება შესაბამისი მკურნალობა შესაძლებელი გვერდითი ეეფქტები.
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
როგორც ყველა პრეპარატის შემთხვევაში, ადამიანებში, რომლებიც მგრძნობიარე არიან მასში შემავალი ნივთიერებების მიმართ, დექტომიდმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები.
გვერდითი ეფექტები კლასიფიცირდება შემდეგნაირად:
ძალიან ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10-დან მინიმუმ ერთ პაციენტში.
ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10-დან ერთზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 100-დან ერთზე მეტ პაციენტში.
არახშირი: შეიძლება გამოვლინდეს 100-დან ერთზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 1000-დან ერთზე მეტ პაციენტში.
იშვიათი: შეიძლება გამოვლინდეს 1000-დან ერთზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 10000 -დან ერთზე მეტ პაციენტში.
ძალიან იშვიათი: შეიძლება გამოვლინდეს 10000-დან ერთზე ნაკლებ პაციენტში.
უცნობი: არაპროგნოზირებადია ხელმისაწვდომი მონაცემებით.
დექსტომიდ ის გვერდითი ეფექტებია:
ძ ალიან ხშირი:
• გულისცემის დაქვეითება
• არტერიული წნევის დაქვეითება ან მომატება
• სუნთქვის დათრგუნვა
ხშირი:
• სისხლის მოცულობის შემცირება მიმოქცევაში
• მოუსვენრობა
• სისხლში შაქრის დონის მომატება
• გულმკერდის არეში ტკივილი ან გულის შეტევა
• გულისრევა, ღებინება ან პირის სიმშრალე
• ცხელება
• სიმპტომები მედიკამენტების შეწყვეტის შემდეგ
არახშირი:
• გულის ფუნქციების დაქვეითება, გულის გაჩერება
• მუცლის შებერილობის შეგრძნება
• მჟავას დაგროვება ორგანიზმში
• სისხლში ალბუმინის დონის დაქვეითება
• მძინარე მდგომარეობა
• ქოშინი
• პრეპარატის არაეფექტურობა
• წყურვილი
• აპნოე (სუნთქვის შეჩერება ძილის დროს)
უცნობი:
• ჭარბი შარდვა
თუ შენიშნავთ რაიმე გვერდითი ეფექტს, რომელიც მითითებული არ არის ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
5. როგორ ინახება დექსტომიდი
შეინახეთ დექსტომიდი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და ორიგინალ შეფუთვაში.
უნდა ინახებოდეს ოთახის ტემპერატურაზე 25°C-მდე, ორიგინალ ყუთში.
გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის დაცვით.
არ გამოიყენოთ დექსტომიდი მის შეფუთვაზე დაბეჭდილი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. თუ შეამჩნევთ რაიმე დარღვევას პროდუქტში და/ან მის შეფუთვაში, არ გამოიყენოთ დექსტომიდი.
არ გადააგდოთ ნაგავში, თუ პროდუქტი ვადაგასულია ან გამოუყენებელია. გადაეცით ის გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემგროვებელ სისტემას.
სავაჭრო ნებართვის მფლობელი:
POLİFARMA İLAÇ SAN. VE TİC. ა.შ.
Vakıflar OSB Mahallesi, Sanayi Caddesi, No:22/1
Ergene Tekirdağ /თურქეთი
ტელეფონი: +90 282 675 14 04
ფაქსი: +90 282 675 14 05
საწარმოო ადგილი:
AROMA İLAÇ SAN. LTD ŞTİ.
Vakıflar OSB Mahallesi,
Sanayi Caddesi, No:22/1 Kat:2 Ergene
Tekirdağ / თურქეთი
ტელეფონი: +90 282 675 10 06
ფაქსი: +90 282 675 14 05
---------------------------------------------------------------------------------------------------------- შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის.
შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ სამედიცინო ან ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის.
დექსტომიდის მომზადებისას ყოველთვის უნდა იყოს დაცული ასეპტიკური ტექნიკა.
დექსტომიდი ვიზუალურად უნდა შემოწმდეს უცხო ნაწილაკების შემცველობაზე და გაუფერულებაზე, როცა ხსნარი და მისი კონტეინერი ამის საშუალებას იძლევა.
მომზადების ინსტრუქცია:
დექსტომიდის ინექცია, 200 მკგ/2 მლ (100 მკგ/მლ)
პროცედურის დაწყებამდე დექსტომიდი უნდა გაზავდეს 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ინექციით პროცედურის წინ სასურველი კონცენტრაციის (4 მკგ/მლ) მისაღებად. ხსნარის მომზადება ერთნაირია როგორც დატვირთვის დოზის, ასევე შემანარჩუნებელი ინფუზიისთვის.
ინფუზიის მოსამზადებლად ამოიღეთ 2 მლ დექსტომიდის საინფუზიო ხსნარი. დაუმატეთ 48 მლ 0,9% ნატრიუმის ქლორიდი ჯამში 50 მლ-ს მისაღებად.
ნაზად შეანჯღრიეთ, რომ ხსნარი კარგად შეერიოს.
გაზავების შემდეგ, გამოყენებისას ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა ნაჩვენებია 24 საათის განმავლობაში 25 °C ტემპერატურაზე.
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, პროდუქტი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული. თუ მისი დაუყოვნებლივ გამოყენება შეუძლებელია, შენახვის ხანგრძლივობასა და პირობებზე გამოყენების დაწყებამდე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს. თუ გაზავება არ ხდება კონტროლირებად და ვალიდირებულ ასეპტიკურ პირობებში, შენახვის ხანგრძლივობა და პირობები უნდა იყოს 2°C-დან 8°C-მდე და არა უმეტეს 24 საათი.










