კალენდულას ნაყენი 25მლ (ნეოფ)*

კალენდულას ნაყენი 25მლ (ნეოფ)*

3.50 ლარი
ქვეყანა: ბულგარეთი
მწარმოებელი: ნეოფარმი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: გულყვითელა
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 137468
გააზიარე:

გულყვითელას ნაყენი

აღწერა: გულყვითელას ნაყენი 25მლ; 50მლ

პარასამკურნალო საშუალება

შემადგენლობა: გ/1000მლ;                  

გულყვითელას ყვავილები - 100გ,

ეთილის სპირტი 70% - საჭირო რაოდენობით 1ლ ნაყენის მისაღებად.
ფარმაკოლოგიურიმოქმედება: ახასიათებს ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო, ჭრილობის შემახორცებელი და ნაღვლმდენი მოქმედება.
ჩვენება:
•    ინფიცირებული ჭრილობები;
•    დამწვრობა;
•    პირის ღრუსა და ღრძილების დაავადებები;
•    ზემო სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებები;
•    ქოლეცისტიტი.
უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
გვერდითი მოვლენები: შესაძლებელია გამოვლინდეს ალერგიული რეაქცია.
ჭარბიდოზირება:

არ არის გამოვლენილი.
მიღებისწესიდადოზირება: პირის ღრუსა და ყელში გამოსავლებად: 1 ჩაის კოვზი ნაყენი იხსნება ერთ ჩაის ჭიქა წყალში;
გარეგანი გამოყენებისათვის: საფენების სახით - 1 ჩაის კოვზი ნაყენი იხსნება ერთ ჩაის ჭიქა წყალში;
შიგნით მისაღებად (როგორც ნაღვლმდენი საშუალება): 10-20 წვეთი იხსნება მცირე რაოდენობით წყალში და მიიღება 2-3-ჯერ დღეში.
ბავშვები: შესაძლებელია მიღება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: პრეპარატი აძლიერებს სხვა (უპირატესად შროშანა და ასფურცელა) ანთების საწინააღმდეგო და ნაღვლმდენი საშუალებების მოქმედებას.
ორსულობადალაქტაცია: შესაძლებელია მიღება ექიმის მკაცრი კონტროლის ქვეშ.     
გამოშვების ფორმა: 25მლ და 50მლ ნაყენი მუქი ნარინჯისფერი შეფერილობის პოლიეთილენის ფლაკონში.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმის მართვის უნარზე: პრეპარატი არ მოქმედებს ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე.
ვარგისიანობისვადა: 4 წელი.
ვარგისობის ვადის ამოწურვის ან ვიზუალური დათვალიერებისას დეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
შენახვისწესი: ინახება ოთახის ტემპერატურის პირობებში, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
გაცემისწესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.