ტრეატაპროსტი ადვანსი 250მლ სუს
გააზიარე:
პროდუქტის მახასიათებლების შეჯამება
1. სამკურნალო საშუალების დასახელება
ტრეატაპროსტი ადვანსი 250 მლ პერორლური სუსპენზია
2. ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
250 მლ პერორალური ხსნარის შეიცავს:
თხაწართხალას ექსტრაქტი/(Epilobium parviflorum Schreb) (თხაწართხალას ბალახი /o angustifolium herb) |
18.750,0 მგ |
ორსახლიანი ჭინჭრის ფესვი (Urtica dioica root) |
40.000,0 მგ |
დათვის კენკრას ექსტრაქტი (Arctostaphylos uva-ursi) (Uva ursi 30%) |
8333,25 მგ |
ავოკადოს და სოიოს გაუსაპნავი ნაერთები 30% (Avocado soybean unsaponifiable) |
16.500,0 მგ |
კვერცეტინი (Quercetin) |
1.500,0 მგ |
დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალის სანახავად, იხ ნაწილი 6.1.
3. ფარმაცევტული ფორმა
ტრეატაპროსტი ადვანსი 250 მლ პერორალური სუსპენზია არის თხევადი პრეპარატი ან სუსპენზია პერორალური გამოყენებისთვის, რომელიც შეიცავს მცენარეულ ექსტრაქტებს.
ტრეატაპროსტი ადვანსი250 მლ არის გაუმჭვირვალე, მოყავისფრო-მოყვითალო სპეციფიკური სუნის მქონე სითხე.
4. კლინიკური თვისებები
4.1 თერაპიული ჩვენება
ტრეატაპროსტი ადვანსი ნაჩვენებია,
- სხვადასხვა ეთიოლოგიის მწვავე და ქრონიკული პროსტატიტის მონოთერაპიაში ან კომპლექსური მკურნალობის შემადგენლობაში.
- ქრონიკული პროსტატიტის გამწვავებების პროფილაქტიკისათვის; პროსტატის ჯირკვალზე ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ.
- სქესობრივი დარღვევების მკურნალობისას, მამაკაცის უნაყოფობა, შარდვის დარღვევები, მათ შორის ოპერაციის შემდგომ პერიოდში.
4.2 დოზირება და მიღების წესი
დოზირება
- პრეპარატი განკუთვნილია მოზრდილი მამაკაცებისთვის.
- სტანდარტული დოზირება დღეში 2-ჯერ 10 მლ-ია.
- მიიღეთ ჭამის შემდეგ და დალიეთ დიდი რაოდენობით სითხე.
- მკურნალობის კურსი მინიმუმ 10 დღე გრძელდება.
- მკურნალობის ხანგრძლივობას ექიმი ინდივიდუალურად განსაზღვრავს, დაავადების სტადიის, სიმძიმის და მიმდინარეობის გათვალისწინებით.
- გამოყენება შესაძლებელია ხანგრძლივი დროით. ქრონიკული პროსტატიტის გამწვავების თავიდან ასაცილებლად, პრეპარატი გამოიყენება 10 მლ დოზით დღეში 1-ჯერ, მინიმუმ 30 დღის განმავლობაში, პროფილაქტიკური კურსები უნდა ჩატარდეს წელიწადში 1-2 ჯერ.
მიღების წესი
მიიღება პერორალურად.
4.3. უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი ნაწილ 6.1-ში ჩამოთვლილი დამხმარე ნივთიერებების მიმართ.
4.4. განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
თუ დაგავიწყდათ წამლის მიღება, შემდეგ მიღებაზე არ შეიძლება დოზის გაორმაგება.
4.5. სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება და სხვა ურთიერთქმედების ფორმები
სხვადასხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება არ არის იდენტიფიცირებული.
4.6. ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია
პროდუქტი არ არის ნაჩვენები ქალებში გამოყენებისათვის და აკრძალულია მოხმარება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
4.7. ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზეგავლენა
ტრეატაპროსტი ადვანსს არ აქვს გავლენა ავტომობილის მართვის უნარზე.
4.8. გვერდითი მოვლენები
რეკომენდებული დოზების მიღებისას გვერდითი მოვლენები არ გამოვლენილა.
4.9. ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბების კლინიკური შემთხვევები აღწერილი არ არის.
5. ფარმაკოლოგიური თვისებები
5.1. ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სხვა უროლოგიურები,
5.2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები
შემადგენლობაში შემავალი ინგრედიენტები მცენარეული წარმოშობის გამო შესწავლილი არ არის
5.3. უსაფრთხოების პრეკლინიკური მონაცემები
არ არსებობს დანიშნულების წინასწარი კლინიკური მონაცემები, რომელიც დამატებულია იმ თავებში, რომელიც უკვე შესულია პროდუქტის მახასიათებლების რეზიუმეში.
6. ფარმაცევტული მახასიათებლები
6.1. დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი
ქსანტანის გუმფისი, პოლიეთილენგლიკოლი 400 (PEG 400), ნატრიუმის ბენზოატი, კალიუმის სორბატი, ლიმონმჟავა, სუკრალოზა, ძირტკბილას არომატი, გასუფთავებული წყალი.
6.2. შეუთავსებლობა
არ ერთვის
6.3. ვარგისობის ვადა
2 წელი
6.4. შენახვის განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები
არ შეინახოთ 25°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.
სინათლისა და ნესტისგან დასაცავად შეინახეთ თავდაპირველ შეფუთვაში. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
6.5. აღწერილობა და კონტეინერის შემცველობა
მუყაოს ყუთი 1 PVC 250 მლ ბოთლით და ალუმინის თავსახურიანი დახურვის სისტემით, პოლიეთილენის პლომბით.
6.6. განსაკუთრებული მითითებები უტილიზაციის შესახებ
სპეციალური მოთხოვნები უტილიზაციისთვის არ არის მოცემული.
7. სავაჭრო ნებართვის მფლობელი
გრანდ მედიკალ გრუპ აგ / Grand Medical Group AG
მისამართი: კორნმარტკტ 10,C- 6004, ლუზერნი, შვეიცარია
ტელ: +41 44 5853080
ტელ: +41 78 8324510
გაცემის პირობები:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე