სანდეველი 600სე 20მლ სპრეი

სანდეველი 600სე 20მლ სპრეი

34.99 ლარი
ქვეყანა: თურქეთი
მწარმოებელი: ვეფა ილაჩ თურქეთი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ქოლეკალციფეროლი(ვიტ.D3)
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 137398
გააზიარე:

სან D ველ  600

SUN D WEL 600

საკვები დანამატი, რომელიც შეიცავს ვიტამინ D3-ს 600 სე სპრეის ფორმით

შემადგენლობა

აქტიური ინგრედიენტები: სპრეის თითოეული  დოზა შეიცავს: ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) 15 მკგ (600 სე).

სხვა ინგრედიენტები: მცენარეული ზეთი (ზეითუნის ზეთი).

თვისებები და მოქმედება

ვიტამინი D არის ცხიმში ხსნადი ვიტამინი, რომელიც აუცილებელია ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფორის შეწოვისა და ნორმალური რაოდენობის შენარჩუნებისთვის. ორგანიზმში ვიტამინი D წარმოიქმნება მზის სხივების დახმარებით წინამორბედი მოლეკულებიდან – ქოლესტერინის ცვლის პროდუქტებიდან. D ვიტამინის აქტიური ფორმა არის ჰორმონი, რომლის ძირითად სამიზნე ორგანოებს წარმოადგენს წვრილი ნაწლავი, თირკმელები და ძვლები. წვრილ ნაწლავში D ვიტამინი მონაწილეობს კალციუმისა და ფოსფორის შეწოვის პროცესში. ძვლებში ის ხელს უწყობს ამ მინერალების დაგროვებას ძვლის ქსოვილში, რითაც უზრუნველყოფს ძვლების ნორმალურ სიმკვრივეს და სიძლიერეს. 

ჩვენება

  • ძვლებისა და კბილების ჯანმრთელობის შენარჩუნება;
  • ორგანიზმში კალციუმის შეწოვის უზრუნველყოფა და ნორმალური რაოდენობის შენარჩუნება;
  • იმუნური სისტემის ფუნქციის სტიმულაცია;
  • კარდიომეტაბოლური სისტემის მუშაობის შენარჩუნება და სისხლში გლუკოზის ნორმალური დონის უზრუნველყოფა;
  • წონის დარეგულირება;
  • კუნთების ნორმალური მუშაობის შენარჩუნება და კუნთების გაძლიერება.

უკუჩვენება

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ.

გამოყენების წესი და დოზირება

რეკომენდებულია სპრეის ერთი დოზის გამოყენება  ერთხელ დღეში.

აქტიური ნივთიერება

სპრეის ერთი დოზა

NRV%*

ვიტამინი D3

(ქოლეკალციფეროლი)

600 სე

(15 მკგ)

300

* NRV: საკვები ნივთიერებების საკონტროლო მნიშვნელობა (Nutrient Reference Value)

ვარგისობის ვადა

36 თვე.

შენახვის პირობები

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ, სინათლისგან კარგად დაცულ ადგილზე, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

განსაკუთრებული მითითება  

  • რეკომენდებული არ არის მითითებული სადღეღამისო დოზის გადაჭარბება;
  • არ არის საკვები და არ ცვლის ნორმალურ კვებას;
  • ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში, ასევე დაავადებების არსებობის შემთხვევაში, ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის უნდა მიმართოთ ექიმს.

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

20 მლ მოცულობის ქარვისფერი მინის ფლაკონები, სპრეი-დოზატორით.

სავაჭრო მარკის მფლობელი

Natuwell Sağlık Ürünleri A.Ş.

ჩამლიკ მაჰ. პამუკ სოკ. A ბლოკი ბინა No:12-16/17

უმრანიე/სტამბოლი/თურქეთი.

მწარმოებელი

VEFA İlaç San. ve Tic. A.Ş.

ბეილიკდუზუ OSB მაჰ., 2. ბულვარი No:4

ბეილიკდუზუ/სტამბოლი/თურქეთი.

მწარმოებელი ქვეყანა

თურქეთი

ნედლეულის დამუშავების ქვეყანა: D ვიტამინი – შვეიცარია.