ანტა 0,1% 12მლ ცხვ/სპრეი
გააზიარე:
ანტა 0.1% ნაზალური სპრეი
Anta
სამედიცინო პროდუქტის დასახელება
Anta 0.1% ნაზალური სპრეი.
თვისობრივიდარაოდენობრივიშემადგენლობა
თითოეული მლ შეიცავს ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდის 1 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, დინატრიუმის EDTA, ნატრიუმის დიჰიდროგენფოსფატი, დინატრიუმის წყალბადის ფოსფატი, მეთილის პარაბენი, გლიცერინი, გაწმენდილი წყალი.
ფარმაცევტული ფორმა
ნაზალური სპრეი, ხსნარი.
პროდუქტი არის გამჭვირვალე, უფერო ხსნარი.
ფარმაკოლოგიურითვისებები
ფარმაკოლოგიურითვისებები
ფარმაკოთერაპიულიჯგუფი: დეკონგესტანტები ადგილობრივი გამოყენებისთვის, სიმპათომიმეტიკები, მარტივი.
ათქ კოდი: R01A A07.
მოქმედებისმექანიზმიდაფარმაკოდინამიკურიეფექტები
ქსილომეტაზოლინი არის სიმპათომიმეტური საშუალება გამოხატული ალფა-ადრენერგული აქტივობით ნაზალურ ლორწოვანზე. ცხვირში გამოყენებისას, ის ავიწროებს ცხვირის სისხლძარღვებს, რითაც ხსნის ცხვირის ლორწოვანი გარსისა და ხახის მიმდებარე უბნების შეშუპებას. ეს ხელს უწყობს ნაზალური დრენირების გაადვილებას და საშუალებას აძლევს პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ ცხვირის დახშობა, მეტად მარტივად ისუნთქონ ცხვირით. Anta-ს ეფექტი იწყება რამდენიმე წუთში და გრძელდება 10 საათამდე.
Anta კარგად გადაიტანება, მგრძნობიარე ლორწოვანი გარსის მქონე პაციენტებშიც კი, და არ არღვევს მუკოცილიარულ ფუნქციას.
ფარმაკოკინეტიკურითვისებები
ქსილომეტაზოლინის პლაზმური კონცენტრაცია მისი ლოკალურად ნაზალური გამოყენების შემდეგ ძალიან დაბალია და ახლოსაა გამოვლენის ზღვართან.
პრეკლინიკურიუსაფრთხოებისმონაცემები
ქსილომეტაზოლინს არ გააჩნია მუტაგენური ეფექტი. ტერატოგენული ეფექტები არ გამოვლენილა კვლევაში, სადაც ქსილომეტაზოლინი კანქვეშ იქნა შეყვანილი თაგვებსა და ვირთაგვებში.
კლინიკური მახასიათებლები
გამოყენების ჩვენებები
სიმპტომურად ნაზალური შეშუპების მოსახსნელად, რაც დაკავშირებულია მრავალწლიან ან ალერგიულ რინიტთან (მათ შორის თივის ცხელება), სინუსიტთან.
დოზირება და გამოყენების მეთოდი
Anta 0.1% ნაზალური სპრეი არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
მოზრდილებიდა 12 წელზეუფროსიასაკისბავშვები: ერთი შესხურება თითოეულ ნესტოში 3-ჯერ დღეში საჭიროებისამებრ.
არაუმეტეს 3 შესხურებისა დღეში, თითოეულ ნესტოში.
შეყვანისგზა: ნაზალური გამოყენება.
დოზირებული სპრეი უზრუნველყოფს ხსნარის კარგად გადანაწილებას ცხვირის ლორწოვანი გარსის მთლიან ზედაპირზე, წვრილდისპერსიული შესხურებით.
არ შეიძლება რეკომენდებული დოზის გადაჭარბება, განსაკუთრებით ბავშვებში და ხანდაზმულებში.
უკუჩვენებები
– ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია ზემოთ.
– სხვა ვაზოკონსტრიქტორების მსგავსად, Anta 0.1% ნაზალური სპრეი არ უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში ტრანსფენოიდული ჰიპოფიზექტომიით ან ქირურგიული ჩარევით, სადაც ეხებიან ტვინის მაგარ გარსს; ვიწროკუთხოვანი გლაუკომის, მშრალი რინიტის ან ატროფიული რინიტის მქონე პირებში.
– არ გამოიყენება ფეოქრომოციტომის, პროსტატის ჰიპერტროფიის მქონე ადამიანებში ან ვინც გადის მკურნალობას მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებით (MAOI) ან ვინც იყენებდა მათ ბოლო ორი კვირის განმავლობაში.
– Anta 0.1% ნაზალური სპრეი უკუნაჩვენებია 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
სპეციალურიგაფრთხილებებიდასიფრთხილისზომებიგამოყენებისას
Anta 0.1% ნაზალური სპრეი არ უნდა იქნას გამოყენებული ზედიზედ შვიდ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, ხანგრძლივმა ან გადაჭარბებულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ცხვირის ლორწოვანის შეშუპება და/ან ატროფია.
Anta 0.1% ნაზალური სპრეი, ისევე როგორც სხვა სიმპათომიმეტური საშუალებები, სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ძლიერი რეაქცია ადრენერგულ ნივთიერებებზე, რაც გამოიხატება უძილობის, თავბრუსხვევის, ტრემორის, გულის არითმიის ან მომატებული არტერიული წნევის ნიშნებით.
რეკომენდებულია სიფრთხილით გამოყენება ჰიპერტენზიის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ჰიპერთირეოზის ან შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში.
ხანგრძლივი QT სინდრომის მქონე პაციენტები, რომლებიც მკურნალობენ ქსილომეტაზოლინით, შეიძლება აღმოჩნდნენ სერიოზული ვენტრიკულური არითმიის რისკის ქვეშ.
შეინახეთ მედიკამენტები ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილას.
ინფორმაციადამხმარენივთიერებებისშესახებ
ეს წამალი შეიცავს პოლიოქსილის ჰიდროგენიზებულ აბუსალათინის ზეთს (2.750 მგ/მლ), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კანის რეაქციები.
ურთიერთქმედებასხვასამკურნალოსაშუალებებთანდაინტერაქციის სხვაფორმები
ქსილომეტაზოლინის ერთდროულმა გამოყენებამ მონოამინ ოქსიდაზას (MAO) ინჰიბიტორებთან ან ტრი- და ტეტრაციკლურ ანტიდეპრესანტებთან, შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მომატება ამ ნივთიერებების გულ-სისხლძარღვებზე ეფექტების გამო (იხ. უკუჩვენებები).
ფერტილობა,ორსულობადალაქტაცია
ცხოველებში ნაყოფის ტოქსიკურობის კვლევები ან კვლევები ფერტილობაზე არ ჩატარებულა. მისი პოტენციური სისტემური ვაზოკონსტრიქტორული ეფექტის გათვალისწინებით, რეკომენდებულია სიფრთხილის ზომების დაცვა ორსულობის პერიოდში Anta-ს არ გამოყენების შესახებ.
ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილზე რაიმე უარყოფითი ზემოქმედების მტკიცებულება არ არსებობს. თუმცა, უცნობია გამოიყოფა თუ არა ქსილომეტაზოლინი დედის რძეში, ამიტომ საჭიროა სიფრთხილე და Anta უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ ექიმის რჩევით, ძუძუთი კვების დროს.
ზემოქმედებაავტომობილისმართვისადამექანიზმებთანმუშაობისუნარზე
Anta 0.1% ნაზალურ სპრეის არ აქვს ან უმნიშვნელო გავლენას ახდენს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
არასასურველიეფექტები
ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები კლასიფიცირებულია ორგანოთა სისტემის კლასისა და სიხშირის მიხედვით, შემდეგი კონვენციის მიხედვით: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100 - <1/10), არახშირი (≥1/1,000 - <1/100), იშვიათი (≥1/10,000 - <1/1,000) ან ძალიან იშვიათი (<1/10,000).
MeDRA SOC |
გვერდითი რეაქციები |
სიხშირე |
იმუნური სისტემის მხრივ დარღვევები |
ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია (ანგიონევროზული შეშუპება, გამონაყარი, ქავილი) |
ძალიან იშვიათი |
ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები |
თავის ტკივილი |
ხშირი |
მხედველობის მხრივ დარღვევები |
მხედველობის გარდამავალი დაქვეითება |
ძალიან იშვიათი |
გულის მხრივ დარღვევები |
არარეგულარული გულისცემა გულისცემის სიხშირის მომატება |
ძალიან იშვიათი ძალიან იშვიათი |
რესპირატორული, გულმკერდის და შუასაყრის ორგანოების მხრივ დარღვევები |
ცხვირის სიმშრალე ცხვირში დისკომფორტი ეპისტაქსისი |
ხშირი ხშირი არახშირი |
კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები |
გულისრევა |
ხშირი |
ზოგადი დარღვევები და შეყვანის ადგილი |
წვა შეყვანის ადგილას |
ხშირი |
საეჭვოგვერდითირეაქციებისშესახებშეტყობინება
საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება მნიშვნელოვანია პრეპარატის ავტორიზაციის შემდეგ. ეს იძლევა მუდმივი მონიტორინგის საშუალებას წამლის სარგებელი/რისკის ბალანსზე. ჯანდაცვის პროფესიონალებს სთხოვენ შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქცია ყვითელი ბარათის სქემის მეშვეობით www.mhra.gov.uk/yellowcard ან მოძებნონ MHRA ყვითელი ბარათი Google Play-ში ან Apple App Store-ში.
ჭარბი დოზირება
სიმპტომები და ნიშნები
ადგილობრივი ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდის გადაჭარბებულმა გამოყენებამ ან შემთხვევით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი თავბრუსხვევა, ოფლიანობა, სხეულის ტემპერატურის მკვეთრი დაქვეითება, თავის ტკივილი, ბრადიკარდია, ჰიპერტენზია, რესპირატორული დეპრესია, კომა და კრუნჩხვები. ჰიპერტენზიას შეიძლება მოჰყვეს ჰიპოტენზია. პატარა ბავშვები უფრო მგრძნობიარენი არიან ტოქსიკურობის მიმართ, ვიდრე მოზრდილები.
მკურნალობა
ყველა პირს, ვისაც აღენიშნება სავარაუდო ჭარბი დოზირება, საჭიროა აღმოუჩინონ დამხმარე ზომები, და აუცილებლობის შემთხვევაში ნაჩვენებია, სასწრაფო, სიმპტომური მკურნალობა, სამედიცინო დაკვირვების ქვეშ. ეს მოიცავს ინდივიდზე დაკვირვებას რამდენიმე საათის განმავლობაში.
შეუთავსებლობა
არანაირი.
ვარგისობის ვადა
2 წელი.
განსაკუთრებულისიფრთხილისზომებიშენახვისას
ინახება 300C-ზე დაბალ ტემპერეატურაზე. დაიცავით სინათლისა და ტენიანობისგან. შეინახეთ, ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.
ნაზალური სპრეის პირველი გახსნის შემდეგ ის უნდა ინახებოდეს 2-8°C ტემპერატურაზე და გამოიყენება 2 თვის განმავლობაში.
კონტეინერის ხასიათი და შიგთავსი
Anta 0.1% ნაზალური სპრეი, 12 მლ: თითოეული კონტეინერი შეიცავს 120 დოზას სპრეისთვის.
განსაკუთრებულისიფრთხილისზომებიგანადგურებისადასხვადამუშავებისას
არანაირი განსაკუთრებული მოთხოვნები.
ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
Drug International Ltd.
ტონგი, გაზიპური, ბანგლადეში.