ალფლუტოპი 1% 30გ გელი

ალფლუტოპი 1% 30გ გელი

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ალფლუტოპი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 13730
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ალფლუტოპი-გელი
(Alflutop-gel)


შემადგენლობა: 100 გ გელი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 1,00 გ ზღვის ორგანიზმების კონცენტრატს; 0,75 გ როზმარინის ზეთს.

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გამხსნელები, ნიპაგინი, ნიპაზოლი, სტაბილიზატორი, დისტილირებული წყალი და 100 გ-მდე სხვა ნივთიერებები.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება.
ათქ კოდი M02AX.

ჩვენება: პრეპარატი დამხმარე თერაპიის სახით გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ: დეგენერაციული ხასიათის რევმატიული დაავადებები (გონართროზი, კოკსართროზი, ოსტეოქონდროზი, სპონდილოზი, სახსრებისა და ზედა კიდურების ართროზი); რევმატიზმის ანთებითი ფორმები; პოსტტრავმული ტკივილით მიმდინარე დაავადებები.

წინააღმდეგჩვენებები: პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი: პრეპარატს არ გააჩნია ემბრიოტოქსიკური და ტერატოგენული თვისებები.

განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატის გამოყენება კანის დაზიანებულ უბანზე დაუშვებელია!
პრეპარატის გამოყენება ლორწოვან გარსზე დაუშვებელია!

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება: ფიზიკურ-ქიმიური შეუთავსებლობა არ არის დადგენილი.

მიღების წესი და დოზირება: პრეპარატი გამოიყენება ადგილობრივად, კანის დაუზიანებულ უბანზე 2-3-ჯერ დღეში მსუბუქი მასაჟის მეშვეობით.

ჭარბი დოზირება: არ აღინიშნება

გვერდითი მოვლენები: არ აღინიშნება

გამოშვების ფორმა: 25 გ; 65 გ; 30 გ ტუბი.

შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება  15-25ºC  ტემპერატურაზე ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მისი გამოყენება დაუშვებელია.

მწარმოებელი ფირმა: “ბიოტექნოსი”  რუმინეთი