ბრონხოლიტინი ფიტო #24ტ საწუწ.
გააზიარე:
Broncholytin ®phyto
ბრონხოლიტინი®ფიტო
საკვები დანამატი
მცენარეული საწუწნი პასტილები
შეიცავს აქტიურ ინგრედიენტებს: ისლანდიური ცერტარია ( Centrana islandica) 80 მგ; ბალბას ექსტრაქტი ( Malva sylvestris L. & Malva neglecta Wallr. (Malvaceae)).
დამხმარე ნივთიერებები: დამატკბობლები: სორბიტოლი, მალტიტოლი, სუკრალოზა, აცესულფანი K; ჟელირების აგენტი: გუმი არაბიკა, წყალი; არომატიზატორები: ნესვი, მეწამული სტაფილოს წვენის კონცენტრატი, მენთოლის ზეთი; გარსი: ბეგქონდარა, მარილი, კარნაუბული ცვილი.
შემადგენლობა დღიურ დოზაში |
1 პასტილაში |
2 პასტილაში |
3 პასტილაში |
4 პასტილაში |
ბალბას ექსტრაქტი ( Malva sylvestris L. & Malva neglecta Wallr. (Malvaceae)) |
20 მგ |
40 მგ |
60 მგ |
80 მგ |
ისლანდიური ცერტარია ( Centrana islandica) |
80 მგ |
160 მგ |
240 მგ |
320 მგ |
ბრონხოლიტინი® ფიტო ნატურალური კომპონენტების კომბინაცია სასარგებლო ზეგავლენას ახდენს მშრალი ხველის, ყელის გაღიზიანების და ხმის ჩახლეჩის დროს:
- ატენიანებს და იცავს პირის ღრუს და ყელს
- ამცირებს სიმშრალის შეგრძნებას
- ამსუბუქებს დისკომფორტს ყელის არეში და ხმის ჩახლეჩის დროს
- დადებით ზეგავლენას ახდენს მოწევის შედეგად გამოწვეული ყელის სიმშრალესა და გაღიზიანებაზე
- მშრალი, ცივი და დაბინძურებული ჰაერის ზემოქმედების დროს
გამოყენების წესი და რეკომენდებული დღიური დოზა:
ბრონხოლიტინი ფიტო განკუთვნილია მოზრდილებისა და 6 წელს ზევითა ასაკის ბავშვებისათვის.
გამოიყენეთ 1 პასტილა 4 -ჯერ დღეში ან საჭიროებისას: მოათავსეთ პასტილა პირის ღრუში და წუწნეთ სრულ გახსნამდე. თავი აარიდეთ საკვების და სასმელის მიღებას შემდეგი 20 წუთის განმავლობაში.
საწუწნი პასტილები არ გადაყლაპოთ ან არ დაღეჭოთ. არ მიიღოთ წოლით მდგომარეობაში.
გაფრთხილება
*საკვები დანამატი არ ანაცვლებს მრავალფეროვან, დაბალანსებულ კვებას და ჯანსაღი ცხოვრების წესს.
*არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
*არ გამოიყენოთ ორსულობის და ძუძუთი კვების დროს, ასევე, 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.
*არ გამოიყენოთ რომელიმე შემადგენელი ინგრედიენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.
*გადაჭარბებული დოზით გამოყენებას შეიძლება გამოიწვიოს საფაღარათო მოქმედება.
*თუ გამოყენების დაწყებიდან 3-4 დღის მერე გაუმჯობესებას არ იგრძნობთ, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
შენახვის პირობები:
25 C -ზე დაბალ ტემპერატურაზე, მშრალ და მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვა: 24 მცენარეული საწუწნი პასტილა.
ვარგისობის ვადა: 2 წელი წარმოებიდან.
მწარმოებელი:
სს სოფარმა,
ილიენსკოე შოსეს ქ. 16.
1220 , სოფია, ბულგარეთი.