კარტერა #30ტ
გააზიარე:
Kartera
კარტერა
საკვები დანამატი.
ეს არ არის მედიკამენტი.
ძილი და ბალანსი
საკვები დანამატი
ხელს უწყობს:
• ნერვული სისტემის სტრესისადმი მდგრადობისზრდას
• ძილის ხარისხისა დაჩაძინების პროცესის გაუმჯობესებას
ფურცელი-ჩანართი (გამოყენების ინსტრუქცია)
გამოყენებამდე რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია და აუცილებლად გაეცანით მოცემულ ყველა ინფორმაციას მარკირებაზე- შეფუთვაზე, ინსტრუქციაში და ბლისტერზე.
შემადგენლობა. 1 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს: გამხსნელს: გაწმენდილ წყალს, აპკიანი გარსის შემადგენლობა: მეთილენდიქლორიდი, ტექსტურიზატორი: მიკროკრისტალური ცელულოზა, იზოპროპილის სპირტი, შემავსებელი: სახამებელი, აქტიური ნივთიერება: აშვაგანდას (withania somnifera) ექსტრაქტი, გამამკვრივებელი აგენტი: ორბაზური კალციუმი ფოსფატი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, აქტიური ნივთიერება: Bacopa Monnieri-ს ექსტრაქტი, დამატკბობელი: ლაქტოზა, საღებავი: ნაცრისფერი (Davacoat-NAQ-FC), სტაბილიზატორი: კროსპოვიდონი XL 10, აქტიური ნივთიერება: Nardostachys jatamansi-ს ექსტრაქტი, შემავსებელი: პოლივინილპიროლიდონი K-30 (PVP-KZO), შეკუმშვის საწინააღმდეგო საშუალებები: მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, კონსერვანტები: ნატრიუმის ბენზოატი, კალიუმის სორბატი. აქტიური ინგრედიენტები: Withania somnifera-ს ექსტრაქტი - 100,0 მგ, Bacopa Monnieri-ს ექსტრაქტი 30,0 მგ, Nardostachys jatamansi-ს ექსტრაქტი - 15,0 მგ.
1 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:
გაწმენდილი წყალი 300.00 მგ
მეთილენდიქლორიდი 266.40 მგ
მიკროკრისტალური ცელულოზა 260.00 მგ
იზოპროპილის სპირტი 177,60 მგ
სახამებელი 160.00 მგ
Withania somnifera-ს ექსტრაქტი 100.00 მგ
ორბაზური კალციუმის ფოსფატი 70.00 მგ
ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი 35.06 მგ
Bacopa Monnieri-ს ექსტრაქტი 30.00 მგ
ლაქტოზა 29,630 მგ
რუხი (Davacoat-NAQ-FC), 22.20 მგ
კროსპოვიდონი XL 10 20.00 მგ
Nardostachys jatamansi-ს ექსტრაქტი 15.00 მგ
პოლივინილპიროლიდონი K-30 (PVP-KZO) 7,090 მგ
მაგნიუმის სტეარატი 5.00 მგ
ტალკი 3.00 მგ
კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი 3.00 მგ
ნატრიუმის ბენზოატი 1,480 მგ
კალიუმის სორბატი 0.740 მგ
გამოშვების ფორმა. აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, მასით 762,0 მგ ±5%. პროდუქტის ფუნქციური თვისებები
კარტერის, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების მოქმედება განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი აქტიური ნივთიერებების ზემოქმედებით: მცენარეული კომპონენტები არის ბუნებრივი ადაპტოგენები, ნერვული სისტემის ანტიოქსიდანტები, რომლებსაც ახდენს ორგანიზმზე ზოგად დამამშვიდებელ ეფექტს.
Withania somnifera, Ashwagandha,): ხელს უწყობს კონცენტრაციის გაუმჯობესებას, ძილის ხარისხს, აჩქარებს აღდგენას დაღლილობისა და სტრესული პირობების შემდეგ1. ჩატარებული კვლევები იძლევა საფუძველს ვივარაუდოთ, რომ აშვაგანდას ექსტრაქტს შეუძლია მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს კოგნიტური და ფსიქომოტორული მაჩვენებლები2. ასევე არსებობს მონაცემები ქრონიკული სტრესის დროს აშვაგანდას ანქსიოლიზური ეფექტის შესახებ, რაც გამოიხატება შფოთვის მნიშვნელოვანი შემცირებით. სხვა კვლევებმა აჩვენა სტრესის ჰორმონის (კორტიზოლის) დონის შემცირების უნარი3.
Bacopa Monnieri: მონაწილეობს ქრონიკული სტრესის წინააღმდეგ ბრძოლაში, ხელს უწყობს შფოთვის შემცირებას; ხელს უწყობს მეხსიერების გაუმჯობესებას.
Nardostaychys jatamansi-ს ექსტრაქტი: გამოიყენება ანტიოქსიდანტური და ნეიროპროტექტორული აქტივობისთვის, ავლენს გამოხატულ ეფექტს სტრესისა და მისგან გამოწვეული პრობლემების დაძლევაში4. ასევე, Nardostaychys jatamansi-ს ექსტრაქტს აქვს სტრესით გამოწვეული დარღვევებისგან დამცავი ეფექტი5. Nardostaychys jatamansi-ს ექსტრაქტი ავლენს ანქსიოლიზურ, სედატიურ, სპაზმოლიზურ, დამამშვიდებელ და ანტიჰიპერტენზიულ მოქმედებას, ხელს უწყობს ნერვული სისტემის და ფსიქიკის ნორმალური ფუნქციონალური მდგომარეობის შენარჩუნებას6.
დიეტური დანამატის კარტერის სასარგებლო თვისებები:
• ეხმარება ორგანიზმს სტრესისადმი წინააღმდეგობის გაზრდაში;
• ეხმარება ადაპტაციური შესაძლებლობების გაუმჯობესებაში;
ხელს უწყობს:
• წინააღმდეგობის გაზრდას შფოთვით და ნერვული აგზნების მდგომარეობაში;
• დადებით განწყობას და რელაქსაციას (დასვენება);
• ძილის ხარისხის გაუმჯობესებას;
• ყურადღების კონცენტრაციის გაუმჯობესებას;
• მეხსიერების გაუმჯობესებას;
• ნერვული გადატვირთვის შედეგად წარმოქმნილი გაღიზიანების, შფოთვის და კუნთების დაძაბულობის შემცირებას;
• იმუნური ფუნქციების გაზრდას.
გამოყენებისრეკომენდაციები. დიეტური დანამატი კარტერი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, შეიძლება რეკომენდებული იყოს ექიმის მიერ დიეტის დროს, როგორც მცენარეული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების დამატებითი წყარო, რომელიც ხელს უწყობს: გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, ნერვული სისტემის გაზრდილი დატვირთვის დროს, რომელსაც თან ახლავს ნერვული აგზნებადობა, მოუსვენრობის განცდა, შინაგანი ემოციური დაძაბულობა; დარღვეული ძილის დროს ძილის ხარისხის გაუმჯობესების, ჩაძინების პროცესის გაუმჯობესებისა და ორგანიზმის მიერ საკუთარი დამცავი ძალების გაზრდის მიზნით.
რეკომენდებულია ექიმის კონსულტაცია გამოყენებისდაწყებამდე და ნებისმიერ სამკურნალო საშუალებებთან ერთდროულად გამოყენებისას.
უკუჩვენება. ინდივიდუალური მგრძნობელობა პროდუქტის კომპონენტების მიმართ. არ გამოიყენოთ: ქალებმა ორსულობისას და ძუძუთი კვების პერიოდში, დაბალი წნევის მქონე პირებმა, საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების მქონე პირებმა - მხოლოდ ექიმის დანიშნულებითა და მეთვალყურეობის ქვეშ. რეკომენდებულია ექიმის კონსულტაცია გამოყენების დაწყებამდე და ნებისმიერ სამკურნალო საშუალებებთან ერთდროულად გამოყენებისას. ბავშვები: არ გამოიყენება ბავშვებში.
გამოყენების წესიდა დოზირება. მოზრდილები: 1 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი დღეში ორჯერ საკვებთან ერთად ან ექიმის დანიშნულებით. მიღების კურსის ოპტიმალური ხანგრძლივობაა - 1,5 თვე, შემდგომი გამოყენება და კურსის განმეორების შესაძლებლობა უნდა შეთანხმდეს ექიმთან. გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. მიღების კურსს განსაზღვრავს ექიმი ინდივიდუალურად. თქვენთვის მნიშვნელოვანია მრავალფეროვანი და დაბალანსებული კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი!
სიფრთხილის ზომები გამოყენებისას. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას ყოველდღიური გამოყენებისას. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. არ არის განკუთვნილი დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის. არ გამოიყენოთ დაბალანსებული კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელად. შეიცავს ლაქტოზას.
შენახვის პირობები. ინახება ორიგინალ შეფუთვაში მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. მოარიდეთ ბავშვებს.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
შეფუთვა. აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ბლისტერში #10, 3 ბლისტერი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტებით მუყაოს კოლოფში.
მასა ნეტო (შეფუთვა): 22,860 გ ±5%.
მწარმოებლის სახელი და ადგილმდებარეობა:
Siddhayu Ayurvedic Research Foundation Pvt. Ltd./სიდდაიიუ აიურვედიკ რესორჩ ფაუნდაიშინ პვტ. შ.პ.ს.
404, Chartered House, Dr. Cawasji Harmosji Street, Mumbai (M.S.), С/o. SHREE BAIDY ANATH AYURVED BHAWAN PVT. LIMITED, Khasara No. 96/1, Gram-Bamhani, Post- Gopalganj, Dist-Seoni (M.P.). India/404, ჩარტერედ ხაუს, დრ. კავასჟი ხარმოსჟი სტრიტ, მუმბაი, (М.С.), ს/ო. შრი ბაიდი ანატხ აიურვედ ბხავან პვტ. ლიმიტედ, კხასარა № 96/1, გრამ-ბამხანი, ,
პოსტ-გოპალგანჯ, დისტ-სეონი (მ.პ.). ინდოეთი
იმპორტიორის სახელი და ადგილმდებარეობა:
(მომხმარებლებისგან პრეტენზიების მიღება):
შპს "ვინარა", 03035, უკრაინა, ქ. კიევი, სოლომიანსკის მოედანი, კორპუსი 2, ოფისი 602. ტელ.: +38(067)591-45-22.
დოკუმენტაციის მფლობელი:
ZANDRA LIFE SCIENCES PVT. შპს, ინდოეთი. /3
ზანდრა ლაიფ საიენსეს პვტ.შპს, ინდოეთი
ZandrA Zeal for Life