დისკი ტეტრაციკლინით N100 1ფლ

დისკი ტეტრაციკლინით N100 1ფლ

0.00 ლარი
კოდი: 13723
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

კარტერა

ძილი და ბალანსი

საკვები დანამატი

 

შემადგენლობა

1 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:

აქტიური ინგრედიენტები: Withania somnifera-ს ექსტრაქტი - 100,0 მგ, Bacopa Monnieri-ს ექსტრაქტი 30,0 მგ,  Nardostachys jatamansi-ს ექსტრაქტი - 15,0 მგ.

 

დამხმარე ინგრედიენტები

გამხსნელს: გაწმენდილ წყალს; აპკიანი გარსის შემადგენლობა: მეთილენდიქლორიდი; ტექსტურიზატორი: მიკროკრისტალური ცელულოზა, იზოპროპილის სპირტი; შემავსებელი: სახამებელი.

გამამკვრივებელი აგენტი: ორფუძიანი კალციუმი ფოსფატი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი;

დამატკბობელი: ლაქტოზა;

საღებავი: ნაცრისფერი (Davacoat-NAQ-FC); სტაბილიზატორი: კროსპოვიდონი XL 10;

შემავსებელი: პოლივინილპიროლიდონი K-30 (PVP-KZO); შეკუმშვის საწინააღმდეგო საშუალებები: მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, კონსერვანტები: ნატრიუმის ბენზოატი, კალიუმის სორბატი.

 

1 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:

გაწმენდილი წყალი                                                   300.00 მგ

მეთილენდიქლორიდი                                              266.40 მგ

მიკროკრისტალური ცელულოზა                             260.00 მგ

იზოპროპილის სპირტი                                             177,60 მგ

სახამებელი                                                                 160.00 მგ

Withania somnifera-ს ექსტრაქტი                               100.00 მგ

ორფუძიანი კალციუმის ფოსფატი                           70.00 მგ

ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი                      35.06 მგ

Bacopa Monnieri-ს ექსტრაქტი                                     30.00 მგ

ლაქტოზა                                                                        29,630 მგ

რუხი (Davacoat-NAQ-FC),                                         22.20 მგ

კროსპოვიდონი XL 10                                               20.00 მგ

Nardostachys jatamansi-ს ექსტრაქტი                         15.00 მგ

პოლივინილპიროლიდონი K-30 (PVP-KZO)           7,090 მგ

მაგნიუმის სტეარატი                                                 5.00 მგ

ტალკი                                                                         3.00 მგ

კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი                   3.00 მგ

ნატრიუმის ბენზოატი                                               1,480მგ

კალიუმის სორბატი                                                   0.740 მგ

 

პროდუქტის ფუნქციური თვისებები

კარტერას აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების მოქმედება განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი აქტიური ნივთიერებების ზემოქმედებით: მცენარეული კომპონენტები არის ბუნებრივი ადაპტოგენები, ნერვული სისტემის ანტიოქსიდანტები, რომლებიც  ორგანიზმზე ზოგად დამამშვიდებელ ეფექტს ახდენს.

Withania somnifera, Ashwagandha –  ხელს უწყობს კონცენტრაციის გაუმჯობესებას, ძილის ხარისხს, აჩქარებს აღდგენას დაღლილობისა და სტრესული პირობების შემდეგ1. ჩატარებული კვლევები იძლევა საფუძველს ვივარაუდოთ, რომ აშვაგანდას ექსტრაქტს შეუძლია მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს კოგნიტური და ფსიქომოტორული მაჩვენებლები2. ასევე არსებობს მონაცემები ქრონიკული სტრესის დროს აშვაგანდას ანქსიოლიზური ეფექტის შესახებ, რაც გამოიხატება შფოთვის მნიშვნელოვანი შემცირებით. სხვა კვლევებმა აჩვენა სტრესის ჰორმონის (კორტიზოლის) დონის შემცირების უნარი3.

Bacopa Monnieri – მონაწილეობს ქრონიკული სტრესის წინააღმდეგ ბრძოლაში, ხელს უწყობს შფოთვის შემცირებას; ხელს უწყობს მეხსიერების გაუმჯობესებას.

Nardostaychys jatamansi-ს ექსტრაქტი – გამოიყენება ანტიოქსიდანტური და ნეიროპროტექტორული აქტივობისთვის, ავლენს გამოხატულ ეფექტს სტრესისა და მისგან გამოწვეული პრობლემების დაძლევაში4. ასევე, Nardostaychys jatamansi-ს ექსტრაქტს აქვს სტრესით გამოწვეული დარღვევებისგან დამცავი ეფექტი5. Nardostaychys jatamansi-ს ექსტრაქტი ავლენს ანქსიოლიზურ, სედატიურ, სპაზმოლიზურ, დამამშვიდებელ და ანტიჰიპერტენზიულ მოქმედებას, ხელს უწყობს ნერვული სისტემის და ფსიქიკის ნორმალური ფუნქციონალური მდგომარეობის შენარჩუნებას6.

 

საკვები დანამატის კარტერის სასარგებლო თვისებები

• ეხმარება ორგანიზმს სტრესისადმი წინააღმდეგობის გაზრდაში;

• ეხმარება ადაპტაციური შესაძლებლობების გაუმჯობესებაში;

ხელს უწყობს:

•  წინააღმდეგობის გაზრდას შფოთვით და ნერვული აგზნების მდგომარეობაში;

• დადებით განწყობას და რელაქსაციას (დასვენებას);

• ძილის ხარისხის გაუმჯობესებას;

• ყურადღების კონცენტრაციის გაუმჯობესებას;

• მეხსიერების გაუმჯობესებას;

• ნერვული გადატვირთვის შედეგად წარმოქმნილი გაღიზიანების, შფოთვის და კუნთების დაძაბულობის შემცირებას;

• იმუნური ფუნქციების გაზრდას.

 

გამოყენების რეკომენდაციები

საკვები დანამატი კარტერას აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები შეიძლება რეკომენდებული იყოს ექიმის მიერ დიეტის დროს, როგორც მცენარეული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების დამატებითი წყარო, რომელიც ხელს უწყობს: გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, ნერვული სისტემის გაზრდილი დატვირთვის დროს, რომელსაც თან ახლავს ნერვული აგზნებადობა, მოუსვენრობის განცდა, შინაგანი ემოციური დაძაბულობა; დარღვეული ძილის დროს ძილის ხარისხის გაუმჯობესების, ჩაძინების პროცესის გაუმჯობესებისა და ორგანიზმის მიერ საკუთარი დამცავი ძალების გაზრდის მიზნით.

 

გაფრთხილება

გამოყენებამდე რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია.

რეკომენდებულია ექიმის კონსულტაცია ნებისმიერ სამკურნალო საშუალებებთან ერთდროულად გამოყენებისას.

აუცილებლად გაეცანით  მარკირებაზე- შეფუთვაზე, ინსტრუქციაში და ბლისტერზე. მოცემულ ყველა ინფორმაციას.

 

გამოშვების ფორმა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, მასით 762,0 მგ ±5%.

 

უკუჩვენება

ინდივიდუალური მგრძნობელობა პროდუქტის კომპონენტების მიმართ.

არ გამოიყენება ორსულობისას და ძუძუთი კვების პერიოდში, დაბალი წნევის მქონე პირებში; საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების მქონე პირებში - მხოლოდ ექიმის დანიშნულებითა და მეთვალყურეობის ქვეშ. რეკომენდებულია ექიმის კონსულტაცია გამოყენების დაწყებამდე და ნებისმიერ სამკურნალო საშუალებებთან ერთდროულად გამოყენებისას.

 

ბავშვები: არ გამოიყენება ბავშვებში.

 

გამოყენების წესი და დოზირება

მოზრდილები: აპკიანი გარსით დაფარული 1 ტაბლეტი დღეში ორჯერ საკვებთან ერთად ან ექიმის დანიშნულებით.

მიღების კურსის ოპტიმალური ხანგრძლივობაა - 1,5 თვე, შემდგომი გამოყენება და კურსის განმეორების შესაძლებლობა უნდა შეთანხმდეს ექიმთან.

გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. მიღების კურსს განსაზღვრავს ექიმი ინდივიდუალურად.

მნიშვნელოვანია მრავალფეროვანი და დაბალანსებული კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი!

 

სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

ყოველდღიური გამოყენებისას არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ არის განკუთვნილი დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის.

არ გამოიყენოთ დაბალანსებული კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელად. შეიცავს ლაქტოზას.

 

შენახვის პირობები

ინახება ორიგინალ შეფუთვაში მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. მოარიდეთ ბავშვებს.

 

ვარგისობის ვადა:  3 წელი.

 

შეფუთვა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ბლისტერში #10.

3 ბლისტერი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტებით მუყაოს კოლოფში.

მასა ნეტო (შეფუთვა): 22,860 გ ±5%.

 

მწარმოებელი და ადგილმდებარეობა

Siddhayu Ayurvedic Research Foundation Pvt. Ltd./სიდდაიიუ აიურვედიკ რესორჩ ფაუნდაიშინ პვტ. შ.პ.ს.

404, Chartered House, Dr. Cawasji Harmosji Street, Mumbai (M.S.), С/o. SHREE BAIDY ANATH AYURVED BHAWAN PVT. LIMITED, Khasara No. 96/1, Gram-Bamhani, Post- Gopalganj, Dist-Seoni (M.P.). India/404, ჩარტერედ ხაუს, დრ. კავასჟი ხარმოსჟი სტრიტ, მუმბაი, (М.С.), ს/ო. შრი ბაიდი ანატხ აიურვედ ბხავან პვტ. ლიმიტედ, კხასარა № 96/1, გრამ-ბამხანი, ,

პოსტ-გოპალგანჯ, დისტ-სეონი (მ.პ.). ინდოეთი

 

იმპორტიორის სახელი და ადგილმდებარეობა

(მომხმარებლებისგან პრეტენზიების მიღება):

შპს "ვინარა", 03035, უკრაინა, ქ. კიევი, სოლომიანსკის მოედანი, კორპუსი 2, ოფისი 602. ტელ.: +38(067)591-45-22.

 

დოკუმენტაციის მფლობელი

ZANDRA LIFE SCIENCES PVT. შპს, ინდოეთი. /3

ზანდრა ლაიფ საიენსეს პვტ.შპს, ინდოეთი

ZandrA Zeal for Life.