ვიტრუმი მაგნიუმი B6 #60ტ

ვიტრუმი მაგნიუმი B6 #60ტ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: მაგნიუმი+პირიდოქსინი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 137171
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

 

ვიტრუმი მაგნიუმი B6 #60

ვიტრუმი® მაგნიუმი B6

ბიოლოგიურადაქტიურისაკვებიდანამატი

 

გამოშვებისფორმა

შემოგარსული ტაბლეტები, მასით 1200 მგ №60 ან №90 ტაბლეტი შეფუთვაში.

60 ან 90 ან 120 ტაბლეტი თითო ფლაკონში, 1 ფლაკონი მუყაოს კოლოფში.

 

შემადგენლობა

აქტიურინივთიერება

მოხმარებისდღიურიდოზისშემადგენლობა (4 შემოგარსულიტაბლეტი, მასით 1200 მგ)

რეკომენდებულიდღიურიმოხმარების %

მაგნიუმი (მაგნიუმის ლაქტატი)

200მგ

50

ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი)

5,6მგ

280*

* არ აღემატება მოხმარების ზედა დასაშვებ დონეს

 

დამატებითიკომპონენტები: სორბიტოლი, ცელულოზა, შეწებების საწინააღმდეგო აგენტი - მაგნიუმის სტეარინის მჟავა, შეკუმშვის საწინააღმდეგო საშუალება - სტეარინის მჟავა, ტაბლეტის გარსი (ჰიდროქსი-პროპილ-მეთილცელულოზის სტაბილიზატორი, ჰიდროქსიპროპილ ცელულოზის სტაბილიზატორი, შეწებების საწინააღმდეგო აგენტი ცელულოზა. შეწებების საწინააღმდეგო საშუალება ტალკი, საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდები), შეწებების საწინააღმდეგო აგენტი სილიციუმის დიოქსიდი. 

შეიცავს სორბიტოლს. ჭარბი მიღების შემთხვევაში შეიძლება ჰქონდეს საფაღარათო ეფექტი.

 

გამოყენებისსფერო

როგორც ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი - მაგნიუმის და ვიტამინის B6 დამატებითი წყარო.

ვიტამინი B6 - მნიშვნელოვანია ნერვული სისტემის ფუნქციონირებაში: მონაწილეობს ნეიროტრანსმიტერების - სეროტონინის, მელატონინის, დოფამინის გამომუშავებაში. ხელს უწყობს მაგნიუმის დაგროვებას უჯრედებში.

ამ ვიტამინის უკმარისობის მდგომარეობა ვლინდება ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევით (გაღიზიანებადობა, ძილიანობა, პოლინევრიტი) და გამოხატულია მომატებული დაღლილობის, კუნთების სისუსტის, დეპრესიული განწყობის სახით.

მაგნიუმი - აუცილებელია უჯრედებში ენერგიის წარმოებისთვის, ნეირომუსკულური გამტარობის რეგულირებისთვის, ტონუსისთვის, გლუვი კუნთების ფუნქციონირებისთვის. მაგნიუმის იონები მონაწილეობენ ნახშირწყლების მეტაბოლიზმში, ცილების ბიოსინთეზში და აფერხებენ თავის ტვინის ქერქში აგზნების პროცესებს. მაგნიუმის ყველაზე მაღალი კონცენტრაცია ძვლებში და კუნთებშია.

მაგნიუმის დეფიციტი გავლენას ახდენს ნერვული და კუნთოვანი იმპულსების გადაცემის მდგომარეობაზე, ვლინდება მომატებული აგზნებით, ნერვული სისტემის ფუნქციის დაქვეითებითა და გაღიზიანებით.

ორგანიზმის მაგნიუმით გამდიდრება ხელს უწყობს კუნთების ნორმალურ ფუნქციონირებას, ასევე ახდენს ნერვული სისტემის მდგომარეობის ნორმალიზებას დეპრესიული მდგომარეობისა და სტრესის დროს, რადგან სხვადასხვა ხასიათის სტრესი ზრდის ორგანიზმის მოთხოვნილებას მაგნიუმის მიმართ.

რეალიზაციის პირობები: მოსახლეობაში. რეალიზაციის ადგილები განისაზღვრება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი სახელმწიფოების ეროვნული კანონმდებლობით.

 

გამოყენებისრეკომენდაცია

მოზრდილებიში 2 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში ჭამის დროს. მიღების ხანგრძლივობაა 1 თვე. საჭიროების შემთხვევაში, მიღება შეიძლება განმეორდეს.  

 

უკუჩვენებები

ინდივიდუალური აუტანლობა პროდუქტის კომპონენტების მიმართ, ორსულობა, ძუძუთი კვება, ნაწლავის დისფუნქციისადმი მიდრეკილება.

 

შენახვისპირობები

მშრალ, სინათლისა და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

 

ვარგისობისვადა: 2 წელი.