პროსტნიდი #30კაფს

პროსტნიდი #30კაფს

40.00 ლარი 34.00 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა: ინდოეთი
მწარმოებელი: ვესტ კოსტ
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ჯუჯა პალმა+ჭინჭარი+აფრიკული ქლიავი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 136995
გააზიარე:

ჯუჯა პალმა თუთიით, კაფსულები

პროსტნიდი

გამოყენების რეკომენდაცია : რეკომენდებულია გამოყენება საკვები დანამატის სახით წინამდებარე ჯირკვლის ფიზიოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და შესანარჩუნებლად.

ჯუჯა პალმის ექსტრაქტი: აქვს ანტიანდროგენული მოქმედება, როგორიცაა I და II ტიპის Sq-რედუქტაზას ინჰიბირება და დიჰიდროტესტოსტერონის ციტოზოლურ ანდროგენურ რეცეპტორებთან შეკავშირების ინჰიბირება, ანტიპროლიფერაციული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

აფრიკული ქლიავის ხის ქერქის ექსტრაქტი : აფრიკული ქლიავის ხის ქერქი აინჰიბირებს 5 -რედუქტაზას და დიჰიდროტესტოსტერონის ანდროგენის რეცეპტორებთან შეკავშირებას, თუმცა ინჰიბირება არის მინიმალური და არ აქვს კლინიკური მნიშვნელობა.

ჭინჭრის ექსტრაქტი : ჭინჭრის ექსტრაქტი აინჰიბირებს სქესობრივი ჰორმონის დამაკავშირებელი გლობულინის მოქმედებას, არომატაზა, ეპიდერმული ზრდის ფაქტორი და წინამდებარე ჯირკვლის სტეროიდული მემბრანული რეცეპტორები ჩართულია წინამდებარე ჯირკვალზე საწინააღმდეგო მოქმედებაში, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა ალფა-რედუქტაზას ან ანდროგენული რეცეპტორების ჩართულობა.

თუთიის სულფატი: ადამიანის წინამდებარე ჯირკვლის ჯირკვლოვან ეპითელიურ უჯრედებს აქვს ორგანიზმის ნებისმიერ რბილ ქსოვილში თუთიის მაღალი კონცენტრაციების დაგროვების უნიკალური უნარი და ფუნქცია. წინამდებარე ჯირკვალში თუთიის დაგროვებას არეგულირებს პროლაქტინი და ტესტოსტერონი, თუმცა, თუთიის დაგროვების მექანიზმთან და წინამდებარე ჯირკვლის ეპითელიურ უჯრედებში მის ნორმალიზებასთან დაკავშირებით ინფორმაცია შეზღუდულია.

პერორალურად მიღების შემდეგ პროსტნიდის კაფსულები ძირითადად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, წვრილ ნაწლავში და უკავშირდება პლაზმის ცილებს, ნაწილდება ორგანიზმის ქსოვილებში და ძირითადად გამოიყოფა შარდში და განავალში.

შესაძლო რეაქციები: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, შეკრულობა.

თავი შეიკავეთ ჯუჯა პალმის გამოყენებისგან სხვა მცენარეულ/სამკურნალო დანამატებთან ერთად, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიოს სისხლის შედედებაზე.

პროდუქტი არ გამოიყენოთ ეტიკეტზე მითითებულზე მეტი რაოდენობით.

რეკომენდებული არ არის ჯუჯა პალმის, თუთიის, აფრიკული ქლიავის ხის ქერქის, ჭინჭრის მიმართჰიპერმგრძნობელობის დროს, ასევე შედედებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში.

დოზირების რეკომენდაცია

რეკომენდებული დოზა შეადგენს თითო კაფსულას დღეში, საკვებთან ერთად ან ძირითადი საკვების მიღებისთანავე, სავსე ჭიქა წყლის მიყოლებით.

გამოშვების ფორმა: 15 (თხუთმეტი) კაფსულა ალ-პვქ ბლისტერში. 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში, №30.

შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ ადგილზე, 30°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე. დაიცავით სინათლისგან.

შენახვის ვადა : 3 წელი წარმოების თარიღიდან.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III , გაიცემა რეცეპტის გარეშე

წარმოებულია ინდოეთში:

West-Coast Pharmaceutical Works Ltd.-ის მიერ

1143, Meldi Estate, Nr. Prasang Party Plot,

Gota, აჰმადაბადი-382 481, გუჯარატი

ელ-ფოსტა: [email protected]

ვებ-გვერდი: www.westcoastin.mm