ბიგუანელა 100მლ ვაგ/ხსნ
გააზიარე:
ბიგუანელა
Biguanelle
იზოტონურიგინეკოლოგიურიხსნარი, pH 4.0
შემადგენლობა
ჰიდროქსიეთილცელულოზა რძემჟავა გლიცეროლი კალიუმის ქლორიდი ნატრიუმის ედეტატი პოლიჰექსამეთილენბიგუანიდის ჰიდროქლორიდი (PHMB) გამოხდილი წყალი |
0,60 გრ. 0,20 გრ. 2,00 გრ. 0,15 გრ. 0,10 გრ. 0,10 გრ. 100 მლ-მდე |
კატეგორია
ერთჯერადი გამოყენების სამედიცინო მოწყობილობა.
თვისებები
ბიგუანელას (Biguanelle) გამოყენება ხელს უწყობს ბუნებრივი ფიზიოლოგიური ფუნქციების აღდგენას ტრავმული მკურნალობის დროსაც კი. ბიგუანელას გამოყენება ვაგინალური დაავადებების მკურნალობის დროს ან ფიზიკალური მკურნალობის შემდეგ ხელს უწყობს საშოს ნორმალური ფიზიოლოგიური მდგომარეობის აღდგენას. პროდუქტი დაცულია პოლიჰექსანიდით (PHMB), ყველა სახის ლორწოვან გარსზე კარგად თავსებადი კათიონური სურფაქტანტით.
ფარმაცევტული ფორმა
ხსნარი 100 მლ-იან ფლაკონში.
ჩვენებები
ნებისმიერი წარმოშობისა და ბუნების ვულვოვაგინიტისა და ცერვიკოვაგინიტის მკურნალობა ვაგინალური გარემოს ბუნებრივი ფიზიოლოგიური მდგომარეობის აღდგენით და შენარჩუნებით. ის დამხმარე საშუალებაა ფიზიკალური მეთოდების (DTC, ლაზეროთერაპია, კრიოთერაპია) შემდეგ რეეპითელიზაციის პროცესებში, უზრუნველყოფს რა დამცავ და ბარიერულ ეფექტს.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა კომპონენტების მიმართ.
გვერდითი მოვლენები
ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია გამოვლინდეს აუტანლობა (წვა ან გაღიზიანება), თუმცა რაიმე თანმხლები ცვლილებების გარეშე, რაც არ საჭიროებს მკურნალობის შეცვლას. შეატყობინეთ ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შესახებ, რაც სავარაუდოა, რომ გამოწვეული იყოს პროდუქტის გამოყენებით.
შეუთავსებლობა/ურთიერთქმედება
სხვა პრეპარატებთან, ნივთიერებებთან ან მედიკამენტებთან ურთიერთქმედება არ არის გამოვლენილი.
ზემოქმედება ავტომობილის მართვის ან სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებისას
სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზემოქმედება არ გამოვლენილა.
დოზა და გამოყენების წესი
საკმარისია ერთჯერადი გამოყენება, რომელიც ექიმის რეკომენდაციის მიხედვით შეიძლება განმეორდეს 4 დღის შემდეგ.
გამოყენების ინსტრუქცია
მოხსენით საგარანტიო და საფარი ლუქი გვერდულად დაჭერით; |
ამოიღეთ კანულა მისი დამცავი შეფუთვიდან, ჩასვით ბოთლში, ვიდრე არ დარწმუნდებით მის სტაბილურ პოზიციონირებამდე; |
მოძებნეთ სასურველი პოზა, რომ ხსნარმა შეძლოს თავისი მოქმედების შესრულება; |
|
ფრთხილად შეიტანეთ კანულის ნახევარი ვაგინალურ არხში; |
|
გამოტუმბეთ ფლაკონი სრულ დაცლამდე. გაიჩერეთ სითხე საშოში რამდენიმე წუთის განმავლობაში, რათა ხსნარმა იმოქმედოს. ასევე მიჰყევით მკურნალი ექიმის ნებისმიერ მითითებას. |
გაფრთხილება
გამოიყენეთ მხოლოდ ერთხელ და ერთჯერადი დოზის კონტეინერი გადააგდეთ დარჩენილ შიგთავსთან ერთად. ადგილობრივი გამოყენების ყველა პროდუქტის, განსაკუთრებით ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სენსიბილიზაცია, ამ შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. პროდუქტის შეყვანა უნდა მოხდეს მხოლოდ ვაგინალური გზით.
ნორმალური გამოყენების პირობებში ჭარბი დოზირების შედეგად ზიანი არ დაფიქსირებულა. ორსულობის დროს პროდუქტის გამოყენება უნდა შეფასდეს ექიმის კონსულტაციით.
არ გამოიყენოთ პროდუქტი, თუ ალერგიული ხართ ერთ რომელიმე კომპონენტზე.
არ გამოიყენოთ პროდუქტი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ ან თუ შეფუთვა გაუხსნელი არ არის.
შეინახეთ ბავშვებისათვის შეუმჩნეველ ადგილას.
არ გადაყლაპოთ.
ნებისმიერი სერიოზული მოვლენის შესახებ, რომელიც აღინიშნა სამკურნალო პრეპარატთან დაკავშირებით, შეატყობინეთ მწარმოებელს და შესაბამისი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს.
შენახვის სიფრთხილის ზომები
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე (≤250C) სინათლისაგან დაცულ და სითბოს წყაროსგან მოშორებით.
შეფუთვა
100 მლ-იანი 1 ფლაკონი ვაგინალური კანულით.
მწარმოებელი
სს INCE, გარიბალდის ქ. 190,
20024 სანტა მარია როსა დი გარბანატე მილანელი (მი).
განადგურება
პროდუქტის განადგურების შესახებ რაიმე სპეციალური მოთხოვნები არ არის. გაეცანით ადგილობრივ რეგულაციებს.