ნიტოლიკი პრევენტი სპრეი 75მლ
გამოყენების მიზანი: ნიტოლიკი პრევენტ პლუსი - სამედიცინო საშუალება გამოიყენება თავის ტილის პრევენციისთვის (პედიკულოზი).
მოქმედება: ნიტოლიკი პრევენტ პლუსი მოქმედებს ფიზიკური ზემოქმედების გზით. ის ქმნის დამცავ აპკს თმის ზედაპირზე, რომელიც ხელს უშლის პარაზიტების კოლონიზაციას. ეს მექანიზმი აღმოფხვრის დატილიანებას და ამცირებს განმეორებითი ინვაზიის რისკს.
ნიტოლიკი პრევენ პლუსი გამოიყენეთ სულ ცოტა ორჯერ კვირაში ან უფრო ხშირად, განსაკუთრებით მაშინ როდესაც თავის ტილი შეინიშნება თქვენი შვილის გარემოში (მაგ. სკოლაში ან ბაღში).Dდაცვა გრძელდება თმის პირველ დაბანამდე.
თავის ტილისგან დასაცავად გამოიყენეთ ეს სამედიცინო საშუალება ყოველდღიურად სკალპზე და თმაზე, ასევე ტანსაცმლის დასაცავად.
რეკომენდირებულია ყოველდღიური გამოყენებისთვის:
ნიტოლიკი პრევენტ პლუსი-აუცილებელი თავის ტილის პრევენციისთვის
ყველანაირი მძიმე შეგრძნების გარეშე თმაზე, ლაქების გარეშე
დამზადებულია ნატურალური ინგრედიენტებისგან
ყოველდღიური გამოყენებისთვის
გამოყენების ინსტრუქცია:
გამოყენების წინ კარგად შეანჯღრიეთ
დაიტანეთ ნიტოლიკი პრევენტ პლუსი გლუვად ყოველ დღე მშრალ თმაზე სკოლაში წასვლამდე. შეისხურეთ თმიდან 15სმ-ის დაშორებით.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოხმარებასთან დაკავშირებით
აარიდეთ ნიტოლიკი პრევენტ პლუსი თვალებს, პირის ღრუს, ცხვირს და ყელს.
თვალთან კონტაქტის შემთხვევაში, გამოივლეთ წყალი 10-15 წთ-ის განმავლობაში. თუ გამოიწვია გაღიზიანება, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ნიტოლიკი პრევენტი არის მხოლოდ გარე გამოყენებისთვის. არ გამოოიყენოთ ჭრილობაზე ან გაღიზიანებულ კანზე.
ნიტოლიკი პრევენტი უნდა დაიტანოთ პირდაპირ სკალპზე, თმაზე და ტანსაცმელლზე 15სმ დისტანციის დაშორებით. ნიტოლიკი პრევენტ პლუსი უნდა იყოს გამოყენებული კედლების, ავეჯის და სხვა საგნებისგან დაშორებით, ოთახში ადვილად გარეცხვადი კედლებით და იატაკით.
უკუჩვენებები:
არ გამოიყენოთ პრეპარატი რომელიმე ინგრედიენტისადმი ალერგიის არსებობის შემთხვევაში. გვერდითი მოვლენების შემთხვევაში შეწყვიტეთ ნიტოლიკი პრევენტ პლუს-ის გამოყენება და დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
არ მოახმაროთ 2 წლამდე ბავშვებში, ექიმთან კონსულტაციის გარეშე
შესაძლო გამოყენება ორსულობისა და/ან ლაქტაციის დროს:
გამოყენების წინ რეკომენდებულია კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
შენახვა: შეინახეთ ნიტოლიკი პრევენტი მშრალ, ბნელ გარემოში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 25⁰C ნაკლებ ტემპერატურაზე.










