პალმიტოლი 30მლ ცხვ/წვეთები
გააზიარე:
პალმიტოლი
შემადგენლობა
ვიტამინი A (0.01 %)
D-პანთენოლი (0.05 %)
დამხმარე ნივთიერებები: პოლისორბატი 20, დინატრიუმი EDTA, ბენზალკონიუმის ქლორიდი,გლიცერინი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
პალმიტოლი ატენიანებს და არბილებს ცხვირის ლორწოვან გარსს, ინარჩუნებს ტენიანობას; ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, დერმატოპროტექტორული, რეგენერაციის მასტიმულირებელი მოქმედება.
პალმიტოლი ავსებს პანთოტენის მჟავის დეფიციტს. დექსპანთენოლი გარდაიქმნება ორგანიზმში აქტიურ მეტაბოლიტად - პანთოტენის მჟავად, რომელსაც დიდი როლი ენიჭება ნივთიერებათა ცვლის პროცესში:
– მონაწილეობს ცილების, ნახშირწყლების, ლიპიდებისა და ფოსფოლიპიდების მეტაბოლიზმში;
– უზრუნველყოფს კორტიკოსტეროიდების წარმოქმნას, ახდენს ქოლინის აცეტილირებას;
– მონაწილეობს ეპითელიუმის და ლორწოვანი გარსების აღდგენა-რეგენერაციაში, ადგილობრივად ასტიმულირებს ფიბრობლასტებს, კოლაგენისა (ზრდის მდგრადობას) და ელასტინის ბოჭკოების წარმოქმნას, აჩქარებს მიტოზს.
გამოყენების ჩვენებები
- ოპერაციის შემდეგ ქერქების წარმოქმნის შემცირება ,შეხორცების დაჩქარება;
- ცხვირიდან ტრავმული სისხლდენის შემცირება;
- ენდოსკოპიური გამოკვლევების და ტამპონადის გაადვილება;
- ატროფიული რინიტი (ოზენა).
უკუჩვენებები
ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
გამოყენების წესი და დოზირება
გამოყენებამდე ფლაკონი შეანჯღრიეთ. 1-2 წვეთი თითოეულ ნესტოში 4-5 ჯერ დღეში.
შენახვის პირობები
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე 12-25°C .მოარიდეთ ბავშვებს.
გამოშვების ფორმა: ფლაკონი 30მლ.
მწარმოებელი
ASPAR ILAC Kozmetik Gida Sanayi Anonim Sirketi Yakuplu Mah.
დერებოიე ქად No 4/1 Markez Beilikiduzu-სტამბოლი/ თურქეთი.