სეპტო ცინკი 10მლ თვ/წვეთები
გააზიარე:
სეპტოცინკი
თვალის წვეთები, ხსნარი
შემადგენლობა
ნატრიუმის ქლორიდი 7.5მგ/მლ,
ბენზალკონიუმის ქლორიდი 0.2 მგ/მლ,
თუთიის გლუკონატი,
კალიუმის ქლორიდი,
მაგნიუმის ქლორიდის ჰექსაჰიდრატი,
კალციუმი ქლორიდის დიჰიდრატი,
ნატრიუმის ციტრატი,
გამოხდილი წყალი.
ჩვენება
სეპტო ცინკი არის სტერილური, იზოტონური ხსნარი ანტისეპტიკური და სინერგიულად მოქმედი ნივთიერებების (თუთიის გლუკონატი და ბენზალკონიუმის ქლორიდი) შემცველობით. იგი განკუთვნილია თვალში ჩასაწვეთებლად და თვალების გამოსარეცხად.
თუთიის გლუკონატს და ბენზალკონიუმის ქლორიდს გააჩნია სადეზინფექციო (ანტიბაქტერიული და ანტივირუსული) მოქმედება თვალზე. აღნიშნული ნივთიერებების კომბინაცია გამოიყენება თვალის ინფექციური დაავადებების საპრევენციოდ და ძირითადი მკურნალობის გასაძლიერებლად.
თუთიის იონების შემცველი ნივთიერებების გამოყენება ოფთალმოლოგიურ პრეპარატებში დიდი ხანია ცნობილია მათი ანტიმიკრობული მოქმედებიდან გამომდინარე. თუთიის გლუკონატური ფორმა კონიუნქტივას ზედაპირზე წარმოქმნის დამცავ ფენას, რომლის ქვეშაც იქმნება ხელსაყრელი პირობები უჯრედების რეგენერაციისათვის. ეს უზრუნველყოფს კონიუნქტივას ფიზიოლოგიური მდგომარეობის აღდგენას.
ბენზალკონიუმის ქლორიდის ანტისეპტიკური მოქმედება დაფუძნებულია მის სურფაქტანტულ თვისებებზე. დამატენიანებელი, დისპერსიული და ემულგირებადი ეფექტების წყალობით გამორეცხავს თვალიდან უცხო სხეულებს და მათ შორის მიკროორგანიზმებსაც. ბენზალკონიუმის ქლორიდს ასევე გააჩნია ანტიბაქტერიული და ანტივირუსული აქტივობა, რაც აძლიერებს მის ანტისეპტიკურ თვისებებს.
განსაკუთრებული მითითებები
არ გამოიყენოთ სეპტო ცინკი თუ აღგენიშნებათ ალერგია მის შემადგენელ რომელიმე კომპონენტზე.
სეპტო ცინკი შეიძლება გამოყენებული იყოს მოზრდილებში, მოზარდებსა და 1 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში.
თუ სეპტო ცინკთან ერთად გამოიყენება სხვა რომელიმე თვალის წვეთი ან მალამო რეკომენდებულია პრეპარატებს შორის დავიცვათ მინიმუმ 5 წუთიანი ინტერვალი.
გამოყენების წესი
ოფთალმოლოგთან კონსულტაციის გარეშე მისი გამოყენება (ჩაწვეთება ან გამორეცხვა) შესაძლებელია ხანმოკლე დროით
დოზირება
1 წვეთი 3-ჯერ დღეში.
გამოყენების ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად.
გაფრთხილებები გამოყენებამდე
გახსნის შემდეგ სეპტო ცინკი მზად არის ოფთალმოლოგიური გამოყენებისათვის. პაციენტმა უნდა მოხსნას ბოთლს თავსახური, გადაწიოს თავი ოდნავ უკან, დაიჭიროს ბოთლი საწვეთურით თვალისკენ ქვემოთ და ბოთლზე ხელის მოჭერით ქვედა კონიუნქტივალურ პარკში ჩაიწვეთოს წვეთების საჭირო რაოდენობა.
ჩასაწვეთებელი ხსნარის რაოდენობა დამოკიდებულია გამოყენების მიზანზე.
საჭიროა თვალში ჩაწვეთება თუ თვალის გამორეცხვა ხსნარის რაოდენობა კონტროლდება ბოთლზე მოჭერის ინტენსივობით და ხანგრძლივობით. გამოყენების დროს საწვეთური არ უნდა ეხებოდეს თვალს, ქუთუთოებს ან წამწამებს. გამოყენების შემდეგ აუცილებელია თავსახური მჭიდროდ მოერგოს ბოთლს შემდგომი დაბინძურების თავიდან ასაცილებლად. ბოთლი ინახება ვერტიკალურ პოზიციაში.
გაფრთხილება
სიფრთხილე საჭიროა პაცენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მშრალი თვალის სინდრომი და თვალის ზედაპირის სხვა დაავადებები. ამ შემთხვევაში არ არის რეკომენდებული პროდუქტის გამოყენება 14 დღეზე მეტი ხანგრძლივობით. მიმართეთ ექიმს თუ სიმპტომები, რომლის გამოც მოხდა სეპტოცინკის დანიშვნა არ უმჯობესდება, ან ნარჩუნდება იგივე ინტენსივობით 2 დღეზე მეტ ხანს, ან უარესდება,
სეპტოცინკი არ ახდენს გავლენას კონცენტრაციაზე ავტოტრანსპორტის მართვის, სხვადასხვა მექანიზმებთან და სიმაღლეზე მუშაობის დროს, რომლებიც მოითხოვენ მომატებულ ყურადღებას.
გამოყენების შემდეგ შეიძლება განვითარდეს მხედველობის ხანმოკლე დროით დაბინდვა, ამიტომ მუშაობის გაგრძელება რეკომენდებულია ამ ეფექტის გავლის შემდეგ.
მიმართეთ ექიმს თუ ბავშვი შემთხვევით გადაყლაპავს ხსნარს.
პაციენტებში, რომლებიც მოიხმარენ კონტაქტურ ლინზებს, რეკომენდებულია სეპტო ცინკის ჩაწვეთება ლინზის მოხსნის შემდეგ, ლინზების უკან ჩასმა შესაძლებელია ჩაწვეთებიდან 20 წუთის შემდეგ.
შესაძლო გვერდითი ეფექტები
სეპტო ცინკი ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება. იშვიათად, ჩაწვეთებისთანავე შეიძლება აღინიშნოს მსუბუქი, გარდამავალი წვა. ასევე ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია. მიმართეთ ექიმს თუ აღგენიშნებათ ეს ან სხვა უჩვეულო რეაქცია.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან არ დაფიქსირებულა.
შენახვის წესი
შეინახეთ 25°C -ზე დაბალ ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. არ შეინახოთ მაცივარში/არ გაყინოთ. არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ეტიკეტსა და კოლოფზე. მოქმედების ვადად განსაზღვრულია აღნიშნული თვის ბოლო დღე.
არ გამოიყენოთ ბოთლის პირველი გახსნიდან 28 დღის შემდეგ.
შეფუთვის ზომა
10 მლ.
მწარმოებელი
იუნიმედ ფარმა სპოლ. ს.რ.ო.,
ორიესკოვა 11, 821 05 ბრატისლავა, სლოვაკეთის რესპუბლიკა.
ტელ: +421 2 4333 3786
ფაქსი: +421 2 4363 8743
e-mail: [email protected]