სანლაიფი D3 1000სე #60ტ
გააზიარე:
სანლაიფი D31000 სე
მინი ტაბლეტები
საკვებიდანამატი
მნიშვნელოვანია იმუნური სისტემის, კუნთოვანი ქსოვილების და ძვლებისთვის
შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს 1000 სე (25 მკგ) D3 ვიტამინს (ქოლეკალციფეროლი).
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფოსფორისა და კალციუმის ცვლაზე მოქმედი საშუალებები.
ძვლოვან ქსოვილში ნივთიერებათა ცვლის მარეგულირებელი საშუალებები.
D3 ვიტამინი ორგანიზმისთვის განსაკუთრებით აუცილებელია კალციუმისა და ფოსფატების ასათვისებლად. იგი განსაზღვრავს ძვლებისა და კბილების ჯანმრთელობას. D3 ვიტამინის ნაკლებობა იწვევს ძვლის მინერალიზაციის შემცირებას (ოსტეოპოროზი), ძვლის მოტეხილობას. D3 ვიტამინი უზრუნველყოფს ნერვ-კუნთოვანი და იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, ამაღლებს ორგანიზმის მდგრადობას ინფექციებისა და ვირუსებისადმი. ზრდის ორგანიზმში სეროტონინის დონეს.
D3 ვიტამინი ორგანიზმში არეგულირებს ორასამდე გენის ფუნქციას, აუცილებელია ზრდისა და განვითარებისთვის. მისი ნაკლებობისას შეიძლება განვითარდეს სიმსუქნე, დიაბეტი, ჰიპერტენზია, დეპრესია, ფიბრომიალგია, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, ოსტეოპოროზი და ნეიროდეგენერაციული დაავადებები, მათ შორის ალცჰაიმერის დაავადება.
ასაკის მატებასთან ერთად კანი კარგავს მზის სხივების D3 ვიტამინად გარდაქმნის უნარს. ამიტომაც აუცილებელია მისი დამატებით მიღება
მიღების წესი და დოზირების რეჟიმი
მიიღება წყლის ან ცივი სასმელის მიყოლებით, სადილის დროს. 1 ტაბლეტი ერთხელ დღეში. დოზირება შესაძლებელია შეიცვალოს ექიმის დანიშნულების მიხედვით.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.
აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ.
შენახვისწესი: ინახება ბავშვებისაგან მიუწვდომელ, მშრალ, ბნელ ადგილას, 30°C ტემპერატურამდე პირობებში.
გამოშვების ფორმა: 60 ტაბლეტი შეფუთვაში.
დისტრიბუტორი
ეს კა იმპექსი, საქართველო , თბილისი -წყნეთის ქ. 2ა 0179
წარმოებულია გერმანიაში
SUNLIFE® Produktions- und Vertriebsgesellschaft mbH
D – 33161 Hövelhof