ვიზინი 0,5მგ/მლ 5მლ თვ.წვ(თურქ)

ვიზინი 0,5მგ/მლ 5მლ თვ.წვ(თურქ)

6.50 ლარი 5.61 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ქვეყანა: ლიეტუვა
მწარმოებელი: ჯნთლ ტურქი ტუკეტიკ საგლიკ
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ტეტრიზოლინი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 136501
გააზიარე:

VISINE 0,5 მგ/მლ-იანი თვალის წვეთების ხსნარი

შემადგენლობა

  • ეფექტური ნივთიერება: ტეტრაჰიდროზოლინ ჰიდროქლორიდი 0,5 მგ/მლ.
  • დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმ ქლორიდი, ბორის მჟავა, ედეტატ დინატრიუმი, ბენზალკონიუმ ქლორიდი, ნატრიუმ ბორატი და გამოხდილი წყალი.  

 

1. VISINE და მისი გამოყენება

VISINE წარმოადგენს 5 მილილიტრიან პოლიეთილენის ფლაკონში მოთავსებულ გამჭვირვალე და უფერო ხსნარის სახით 0,5 მგ/მლ ტეტრაჰიდროზოლინ ჰიდროქლორიდის შემცველ სტერილურ თვალის წვეთებს.  

VISINE უზრუნველყოფს თვალის ალერგიით (გაზაფხულის სურდოს მსგავსი) ან უმნიშვნელო გაღიზიანებით (ქარის, ბოლის, მტვრის, წიგნის კითხვით, ტელევიზორის ყურებით და ცურვით) გამოწვეული შეშუპების და დროებითი კონიუნქტივის ჰიპერემიის სიმპტომების თავიდან აცილებას.

 

2. VISINE-ს მოხმარებამდე დასაცავი წესები

ქვემოთ აღნიშნულ შემთხვევებში VISINE-ს მოხმარება დაუშვებელია: 

- ტეტრაჰიდროზოლინ ჰიდროქლორიდის ან სხვა სულფონამიდების, ამლოდიპინის ან VISINE-ს შემცველობაში არსებული ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ ალერგიის არსებობის შემთხვევაში.  

- ვიწრო კუთხის გლაუკომის (თვალის შიდა მაღალი წნევის) არსებობის შემთხვევაში.

- 2 წელზე მცირე ასაკის ბავშვებში.  

 

ქვემოაღნიშნულ შემთხვევებში VISINE-ს მიღების დროს უნდა გამოიჩინოთ ყურადღება:  

- თვალის გაღიზიანების ან სიწითლის, ინფექციის (მიკროორგანიზმებზე დამოკიდებული ანთება), თვალში უცხო სხეულის, თვალის გამჭვირვალე ფენის მექანიკურ ან ქიმიურ ნივთიერებებზე დამოკიდებული ტრავმისმაგვარი სერიოზული შემთხვევები, როდესაც საჭიროა ექიმის ჩარევა.

- თვალის ძლიერი ტკივილის, თვალის ქუთუთოების წინა მხარეების დამფარველი მემბრანის კანის გაღიზიანების, მხედველობის უეცარი ცვლილების, ბუნდოვანი ხედვის, მხედველობის დაკარგვის, მცურავი ლაქების უეცრად წარმოქმნის, თვალებში უეცრად წითელი ფერის წარმოქმნის, სინათლეზე ტკივილის ან გაორებული ხედვის შემთხვევაში.

- თუ ეს პროდუქტი იწვევს თვალის ქუთუთოების დროებით ზრდას.

- მოხმარების შემდეგ 48 საათის განმავლობაში სიმპტომების არ გაქრობის, სიწითლის ან გაღიზიანების შემცირების ან მომატების, მხედველობის შეცვლის ან თვალის ტკივილის შემთხვევაში.

დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

 

- საჭიროზე დიდი დოზით ან ხანგრძლივი დროის განმავლობაში პრეპარატის მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს სიწითლის ზრდა ან ხელახლა წარმოქმნა.

 

თუ ეს გაფრთხილებები წარსულშიც ძალაში იყო თქვენთვის, რჩევისათვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

 

VISINE-ს საკვებ-სასმელთან ერთად მიღება

მოხმარების მეთოდებთან დაკავშირებით საკვებ-სასმელთან ერთად მიღების დროს რაიმე ურთიერთქმედება არ აღინიშნება.

 

ფეხმძიმობა

პრეპარატის მოხმარების დაწყებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

მკურნალ ექიმს აცნობეთ თქვენი ფეხმძიმობის ან სავარაუდო ფეხმძიმობის შესახებ, ვინაიდან VISINE-ს რეცეპტის გამოწერამდე მან შეიძლება მოითხოვოს ამის გათვალისწინება.

თუ პრეპარატის მიღების დროს მიხვდებით, რომ ხართ ფეხმძიმედ, რჩევისთვის დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

ძუძუთი კვება

პრეპარატის მოხმარების დაწყებამდე რჩევისათვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

პრეპარატის დედის რძეში შეღწევა-არ შეღწევის ფაქტი არ არის ცნობილი. აცნობეთ ექიმს  ბავშვის ძუძუთი კვების შესახებ, ვინაიდან VISINE-ს რეცეპტის გამოწერამდე მან შეიძლება მოითხოვოს ამის გათვალისწინება.

 

მანქანის ტარება და ხელსაწყოს მოხმარება

თვალის წვეთების მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს დროებითი ბუნდოვანი ხედვა.

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია VISINE-ს შემცველობაში არსებული ზოგიერთი  დამხმარე ნივთიერებების შესახებ

VISINE შეიცავს 0,593 მგ/მლ. ბენზალკომიუმ ქლორიდს. მან შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება. მოერიდეთ რბილ კონტაქტურ ლინზებთან კავშირს. პრეპარატის მოხმარებამდე მოიხსენით კონტაქტური ლინზები დაახლოებით 15 წუთით. ცნობილია, რომ რბილი კონტაქტური ლინზები იწვევს ფერების შეცვლას.

 

მოერიდეთ პრეპარატის კანზე მოხვედრას, რადგან ის შეიცავს ბორის მჟავას.  

 

სხვა პრეპარატებთან ერთად მოხმარება

VISINE-ს სხვა პრეპარატებზე რაიმე მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება არ არის ცნობილი.  

 

თვალთან დაკავშირებული ნებისმიერი პრეპარატების მიღებამდე რჩევისათვის მიმართეთ ექიმს.

 

ამჟამად რეცეპტით გამოწერილი ან ურეცეპტოდ გაცემული ნებისმიერი პრეპარატის მოხმარების ან ბოლო პერიოდის განმავლობაში მოხმარების შემთხვევაში, ამის შესახებ აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

 

3. VISINE-ს მოხმარების წესი

ინსტრუქციები სათანადო მოხმარების და დოზის / მოხმარების სიხშირის შესახებ:

  • ამ პრეპარატის მოხმარებამდე, მოიხსენით სათვალე და კონტაქტური ლინზები.
  • თვალის ქვემო ქუთუთოს ქვეშ დღეში 2-ჯერ ჩაიწვეთეთ 1 წვეთი, დღეში არა უმეტეს  4-ჯერ 2 წვეთისა.

 

მოხმარების ხერხი და მეთოდი

  • პრეპარატის მოხმარებამდე დაიბანეთ ხელები.
  • ფლაკონის თავის გასახვრეტად, მოხადეთ სახურავი და გადააგდეთ ლურჯი რგოლი, ხელახლა დაახურეთ სახურავი, დაატრიალეთ და მჭიდროდ დაახურეთ.
  • ვინაიდან VISINE არის  სტერილური (მიკროორგანიზმებისაგან გაწმენდილი), სახურავის გახსნის დროს, მოერიდეთ ფლაკონის თავის შეხებას თითებზე, თვალზე ან სხვა ზედაპირებზე.
  • ოდნავ დახარეთ თავი უკან, აიხედეთ ზემოთ და ჩაიწვეთეთ VISINE თვალის ქუთუთოებში.
  • მოხმარების შემდეგ დაახურეთ სახურავი.

 

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები  

ბავშვების მიერ მოხმარება 

2 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებისათვის VISINE-ს მოხმარება არ არის რეკომენდირებული.

6 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებისათვის მოსახმარებლად რჩევისთვის მიმართეთ ექიმს.  

 

ხანდაზმული პირების მიერ მოხმარება

რაიმე განსაკუთრებული წესები არ არის დადგენილი.

 

მოხმარების განსაკუთრებული შემთხვევები

თირკმელების/ღვიძლის უკმარისობა 

რაიმე განსაკუთრებული წესები არ არის დადგენილი.

 

თუ თქვენ შეამჩნევთ VISINE-ს ძლიერ ან სუსტ ეფექტს, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

 

თუ თქვენ ღებულობთ VISINE-ს საჭიროზე დიდი დოზით

VISINE-ს ჭარბი დოზით ან ხანგრძლივი დროის განმავლობაში მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს თვალის სიწითლის მატება ან ხელახლა წარმოქმნა.

ამის შესახებ აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

თუ თქვენ დაგავიწყდათ VISINE-ს მოხმარება

დავიწყებული დოზის ასანაზღაურებლად ორმაგი დოზის მოხმარება არ არის რეკომენდებული.

 

VISINE-ს მოხმარების დასრულების შემდეგ წარმოქმნილი გვერდითი მოვლენები

არ არის აღნიშნული.

 

4. მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები

ისევე, როგორც ყველა წამალის გამოყენებისას, VISINE-ს მიმღებ ზოგიერთ პაციენტში შეიძლება ამ პრეპარატმა გამოიწვიოს გარკვეული გვერდითი მოვლენები.

გვერდითი მოვლენები იყოფა ქვემოთ აღნიშნულ კატეგორიებად: 

ძალიან ხშირი: შეიძლება წარმოექმნას 10 პაციენტიდან სულ მცირე ერთს.

ხშირი: შეიძლება წარმოექმნას 10 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 100 პაციენტიდან ერთზე მეტს. 

არახშირი: შეიძლება წარმოექმნას 100 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 1.000 პაციენტიდან ერთზე მეტს. 

იშვიათი: შეიძლება წარმოექმნას 1.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს.

ძალიან იშვიათი: შეიძლება წარმოექმნას 10.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს. 

უცნობი: ხელმისაწვდომი ინფორმაციის თანახმად, სიხშირის დადგენა შეუძლებელია.

 

ქვემოთ აღნიშნული რომელიმე გვერდითი მოვლენის წარმოქმნის შემთხვევაში, ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს.

ძალიან იშვიათი: მოხმარების არეების რეაქციები (თვალის შიგნით და გარშემო წვის შეგრძნების, სიწითლის, ირიტაციის  (გაღიზიანების), შეშუპების, ტკივილის და ქავილის ჩათვლით), თვალის ქუთუთოების ზრდა და ცრემლიანობის მატება.

 

წინამდებარე მოხმარების ინსტრუქციაში გაუთვალისწინებელი ნებისმიერი გვერდითი მოვლენის წარმოქმნის შემთხვევაში, ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

წინამდებარე ინსტრუქციაში გათვალისწინებული ან გაუთვალისწინებელი ნებისმიერი გვერდითი მოვლენის წარმოქმნის შემთხვევაში, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. გარდა ამისა, წარმოქმნილ გვერდით მოვლენებთან დაკავშირებით შეგიძლიათ ეწვიოთ www.titck.gov.tr ვებ გვერდზე არსებულ „წამლების გვერდითი ჩვენებების შესახებ შეტყობინების“ ლინკს ან დარეკოთ 0 800 314 00 08 ნომერზე თურქეთის ფარმაკოლოგიური ზედამხედველობის ცენტრში (TÜFAM) და აცნობოთ გვერდითი მოვლენების შესახებ. წარმოქმნილი გვერდითი მოვლენების შესახებ  შეტყობინების დატოვების შემდეგ, თქვენ მოგეწოდებათ უფრო მეტი ინფორმაცია თქვენს მიერ მოხმარებული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

 

5. VISINE-ს შენახვა

შეინახეთ პრეპარატი ბავშვების ხელმიუწვდომელ ადგილზე თავის შეფუთვაში.

შეინახეთ პრეპარატი 250C-ზე ნაკლები ტემპერატურის პირობებში.

მოიხმარეთ პრეპარატი  ვარგისობის ბოლო ვადის შესაბამისად.

შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ VISINE-ს მოხმარება დაუშვებელია.

ამღვრეული, ფერშეცვლილი ან შიგნით უცხო სხეულების მქონე თვალის წვეთების მოხმარება დაუშვებელია. ფლაკონის ყელში კრისტალების მქონე ხსნარის მოხმარება დაუშვებელია.

VISINE-ს თვალის წვეთების ორიგინალი შეფუთვის გახსნის შემდეგ, პრეპარატი მოხმარებული უნდა იქნეს 15 დღის განმავლობაში.

 

ლიცენზიის მფლობელი

შპს ‘ჯონსონ ენდ ჯონსონ სიჰჰი მალზემე სანაი ვე თიჯარეთ“-ი

ერთურქის ქუჩა, ქეჩელი პლაზა N 13,

ქავაჯიქი / ბეიქოზი / სტამბოლი.