მაიორანა 30გ ვაგ.გელი
გააზიარე:
მაიორანა ვაგინალგელი
Majorana Vaginalgel
ბავშვებისთვის 6 წლიდან და მოზრდილებისთვის
შემადგენლობა
მაიორანა ვაგინალგელი 10 გ შეიცავს მოქმედ ნივთიერებებს/სუბსტანციებს:
რძემჟავა (Acidum lacticum) 0,03გ,
კოლოიდური ვერცხლი (Argentum colloidale Dil. D4) 0,10გ
გულყვითელას ბალხი (Calendula officinalis ex herba ferm 33c Ø (HAB, Vs. 33c)) 0,10 გ
ეხინაცეას ბალახი (Echinacea pallida e planta tota ferm 33c Ø (HAB, Vs. 33c)) 0,10გ
ევკალიპტის ეთერზეთი (Eucalypti aetheroleum) 0,02 გ
კრეოზოტუმი (Kreosotum Dil. D4) 0,10 გ
შროშანის ბალახი (Lilium lancifolium ex herba ferm 33c Dil. D1 (HAB, Vs. 33c)) 0,10 გ
მაიორანის ბალახი (Origanum majorana ex herba ferm 33c Ø (HAB, Vs. 33c)0 0,10 გ
როზმარინის ეთერზეთი (Rosmarini aetheroleum) 0,01 გ
სალბის ეთერზეთი (Salviae officinalis aetheroleum) 0,01 გ
ტუიას ყლორტები (Thuja occidentalis e summitatibus ferm 33e Dil. D1 (HAB, Vs. 33e)) 0,10 გ
ბეგქონდარას ეთერზეთი (Thymi aetheroleum) 0,01 გ
(კომპონენტები 2, 7 და 11 ერთი საფეხურის შემდეგ ერთობლივად პოტენცირდება).
დამხმარე ნივთიერებები: გლიცეროლი, ლიტსეას ზეთი, ვერცხლის სულფატი, წყლიანი კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი ლიმონმჟავა მონოჰიდრატით მიღებული, ჩაის ხის ზეთი, გამოხდილი წყალი, ქსანტანი.
ჩვენება
მაიორანა ვაგინალგელი მდედრობითი სასქესო ორგანოების სამკურნალო ანთროპოსოფიული საშუალებაა. ადამიანისა და ბუნების შესახებ ანთროპოსოფიული ცოდნის შესაბამისად გამოიყენება მდედრობითი სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებების დროს, როგორიცაა კოლპიტი, ვულვოვაგინიტი, თეთრად შლა.
უკუჩვენება
მაიორანა ვაგინალგელი არ გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
– ჩვილ და 6 წლამდე ასაკის ბავშვებში (გაურკვეველი რისკების და მაიორანის შემცველობის გამო);
– როზმარინზე, ბეგქონდარაზე ან ტუჩოსანთა ოჯახის სხვა წარმომადგენლებზე, არყის ხეზე, აბზინდაზე, ნიახურზე, ან სხვა მოქმედ ან დამხმარე ნივთიერებაზე, ან რთულყვავილოვანთა ოჯახის სხვა წარმომადგენლებზე მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში;
– სისტემური დაავადებების დროს, როგორიცაა ტუბრკულოზი, ლეიკოზი, კოლაგენოზი, გაფანტული სკლეროზი, აივ-ინფექცია და ავტოიმუნური დაავადებები.
სიფრთხილის ზომები
სხეულის ტემპერატურის მატების, გახანგრძლიებული, გაურკვეველი ან რაიმე ჩივილების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. მაიორანა ვაგინალგელი გამოყენების დროს პრეზერვატივებისა და ლატექსის ან სხვა ხელოვნური ნივთიერების შემცველი კონტრაცეპტივების თანადროულმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს მათი დაზიანება, რის გამოც შემცირდება მათი ეფექტი.
მაიორანა ვაგინალგელი სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება არ არის ცნობილი.
ორსულობა და ლაქტაცია
ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, ამ შემთხვევაშიც პრეპარატის გამოყენებამდე კითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზირება და გამოყენების წესი
მედიკამენტი გამოიყენეთ ინსტრუქციის ან ექიმის, ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად. თუ არ ხართ დარწმუნებული კითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
6 - 12 წლამდე ბავშვებში მაიორანა ვაგინალგელი გამოიყენება გენიტალიებზე გარედან წასასმელად.
თუ სხვა მითითება არ არსებობს, გამოიყენება1- 2-ჯერ დღეში, აპლიკატორით ვაგინალურად შესაყვანად, კვირაში 2- 3-ჯერ.
აპლიკატორის მოხმარების წესი: აპლიკატორი მოარგეთ ტუბის ყელს, 2 - 3 სმ-მდე შეიყვანეთ გელი, მოხსენით, ღრმად მოითავსეთ ვაგინაში და შეუშვით დგუშის მეშვეობით გელი. აპლიკატორი გარეცხეთ ცხელი წყლითა და თხევადი საპნით! დოზატორი აპლიკატორი მოყვება ყოველ შეფუთვას.
გამოყენების ხანგრძლივობა: მწვავე მდგომარეობის მკურნალობა უნდა დასრულდეს 2 კვირაში. თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა ან დამძიმდა, მიმართეთ ექიმს. ქრონიკული დაავადების მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი. არ გამოიყენება ხანგრძლივად მაიორანის ბალახის შემცველობის გამო.
ჭარბი დოზირება
მაიორანა ვაგინალგელი დოზის გადაჭარბებისას უარყოფითი შედეგები მოსალოდნელი არ არის. თუ შენიშნავთ ჩივილებს, მიმართეთ ექიმს.
დაიცავით დოზირების წესები.
დოზის გამოტოვება
თუ დაგავიწყდათ მაიორანა ვაგინალგელი გამოყენება, გააგრძელეთ ჩვეულებრივად და არ გამოიყენოთ ერთ ჯერზე ორმაგი დოზა. თუ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით გაქვთ დამატებითი კითხვები მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა მედიკამენტს, ამ მედიკამენტსაც შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოვლენები, მაგრამ ყველასთან არ ვლინდება. ძალიან იშვიათად შესაძლოა ზემგრძნობელობის გამოვლენა: კანზე გამონაყარი, ქავილი, სახის შეშუპება, სუნთქვის უკმარისობა, თავბრუსხვევა, არტერიული წნევის დაქვეითება. შესაძლოა წვა აპლიკაციის ადგილას. ამ შემთხვევებში შეწყვიტეთ მედიკამენტის გამოყენება და მიმართეთ ექიმს.
შეტყობინება გვერდით მოვლენებზე
თუ შენიშნეთ გვერდითი მოვლენები, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს. გვერდით მოვლენებად შესაძლოა ჩაითვალოს ისეთი მოვლენებიც, რომელიც ზემოთ არ არის მითითებული. გვერდითი მოვლენების შესახებ შეგიძლიათ ასევე აცნობოთ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წამლისა და სამედიცინო პროდუქტის ინსტიტუტი (BfArM)-ის კლინიკური ფარმაკოლოგიის (ფარმაკოზედამხედველობის) განყოფილებას Kurt-Georg-Kiesinger-Allee 3 D-53175 Bonn Website: www.bfarm.de
თქვენი შეტყობინებით ხელს შეუწყობთ მედიკამენტების უსაფრთხოებას.
შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 25°C.
ვარგისია გახსნიდან 16 კვირა.
ვარგისობის ვადა დატანილია ტუბზე და ქაღალდის შეფუთვაზე. მედიკამენტი ვარგისია მითითებული ვადის თვის ბოლო დღემდე.ნუ გამოიყენებთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდგომ.
შეფუთვა
მაიორანა ვაგინალგელი კრემისფერი მოყავისფო ჟელე ალუმინის ტუბში 30 გ-იან და 100 გ-იან შეფუთვებში.
მწარმოებელი
WALA Heilmittel GmbH,
73085 Bad Boll/Eckwälden,
DEUTSCHLAND Tel. +49 (0)7164 930-181,
Fax +49 (0)7164 930-297,