ფიქსფლოუ 50მკგ/500მკგ N60კაფს

ფიქსფლოუ 50მკგ/500მკგ N60კაფს

63.78 ლარი
ქვეყანა: თურქეთი
მწარმოებელი: აბდი იბრაჰიმი თურქეთი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: სალმეტეროლი+ფლუტიკაზონი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 136267
გააზიარე:

გამოყენების ინსტრუქცია

ინფორმაცია მომხმარებლისთვის

ფიქსფლოუ

50 მკგ / 500 მკგ კაფსულა , რომელიც შეიცავს ფხვნილს ინჰალაციისთვის

საინჰალაციო გამოყენებისთვის . ( ფილტვებში შეყვანა შესუნთქვით )

ყურადღებით წაიკითხეთ მთელი ეს ჩანართი , სანამ დაიწყებთ ამ პრეპარატის მიღებას , რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას .

- შეინახეთ ეს ჩანართი. შეიძლება დაგჭირდეთ ხელახლა წაკითხვა.

- თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

- ეს წამალი გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი სიმპტომები და დაავადების ნიშნები თქვენის მსგავსია.

- თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ჩანართში. იხილეთ ნაწილი 4.

რა წერია ამ ჩანართში :

1. რა არის ფიქსფლოუ და რისთვის გამოიყენება

2. რა უნდა იცოდეთ ფიქსფლოუს გამოყენებამდე

3. როგორ გამოვიყენოთ ფიქსფლოუ

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

5. როგორ ინახება ფიქსფლოუ

6. შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

1. რა არის ფიქსფლოუ და რისთვის გამოიყენება

ფიქსფლოუ შეიცავს ორ მედიკამენტს, სალმეტეროლს და ფლუტიკაზონის პროპიონატს:

• სალმეტეროლი არის ხანგრძლივი მოქმედების ბრონქოდილატორი. ბრონქოდილატატორები ეხმარება ფილტვებში სასუნთქ გზებს დარჩეს გახსნილი. ეს აადვილებს ჰაერის შეღწევას და გამოსვლას. ეფექტი გრძელდება მინიმუმ 12 საათის განმავლობაში.

• ფლუტიკაზონის პროპიონატი არის კორტიკოსტეროიდი, რომელიც ამცირებს ფილტვებში შეშუპებას და გაღიზიანებას.

ექიმმა დანიშნა ეს წამალი სუნთქვის პრობლემების თავიდან ასაცილებლად, როგორიცაა:

• ასთმა

• ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (COPD). ფიქსფლოუ, დოზით 50/500 მიკროგრამი, ამცირებს COPD-ის სიმპტომების გამწვავების რაოდენობას.

თქვენ უნდა გამოიყენოთ ფიქსფლოუ ყოველდღე თქვენი ექიმის მითითებით. ეს იძლევა გარანტიას, რომ ის სწორად იმუშვებს თქვენი ასთმის ან COPD-ის კონტროლში.

ფიქსფლოუ ეხმარება შეაჩეროს ქოშინი და ხიხინი . თუმცა ფიქსფლოუ არ უნდა იქნას გამოყენებული ქოშინის ან ხიხინის უეცარი შეტევის მოსახსნელად . თუ ეს მოხდება , თქვენ უნდა გამოიყენოთ სწრაფი მოქმედების " შემამსუბუქებელი " (" სამაშველო ") ინჰალატორი , როგორიცაა სალბუტამოლი . ყოველთვის თან უნდა გქონდეთ თქვენი სწრაფი მოქმედების სამაშველო ინჰალატორი .

2. რა უნდა იცოდეთ ფიქსფლოუს გამოყენებამდე

არ მიიღოთ ფიქსფლოუ :

თუ ალერგიული ხართ სალმეტეროლზე, ფლუტიკაზონის პროპიონატზე ან სხვა ინგრედიენტზე, ლაქტოზას მონოჰიდრატზე.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ფიქსფლოუ-ს გამოყენებამდე გაესაუბრეთ ექიმს, თუ გაქვთ:

• გულის დაავადება, მათ შორის არარეგულარული ან სწრაფი გულისცემა

• ზედმეტად აქტიური ფარისებრი ჯირკვალი

• მაღალი წნევა

• შაქრიანი დიაბეტი (ფიქსფლოუმ შეიძლება გაზარდოს სისხლში შაქრის დონე)

• სისხლში კალიუმის დაბალი დონე

• ტუბერკულოზი (ტბ) ამჟამად ან წარსულში, ან ფილტვების სხვა ინფექციები

მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ მხედველობის დაბინდვა ან სხვა მხედველობის დარღვევა.

სხვა მედიკამენტები და ფიქსფლოუ

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები, მათ შორის ასთმის სამკურნალო ან ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტები. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ფიქსფლოუ შეიძლება არ იყოს შესაფერისი სხვა პრეპარატებთან ერთდრულად მიისაღებად.

ფიქსფლოუს გამოყენების დაწყებამდე აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ შემდეგ მედიკამენტებს:

• b ბლოკატორები (როგორიცაა ატენოლოლი, პროპრანოლოლი და სოტალოლი). b ბლოკატორები ძირითადად გამოიყენება მაღალი წნევის ან გულის სხვა დაავადებების დროს.

• ინფექციების სამკურნალო მედიკამენტები (როგორიცაა კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი და ერითრომიცინი) აივ-ის სამკურნალო ზოგიერთი მედიკამენტის ჩათვლით (როგორიცაა რიტონავირი, კობიცისტატის შემცველი პროდუქტები). ზოგიერთ ამ მედიკამენტს შეუძლია გაზარდოს ფლუტიკაზონის პროპიონატის ან სალმეტეროლის რაოდენობა თქვენს ორგანიზმში. ამან შეიძლება გაზარდოს ფიქსფლოუს გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი, მათ შორის არარეგულარული გულისცემა, ან შეიძლება გააუარესოს გვერდითი ეფექტები. ექიმმა შეიძლება მოისურვოს თქვენი ყურადღებანი მონიტორინგი, თუ იღებთ ამ მედიკამენტებს.

• კორტიკოსტეროიდები (პერორალური ან საინექციო). თუ თქვენ იღებდით ამ მედიკამენტებს ცოტა ხნის წინ, ამან შეიძლება გაზარდოს ამ წამლის ზემოქმედების რისკი თქვენს თირკმელზედა ჯირკვალზე.

• დიურეზულები, ასევე ცნობილი როგორც „წყლის ტაბლეტები“, რომლებიც გამოიყენება მაღალი წნევის სამკურნალოდ.

• სხვა ბრონქოდილატატორები (როგორიცაა სალბუტამოლი).

• ქსანტინის მედიკამენტები. ისინი ხშირად გამოიყენება ასთმის სამკურნალოდ.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება

ფიქსფლოუ სავარაუდოდ არ იმოქმედებს მანქანის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

ფიქსფლოუ შეიცავს ლაქტოზას

ფიქსფლოუ შეიცავს 11,95 მილიგრამამდე ლაქტოზას მონოჰიდრატს თითოეულ დოზაში. ამ მედიკამენტში ლაქტოზის რაოდენობა ჩვეულებრივ არ იწვევს პრობლემებს ლაქტოზას მიუღებლობის მქონე ადამიანებში. დამხმარე ნივთიერება ლაქტოზას მონოჰიდრატი შეიცავს მცირე რაოდენობით რძის ცილებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.

3. როგორ გამოვიყენოთ ფიქსფლოუ

ყოველთვის გამოიყენეთ ეს წამალი ზუსტად ისე, როგორც გითხრათ თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

• გამოიყენეთ თქვენი ფიქსფლოუ ყოველდღე, სანამ ექიმი არ გირჩევთ შეწყვეტას. არ მიიღოთ რეკომენდებულზე მეტი დოზა. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

• არ შეწყვიტოთ ფიქსფლოუს მიღება ან არ შეამციროთ ფიქსფლოუს დოზა ექიმთან წინასწარ გასაუბრების გარეშე.

• ფიქსფლოუს ჩასუნთქვა უნდა მოხდეს პირიდან, ფილტვებში.

• თქვენ შეიძლება ვერ იგრძნოთ გემო ფხვნილის არსებობა თქვენს ენაზე, თუნდაც სწორად გამოიყენოთ.

ასთმისთვის

მოზრდილები და 12 წლის და უფროსი ასაკის მოზარდები

• ფიქსფლოუ 50/100 - ერთი ინჰალაცია დღეში ორჯერ

• ფიქსფლოუ 50/250 - ერთი ინჰალაცია დღეში ორჯერ

• ფიქსფლოუ 50/500 - ერთი ინჰალაცია დღეში ორჯერ

ბავშვები 4-დან 12 წლამდე

• ფიქსფლოუ 50/100 - ერთი ინჰალაცია დღეში ორჯერ

• ფიქსფლოუ არ არის რეკომენდებული 4 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოსაყენებლად.

ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე მოზრდილებისთვის (COPD)

• ფიქსფლოუ 50/500 - ერთი ინჰალაცია დღეში ორჯერ

თქვენი სიმპტომები შეიძლება კარგად გაკონტროლდეს ფიქსფლოუს გამოყენებით დღეში ორჯერ. ასეთ შემთხვევაში, ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს შეამციროს დოზა დღეში ერთ ჯერამდე. დოზა შეიძლება შეიცვალოს:

• ღამით ერთხელ - თუ გაქვთ ღამის სიმპტომები

• დილით ერთხელ - თუ გაქვთ დღის სიმპტომები.

ძალიან მნიშვნელოვანია ექიმის ინსტრუქციების დაცვა იმის შესახებ, თუ რამდენი ინჰალაცია და რამდენად ხშირად უნდა მიიღოთ თქვენი წამალი.

თუ თქვენ იყენებთ ფიქსფლოუს ასთმისთვის, თქვენი ექიმი მოისურვებას რეგულარულად შეამოწმოს თქვენი სიმპტომები.

თუ თქვენი ასთმა ან სუნთქვა გაუარესდა, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს. შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ უფრო ხშირად გრძნობთ ხიხინს, გულმკერდში უფრო ხშირ შებოჭილობას ან შეიძლება დაგჭირდეთ უფრო მეტი სწრაფი მოქმედების "შემამსუბუქებელი" წამალი. თუ რომელიმე ჩამოთვლილი განვითარდა, თქვენ უნდა გააგრძელოთ ფიქსფლოუს მიღება, მაგრამ არ გაზარდოთ მიღებული შესუნთქვების რაოდენობა. თქვენი გულმკერდის მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს და შესაძლოა მძიმედ დაავადდეთ. მიმართეთ ექიმს, რადგან შეიძლება დაგჭირდეთ დამატებითი მკურნალობა.

გამოყენების ინსტრუქცია

• თქვენმა ექიმმა, ექთანმა ან ფარმაცევტმა უნდა გაჩვენოთ როგორ გამოიყენოთ თქვენი ინჰალატორი. მათ დროდადრო უნდა შეამოწმონ, როგორ იყენებთ მას. ფიქსფლოუს სათანადოდ ან დანიშნულებისამებრ არ გამოყენება შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ის არ დაეხმარება თქვენს ასთმას ან COPD-ს, როგორც საჭიროა.

• მოწყობილობა შეიცავს ბლისტერებს, რომელშიც მოთავსებულია ფიქსფლოუ, ფხვნილის სახით.

• ზევით არის მთვლელი, რომელიც გიჩვენებთ რამდენი დოზა დარჩა. ის ითვლის 0-მდე. რიცხვები 5-დან 0-მდე გამოჩნდება წითლად, რათა გაგაფრთხილოთ, როდესაც მხოლოდ რამდენიმე დოზა რჩება. როდესაც მრიცხველი აჩვენებს 0-ს, თქვენი ინჰალატორი ცარიელია.

თქვენი ინჰალატორის გამოყენება

1- მოხსენით Qhaler მოწყობილობის თავსახური, დაჭერით

2 - დაიჭირეთ Qhaler მოწყობილობის ქვედა ნაწილი ერთი ხელით, გახსენით მუნდშტუკის ნაწილი მეორე ხელით, მიაბრუნეთ ისრის მიმართულებით.

3 - მოათავსეთ კაფსულა Qhaler მოწყობილობის სივრცეში. კაფსულა შეფუთვიდან ამოიღეთ უშუალოდ გამოყენების წინ.

4 - დახურეთ მუნდშტუკის ნაწილი შემობრუნებით

5 - გეჭიროთ მოწყობილობა პირდაპირ, დაჭირეთ გვერდებზე არსებულ ღილაკებზე მხოლოდ ერთხელ და გაუშვით. კაფსულა იქნება პერფორირებული ორივე ბოლოდან.

შესუნთქვისდროსკაფსულისპატარა ნაწილაკებიშეიძლებამოხვდეს ჩვენსპირში. ნაწილაკებიუვნებელიადაისინიგადაყლაპვისშემდეგშეიწოვება. ნაწილაკებისწარმოქმნისრისკიმცირდებაკაფსულებისგამოყენებისასბლისტერიდანამოღებისთანავედაღილაკებზემხოლოდერთხელდაჭერით.

6 - ამოისუნთქეთ ძლიერად.

7 - ჩაიდეთ პირის ღრუში მუნდშტუკი და ოდნავ გადახარეთ თავი უკან. მჭიდროდ მოუჭირეთ ტუჩები მუნდშტუკს და შეისუნთქეთ რაც შეიძლება სწრაფად და ღრმად.

8 - გამოიღეთ Qhaler მოწყობილობა თქვენი პირიდან და შეიკავეთ სუნთქვა მანამ, სანამ კომფორტულია. შემდეგ ნორმალურად ისუნთქეთ. ხელახლა გახსენით Qhaler მოწყობილობა და აკონტროლეთ კაფსულა, არის თუ არა მასში ფხვნილი. თუ კაფსულაში არის ფხვნილი, გაიმეორეთ 6, 7 და 8 ნაბიჯები.

9 - შემდეგ გამოივლეთ წყალი პირის ღრუში და გადაანერწყვეთ.

10 - გამოყენების შემდეგ გადააგდეთ ცარიელი კაფსულა და დახურეთ მუნდშტუკის ნაწილი.

თქვენი ინჰალატორის გაწმენდა

გაწმინდეთ მუნდშტუკი მშრალი ხელსახოცით.

თუ იყენებთ საჭიროზე მეტ ფიქსფლოუს

მნიშვნელოვანია ინჰალატორის გამოყენება ინსტრუქციის მიხედვით. თუ შემთხვევით მიიღეთ რეკომენდებულზე დიდი დოზა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. თქვენ შეიძლება შეამჩნიოთ თქვენი ჩვეულებრივზე უფრო სწრაფი გულისცემა და იგრძნოთ კანკალი. ასევე შეიძლება გქონდეთ თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, კუნთების სისუსტე და სახსრების ტკივილი.

თუ თქვენ იყენებდით უფრო დიდ დოზებს დიდი ხნის განმავლობაში, რჩევისთვის უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს იმიტომ არის საჭირო, რომ ფიქსფლოუს უფრო დიდმა დოზებმა შეიძლება შეამციროს თირკმელზედა ჯირკვლის მიერ წარმოქმნილი სტეროიდული ჰორმონების რაოდენობა.

თუ დაგავიწყდათ ფიქსფლოუს გამოყენება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად. უბრალოდ მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულებრივ დროს.

თუ შეწყვეტთ ფიქსფლოუს გამოყენებას

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიიღოთ ფიქსფლოუ ყოველდღე, დანიშნულებისამებრ. გააგრძელეთ მისი მიღება მანამ, სანამ ექიმი არ გეტყვით, რომ შეწყვიტოთ. არ შეწყვიტოთ ან მოულოდნელად შეამციროთ ფიქსფლოუს დოზა. ამან შეიძლება გააუარესოს თქვენი სუნთქვა.

გარდა ამისა, თუ მოულოდნელად შეწყვეტთ ფიქსფლოუს მიღებას ან შეამცირებთ ფიქსფლოუს დოზას, ამან შეიძლება (ძალიან იშვიათად) გამოიწვიოს თირკმელზედა ჯირკვლის პრობლემები (თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა), რაც ზოგჯერ იწვევს გვერდით მოვლენებს.

ეს გვერდითი მოვლენები შეიძლება მოიცავდეს რომელიმე შემდეგს:

• კუჭის ტკივილი

• დაღლილობა და მადის დაკარგვა, გულისრევის შეგრძნება

• გულისრევა და დიარეა

• წონაში დაკლება

• თავის ტკივილი ან ძილიანობა

• სისხლში შაქრის დაბალი დონე

• დაბალი წნევა და კრუნჩხვები (გულყრები)

როდესაც თქვენი სხეული იმყოფება სტრესის ქვეშ, როგორიცაა ცხელება, ტრავმა (მაგ., ავტოავარია), ინფექცია ან ოპერაცია, თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა შეიძლება გაუარესდეს და შეიძლება გქონდეთ ზემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი გვერდითი მოვლენა.

თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ამ სიმპტომების თავიდან ასაცილებლად, ექიმმა შეიძლება დანიშნოს დამატებითი კორტიკოსტეროიდები ტაბლეტების სახით (როგორიცაა პრედნიზოლონი).

თუ თქვენ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვა ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს, მედდას ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. გვერდითი ეფექტების ალბათობის შესამცირებლად, თქვენი ექიმი დაგინიშნავთ ფიქსფლოუს ყველაზე დაბალ დოზას თქვენი ასთმის ან COPD-ის გასაკონტროლებლად.

ალერგიული რეაქციები: შეიძლება შეამჩნიოთ, რომ თქვენი სუნთქვა უეცრად გაუარესდა ფიქსფლოუს გამოყენებისთანავე. შეიძლება განვითარდეს ძლიერი ხიხინი და ხველა ან ქოშინი. თქვენ ასევე შეიძლება შეამჩნიოთ ქავილი, გამონაყარი (ჭინჭრის ციება) და შეშუპება (ჩვეულებრივ სახეზე, ტუჩებზე, ენაზე ან ყელში), ან შეიძლება მოულოდნელად იგრძნოთ, რომ თქვენი გული ძალიან სწრაფად ცემს ან იგრძნოთ სისუსტე და თავბრუსხვევა (რაც შეიძლება განვითარდეს კოლაფსამდე ან გონების დაკარგვამდე). თუ თქვენ განგივითარდებათ რომელიმე ეს ეფექტი ან თუ ეს მოულოდნელად მოხდა ფიქსფლოუს გამოყენების შემდეგ, შეწყვიტეთ ფიქსფლუს გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს. ალერგიული რეაქციები ფიქსფლოუზე იშვიათია (ისინი აღენიშნება 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანს).

პნევმონია (ფილტვის ინფექცია) COPD პაციენტებში. (ხშირი გვერდითი ეფექტი)

აცნობეთ ექიმს, თუ ფიქსფლოუს მიღებისას გაქვთ ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე, ეს შეიძლება იყოს ფილტვის ინფექციის სიმპტომები:

• ცხელება ან შემცივნება

• ლორწოს გამომუშავების გაზრდა, ლორწოს ფერის შეცვლა

• გაძლიერებული ხველა ან სუნთქვის გაძნელება.

სხვა გვერდითი მოვლენები ჩამოთვლილია ქვემოთ:

ძალიან ხშირი (ვლინდება 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში)

• თავის ტკივილი - ეს ჩვეულებრივ უმჯობესდება მკურნალობის გაგრძელებისას.

• COPD-ის მქონე პაციენტებში დაფიქსირდა გაციების გაზრდილი რიცხვი.

ხშირი (ვლინდება 10-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში)

• რძიანა (მტკივნეული, კრემისფერ-ყვითელი, ამობურცული ლაქები) პირის ღრუში და ყელში. ასევე ენის ტკივილი და ხმის ჩახლეჩვა და ყელის გაღიზიანება. თქვენი წამლის ყოველი დოზის მიღების შემდეგ წყლის გამოვლება პირის ღრუში და დაუყოვნებლივ გადანერწყვება და/ან კბილების გახეხვა შეიძლება დაგეხმაროთ ამ დროს. ექიმმა შეიძლება დანიშნოს სოკოს საწინააღმდეგო წამალი რძიანას სამკურნალოდ.

• მტკივნეული, შეშუპებული სახსრები და კუნთების ტკივილი.

• კუნთების კრუნჩხვები.

შემდეგი გვერდითი მოვლენები ასევე დაფიქსირდა ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე პაციენტებში (COPD):

• სისხლჩაქცევები და მოტეხილობები.

• სინუსების ანთება (დაძაბულობის ან სისავსის შეგრძნება ცხვირში, ლოყებსა და თვალების უკან, ხანდახან პულსირებადი ტკივილით).

• სისხლში კალიუმის რაოდენობის შემცირება (შეიძლება გქონდეთ არათანაბარი გულისცემა, კუნთების სისუსტე, კრუნჩხვები).

არახშირი (ვლინდება 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში)

• იზრდება შაქრის (გლუკოზის) რაოდენობა სისხლში (ჰიპერგლიკემია). თუ გაქვთ დიაბეტი, შეიძლება საჭირო გახდეს სისხლში შაქრის უფრო ხშირი მონიტორინგი და შესაძლოა თქვენი ჩვეული დიაბეტური მკურნალობის კორექტირება.

• კატარაქტა (თვალში ბროლის შემღვრევა).

• ძალიან აჩქარებული გულისცემა (ტაქიკარდია).

• კანკალი (ტრემორი) და სწრაფი ან არათანაბარი გულისცემა (პალპიტაცია) - ეს ჩვეულებრივ უვნებელია და მცირდება მკურნალობის გაგრძელებისას.

• გულმკერდის ტკივილი.

• შეშფოთების შეგრძნება (ეს ეფექტი ძირითადად ვლინდება ბავშვებში).

• ძილის დარღვევა.

• კანის ალერგიული გამონაყარი.

იშვიათი (ვლინდება1000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში)

სუნთქვის გაძნელება ან ხიხინი, რომელიც უარესდება ფიქსფლოუს მიღებისთანავე. თუ ეს ვითარდება, შეწყვიტეთ თქვენი ფიქსფლოუს ინჰალატორის გამოყენება. გამოიყენეთ თქვენი სწრაფი მოქმედების „შემამსუბუქებელი“ ინჰალატორი სუნთქვის დასახმარებლად და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს.

• ფიქსფლოუმ შეიძლება გავლენა მოახდინოს ორგანიზმში სტეროიდული ჰორმონების ნორმალურ გამომუშავებაზე, განსაკუთრებით თუ თქვენ იღებდით მაღალ დოზებს დიდი ხნის განმავლობაში. ეფექტები მოიცავს:

- ბავშვებში და მოზარდებში ზრდის შენელება

- ძვლების გამოფიტვა

- გლაუკომა

- წონის მომატება

- მომრგვალებული (მთვარისებური) სახე (კუშინგის სინდრომი)

თქვენი ექიმი რეგულარულად შემოგამოწმებთ რომელიმე ჩამოთვლილ გვერდით ეფექტზე და რომ დარწმუნდეს იღებთ ფიქსფლოუს ყველაზე დაბალ დოზას თქვენი ასთმის გასაკონტროლებლად.

• ქცევის ცვლილებები, როგორიცაა უჩვეულო აქტიურობა და გაღიზიანებადობა (ეს ეფექტები ძირითადად გვხვდება ბავშვებში).

• არათანაბარი გულისცემა ან გული იძლევა დამატებით ცემას (არითმიები). აცნობეთ ექიმს, მაგრამ არ შეწყვიტოთ ფიქსფლოუს მიღება, თუ ექიმი არ გეტყვით, რომ შეწყვიტოთ.

• სოკოვანი ინფექცია საყლაპავში, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ყლაპვის გაძნელება.

სიხშირე უცნობია, მაგრამ ასევე შეიძლება განვითარდეს:

• დეპრესია ან აგრესია. ეს ეფექტები უფრო სავარაუდოა ბავშვებში.

• მხედველობის დაბინდვა.

5. როგორ ინახება ფიქსფლოუ

შეინახეთ ფიქსფლოუ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და თავისივე შეფუთვაში.

ინახება 25°C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე და მშრალ ადგილას.

გამოიყენეთ მისი ვარგისობის ვადის შესაბამისად.

არ გამოიყენოთ ფიქსფლოუ შეფუთვაზე მითითებული ვარგისნობის ვადის გასვლის შემდეგ.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი :

Abdi İbrahim İlaç San. ve Tic. A.Ş.

Reşitpaşa Mahallesi, Eski Büyükdere Caddesi No:4 34467

Maslak/Sarıyer/Istanbul/Türkiye

წარმოების ადგილი :

Abdi İbrahim İlaç San. ve Tic. A.Ş.

Orhan Gazi Mah. Tunç Cad. No.3

Esenyurt / ISTANBUL / Türkiye

ამ ფურცელი-ჩანართის გადახედვა მოხდა 25/11/2024.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.