სალბი +C #20ტ (ნეოფ)

სალბი +C #20ტ (ნეოფ)

11.00 ლარი 9.35 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა: საქართველო
მწარმოებელი: ნეოფარმი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: სალბის ექსტ.ვიტცე
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 136121
გააზიარე:


სალბი +C #20ტ (ნეოფ)

დეტალური აღწერა :

კომბინირებული ფარმაკოლოგიური საშუალება

ათქ კოდი : R02AA20.

წამლის ფორმა : ტაბლეტები.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი : ადგილობრივი მოქმედების ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური საშუალება.

ტაბლეტის შემადგენლობა :
აქტიური სუბსტანციები: სალბის ექსტრაქტი - 5მგ; სალბის ზეთი - 6მგ; ასკორბინის მჟავა - 20მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მენთოლი, შაქარი, სორბიტი, ტალკი, კალციუმის ან მაგნიუმის სტეარატი, აეროსილი, კაკაოს ფხვნილი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება : გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული, ანტივირუსული, ამოსახველებელი მოქმედება.
პრეპარატის სამკურნალო ეფექტს განსაზღვრავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსი: მთრიმლავი ნივთიერებები, ფლავონოიდები, ეთეროვანი ზეთები (15% ცინეოლის შემცველობით), ტრიტერპენული მჟავები (ურსოლის და ოლეანის), P, PP და C ჯგუფის ვიტამინები.
მთრიმლავი ნივთიერებები, ფლავონოიდები, როზმარინის მჟავა ხასიათდება ზედაპირის შემომგარსველი აქტივობით, რაც განაპირობებს მათ ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას. P ვიტამინი ამცირებს სისხლძარღვებისა და კაპილარების კედლების განვლადობას. სალბის ექსტრაქტს ახასიათებთ სპაზმოლიზური მოქმედება, ხელს უწყობს ნახველის გამოყოფას; სალბის ზეთის ანტიმიკრობული აქტივობა ძირითადად გამოხატულია ბაქტერიების გრამდადებითი შტამების მიმართ.

ჩვენებები :
• ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებები: ფარინგიტი, ტონზილიტი, ლარინგიტი, ბრონქიტი;
• პირის ღრუს ანთებითი დაავადებები: სტომატიტი, გინგივიტი, კბილის ექსტრაქციის შემდგომი მდგომარეობა.

უკუჩვენება : მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

გვერდითი მოვლენები : არ არის გამოვლენილი.

მიღების წესი და დოზირება :
თითო ტაბლეტი ყოველ 2-3 საათში ერთჯერ ჩასაწუწნად, დაღეჭვის გარეშე. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა - 7 დღე. მკურნალობის გახანგრძლივება და განმეორება დასაშვებია ექიმის რეკომენდაციით.

ჭარბი დოზირება : დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

ორსულობა და ლაქტაცია : პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ექიმის რეკომენდაციით.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ან სხვა სახის ურთიერთქმედება : არ არის შესწავლილი.

გავლენა ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე : არ ახდენს ზემოქმედებას ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

შეფუთვა :
პირველადი შეფუთვა : 10 საწუწნი ტაბლეტი ბლისტერში.
მეორეული შეფუთვა : 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.

ვარგისიანობის ვადა : 3 წელი.

ვარგისობის ვადის ამოწურვის ან ვიზუალური დათვალიერებისას დეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში აკრძალულია პრეპარატის გამოყენება.

შენახვა : ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილზე, არაუმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში.

მწარმოებელი : შპს ,,ნეოფარმი''.
საქართველო. თბილისი. დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.
ტელ/ფაქსი: +995 (032) 259-64-46, 259-57-90.