ნევროსედი 25მლ წვეთები
გააზიარე:
ნევროსედი
მკურნალობისინსტრუქცია:
პარასამკურნალო საშუალება ნევროსედი წარმოადგენს შინაგანი მიღებისათვის განკუთვნილ მცენარეულ ნაყენს. ნევროსედი ეკოლოგიურად სუფთა, ნატურალური პროდუქტია.
შემადგენლობა:
გ/25 მლ.
აქტიურიინგრედიენტები:
კატაბალახას ფესვების ექსტრაქტი 0,5 გ; შავბალახას ბალახის ექსტრაქტი 0,25 გ; სვიის გირჩების ექსტრაქტი 0,125 გ; კუნელის ნაყოფების ექსტრაქტი 0,25 გ; კვლიავის ნაყოფების ექსტრაქტი 0,25 გ; პიტნის ფოთლების ექსტრაქტი 0,125 გ; ქინძის ნაყოფების ექსტრაქტი 0,25 გ; კამის ნაყოფების ექსტრაქტი 0,25 გ ; გვირილას ყვავილების ექსტრაქტი 0,25 გ; ბეგქონდარას ბალახის ექსტრაქტი 0,25 გ.
დამხმარენივთიერებები:
ეთილის სპირტი 2,5 მლ.; გამოხდილი წყალი 20 მლ.; ჟოლოს არომატიზატორი 0,05 გ.
ფარმაკოლოგიურიმოქმედება:
ახასიათებს სედატიური მოქმედება და აწესრიგებს ძილს. ხელს უწყობს ენერგიის და შრომის უნარის არდგენას
ჩვენებები:
გამოიყენება ასთენონევრასთენული სინდრომით, კლიმაქტერული ნევროზით და ვეგეტატიური სისხლძარღვოვანი სინდრომებით მიმდინარე დაავადებების სამკურნალოდ.
მიღებისწესი:
მოზრდილები: 25-30 წვეთი მცირე რაოდენობის წყალთან (25 მლ) ერთად დღეში სამჯერ.
მოზარდები:
რეკომენდირებულია 10-15 წვეთის მიღება მცირე რაოდენობის (25 მლ.) წყალთან ერთად დღეში სამჯერ.
უკუჩვენებები:
არ არის დადგენილი
გვერდითიმოვლენები:
არ არის დადგენილი ურთიერთქმედებასხვასამკურნალოსაშუალებებთან:
არ არის დადგენილი
გავლენაავტომობილებისმძღოლებზედაპოტენციურადსაშიშმანქანა-დანადგარებთანმომუშავეპერსონალზე:
არ ახდენს გავლენას
შენახვისპირობები:
მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე.
გამოშვებისფორმა:
პირველადი შეფუთვა: 25 მლ. შიგნით მისაღები წვეთები საწვეთურიან ნარინჯისფერ ტერაფტალაფტის ფლაკონში. მას თან ახლავს გამოყენების ინსტრუქცია.
ვარგისიანობისვადა:
3 წელი











