მეტფორმინის ჰქ/სიტაგლიპტინი გრინდ1000/50მგ#56ტ

მეტფორმინის ჰქ/სიტაგლიპტინი გრინდ1000/50მგ#56ტ

89.00 ლარი
ქვეყანა: სლოვენია
მწარმოებელი: HBM pharma
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: მეთფორმინი+სიტაგლიპტინი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 135463
გააზიარე:

მეტფორმინის ჰიდროქლორიდი/სიტაგლიპტინ გრინდექსი 850მგ/50მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები

მეტფორმინის ჰიდროქლორიდი/სიტაგლიპტინ გრინდექსი 1000მგ/50მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები

Metformin hydrochloride/sitagliptin

შემადგენლობა

აქტიურნივთიერებები: სიტაგლიპტინი და მეტფორმინის ჰიდროქლორიდი.

მეტფორმინისჰიდროქლორიდი/ სიტაგლიპტინგრინდექსი 850მგ/50 მგ აპკით შემოგარსულიტაბლეტები:

ყოველი აპკით შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს სიტაგლიპტინის ჰიდროქლორიდის მონოჰიდრატს, რომელიც არის 50 მგ სიტაგლიპტინის და 850 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ექვივალენტი.

მეტფორმინისჰიდროქლორიდი/ სიტაგლიპტინგრინდექსი 1000მგ/50 მგ აპკით შემოგარსულიტაბლეტები:

ყოველი აპკით შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს სიტაგლიპტინის ჰიდროქლორიდის მონოჰიდრატს, რომელიც არის 50 მგ სიტაგლიპტინის და 1000 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ექვივალენტი.

სხვა ინგრედიენტები:

ტაბლეტისბირთვი: პოვიდონი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, მიკროკრისტალინის ცელულოზა, ნატრიუმის სტეარილ ფუმარატი.

ტაბლეტისაპკისსაფარი

50 მგ/850 მგტაბლეტები

მაკროგოლის პოლი (ვინილის სპირტი) გაჯერებული კოპოლიმერი (E1209)

ტალკი (E553b)

ტიტანის დიოქსიდი (E171)

გლიცეროლის მონოკაპრილოკაპრატი  (E471)

პოლი(ვინილის სპირტი) (E1203)

ყვითელი რკინის ოქსიდი  (E172)

წითელი რკინის ოქსიდი  (E172)

50 მგ/1000 მგტაბლეტები

მაკროგოლის პოლი (ვინილის სპირტი) გაჯერებული კოპოლიმერი (E1209)

ტალკი (E553b)

ტიტანის დიოქსიდი (E171)

გლიცეროლის მონოკაპრილოკაპრატი  (E471)

პოლი (ვინილის სპირტი) (E1203)

წითელი რკინის ოქსიდი  (E172)

ყვითელი რკინის ოქსიდი  (E172)

შავი რკინის ოქსიდი  (E172).

გამოყენება

მეტფორმინის ჰიდროქლორიდი/სიტაგლიპტინ გრინდექსი შეიცავს ორ სხვადასხვა წამალს დასახელებით - სიტაგლიპტინი და მეტფორმინი.

  • სიტაგლიპტინი მიეკუთვნება იმ სამკურნალო საშუალებების კლასს, რომლებსაც უწოდებენ DPP-4 ინჰიბიტორებს (დიპეპტილ პეპტიდაზა-4 ინჰიბიტორებს).
  • მეტფორმინი მიეკუთვნება იმ სამკურნალო საშუალებების კლასს, რომლებსაც უწოდებენ ბიგუანიდებს.

ისინი ერთად მოქმედებენ „შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2“-ის მქონე ზრდასრულ პაციენტებში სისხლში შაქრის დონის კონტროლისთვის. ეს პრეპარატი ხელს უწყობს კვების შემდეგ წარმოქმნილი ინსულინის დონის მომატებას და ამცირებს ორგანიზმის მიერ გამომუშავებული შაქრის დონეს.

დიეტასთან და ვარჯიშთან ერთად, ეს პრეპარატი ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის შემცირებას. ეს წამალი შეიძლება გამოყენებული იყოს ცალკე ან დიაბეტის სამკურნალო  სხვა გარკვეულ წამლებთან ერთად (ინსულინი, სულფონილშარდოვანა ან გლიტაზონები).

დიაბეტი  ტიპი 2

დიაბეტი ტიპი 2 არის მდგომარეობა, რომლის დროს ორგანიზმი არ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობის ინსულინს, ხოლო ორგანიზმის მიერ გამომუშავებული ინსულინი არ მოქმედებს ისე, როგორც საჭიროა. ორგანიზმს ასევე შეუძლია ჭარბი რაოდენობის შაქრის გამომუშავება. როდესაც ეს ხდება, შაქარი (გლუკოზა) გროვდება სისხლში. ამან შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული სამედიცინო პრობლემები, როგორიცაა გულის დაავადება, თირკმლის დაავადება, სიბრმავე და ამპუტაცია.

უკუჩვენებები

არ მიიღოთ მეტფორმინის ჰიდროქლორიდი/სიტაგლიპტინ გრინდექსი

- თუ გაქვთ ალერგია სიტაგლიპტინის ან მეტფორმინის ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტების მიმართ (ჩამოთვლილია შემადგენლობაში);

- თუ გაქვთ თირკმლის ძლიერ დაქვეითებული ფუნქცია;

- თუ გაქვთ უკონტროლო დიაბეტი, მაგ. მძიმე ჰიპერგლიკემიით (სისხლში გლუკოზის მაღალი დონე), გულისრევა, ღებინება, დიარეა, წონაში სწრაფად დაკლება, ლაქტოაციდოზი (იხილეთ „ლაქტოაციდოზის რისკი“ ქვემოთ) ან კეტოაციდოზი. კეტოაციდოზი არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ნივთიერებები სახელწოდებით „კეტონური სხეულები“ გროვდება სისხლში და რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს დიაბეტური პრე-კომა. სიმპტომები მოიცავს მუცლის ტკივილს, ხშირ და ღრმა სუნთქვას, ძილიანობას ან ამოსუნთქვისას უჩვეულო ხილის სუნს;

- თუ გაქვთ მძიმე ინფექცია ან დეჰიდრატაცია;

- თუ აპირებთ რენტგენის გადაღებას, რომლის დროსაც შეყავთ საღებავი. საჭიროა მეტფორმინის ჰიდროქლორიდი/სიტაგლიპტინ გრინდექსის მიღების შეწყვეტა რენტგენის დროს და რენტგენიდან 2 ან მეტი დღის განმავლობაში, ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ფუნქციონირებს თირკმელები;

- თუ ცოტა ხნის წინ გქონდათ გულის შეტევა ან გაქვთ ცირკულაციასთან დაკავშირებული მძიმე პრობლემები, როგორიცაა „შოკი“ ან გაძნელებული სუნთქვა;

- თუ გაქვთ ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები;

- თუ ალკოჰოლს ჭარბად ღებულობთ (ყოველ დღე ან პერიოდულად);

- თუ ხართ მეძუძური დედა.

არ მიიღოთ მეტფორმინის ჰიდროქლორიდი/სიტაგლიპტინ გრინდექსი თუ გეხებათ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილთაგანი და გაესაუბრეთ თქვენს ექიმს დიაბეტის მართვის სხვა გზების შესახებ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მეტფორმინის ჰიდროქლორიდი/სიტაგლიპტინ გრინდექსის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

აღნიშნული იქნა  პანკრეასის ანთების (პანკრეატიტი) შემთხვევათა შესახებ მეტფორმინის ჰიდროქლორიდი/სიტაგლიპტინ გრინდექსის მიმღებ პაციენტებში.

თუ გამოგივლინდათ კანზე ბუშტუკები, ეს შეიძლება იყოს დაავადების ნიშნები, რომელსაც ბულოზური პემფიგოიდი ეწოდება. ექიმმა შეიძლება მოგთხოვოთ მეტფორმინის ჰიდროქლორიდი/სიტაგლიპტინ გრინდექსის მიღების შეწყვეტა.

ლაქტოაციდოზის რისკი

მეტფორმინის ჰიდროქლორიდი/სიტაგლიპტინ გრინდექსს შეუძლია გამოიწვიოს ძალიან იშვიათი, მაგრამ ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენა სახელად ლაქტოაციდოზი, კერძოდ, როდესაც თირკმელი არ ფუნქციონირებს ნორმალურად. ლაქტოაციდოზის განვითარების რისკი ასევე მატულობს უკონტროლო დიაბეტის, სერიოზული ინფექციების, გახანგრძლივებული შიმშილობის ან ალკოჰოლის მიღების, დეჰიდრატაციის (იხილეთ ინფორმაცია ქვემოთ), ღვიძლის პრობლემების და ნებისმიერი სამედიცინო მდგომარეობის დროს, რომლის დროსაც სხეულის ნაწილს მიეწოდება მცირე რაოდენობის ჟანგბადი (როგორიცაა გულის მწვავე მძიმე დაავადება).

თუ ზემოთ აღნიშნულთაგან ნებისმიერი გეხებათ, გაესაუბრეთ ექიმს შემდგომი ინსტრუქციების მისაღებად.

შეწყვიტეთ მცირე დროით  მეტფორმინის ჰიდროქლორიდი/სიტაგლიპტინ გრინდექსის მიღება, თუ გაქვთ მდგომარეობა, რომელიც შეიძლება ასოცირებული იყოს დეჰიდრატაციასთან  (სხეულის სითხის მნიშვნელოვანი დაკარგვა), როგორიცაა ძლიერი ღებინება, დიარეა, სიცხე, სიცხეში დიდი ხნით ყოფნა ან თუ სვამთ ნორმაზე ნაკლები რაოდენობის წყალს. გაესაუბრეთ თქვენს ექიმს შემდგომი ინსტრუქციების მისაღებად.

შეწყვიტეთ მეტფორმინის ჰიდროქლორიდი/სიტაგლიპტინ გრინდექსის მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს, თუ გამოგივლინდებათ ლაქტოაციდოზის გარკვეული სიმპტომები, ვინაიდან ამ მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს კომა.

ლაქტოაციდოზის სიმპტომები მოიცავს:

- ღებინებას;

- ტკივილს მუცლის არეში (მუცლის ტკივილი);

- კუნთების კრუნჩხვას;

- ზოგადად თავს გრძნობთ შეუძლოდ, ძლიერი დაღლილობით;

- სუნთქვის გაძნელებას;

- სხეულის დაქვეითებული ტემპერატურა და გულისცემა.

ლაქტოაციდოზი წარმოადგენს გადაუდებელ შემთხვევას და საჭიროებს საავადმყოფოში მკურნალობას.

მეტფორმინის ჰიდროქლორიდი/სიტაგლიპტინ გრინდექსის მიღებამდე გაესაუბრეთ  ექიმს ან ფარმაცევტს:

- თუ გაქვთ ან გქონდათ პანკრეასის დაავადება (როგორიცაა პანკრეატიტი);

-  თუ გაქვთ ან გქონდათ კენჭები ნაღვლის ბუშტში, ალკოჰოლზე დამოკიდებულება ან ტრიგლიცერიდების (სიმსუქნის ფორმა) ჭარბი რაოდენობა სისხლში.  ამ სამედიცინო მდგომარეობებს შეუძლია გაზარდოს პანკრეატიტის განვითარების რისკი;

- თუ გაქვთ დიაბეტი ტიპი 1. ე.წ. ინსულინ- დამოკიდებული დიაბეტი;

- თუ გაქვთ ან გქონდათ ალერგიული რეაქცია სიტაგლიპტინის, მეტფორმინის ან მეტფორმინის ჰიდროქლორიდი/სიტაგლიპტინ გრინდექსის მიმართ;

- თუ იღებთ სულფონილშარდოვანას ან ინსულინს, დიაბეტის სამკურნალო წამლებს,  მეტფორმინის ჰიდროქლორიდი/სიტაგლიპტინ გრინდექსთან ერთად, შეიძლება შეგიმცირდეთ შაქრის დონე (ჰიპოგლიკემია). ექიმს შეუძლია შეგიმციროთ სულფონილშარდოვანას ან ინსულინის დოზა.

თუ ჩასატარებელი გაქვთ  რადიკალური ოპერაცია, უნდა შეწყვიტოთ   მეტფორმინის ჰიდროქლორიდი/სიტაგლიპტინ გრინდექსის მიღება პროცედურის დროს და პროცედურიდან რამდენიმე ხნის განმავლობაში. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, თუ როდის უნდა შეაჩეროთ და როდის უნდა განაახლოთ მეტფორმინის ჰიდროქლორიდი/სიტაგლიპტინ გრინდექსით მკურნალობა.

თუ არ ხართ დარწმუნებულნი, გეხებათ თუ არა ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე, მეტფორმინის ჰიდროქლორიდი/სიტაგლიპტინ გრინდექსის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

მეტფორმინის ჰიდროქლორიდი/სიტაგლიპტინ გრინდექსით მკურნალობის დროს თქვენი ექიმი შეგიმოწმებთ თირკმლის ფუნქციას მინიმუმ წელიწადში ერთხელ ან უფრო ხშირად, თუ ხართ ხამდაზმული ან /და გაგიუარესდათ თირკმლის ფუნქცია.

ბავშვები და მოზარდები

18 წლამდე მოზარდებმა და ბავშვებმა არ უნდა გამოიყენონ ეს წამალი. იგი არ არის ეფექტური 10-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში. არ არის ცნობილი არის თუ არა ეს წამალი უსაფრთხო და ეფექტური 10 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენებისას.

სხვა წამლები და მეტფორმინის ჰიდროქლორიდი/ სიტაგლიპტინ გრინდექსი

თუ დაგჭირდებათ კონტრასტული საშუალების ინექცია სისხლში, რომელიც შეიცავს იოდს, მაგალითად, რენტგენის ან სკანირების გამო, მეტფორმინის ჰიდროქლორიდი/სიტაგლიპტინ გრინდექსის მიღება უნდა შეწყვიტოთ ინექციამდე ან ინექციის დროს. ექიმი გადაწყვეტს, როდის უნდა შეწყვიტოთ და როდის უნდა განაახლოთ მეტფორმინის ჰიდროქლორიდი/სიტაგლიპტინ გრინდექსით მკურნალობა.

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ,  ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა წამლები. შეიძლება დაგჭირდეთ სისხლში გლუკოზის და თირკმლის ფუნქციის უფრო ხშირი ანალიზები, ან თქვენს ექიმს შეიძლება დასჭირდეს მეტფორმინის ჰიდროქლორიდი/სიტაგლიპტინ გრინდექსის დოზირების რეგულირება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემდეგ შემთხვევებში:

  • მედიკამენტები (მიღებული პერორალურად, ინჰალაციით ან ინექციით), რომლებიც გამოიყენება ანთებით მიმდინარე დაავადებების, როგორიცაა ასთმა და ართრიტი, სამკურნალოდ (კორტიკოსტეროიდები);
  • მედიკამენტები, რომლებიც ზრდიან შარდის გამომუშავებას (დიურეტიკები);
  • ტკივილის და ანთების სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტები (NSAIDs და COX-2-ინჰიბიტორები, როგორიცაა იბუპროფენი და ცელეკოქსიბი);
  • მაღალი სისხლის წნევის სამკურნალო გარკვეული მედიკამენტები  (აგფ ინჰიბიტორები და ანგიოტენსინ II რეცეპტორის ანტაგონისტები);
  • სპეციფიური მედიკამენტები ბრონქული ასთმის სამკურნალოდ (β-სიმპატომიმეტიკები);  
  • იოდიზირებული საკონტრასტო აგენტები ან სპირტის შემცველი მედიკამენტები;
  • გარკვეული მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება კუჭის პრობლემების სამკურნალოდ, როგორიცაა ციმეტიდინი;
  • რანოლაზინი, სტენოკარდიის სამკურნალო მედიკამენტი;
  • დოლუტეგრავირი, მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ;
  • ვანდეტანიბი, მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ფარისებრი ჯირკვლის კიბოს გარკვეული ტიპების სამკურნალოდ (ფარისებრი ჯირკვლის მედულარული კიბო);
  • დიგოქსინი (არარეგულარულ გულისცემის და გულის სხვა პრობლემების სამკურნალოდ). დიგოქსინის დონე  სისხლში შეიძლება შესამოწმებელი გახდეს ამ პრეპარატის მეტფორმინის ჰიდროქლორიდი/სიტაგლიპტინ გრინდექსთან ერთად მიღებისას.

მეტფორმინის ჰიდროქლორიდი/სიტაგლიპტინ გრინდექსი ალკოჰოლთან ერთად

მოერიდეთ ჭარბი რაოდენობის ალკოჰოლის მიღებას მეტფორმინის ჰიდროქლორიდი/სიტაგლიპტინ გრინდექსით მკურნალობისას, ვინაიდან ამან შეიძლება გაზარდოს ლაქტოაციდოზის რისკი (იხილეთ განაყოფი „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“).

ორსულობა და ლაქტაცია

თუ ხართ ორსულად ან ხართ მეძუძური დედა, ან ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე ჰკითხეთ რჩევა თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს პრეპარატი არ უნდა მიიღოთ  ორსულობის დროს ან ძუძუთი კვებისას.

ავტომობილის მართვა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობა

ამ მედიკამენტს საერთოდ არ აქვს ან აქვს უმნიშვნელო ზემოქმედება ავტომობილის მართვასა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარზე. თუმცა, სიტაგლიპტინის მიღებისას მოხსენებული იყო თავბრუსხვევისა და ძილიანობის შემთხვევების შესახებ, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

ამ მედიკამენტის სულფონილშარდოვანასთან ან ინსულინთან კომბინაციით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემია, რამაც შესაძლოა იმოქმედოს ავტომობილის მართვის და მექანიზმების მართვის უნარზე.

მეტფორმინის ჰიდროქლორიდი/სიტაგლიპტინ გრინდექსი შეიცავს ნატრიუმს

მოცემული პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლები რაოდენობის ნატრიუმს (23 მგ) თითო ტაბლეტში, შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ იგი ძირითადად „ნატრიუმის გარეშეა“.

მიღების წესი

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატითქვენი ექიმის  ზუსტი დანიშნულებისამებრ. თუ არ ხართ დარწმუნებულნი, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

  • მიიღეთ ერთი ტაბლეტი:
    • დღეში ორჯერ პერორალურად;
    • საკვებთან ერთად, რათა შეამციროთ კუჭის აშლილობის ალბათობა.
  • ექიმს შეიძლება დასჭირდეს თქვენთვის დოზის გაზრდა სისხლში შაქრის კონტროლისთვის.
  • თუ გაქვთ თირკმლის ფუნქციის დაქვეითება, ექიმს შეუძლია დაგინიშნოთ უფრო დაბალი დოზა.

ამ პრეპარატით მკურნალობის დროს უნდა გააგრძელოთ თქვენი ექიმის მიერ რეკომენდირებული დიეტის დაცვა და ყურადღება უნდა მიაქციოთ, რომ  ნახშირწყლების მიღება თანაბრად გადანაწილდეს დღის განმავლობაში.

მხოლოდ ეს მედიკამენტი, ნაკლებად სავარაუდოა, რომ გამოიწვევს შაქრის არანორმალურად დაბალ დონეს სისხლში (ჰიპოგლიკემია). როდესაც ეს მედიკამენტი მიღებული იქნება სულფონილშარდოვანას შემცველ პრეპარატებთან ან ინსულინთან ერთად, ამან შეიძლება გამოიწვიოს შაქრის დონის შემცირება სისხლში და ექიმმა შეიძლება შეამციროს სულფონილშარდოვანას ან ინსულინის დოზა.

ჭარბი  დოზირება

თუ მიიღეთ ამ მედიკამენტის დანიშნულზე მეტი დოზა, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს. მიმართეთ საავადმყოფოს, თუ გაქვთ ლაქტოაციდოზის სიმპტომები, როგორიცაა სიცივის შეგრძნება ან დისკომფორტი, მწვავე გულისრევა ან ღებინება, მუცლის ტკივილი, გაურკვეველი კლება წონაში, კუნთების კრუნჩხვები ან გახშირებული სუნთქვა (იხილეთ პარაგრაფი „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“).

დოზის გამოტოვება

დოზის გამოტოვების შემთხვევაში მიიღეთ ეს დოზა, როგორც კი გაგახსენდებათ. თუ არ გაგახსენდებათ გამოტოვებული დოზის მიღება შემდეგი დოზის მიღებამდე, მაშინ გამოტოვეთ დავიწყებული დოზა და დაუბრუნდით ჩვეულ გრაფიკს. არ მიიღოთ ამ პრეპარატის ორმაგი დოზა.

მკურნალობის შეწყვეტა

განაგრძეთ ამ მედიკამენტის მიღება ექიმის დანიშნულების მიხედვით, რათა გააგრძელოთ სისხლში შაქრის კონტროლი. არ უნდა შეწყვიტოთ ამ წამლის მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე. თუ შეწყვეტთ მეტფორმინის ჰიდროქლორიდი/ სიტაგლიპტინ გრინდექსის მიღებას, შეიძლება  ადგილი ჰქონდეს შაქრის კვლავ მომატებას სისხლში.

ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით ნებისმიერი დამატებითი კითხვების  შემთხვევაში ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი ეფექტები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველასთან არ ვლინდება.

შეწყვიტეთ მეტფორმინის ჰიდროქლორიდი/სიტაგლიპტინ გრინდექსის მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს, თუ შეამჩნევთ ნებისმიერ სერიოზულ, ქვემოთ ჩამოთვლილ გვერდით მოვლენებს:

  • ძლიერი და მუდმივი ტკივილი მუცლის (კუჭის მიდამოში) არეში, რომელიც შეიძლება გადავიდეს ზურგში, გულისრევასა და ღებინებასთან ერთად ან მათ გარეშე, ვინაიდან ეს შეიძლება იყოს პანკრეასის ანთების ნიშნები (პანკრეატიტი).

მეტფორმინის ჰიდროქლორიდ/სიტაგლიპტინ გრინდექსს შეუძლია გამოიწვიოს ძალიან იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 10,000 ადამიანიდან 1-ში) მაგრამ უაღრესად სერიოზული გვერდითი მოვლენა სახელად ლაქტოაციდოზი (იხილეთ „გაფრთხილებები   და სიფრთხილის ზომები“). თუ ეს მოხდება, უნდა შეწყვიტოთ მეტფორმინის ჰიდროქლორიდი/სიტაგლიპტინ გრინდექსის მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდეთ თქვენს ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს, ვინაიდან ლაქტოაციდოზს შეუძლია გამოიწვიოს კომა.

თუ გაქვთ სერიოზული ალერგიული რეაქცია (სიხშირე უცნობია), გამონაყარის, ჭინჭრის ციების, კანზე წყლულების/კანის აქერცვლის და სახის, ტუჩების და ყელის შეშუპების ჩათვლით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება, შეწყვიტეთ ამ წამლის მიღება და დაუყოვნებლივ დაურეკეთ ექიმს. შესაძლოა ექიმმა გასცეს დანიშნულება ალერგიული რეაქციის სამკურნალოდ და სხვა მედიკამენტი დანიშნოს დიაბეტისთვის.

ზოგ პაციენტს, რომლებიც იღებდნენ მეტფორმინს, სიტაგლიპტინის მიღების დაწყების შემდეგ განუვითარდათ შემდეგი გვერდითი მოვლენები:

ხშირად (შეიძლება გამოვლინდეს 10 ადამიანიდან 1-ში): შაქრის დაბალი დონე სისხლში, გულისრევა, სისუსტე, ღებინება.

არახშირად (შეიძლება  გამოვლინდეს 100 ადამიანიდან 1-ში): მუცლის ტკივილი, დიარეა, კუჭის შეკრულობა, ძილიანობა.

ზოგიერთ პაციენტს განუვითარდა დიარეა, გულისრევა, სისუსტე, კუჭის შეკრულობა, მუცლის ტკივილი ან ღებინება სიტაგლიპტინის და მეტფორმინის ერთად, კომბინაციაში  (ჩვეულებრივი სიხშირით) მიღების დაწყებისას.

ზოგიერთ პაციენტს განუვითარდა შემდეგი გვერდითი ეფექტები ამ პრეპარატის სულფონილშარდოვანასთან, როგორიცაა გლიმეპირიდი, ერთად მიღებისას:

ძალიან ხშირად (შეიძლება გამოვლინდეს 10 ადამიანიდან 1-ში): სისხლში შაქრის დაბალი დონე.

ხშირად: კუჭის შეკრულობა.

ზოგიერთ პაციენტს განუვითარდა შემდეგი გვერდითი მოვლენები ამ პრეპარატის პიოგლიტაზონთან კომბინაციაში მიღებისას:

ხშირი: ხელების ან ფეხების შეშუპება.

ზოგიერთ პაციენტს განუვითარდა შემდეგი გვერდითი მოვლენები ამ პრეპარატის ინსულინთან კომბინაციაში მიღებისას:

ძალიან ხშირად: სისხლში შაქრის დაბალი დონე.

არახშირად: სიმშრალე პირის ღრუში, თავის ტკივილი.

კლინიკური კვლევების დროს ზოგიერთ პაციენტს განუვითარდა შემდეგი გვერდითი მოვლენები მხოლოდ სიტაგლიპტინის (მეტფორმინის ჰიდროქლორიდი/სიტაგლიპტინ გრინდექსში შემავალი ერთ-ერთი მედიკამენტი) მიღებისას ან მეტფორმინის ჰიდროქლორიდი/სიტაგლიპტინ გრინდექსის რეგისტრაციის შემდეგ მიღებისას ცალკე ან დიაბეტის სამკურნალოდ განკუთვნილ სხვა მედიკამენტებთან ერთად:

ხშირი: სისხლში შაქრის დაბალი დონე, თავის ტკივილი,  ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, გაჭედილი ან სველი ცხვირი და ყელის ტკივილი, ოსტეოართრიტი, მხარის ან ფეხის ტკივილი.

არახშირად: თავბრუსხვევა, კუჭის შეკრულობა, ქავილი

იშვიათი: თრომბოციტების რაოდენობის შემცირება.

სიხშირე უცნობია: პრობლემები თირკმელებთან (რომელიც ზოგჯერ საჭიროებს დიალიზს), ღებინება, სახსრების ტკივილი, კუნთების ტკივილი, ზურგის ტკივილი, ფილტვის ინტერსტიციალური დაავადება, ბულოზური პემფიგოიდი (კანის ბუშტუკების ტიპი).

ზოგიერთ პაციენტს განუვითარდა შემდეგი გვერდითი მოვლენები მხოლოდ მეტფორმინის მიღებისას:

ძალიან ხშირი: გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი  და მადის დაკარგვა. ეს სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს, როდესაც იწყებთ მეტფორმინის მიღებას და ჩვეულებრივ გაქრება.

ხშირი: მეტალის გემო პირში.

ძალიან იშვიათი: B12 ვიტამინის დონის დაქვეითება, ჰეპატიტი (ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემა), ჭინჭრის ციება, კანის სიწითლე (გამონაყარი) ან ქავილი.

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის აღნიშვნის შემთხვევაში, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ზემოთ. ასევე შეგიძლიათ მოახსენოთ გვერდითი მოვლენების შესახებ უშუალოდ ვებგვერდზე www.ravimiamet.ee. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით თქვენ დაეხმარებით მეტი ინფორმაციის უზრუნველყოფაში ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

შენახვის წესი და ვარგისობის ვადა

შეინახეთ ეს მედიკამენტი ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილას.

ეს პროდუქტი არ საჭიროებს  განსაკუთრებულ შენახვის პირობებს.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ბლისტერზე და მუყაოს კოლოფზე EXP გვერდით მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

ვარგისობის ვადა გულისხმობს აღნიშნული თვის ბოლო დღეს.

არ გადაყაროთ ნებისმიერი წამალი გამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ უნდა გადააგდოთ წამალი, რომელსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს უწყობს გარემოს დაცვას.

აღწერილობა და შეფუთვის შიგთავსი

მეტფორმინის ჰიდროქლორიდი/სიტაგლიპტინ გრინდექსის 850მგ/50მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები: ფორთოხლისფერი, ოვალური, ორმაგ-ამობურცული, აპკით დაფარული ტაბლეტები, მონიშნული “SM85” ერთ მხარეს. ტაბლეტის ზომაა დაახლოებით 20 მმ  x 6.7 მმ.

მეტფორმინის ჰიდროქლორიდი/სიტაგლიპტინ გრინდექსის 1000მგ/50მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები: ყავისფერი,  ოვალური,  ორმაგ-ამობურცული, აპკით დაფარული ტაბლეტები, მონიშნული “SM100” ერთ მხარეს. ტაბლეტის ზომაა დაახლოებით 21 მმ x 7.2 მმ.

მეტფორმინის ჰიდროქლორიდი/სიტაგლიპტინ გრინდექსი ხელმისაწვდომია ბლისტერის შეფუთვებში, რომლებიც შეიცავენ 28, 56, 98 აპკით დაფარულ ტაბლეტებს ან მულტი-შეფუთვაში, რომელიც შეიცავს 196 (2 შეფუთვას 98 ცალი ტაბლეტით) აპკით დაფარულ ტაბლეტს.

ბაზარზე შეიძლება გამოტანილი არ იყოს შეფუთვის ყველა ზომა.

მარკეტინგის ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი

AS GRINDEKS.

კრუსტპილსის ქუჩა 53

რიგა, LV-1057

ლატვია.

ტელეფონი: +371 67083205

ფაქსი: +371 67083505

E-mail: [email protected]

მოცემულიპრეპარატინებადართულიაევროპისეკონომიკურიზონისწევრქვეყნებსადაგაერთიანებულსამეფოში (ჩრდილოეთ ირლანდიაში) შემდეგიდასახელებით:

შვედეთი

Sitagliptin/Metformin Grindeks

ავსტრია

Sitagliptin/Metformin Grindeks 50 mg/850 mg,50 mg/1000 mg Filmtabletten

ბელგია

Sitagliptin/Metformin Grindeks 50 mg/850 mg,50 mg/1000 mg comprimés pelliculés

ბულგარეთი

Ситаглиптин/Метформин Гриндекс 50 mg/850 mg, 50 mg/1000 mg филмирани таблетки

Sitagliptin/Metformin Grindeks 50 mg/850 mg,50 mg/1000 mg film-coated tablets

ხორვატია

Sitagliptin/metforminklorid Grindeks 50 mg/850 mg,50 mg/1000 mg filmom obložene tablete

ჩეხეთის რესპუბლიკა

Sitagliptin/Metformin Grindeks

დანია

Sitagliptin/Metformin Grindeks50 mg/850 mg, 50 mg/1000 mg filmovertruknetabletter

ესტონეთი

Metformin hydrochloride/Sitagliptin Grindeks

ფინეთი

Sitagliptin/Metformin Grindeks 50 mg/850 mg, 50 mg/1000 mg kalvopäällysteiset tabletit

საფრანგეთი

SITAGLIPTINE/METFORMINE GRINDEKS50 mg/850 mg, comprimé pelliculé

SITAGLIPTINE/METFORMINE GRINDEKS50 mg/1000 mg, comprimé pelliculé

გერმანია

Sitagliptin/Metformin Ethypharm 50 mg/850 mg,50 mg/1000 mg Filmtabletten

საბერძნეთი

Sitagliptin/Metformin Grindeks 50 mg/850 mg, 50 mg/1000 mg επικαλυμμέναμελεπτόυμένιοδισκία

უნგრეთი

Sitagliptin/Metformin Grindeks 50 mg/850 mg,50 mg/1000 mg filmtabletta

ირლანდია

 

Sitagliptin/Metformin hydrochloride Grindeks50 mg/850 mg, 50 mg/1000 mg film-coatedtablets

იტალია

Sitagliptin/Metformina Grindeks

ლატვია

Sitagliptin/Metformin Grindeks 50 mg/850 mg,50 mg/1000 mg apvalkotās tabletes

ლიეტუვა

Sitagliptin/Metformin hydrochloride Grindeks50 mg/850 mg, 50 mg/1000 mg plėvele dengtostabletės

ლუქსემბურგი

Sitagliptin/Metformin Grindeks 50 mg/850 mg,50 mg/1000 mg filmbeschichtete Pëllen

ნიდერლანდები

Sitagliptine/Metformine hydrochloride Grindeks 50 mg/850 mg, 50 mg/1000 mgfilmomhulde tabletten

ნორვეგია

Sitagliptin/Metformin Grindeks

პოლონეთი

Sitagliptin + Metformin hydrochloride Grindeks

პორტუგალია

Metformina + Sitagliptina Grindeks 50 mg+850 mg,50 mg+1000 mg comprimidos revestidos porpelícula

რუმინეთი

Sitagliptină/Metformin Grindeks 50 mg/850 mg,50 mg/1000 mg comprimate filmate

სლოვაკეთი

Sitagliptin/Metformin Grindeks 50 mg/850 mg,50 mg/1000 mg filmom obalené tablety

სლოვენია

Sitagliptin/metforminijev kloridGrindeks 50 mg/850 mg,50 mg/1000 mg filmsko obložene tablete

ესპანეთი

Sitagliptin/Metformin Grindeks 50 mg/850 mg,50 mg/1000 mg comprimidos recubiertos conpelícula

გაერთიანებული სამეფო

Sitagliptin/Metformin Grindeks 50 mg/850 mg, 50 mg/1000 mg film-coated tablets

ამ პრეპარატის შესახებ ნებისმიერი დამატებითი კითხვების გაჩენის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ მარკეტინგის ნებართვის მფლობელის ადგილობრივ წარმომადგენელს:

AS Grindeks Eesti filiaal

Tondi 33

11316 ტალინი

ტელეფონი: +372 6120224

ფაქსი: +372 6120331

თბილისი (141 აფთიაქი)

ავერსი 3
ა.ყაზბეგის გამზ. №5
ვადა: 2025-02-01
ავერსი 19
ვაჟა-ფშაველას გამზ. კვარტ. III, კორპ.№9
ვადა: 2025-02-01
ავერსი 21 (24სთ)
ვაჟა-ფშაველას გამზ. №39
ვადა: 2025-02-01
ავერსი 23
236-57-55
პეკინის გამზ. №2
ვადა: 2025-02-01
ავერსი 33
პეკინის გამზ. №45
ვადა: 2025-02-01
ავერსი 34 (24სთ)
ცინცაძის. №1
ვადა: 2025-02-01
ავერსი 39
236-21-78
ბახტრიონის ქ. №20
ვადა: 2025-02-01
ავერსი 41
ა.ყაზბეგის გამზ. №8
ვადა: 2025-02-01
ავერსი 46
ნუცუბიძის ქ. №179
ვადა: 2025-02-01
ავერსი 65
236-34-51
დოლიძის ქ N24 / ბალანჩივაძის N17
ვადა: 2025-02-01
ავერსი 78
პეტრიწის ქ. №5
ვადა: 2025-02-01
ავერსი 89
ვაჟა-ფშაველას გამზ. №27ბ
ვადა: 2025-02-01
ავერსი 91 (24სთ)
ვაჟა-ფშაველას გამზ. №27ბ
ვადა: 2025-02-01
ავერსი 94
ცინცაძის ქ. №9
ვადა: 2025-02-01
ავერსი 97
გამრეკელის ქ. №20
ვადა: 2025-02-01
ავერსი 120
ვაჟა ფშაველას N6
ვადა: 2025-02-01
ავერსი 150
ვაჟა–ფშაველას მეოთხე კვარტალი, პირველი კორპუსის მიმდებარედ
ვადა: 2025-02-01
ავერსი 153
ა.ყაზბეგის გამზ. №16
ვადა: 2025-02-01
ავერსი 154
პ.ასლანიდის №3/ ბერბუკის №8
ვადა: 2025-02-01
ავერსი 157
შარტავას 4/6
ვადა: 2025-02-01
ავერსი 158
მირიან მეფის №75
ვადა: 2025-02-01
ავერსი 160
ნუცუბიძის II მკრ, I კვარტალი, №3დ
ვადა: 2025-02-01
ავერსი 165
ფანასკერტელის ქ. N20–ე (იყალთოს გორა)
ვადა: 2025-02-01
ავერსი 166
სოფელი დიღომი, დ. აღმაშენებლის №124
ვადა: 2025-02-01
ავერსი 172
ტაშკენტის ქ. N27
ვადა: 2025-02-01
ავერსი 177
გოძიაშვილის ქ. №17
ვადა: 2025-02-01
ავერსი 178
მირიან მეფის ქ №96
ვადა: 2025-02-01
ავერსი 180
მინდელის ქ -11
ვადა: 2025-02-01
ავერსი 181
მ.მაჭავარიანის ქ.#65(ვაშლიჯვარი)
ვადა: 2025-02-01
ავერსი 182
ჩიქოვანის ქ N 45
ვადა: 2025-02-01
ავერსი 187
სიმონ კანდელაკის 59
ვადა: 2025-02-01
ავერსი 192
ვ.ბოჭორიშვილის ქ.#24
ვადა: 2025-02-01
ავერსი 194 (24სთ)
დიდი დიღომი,თინათინის ქ.#1
ვადა: 2025-02-01
ავერსი 195
დიდი დიღომი,პეტრე იბერის#14
ვადა: 2025-02-01
ავერსი 197
დიდი დიღომი,4მკრ,25კორპ
ვადა: 2025-02-01
ავერსი 200
მირიან მეფის #11გ
ვადა: 2025-02-01
ავერსი 202
ნუცუბიძის მე-5მ/რ,ა.ვარაზის#16
ვადა: 2025-02-01
ავერსი 8
წინანდლის ქ. №9-10
ვადა: 2025-02-01
ავერსი 10
ქ.წამებულის მოედ. №2
ვადა: 2025-02-01
ავერსი 16
ნავთლუღის ქ. №2–ის მიმდებარედ
ვადა: 2025-02-01
ავერსი 52
თეოფანე დავითაიას ქუჩა №9
ვადა: 2025-02-01
ავერსი 60
ბერი გაბრიელ სალოსის გამზ.. №155
ვადა: 2025-02-01
ავერსი 74
მეველეს ქ. №3
ვადა: 2025-02-01
ავერსი 115
თეოფანე დავითაიას N30
ვადა: 2025-02-01
ავერსი 116
ნავთლუღის ქ. №15/1
ვადა: 2025-02-01
ავერსი 156
წინანდლის ქ.№23
ვადა: 2025-02-01
ავერსი 190
ყვარლის ქუჩა N99ა
ვადა: 2025-02-01
ავერსი 191
ბოგდან ხმელნიცკის N6ბ
ვადა: 2025-02-01
ავერსი 203
გიორგი მუხაძის ქ.#70
ვადა: 2025-02-01
ავერსი 204
გაბრიელ სალოსის #122
ვადა: 2025-02-01
ავერსი 205
ზურაბ იარაჯულის N3
ვადა: 2025-02-01
ავერსი 206
ზურაბ პატარიძის N3
ვადა: 2025-02-01
ავერსი 209
ნავთლუღის ქუჩა N6/2
ვადა: 2025-02-01
ავერსი 12
ლუბლიანას ქ. №13გ
ვადა: 2025-02-01
ავერსი 15
ა.წერეთლის გამზ. №143
ვადა: 2025-02-01
ავერსი 45
ა.წერეთლის გამზ. №110
ვადა: 2025-02-01
ავერსი 57
დიღმის მასივი, II კვარ. კორ.6 ბ.
ვადა: 2025-02-01
ავერსი 70
დიღმის მასივი, V კვარ. კორპ..3 ა.
ვადა: 2025-02-01
ავერსი 102
ა. წერეთლის გამზ. №55
ვადა: 2025-02-01
ავერსი 106
ტრანსპორტის ქ. №1 (მ. დიდუბის მიმდებარედ)
ვადა: 2025-02-01
ავერსი 136
ლუბლიანას ქ. №31
ვადა: 2025-02-01
ავერსი 141
ჩაჩავას ქ. #5. სს "კ.ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი“
ვადა: 2025-02-01
ავერსი 145
ლუბლიანას #5, რკინიგზის საავადმყოფო.
ვადა: 2025-02-01
ავერსი 169
დიღმის მასივი, კვარტალი III, კორპუსი 1ბ
ვადა: 2025-02-01
ავერსი 188
ქ.თბილისი, წყალტუბოს ქ.#12-14
ვადა: 2025-02-01
ავერსი 25 (24სთ)
ც.დადიანის ქ. №321
ვადა: 2025-02-01
ავერსი 29
ზღვისუბანი, მე-10 კვარტალი, 28-ე კორპუსის მიმდებარედ.
ვადა: 2025-02-01
ავერსი 40
გუდამაყრის ქ. №4 (კლინიკური საავადმყ. მიმდ), ნაკვ.05/001
ვადა: 2025-02-01
ავერსი 50
ც.დადიანის ქ. №2
ვადა: 2025-02-01
ავერსი 51 (24სთ)
264-13-02
მუხიანის III მკრ. კორ. V
ვადა: 2025-02-01
ავერსი 58
ც.დადიანის ქ. №34
ვადა: 2025-02-01
ავერსი 88 (24სთ)
ზღვისუბანი, მე-3 მიკრო რაიონი, მე-5 კვარტალი, ნაკვ. 10/024
ვადა: 2025-02-01
ავერსი 93
ც. დადიანის ქ. №261
ვადა: 2025-02-01
ავერსი 103
გურამიშვილის გამზ. მ. ღრმაღელის მიმდ. ტერიტორია
ვადა: 2025-02-01
ავერსი 109
ქვიშხეთის ქ. №1 (მ. ღრმაღელის პირდაპირ)
ვადა: 2025-02-01
ავერსი 138
ც. დადიანის II მკრ. II კორპუსი
ვადა: 2025-02-01
ავერსი 161
ხუდადოვის ქ. №95ა
ვადა: 2025-02-01
ავერსი 183
დადიანის ქ. № 71
ვადა: 2025-02-01
ავერსი 185
ჭყონდიდელის #101
ვადა: 2025-02-01
ავერსი 186
გურამიშვილის #31
ვადა: 2025-02-01
ავერსი 9
ომარ ხიზანიშვილის ქ. 20
ვადა: 2025-02-01
ავერსი 14
ალექსი გობრონიძის ქუჩა #2
ვადა: 2025-02-01
ავერსი 44
გლდანის ილია ვეკუას N 19
ვადა: 2025-02-01
ავერსი 66 (24სთ)
გლდანი, V მკრ. კორ. №14
ვადა: 2025-02-01
ავერსი 87
მუხიანის II მკრ. კორპ. №8
ვადა: 2025-02-01
ავერსი 90
გლდანი, V მკრ
ვადა: 2025-02-01
ავერსი 111
სარაჯიშვილის ქ. №13
ვადა: 2025-02-01
ავერსი 133
გლდანის VI-VIII მიკრორაიონებს შორის
ვადა: 2025-02-01
ავერსი 143 (24სთ)
გლდანის 5 მკრ. 10–ე კორპუსის მიმდ.
ვადა: 2025-02-01
ავერსი 147
ომარ ხიზანიშვილის ქ. 7
ვადა: 2025-02-01
ავერსი 162
ავჭალა, ლიბანის ქ. №19–სა და №25–ს შორის
ვადა: 2025-02-01
ავერსი 171
ზაჰესი, კოლონიის მიმდებარე ტერიტორია
ვადა: 2025-02-01
ავერსი 174
ვეკუას ქ. №55 (ყოფილი ხიზანიშვილის ქ.)
ვადა: 2025-02-01
ავერსი 198
გლდ.მე-7მ/რ,მირაქიშვილის#29
ვადა: 2025-02-01

რეგიონი (37 აფთიაქი)

ქუთაისი 1
(+995 431) 24-80-69
წმ. ნინოს ქ. №17
ვადა: 2025-02-01
ქუთაისი 2
0322 506 506(3702)
ჭავჭავაძის ქ. №31
ვადა: 2025-02-01
ქუთაისი 3 (24სთ)
(+995 431) 24-31-77
ფალიაშვილის ქ. №21
ვადა: 2025-02-01
ქუთაისი 4 (24სთ)
(+995 431) 27-29-48
ბუხაიძის ქ. №4
ვადა: 2025-02-01
ქუთაისი 5 (24სთ)
(+995 431) 26-47-06
ჭავჭავაძის ქ. №54
ვადა: 2025-02-01
ქუთაისი 6 (24სთ)
(+995 431) 27-12-88
ავტომშენებლის ქ. №8/13
ვადა: 2025-02-01
ქუთაისი 7 (24სთ)
577006757
ი.აბაშიძის გამზ. №2/2
ვადა: 2025-02-01
ქუთაისი 8
(+995 431) 27-09-91
ავტომშენებლის №34
ვადა: 2025-02-01
ქუთაისი 9
(+995 431) 26-22-01
ჭავჭავაძის გამზ. №44
ვადა: 2025-02-01
ქუთაისი 10
(+995 431) 27-47-91
ჭავჭავაძის ქ. 56
ვადა: 2025-02-01
ქუთაისი 11 (24სთ)
(+995 431) 23-44-84
ასათიანის ქ. №147
ვადა: 2025-02-01
ქუთაისი 12 (24სთ)
(+995 431) 25-04-03
დუმბაძის ქ. №48
ვადა: 2025-02-01
ქუთაისი 13 (24სთ)
(+995 431) 26-45-87
თაბუკაშვილის ქ. №115
ვადა: 2025-02-01
ქუთაისი 14
(+995 431) 25-08-07
მარი ბროსეს ქ. №1
ვადა: 2025-02-01
ქუთაისი 15 (24სთ)
0322 506 506 (3715)
ნიკეას ქუჩა, II შესახვევი, №8ე
ვადა: 2025-02-01
ქუთაისი 16
(+995 431) 22-16-22
სულხან-საბას გამზ. №19
ვადა: 2025-02-01
ქუთაისი 17
(+995 431) 24-24-92
გრიშაშვილის ქ. № 27
ვადა: 2025-02-01
ქუთაისი 18
(+995 431) 25-21-41
აღმაშენებლის გამზ. №24
ვადა: 2025-02-01
ქუთაისი 19 (24სთ)
0322 506 506(3719)
ნიკეას ქ, სკვერი სამხედრო ნაწილთან და ყოფილ სამხედრო ქალაქთან (ნაკვეთი 1)
ვადა: 2025-02-01
ქუთაისი 20 (24სთ)
2-506-506 (3720)
გრ. აბაშიძის №3
ვადა: 2025-02-01
ქუთაისი 21
(+995 431) 24-15-62
ვარლამიშვილის და წმ.ნინოს ქუჩის გადაკვეთა, ვარლამიშვილის #1 სახლის გადაკვეთაზე
ვადა: 2025-02-01
ქუთაისი 22
577 38-60-52
ფალიაშვილის ქ. №3
ვადა: 2025-02-01
ქუთაისი 23
2-506-506 (3723)
ბუკიას ქ. №1
ვადა: 2025-02-01
ქუთაისი N 24
2-506-506 (3724)
ბუხაძის ქ #23ა
ვადა: 2025-02-01
ქუთაისი 25
0322506506 (3725)
რუსთაველის1/წერეთლის2
ვადა: 2025-02-01
ქუთაისი 26
0322506506 (3726)
ჭავჭავაძის გამზ.#67
ვადა: 2025-02-01