პანადოლი 500მგ #24ტ(თურ)
გააზიარე:
მოხმარების ინსტრუქცია
PANADOL - ი ს 500 მგ-იანი აპკიანი გარსით დაფარული აბები .
მიიღება ორალური გზით.
ეფექტური ნივთიერება : თითოეული აბი შეიცავს 500 მილიგრამ პარაცეტამოლს.
დამხმარე ნივთიერებები : სიმინდის სახამებელი, პრეჟელატინირებული სახამებელი, პოვიდონი, კალიუმის სორბატი, პუდრი, სტეარინის მჟავა, ჰიპრომელოზი, ტრიაცეტინი.
|
ამ პრეპარატის მოხმარების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ მოხმარების ინსტრუქცია, ვინაიდან ის შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას .
|
წინამდებარე მოხმარების ინსტრუქციაში მოცემულია ქვემოთ აღნიშნული სათაურები :
1. რას წარმოადგენს PANADOL-ის და რისთვის გამოიყენება?
2. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება PANADOL-ის მოხმარების დაწყებამდე?
3. როგორ უნდა მოიხმაროთ PANADOL-ის?
4. რა სახის გვერდითი ჩვენებები შეიძლება წარმოიქმნას?
5. PANADOL-ის შენახვის წესები.
1. რას წარმოადგენს PANADOL და რისთვის გამოიყენება?
PANADOL-ის ყოველი აბი შეიცავს 500 მილიგრამ პარაცეტამოლს და წარმოადგენს ტკივილგამაყუჩებელ და სიცხის დამწევ ეფექტურ პრეპარატს.
PANADOL წარმოდგენილია 24 აბის შემცველ ბლისტერებში.
PANADOLგამოიყენება სუსტი და ძლიერი ტკივილების და სიცხის სიმპტომების (დაავადების არა სამკურნალოდ, არამედ სიმპტომების შესამსუბუქებლად) მკურნალობის დროს.
2. PANADOL -ის მოხმარებამდე დასაცავი წესები
ქვემოთ აღნიშნულ შემთხვევებში PANADOL -ის მოხმარება დაუშვებელია:
- თუ თქვენ გაქვთ ანემია.
- თუ თქვენ გაქვთ ფილტვების დაავადება.
- თუ თქვენ გაქვთ ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციების დარღვევა.
- კანის სიწითლის, გამონაყარის ან კანის რეაქციის შემთხვევაში.
- თუ თქვენ ღებულობთ პარაცეტამოლის შემცველ სხვა საშუალებას, ამ პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდირებული. პარაცეტამოლის შემცველ სხვა პრეპარატთან ერთად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს დოზის გადაჭარბება. პარაცეტამოლის შემცველ და ტკივილგამაყუჩებელ, სიცხის დამწევ, გრიპის და სურდოს სიმპტომების შემამსუბუქებელ და საძილე საშუალებებთან ერთად მიღება დაუშვებელია.
- პარაცეტამოლის პირველად ან ადრე მიმღებმა პირებმა, რომლებსაც პირველი ან განმეორებითი დოზის მიღების შემდეგ წარმოექმნათ კანის სიწითლე, გამონაყარი ან კანის რეაქციები, არ უნდა მიიღონ ეს ან პარაცეტამოლის შემცველი სხვა პრეპარატი.
- ალკოჰოლის მიღების შემთხვევაში, დღეში 2 გრამზე მეტი პარაცეტამოლის (პანადოლის 4 აბის) მიღება არ არის რეკომენდირებული.
- თუ თქვენ გაქვთ ნორმალურზე ნაკლები წონა, გაქვთ ანორექსია ან არასაკმარისად იკვებებით.
- ღვიძლის ფერმენტების მომატების ან დროებითი სიყვითლის მაგვარი გენეტიკური დაავადების - გილბერტის სინდრომის არსებობის შემთხვევაში.
- სისხლში შაქრის მეტაბოლიზმის არსებობის დროს ეფექტური გლუკოზა 6 ფოსფატ დეჰიდროგენაზის ფერმენტის ნაკლებობის მქონე პაციენტებს იშვიათ შემთხვევებში შეიძლება წარმოექმნათ ჰემოლიზი (სისხლის წითელი უჯრედების განადგურება).
3-5 დღეში ახალი სიმპტომების წარმოქმნის ან ტკივილების და/ან სიცხის არ შემცირების შემთხვევაში, უნდა შეწყვიტოთ პარაცეტამოლის მიღება და მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს.
ხანმოკლე დროის განმავლობაში PANADOL-ის დიდი დოზით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის სერიოზული ტოქსიკურობა (მოწამლვა). მოზარდების მიერ (ხანმოკლე და განმეორებითი) დღიური დოზის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანება.
სეფსისის მაგვარი გლუტათიონის ნაკლებობის მქონე პაციენტებში პარაცეტამოლის მიღებამ შეიძლება გაზარდოს მეტაბოლური აციდოზის რისკი.
რაიმე სერიოზული ინფექციის არსებობის შემთხვევაში, ამან შეიძლება გამოიწვიოს მეტაბოლური აციდოზის რისკის ზრდა.
მეტაბოლური აციდოზის სიმპტომებია:
- · ღრმად, სწრაფად და ძნელად სუნთქვა.
- · გულისრევის შეგრძნება და პირღებინება.
- · მადის დაკარგვა.
თუ ეს გაფრთხილებები წარსულშიც ძალაში იყო თქვენთვის, რჩევისათვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.
PANADOL -ის საკვებ-სასმელთან ერთად მიღება
ალკოჰოლთან ან ალკოჰოლის შემცველ საკვებ-სასმელთან (მაგალითად, ზოგიერთ წამლებთან) ერთად ამ პრეპარატის მიღებამ შეიძლება გაზარდოს ღვიძლზე მავნე ეფექტის წარმოქმნის რისკი.
საკვებს შეუძლია შეამციროს პარაცეტამოლის ნაწლავებიდან შეწოვა.
ფეხმძიმობა
პრეპარატის მოხმარების დაწყებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ფეხმძიმის დროს PANADOL-ის მოხმარების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მავნე ეფექტი არ არის ცნობილი. მაგრამ ამ პერიოდში პრეპარატი უნდა მიიღოთ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
თუ პრეპარატის მიღების დროს მიხვდებით, რომ ხართ ფეხმძიმედ, დაუყ
თუ ამ პრეპარატის მიღების დროს შეიტყობთ ფეხმძიმობას, რჩევისათვის დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ძუძუთი კვება
პრეპარატის მოხმარების დაწყებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ბავშვის ძუძუთი კვების დროს PANADOL-ის სამკურნალო დოზით მიღება არ წარმოადგენს რაიმე რისკს. პარაცეტამოლი სმცირე დოზითაც აღწევს რძეში. ბავშვის ძუძუთი კვების დროს ეს პრეპარატი უნდა მიიღოთ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
მანქანის ტარება და ხელსაწყოს მოხმარება
ეს პრეპარატი არანაირ გავლენას არ ახდენო მანქანის ტარების და ხელსაწყოს მოხმარების უნარიანობაზე. მაგრამ პარაცეტამოლის მიღებამ ზოგიერთ პაციენტებში შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან ძილიანობა. PANADOL-ის მიღების დროს საჭიროა დიდი ყურადღების გამოჩენა.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია PANADOL -ის შემცველობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერებების შესახებ:
ე სამედიცინო პროდუქტი შეიცავს კალიუმს (სისხლში და მი ს უჯრედებში არსებული მნიშვნელოვანი ნივთიერება), რაც უნდა გაითვალისწინონ თირკმელების ფუნქციების დარღვევის მქონე ან კალიუმის საკონტროლო დიეტაზე მყოფმა პაციენტებმა.
სხვა პრეპარატებთან ერთად მოხმარება
ზოგიერთ პრეპარატებთან ერთად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს PANADOL-ის ეფექტის შემცირება.
ქვემოთ აღნიშნული ნებისმიერი პრეპარატის მიღების შემთხვევაში, ამის შესახებ აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს:
- · კუჭის დაცლის შემაფერხებელი პრეპარატები (მაგალითად, პროპანტელინის მაგვარი).
- · კუჭის დაცლის დამაჩქარებელი პრეპარატები (მაგალითად მეტოკლოპრამიდის მაგვარი).
- · ღვიძლის ფერმენტების მასტიმულირებელი პრეპარატები (მაგალითად, ზოგიერთი საძილე პრეპარატები, ეპილეფსიის დროს გამოსაყენებელი ზოგიერთი პრეპარატები (ფენიტოინის, ფენობარბიტალის და კარბამაზეპინის მაგვარი).
- · ანტიბიოტიკის სახით გამოსაყენებელი ქლორამფენიკოლი, რიფამპიცინი).
- · ვარფარინის და კუმარინის მაგვარი ანტიკოაგულანტები (სისხლის შედედების საწინააღმდეგო პრეპარატები).
- · ზიდოვუდინი (ბავშვებში და მოზარდებში HIV (შიდსის) ინფექციის სამკურნალოდ და თავიდან ასაცილებლად გამოსაყენებელი პრეპარატი.
- · დომპერიდონი (გამოიყენება გულისრევის შეგრძნების და პირღებინების მკურნალობის დროს).
- · იოანეს ვორტის (სტ. ჯონსის ვორტის) შემცველი პრეპარატები.
- · ქოლესტირამინის შემცველი პრეპარატები (გამოიყენება მაღალი ქოლესტერინის მკურნალობის დროს).
- · ტროპიცეტრონის და გრანიცეტრონის შემცველი პრეპარატები (რადიოთერაპიის და/ან ქიმიოთერაპიის ჩატმარებელი პაციენტების მიერ გამოიყენება გულისრევის შეგრძნების და პირღებინების თავიდან ასაცილებლად).
- · სხვა ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატებთან ერთად მოხმარება.
- · სპირტი.
- · ანტიდეპრესანტები (ფსიქიკური აშლილობის მკურნალობის დროს გამოსაყენებელი ზოგიერთი პრეპარატები).
ამჟამად რეცეპტით გამოწერილი ან არ გამოწერილი ნებისმიერი პრეპარატის მოხმარების ან ბოლო პერიოდის განმავლობაში მოხმარების შემთხვევაში, ამის შესახებ აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
PANADOL - ი ს მოხმარების წესი
ინსტრუქციები სათანადო მოხმარების და დოზის / მოხმარების სიხშირის შესახებ :
ამ პრეპარატის მიღება დასაშვებია მოზარდებისათვის და 6 წელზე მეტი ასაკის მქონე ბავშვებისათვის. მოზარდებისათვის და 12 წელზე მეტი ასაკის მქონე ბავშვებისათვის რეკომენდირებული დოზა შეადგენს 1-2 აბს და, საჭიროების შემთხვევაში, დაასშვებია დოზის 4 საათში ერთხელ გამეორება. დღიური მაქსიმალური დოზა შეადგენს 4000 მილიგრამს. 24 საათის განმავლობაში 4 დოზაზე მეტის მიღება არ არის რეკომენდირებული.
6-12 წლის ბავშვებისათვის რეკომენდირებული დოზა 4-6 საათიანი შუალედებით შეადგენს 1/2-1 აბს. დღიური მაქსიმალური დოზა შეადგენს 10-15 მგ/კგ.-ს, ანუ დაყოფილი დოზებით 60 მგ/კგ-ს.
სიმპტომების თავიდან ასაცილებლად, ყოველთვის უნდა მიიღოთ ეფექტური ყველაზე დაბალი დოზა.
მოხმარების ხერხი და მეთოდი :
მიიღება ორალური გზით. უნდა მიიღოთ ერთ ჭიქა წყალთან ეთად.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები :
ბავშვების მიერ მოხმარება :
ექიმის დანიშნულების გარეშე 6 წელზე ნაკლები ასაკის მქონე ბავშვებისათვის ამ პრეპარატის მიცემა არ არის რეკომენდირებული. 6-11 წლის ასაკის მქონე ბავშვებისათვის ექიმის დანიშნულების გარეშე ამ პრეპარატის 3 დღეზე მეტი ხნით მიღება დაუშვებელია.
ხანდაზმული პირების მიერ მოხმარება :
ჯანმრთელი და მოძრავი ხანდაზმული პირებისათვის შესაძლებელია მოზარდებისათვის დადგენილი დოზის მიღება, მაგრამ სუსტად მოძრავმა ხანდაზმულმა პირებმა უნდა შეამცირონ დოზა და დოზის სიხშირე.
მოხმარების განსაკუთრებული შემთხვევები:
ღვიძლის და თირკმელების სუსტი, საშუალო და მწვავე ფუნქციების დარღვევის პაციენტებისათვის ამ პრეპარატის მიღების დროს საჭიროა დიდი ყურადღების გამოჩენა.
თუ თქვენ შეამჩნევთ PANADOL-ის ძლიერ ან სუსტ ეფექტს, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ თქვენ ღებულობთ PANADOL-ს საჭიროზე დიდი დოზით:
პრეპარატის ჭარბი დოზით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ფერმკრთალობის, მადის დაკარგვის, გულისრევის შეგრძნების და პირღებინების მაგვარი სიმპტომები, ზოგიერთ შემთხვევებში კი სიმპტომები შეიძლება არ გამოვლინდეს რამდენიმე სათის განმავლობაში. ამიტომ, ჭარბი დოზის ან პრეპარატის შემთხვევით მიღების შემთხვევაში, ამის შესახებ აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან მიმართეთ საავადმყოფოს. ხანმოკლე დროის განმავლობაში ამ პრეპარატის დიდი დოზით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის სერიოზული ტოქსიკურობა (მოწამლვა). პარაცეტამოლის დოზის გადაჭარბების შედეგებმა შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის გადანერგვის საჭიროება ან ფატალური შედეგის მქონე ღვიძლის უკმარისობა. ღვიძლის ტოქსიკურობასთან და მისი ფუნქციების დარღვევასთან ერთად, შეიძლება აგრეთვე წარმოიქმნას პანკრეატიტი. ჭარბი დოზით მიღებისას ალკოჰოლის მიმღებ ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებში ზიანის წარმოქმნის რისკი უფრო მაღალია. პარაცეტამოლის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, საჭიროა დაუყოვნებლივ მკურნალობის ჩატარება.
PANADOL-ის საჭიროზე მეტი დოზით მიღების შემთხვევაში, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ თქვენ დაგავიწყდათ PANADOL-ის მიღება :
დავიწყებული დოზის ასანაზღაურებლად ორმაგი დოზი PANADOL-ს მიღება დაუშვებელია.
PANADOL-ის მიღების დასრულების შემდეგ წარმოქმნილი გვერდითი ჩვენებები :
პრეპარატი უნდა მიიღოთ თქვენი მკურნალი ექიმის მიერ დანიშნული დროის განმავლობაში. ამ შემთხვევაში რაიმე უარყოფითი ჩვენების წარმოქმნა არ იქნება მოსალოდნელი.
4. როგორია მოსალოდნელი გვერდითი ჩვენებები ?
ისევე, როგორც ყველა წამალი, PANADOL-ის შემცველობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე ზოგიერთ პაციენტებს შეიძლება წარმოექმნათ გარკვეული გვერდითი ჩვენებები.
პარაცეტამოლის არასასურველი ეფექტი ზოგადად სუსტია. პარაცეტამოლის 10 გრამზე მეტი დოზით (20 ცალი პანადოლი) მიღების შემთხვევაში, შესაძლებელია მავნე ეფექტის წარმოქმნა.
ქვემოთ აღნიშნული ერთ-ერთი გვერდითი ჩვენების წარმოქმნის შემთხვევაში, შეწყვიტეთ PANADOL-ის მიღება და ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ თქვენთვის უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას :
- ხელ-ფეხის, სახის, ენის და ტუჩების დასიება ან, განსაკუთრებით, სუყნთქვის უკმარისობის გამომწვევი ყელის დასიება (ანაფილაქტიკური შოკი).
- ალერგიის სიმპტომები (კანის სიწითლე, აქერცვლა ან პირის ღრუში წყლულის წარმოქმნა).
- ასთმა და სუნთქვის უკმარისობის გამომწვევი ასთმის მსგავსი სიმპტომები (ბრონქოსპაზმი).
- ასპირინის ან სხვა მსგავსი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღების დროს, შეიძლება წარმოიქმნას სუნთქვის უკმარისობა და მსგავსი სიმპტომები.
- მოულოდნელი დალურჯების ან სისხლდენის შემთხვევაში.
ზემოაღნიშნული ჩვენებები წარმოადგენს საკმაოდ სერიოზულ გვერდით ჩვენებებს. ზემოთ აღნიშნული ერთ-ერთი გვერდითი ჩვენების წარმოქმნის შემთხვევაში, შეიძლება საჭირო გახდეს სამედიცინო ჩარევა ან საავადმყოფოში დაწოლა.
ქვემოთ აღნიშნული გვერდითი ჩვენებები იყოფა შემდეგ კატეგორიებად :
- · ძალიან გავრცელებული: შეიძლება წარმოექმნას 10 პაციენტიდან სულ მცირე ერთს.
- · გავრცელებული: შეიძლება წარმოექმნას 10 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 100 პაციენტიდან ერთზე მეტს.
- · არ გავრცელებული: შეიძლება წარმოექმნას 100 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს, მაგრამ 1.000 პაციენტიდან ერთზე მეტს.
- · იშვიათი: შეიძლება წარმოექმნას 1.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს.
- · ძალიან იშვიათი: შეიძლება წარმოექმნას 10.000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებს.
- · უცნობი: ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, მონაცემები არ მოიპოვება.
ხშირად წარმოქმნილი გვერდითი ჩვენებები:
- · ძილიანობა.
- · თავის ტკივილი.
- · თავბრუსხვევა.
- · ზედა სასუნთქი გზების ინფექციის ნიშნები.
- · გულისრევის შეგრძნება.
- · პირღებინება.
- · დაბუჟება, ჩხვლეტის და წვის შეგრძნების მაგვარი დარღვევები.
- · ნაწლავებში გაზების დაგროვება.
- · მუცლის ტკივილი.
- · კუჭში შეკრულობა.
- · საჭმლის მონელების პრობლემები.
არ გავრცელებული გვერდითი ჩვენებები :
- · პრეპარატის ხანგრძლივი დროის განმავლობაში მოხმარების დროს თირკმელების უკმარისობის გამომწვევი თირკმელების დაზიანება (პაპილარული ნეკროზი).
- · საჭმლის მომნელებელი სისტემაში სისხლდენა (კუჭნაწლავის სისხლდენა).
იშვიათი გვერდითი ჩვენებები :
- · სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ლეიკოპენია), სისხლის უჯრედების შემცირება (პანციტოპენია), ანემია (სისხლნაკლულობა), სისხლში მეტემოგლობინის არსებობა (მეტემოგლობინემია),სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის მკვეთრად შემცირება (ნეიტროპენია), კანის კაპილარების სისხლჩაქცევა (თრომბოციტოპენია პურპურა).
- · გულისრევის შეგრძნება, პირღებინება, ფაღარათი და მუცლის ტკივილი.
- · უცაბედად დაწყებული და ფატალური შედეგის მქონე სერიოზული ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსია).
- · კანზე გამონაყარი, ქავილი, ეგზემა, ალერგიული შეშუპება, კანის, ენის და ყელის დასიება (ანგიოშეშუპება), გამონაყარი გამონადენით (მწვავე გენერლიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი), ხელებზე, სახეზე და ფეხებზე მაქმანის მაგვარი სიწითლის წარმოქმნა (მულტიფორმული ერითემა).
- · სტივენს-ჯონსის სინდრომი (კანის და ლორწოვანი გარსის წამლების ან ინფექციის მიმართ რეაქციები).
- · ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი (ლიელის სინდრომი) (წამლების და სხვადასხვა ინფექციის მიმართ წარმოქმნილი კანის დაავადება).
ძალიან იშვიათი გვერდითი ჩვენებები:
- · უცაბედად და ხშირად წარმოქმნილი სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება (აგრანულოციტოზი).
- · თრომბოციტები (სისხლის შედედებაზე პასუხისმგებელი სისხლის უჯრედები).
- · ალერგიული რეაქციების სიმპტომები.
- · ასპირინის ან სხვა მსგავსი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ მგრძნობელობის მქონე პაციენტებში ბრონქოსპაზმის წარმოქმნა.
- · ღვიძილს ფუნქციების დარღვევა.
უცნობი :
- · ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულირება, თავბრუსხვევა, ტვინის ანთება (ენცეფალოპატია), უძილობა და კანკალი (თრთოლა).
გვერდითი ჩვენებების მოხსენება:
წინამდებარე ინსტრუქციაში გათვალისწინებული გაუთვალისწინებელი ნებისმიერი გვერდითი ჩვენების წარმოქმნის შემთხვევაში, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. გარდა ამისა, წარმოქმნილ გვერდით ჩვენებებთან დაკავშირებით შეგიძლიათ დააკლიკოთ www.titck.gov.tr ვებ გვერდზე არსებულ „წამლების გვერდითი ჩვენებების შესახებ შეტყობინების“ ლინკს ან დარეკოთ 0 800 314 00 08 ნომერზე თურქეთის ფარმაკოლოგიური ზედამხედველობის ცენტრში (TÜFAM) და აცნობოთ გვერდითი ჩვენებების შესახებ. წარმოქმნილი გვერდითი ჩვენებების შესახებ შეტყობინების დატოვების შემდეგ, თქვენ მოგეწოდებათ უფრო მეტი ინფორმაცია თქვენს მიერ მოხმარებული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.
წინამდებარე მოხმარების ინსტრუქციაში გაუთვალისწინებელი ნებისმიერი გვერდითი ჩვენების წარმოქმნის შემთხვევაში, ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
5. PANADOL-ის შენახვა:
შეინახეთ პრეპარატი ბავშვების ხელმიუწვდომელ ადგილზე თავის შეფუთვაში.
შეინახეთ პრეპარატი 250C-ზე ნაკლები ტემპერატურის პირობებში. ტენიანობისგან და სინათლისგან დაცულ ადგილზე.
ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატების ნაგავში ჩაგდება არ არის რეკომენდირებული! გადაეცით პრეპარატები გარემოს დაცვის და ურბანიზაციის სამინისტროს.
შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის მოხმარება დაუშვებელია.
შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ PANADOL-ის მოხმარება დაუშვებელია.
ლიცენზიის მფლობელი :
სს „გლაქსო სმით ქლაინ თუქეთიჯი საღლიღი“
Glaxo Smith Kline Tüketici Sağlığı A.Ş.
ლევენტი, შიშლი - სტამბოლი.
წარმოების ადგილი:
სს „აბდი იბრაჰიმ ილაჩ სანაი ვე თიჯარეთ“-ი
ესენიურთი, სტამბოლი
წინამდებარე მოხმარების ინსტრუქცია დამტკიცებულია 29.05.2019 წელს.
PANADOL-ის Glaxo Smith Kline -ის კომპანიების ჯგუფის რეგისტრირებული მარკა .
TR321536-A20013671/00
მთარგმნელი:











