კლამოქსი 312.5მგ/5მლ 100მლ სუს

კლამოქსი 312.5მგ/5მლ 100მლ სუს

0.00 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნახევრადსინთეზური პენიცილინები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ამოქსიცილინი+კლავულანი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 13485
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

კლამოქსი 312.5მგ/5მლ
KLAMOKS
(Amoxicillin+Acidum Clavulanicum)



შემადგენლობა:
1 ჩაის კოვზი (5მლ) დასალევი სუსპენზია ფორტე შეიცავს 250მგ ამოქსიცილინის ტრიჰიდრატს და 62,5მგ კლავულანის მჟავას კალიუმის მარილს.

ფორმა:
მშრალი ფხვნილი ფორტე პერორალური სუსპენზიის დასამზადებლად 312,5მგ5მლ-ში

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკი ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბიტორთან ერთად.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
კლამოქსი წარმოადგენს ამოქსიცილინისა და კლავულანის მჟავასაგან შედგენილ კომბინირებულ პრეპარატს.
კლავულანის მჟავა წარმოადგენს სუსტი ანტიბაქტერიული მოქმედების მქონე Streptomyces clavuligerus-ის პროდუქტს. ბეტა-ლაქტამაზას მიმართ ახასიათებს ძლიერი და შეუქცევადი ინჰიბირების უნარი. ენზიმებთან წარმოქმნის მდგრად, არააქტიურ კომპლექსებს, და ამ გზით ხელს უშლის ამოქსიცილინის დაშლას.
კლამოქსი ხასიათდება მოქმედების ფართო სპექტრით. იგი მოქმედებს ამოქსიცილინის მიმართ, როგორც მგრძნობიარე, აგრეთვე მის მიმართ მდგრად მიკროორგანიზმებზე, მათ შორის S. aureus და S. epidermidis, Streptococcus spp., N. gonorrhoeae, E. coli და Klebsiellae spp.
პრეპარატი მოქმედებს აგრეთვე B. fragilis-ზე.
კლამოქსი არ მოქმედებს Pseudomonas spp.-ზე, და არც Enterobacter –ის და Serratia -იას მრავალ შტამებზე.
მის მიმართ მგრძნობიარეა გრამდადებითი ბაქტერიები:
Staphylococcus aureus (მეტიცილინის მიმართ მდგრადი), შStaphylococcus epidermidis, Staphylococcus saprophyticus, Staphylococcus faecalis (enterococcus), Streptococcus pneumoniae, Streptococcus pyogenes, Streptococcus viridans.
ანაერობები:
Actinomyces israeli, Bacteroides spp., ( მათ შორის B. fragilis), Prevotella melaninogenica, Clostridium spp., (C. difficile-ს გარდა), Peptostreptococcus spp., Eikenella corrodens, Fusobacterium spp., Propionibacterium spp. აგრეთვე: Mycobacterium tuberculosis, M. fortiutum, M. bovis, M. kanasaii-ზომიერად მგრძნობიარე, (M. chelonei-მდგრადია), treponema pallidum.
გრამუარყოფითი ბაქტერიები:
Haemophylus influenzae (ბეტა-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი და არამაპროდუცირებელი).
Branhamella catarrhalis (Moraxella catarrhalis) (ბეტა-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი და არამაპროდუცირებელი).
Escherichia coli (ბეტა-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი და
არამაპროდუცირებელი), Klebsiella species, Proteus mirabilis, Proteus vulgaris, Neisseria gonorrhoeae, Neisseria meningitidis, Legionella species
ფარმაკოკინეტიკა:
შეწოვა:
პერორალურად მიღებისას პრეპარატის ორივე კომპონენტი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. საკვების მიღება გავლენას არ ახდენს პრეპარატის აბსორბციის პროცესზე. პრეპარატების მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში აღინიშნება დაახლოებით 45წთ-ის შემდეგ მათი პერორალურად მიღებისას.
განაწილება:
პრეპარატის აქტიური ნივთიერებების მაღალი კონცენტრაციების აღმოჩენა შესაძლებელია პლაზმაში, ნახველში, ბრონქულ სეკრეტში, პლევრის სითხეში, ფილტვის ქსოვილში, წინამდებარე ჯირკვალში, პერიანალურ აბსცესში, ცხიმოვან ქსოვილში და ტერფების წყლულის იშემიურ უბნებში.
გამოყოფა:
ამოქსიცილინის ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს 88წთ-ს, ხოლო კლავულანის მჟავას-60წთ-ს. პრეპარატის ძირითადი ნაწილი ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდთან ერთად, ხოლო დანარჩენი ნაწილი-ფეკალიებით.
პირველი 24სთ-ის განმავლობაში კლავულანის მჟავას დოზის 68% გამოიყოფა შარდთან ერთად, 17%- გაზებით და 8% -ფეკალიებით.
ფარმაკოკინეტიკა განსაკუთრებულ შემთხვევებში:
თირკმელების ფუნქციის დარღვევის დროს ქვეითდება პრეპარატის ორივე კომპონენტის რენული და კრეატინინის კლირენსი, რაც იწვევს მათ კუმულაციას სისხლის პლაზმაში.

ჩვენებები
კლამოქსის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციური
დაავადებების მკურნალობა:
-ზედა სასუნთქი გზების ინფექციები (სინუსიტი, ტონზილიტი, შუა ყურის ანთება და ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები);
-ქვედა სასუნქთი გზების ინფექციები (მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, პნევმონია, ემპიემა, ფილტვის აბსცესი);
-კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები (ფურუნკული და აბსცესი, ცელულიტი, ჭრილობით გამოწვეული ინფექციები, ინტრააბდომინალური სეფსისი);
-შარდ-სასქესი გზების ინფექციები (ცისტიტი, პიელონეფრიტი, ურეთრიტი, მცირე მენჯის ღრუს ინფექციები, ათაშანგი, გონორეა).
-გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმებით და ანაერობებით გამოწვეული შერეული ინფექციები (მათ შორის, პერიტონიტი, ქოლანგიტი, ქოლეცისტიტი, მუცლის ღრუს ორგანოების ოპერაციის შემდგომი გართულებები, მუცლის ღრუს ინფექციები, ოდონტოგენური ინფექციები, ასპირაციით გამოწვეული პნევმონია, სარძევე კირკვლის აბსცესი, ხახის ახლო მიდამოს აბსცესი, ქრონიკული ოსტეომიელიტი).
ქირურგიული ჩარევების შედეგად განვითარებული ინფექციების პროფილაქტიკა.

უკუჩვენებები:
-მომატებული მგრძნობელობა პენიცილინის ჯგუფის სხვა ანტიბიოტიკების მიმართ;
-ინფექციური მონონუკლეოზი;
-ლიმფოლეიკოზი.

სიფრთხილე:
კლამოქსი სიფრთხილით ენიშნებათ ალერგიული რეაქციების მიმართ მიდრეკილ პაციენტებს ანამნეზში, აგრეთვე ცეფალოსპორინის ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს, ჯვარედინი რეაქციების განვითარების გამო.
თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევების შემთხვევაში საჭიროა დოზის კორექცია ან პრეპარატის მიღებებს შორის ინტერვალი გაზრდა.

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულებში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის.

გვერდითი მოვლენები:
კლამოქსი ძირითადად კარგი ტოლერანტობით ხასიათდება.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა. აღნიშნული მოვლენების შემცირება შესაძლებელია პრეპარატის საკვებთან ერთად მიღებით.
შესაძლებელია აგრეთვე კანის ალერგიული რეაქციები (კანის სიწითლე, ქავილი, მულტიფორმული ერითემა, ურტიკარია), რომელთა დროს საჭიროა პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა.
იშვიათად-ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მომატება.

მიღების წესი და დოზირება:
7-14 წლის ასაკის ბავშვებში: 1 ჩაის კოვზი (5მლ) სუსპენზია ფორტე ყოველ 8 სთ-ში.
1-7 წლის ასაკის ბავშვებში: 12 კოვზი (2,5მლ) სუსპენზია ფორტე ყოველ 8 სთ-ში.
3 თვიდან 1 წლამდე ასაკის ბავშვებში: 12 კოვზი (2,5მლ) სუსპენზია ყოველ 8სთ-ში.
მომზადება:
კლამოქს ფორტეს სუსპენზიის მოსამზადებლად აუცილებელია ფლაკონის გადმობრუნება და შენჯღრევა. შემდგომ ფლაკონის შიგთავსს უმატებენ 85მლ წყალს ორჯერადად (თავდაპირველად 23-მდე, ხოლო შემდგომ დანაყოფამდე) და ფლაკონს ხელმეორედ შეანჯღრევენ.

ჭარბი დოზირება:
სიმპტომები:
გულისრევა, ღებინება, დიარეა.
მკურნალობა სიმპტომატურია.
დიალიზატში შესაძლებელია 23.5% ამოქსიცილინის და 40% კლავულანის მჟავას აღმოჩენა.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
კლავულანის მჟავა გავლენას არ ახდენს ამოქსიცილინის შეწოვის პროცესზე.
კლამოქსის და არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტების კომბინაციის დროს ადგილი აქვს ამ უკანასკნელთა მოქმედების ეფექტის გაძლიერებას.
ინ ვიტრო კლამოქსი იწვევს ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკების მოქმედების ინაქტივაციას.
კლამოქსის კომბინაცია ალუმინის ჰიდროჟანგის შემცველ ანტაციდურ პრეპარატებთან, H2-ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორებთან და მ-ქოლინობლოკატორებთან არ ცვლის პრეპარატის აქტიური მეტაბოლიტების აბსორბციის პროცესს.

შენახვის პირობები და ვადა:
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა-2 წელი

მომზადებული სუსპენზია ინახება მაცივარში 7 დღის განმავლობაში.

შეფუთვა:
ფხვნილი დასალევი სუსპენზიის ფორტეს დასამზადებლად 100მლ ტევადობის ფლაკონში, 2.5-5მლ კოვზთან ერთად.

მწარმოებელი:
“BILIM PHARMACEUTICALS A.S.”  
თურქეთი

თბილისი (0 აფთიაქი)

რეგიონი (0 აფთიაქი)