ლარიფანი სუპო 1.5მგ #5რექტ.სუპ
გააზიარე:
გამოყენების ინსტრუქცია
ლარიფანი სუპო 1..5 მგ
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება: ლარიფანი – ორსპირალური რიბონუკლეინის მჟავა (დსღNA) - 1,5მგ/სუპოზიტორია
არააქტიური სუბსტანციები / სუპოზიტორია:
კაკაოს ცხიმი - 1.4835გ
ლანოლინი - 0.200გ
ნატრიუმის ქლორიდი - 0.0090გ
მეთილპარაჰიდროქსი ბენზოატი - 0.0030გ
პროპილპარაჰიდროქსი ბენზოატი - 0.0030გ
გამოხდილი წყალი.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტივირუსული საშუალება სისტემური გამოყენებისათვის, სხვა ანტივირუსული საშუალებები.
ათქ კოდი: ჟ05AX
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
„ლარიფან სუპო 1.5 მგ"-ის შემადგენლობაში არსებული აქტიური ნივთიერება ორსპირალური რნმ-ი ლარიფანი ბუნებრივი წარმოშობის ნივთიერებაა. ლარიფანს გააჩნია ფარმაკოლოგიური მოქმედების ფართო სპექტრი – ანტივირუსული, იმუნომაკორეგირებელი, ანთების საწინააღმდეგო. წარმოადგენს რა ინტერფერონის აქტიურ ინდუქტორს, ლარიფანს გააჩნია ანტივირუსული მოქმედების ფართო სპექტრი - ეფექტურია ჰერპესის, პაპილომა, რესპირატორული (მათ შორის გრიპი) და სხვა ვირუსების მიმართ. ლარიფანის ძირითადი ფუნქციაა ორგანიზმის ბუნებრივი დაცვითი ძალების მობილიზაცია, ამასთან ერთად ანტივირუსული დაცვის უზრუნველყოფა და იმუნომოდულაციური მოქმედება. ლარიფანი ახდენს ისეთი იმუნური უჯრედების გააქტიურებას და მობილიზაციას, როგორიცაა ლიმფოციტები, მაკროფაგები, ციტოტოქსიური უჯრედები და ა.შ., რის შედეგადაც ძლიერდება ფაგოციტური რეაქცია, ანტიბაქტერიული მოქმედება, უმჯობესდება უჯრედების რეგენერაციის უნარი და, შესაბამისად, ჭრილობების შეხორცების პროცესიც. ასევე, თვალსაჩინოა მსუბუქი ტკივილგამაყუჩებელი ზემოქმედება. ნეიტროფილების ფუნქციონალური აქტივობის გაძლიერებისა და ფაგოციტოზის აქტივაციის ხარჯზე მიიღწევა ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
„ლარიფან სუპო 1.5 მგ" ეხმარება ორგანიზმს თავისი ბუნებრივი ლოკალური და სისტემური დაცვითი ძალების გაძლიერებასა და გაუმჯობესებაში, ამავდროულად ეწინააღმდეგება სხვადახვა პათოლოგიური პროცესების განვითარებას სწორ ნაწლავში.
წარმოადგენს რა ინტერფერონის აქტიურ ინდუქტორს „ლარიფან სუპო 1.5მგ"-ს აქტიური ნივთიერება პრევენციულად მოქმედებს ვირუსული ინფექციების მიმართ და ხელს უშლის დაავადებათა, მათ შორის სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების (როგორც ბაქტერიული, ასევე ვირუსული), განვითარებას.
ჩვენება:
• „ლარიფან სუპო 1.5 მგ" რეკომენდებულია დისკომფორტისას, რომელიც გამოწვეულია სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ქრონიკული გაღიზიანებითა და მასში არსებული მტკივნეული ბზარებით. ამცირებს დისკომფორტის შეგრძნებას და აადვილებს კუჭის მოქმედებას;
• პროფილაქტიკურად მოქმედებს ვირუსული ინფექციების პროდრომისას. სუპოზიტორების გამოყენება ვირუსული ინფექციების (მათ შორის რესპირატორული) პირველივე სიმპტომებისას აჩერებს დაავადების შემდგომ განვითარებას;
• აძლიერებს იმუნიტეტს.
უკუჩვენება:
მაღალი მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
გვერდითი მოვლენები:
არასასურველი გვერდითი მოვლენები გამოვლენილი არ არის.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდებში გამოყენება:
ექიმის დანიშნულებით.
მიღების წესი და დოზირება:
დისკომფორტის შეგრძნებისას სწორი ნაწლავის არეში და ჰემოროიდული პროცესებისგან გამოწვეული ჩივილებისას, შევიყვანოთ სწორ ნაწლავში 1 სუპოზიტორი საღამოობით 5_6 დღის განმავლობაში. იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ და დავასტაბილუროთ მიღებული დადებითი ეფექტი, რეკომენდებულია სუპოზიტორების გამოყენების გაგრძელება კვირაში 1 სუპოზიტორის ოდენობით 3 კვირის განმავლობაში.
ვირუსული ინფექციების ეპიდემიის პერიოდში და დაავადების პირველი სიმპტომების გამოვლენისთანავე გამოვიყენოთ თითო სუპოზიტორი დღეში, ორი დღე მიყოლებით.
საერთო იმუნომოდულაციური ეფექტის მისაღწევად მიიღება თითო სუპოზიტორი კვირაში, 5 კვირის განმავლობაში. კლინიკური შედეგის მიხედვით ასეთი კურსები შესაძლებელია გავიმეოროთ ყოველი 4 კვირის შემდეგ.
დოზის გადაჭარბება:
დოზის გადაჭარბების კლინიკური შემთხვევები არ გამოვლენილა.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთმოქმედება:
ურთიერთმოქმედებები სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ გამოვლენილა.
სიფრთხილე:
ყურადღებით გაეცანით პრეპარატის ინსტრუქციას და დაიცავით მასში მითითებული შენახვისა და გამოყენების წესები.
პრეპარატის გამოყენების პერიოდში რაიმე სახის არასტანდარტული მოვლენის აღმოჩენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
გავლენა ავტომობილების მძღოლებზე და პოტენციურად საშიშ მანქანა-დანადგარებთან მომუშავე პერსონალზე:
არ არის აღწერილი.
განსაკუთრებული მითითებები:
არ გამოიყენოთ პრეპარატი ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი დეფექტის შემთხვევაში.
გამოშვების ფორმა და შემადგენლობა:
5 სუპოზიტორი (1.5 მგ) შეფუთვაში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
ვარგისობის ვადა:
2 წელი. არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდგომ.
შენახვის პირობები:
ინახება გრილ და ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილზე.
აფთიაქებიდან გაცემის პირობები:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი:
შპს "ნეოფარმი", დ. აღმაშენებლის ხვ. მე-12 კმ. თბილისი 0131, საქართველო.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:
"Lარიფან Lტდ.", კურბადას ქ. 2ბ, რიგა, LV-1009, ლატვია. წწწ.ლარიფან.ეუ, ინფო@ლარიფანს.ლვ








