ედენორმი 5% 10მლ თვ.წვეთები

ედენორმი 5% 10მლ თვ.წვეთები

37.50 ლარი
ქვეყანა: იტალია
მწარმოებელი: ფარმიგეა იტალია
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ნატრიუმის ქლორიდი+ნ ჰიდროქსიმეთილგლიცინატი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 134821
გააზიარე:

ედენორმი Free თვალის წვეთები 5% 10მლ

ოფთალმოლოგიური ჰიპერტონული ლუბრიკანტი 10მლ
კონსერვანტების გარეშე

შემადგენლობა

ნატრიუმის ქლორიდი 5%.

გამოყენება

ედენორმი Free თვალის წვეთები გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების დროს:

–         ქირურგიული ჩარევებით (კატარაქტა, ფოტორეფრაქციული კერატექტომია (ფრკ), ვიტრექტომია, კერატოპლასტიკა, კროსლინგქინგი) გამოწვეული რქოვანას შეშუპება;

–         სტრომალური კერატიტები;

–         დიაგნოსტიკური პროცედურებისათვის (გონიოსკოპია, ბიომიკროსკოპია);

–         რქოვანას ენდოთელიარული დისტროფია;

–         გლაუკომის მწვავე შეტევა.

გამოყენების წესი და დოზები

შესაძლებელია გამოყენება კონტაქტურ ლინზებთან.

1-2 წვეთი 4-ჯერ დღეში.

პრეპარატის აპლიკაციის შემდეგ დახუჭეთ თვალები 1-2 წთ-ით, არ დაახამხამოთ ქუთუთოები.

უკუჩვენებები

ინდივიდუალური აუტანლობა რომელიმე შემადგენელი კომპონენტისადმი.

უსაფრთხოების ზომები

არ გამოიყენოთ ფლაკონის დაზიანების შემთხვევაში.

არ გამოიყენოთ რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ ინდივიდუალური აუტანლობის შემთხვევაში.

არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ შეეხოთ ფლაკონის წვერით თვალის ზედაპირს.

სხვა თვალის წვეთების გამოყენებისას კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.

არ შეინახოთ ბავშვებისათვის ხელმისაწვდომ ადგილას.

იხმარება მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის.

რქოვანას შეშუპებასთან დაკავშირებული სიმპტომების შენარჩუნებისას, მკურნალობიდან რამოდენიმე დღეში მიმართეთ ექიმს.

ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია შეფუთვაზე მითითებულ ვარგისობის ვადის ამოწურვამდე.

შენახვის წესი

პრეპარატი ინახება 25°C-ზე  დაბალ ტემპერატურაზე.

არ შეინახოთ ბავშვებისათვის ხელმისაწვდომ ადგილას.

გამოშვების ფორმა: 10 მლ ფლაკონი.