ნატრიუმის ქლორ0.9% 500მლ
გააზიარე:
სამკურნალო საშუალების სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია
ნატრიუმის ქლორიდი
(SODIUM CHLORIDE)
შემადგენლობა :
მოქმედი ნივთიერება: ნატრიუმის ქლორიდი;
1 მლ ხსნარი შეიცავს ნატრიუმის ქლორიდის 9,0 მგ;
დამხმარე ნივთიერება: საინექციო წყალი.
სამკურნალო ფორმა: საინფუზიო ხსნარი.
ძირითადი ფიზიკო-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე უფერო სითხე.
თეორიული ოსმოლარობა - 308 მოსმოლი/ლ. იონური შემადგენლობა 1 ლ პრეპარატზე: Na+ - 154 მმოლი, Cl- - 154 მმოლი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. ხსნარები, რომლებიც გამოიყენება ელექტროლიტური ბალანსის დარღვევების კორექციისათვის. ათქ კოდი B05XA03.
ფარმაკოლოგიური თვისებები .
ფარმაკოდინამიკა. მოქმედების მექანიზმი.
ნატრიუმი წარმოადგენს უჯრედგარე სივრცის ძირითად კატიონს და სხვადასხვა ანიონებთან ერთად არეგულირებს ამ სივრცის ზომებს. ნატრიუმი არის ორგანიზმის ბიოელექტრული პროცესების ძირითადი მედიატორი.
ქლორიდი წარმოადგენს უჯრედგარე სივრცის ძირითად ოსმოსურად აქტიურ ანიონს. ქლორიდების იონების დონის მატება სისხლის შრატში იწვევს ბიკარბონატების თირკმლისმიერი ექსკრეციის ზრდას. ამგვარად, ქლორიდის შეყვანა იწვევს ოქსიდაციურ ეფექტს.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები.
ნატრიუმის დონეები და სითხის მეტაბოლიზმი ადამიანის ორგანიზმში მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან. სისხლის პლაზმაში ნატრიუმის კონცენტრაციის ფიზიოლოგიური ნორმიდან გადახრა დაუყოვნებლივ გავლენას ახდენს ორგანიზმის წყლის ბალანსზე.
სისხლის შრატის ოსმოლალობის მიუხედავად ორგანიზმში ნატრიუმის შემცველობის გაზრდა იწვევს თავისუფალი სითხის მოცულობის კლებას.
ნატრიუმის ქლორიდის 0,9 % ხსნარის ოსმოლარობა შეესაბამება სისხლის პლაზმის ოსმოლარობას. ამ ხსნარის შეყვანა იწვევს პირველ რიგში ინტერსტიციული სივრცის შევსებას, რომელიც შეაგდენს მთელი უჯრედგარე სივრცის 2/3-ს. სისხლძარღვებში რჩება შეყვანილი ხსნარის მხოლოდ 1/3. ამრიგად, ხსნარის ჰემოდინამიური ეფექტიი მოკლევადიანია.
ფარმაკოკინეტიკა. აბსორბცია. ვინიდან სამკურნალო საშუალება შეიყვანება ინტრავენური ინფუზიის სახით, მისი ბიოშეღწევადობა შეადგენს 100 %.
განაწილება. ნატრიუმის საერთო შემადგენლობა ორგანიზმში შეადგენს დაახლოებით 80 მმოლს/კგ (5600 მმოლი), აქედან 300 მმოლი მდებარეობს უჯრედშიდა სითხეში, სადაც კონცენტრაცია აღწევს 2 მმოლ/ლ და 2500 მმოლი გამოიყოფა ძვლოვან ქსოვილში. დაახლოებით 2 მოლი მდებარეობს უჯრედგარე სითხეში დაახლოებით 135-145 მმოლი/ლ-ზე (3,1 – 3,3 გ/ლ) კონცენტრაციით. ზრდასრული ადამიანის ორგანიზმში ქლორიდების საერთო შემცველობა შეადგენს დაახლოებით 33მმოლს/კგ სხეულის მასაზე. სისხლის შრატში ქლორიდების დონე შენარჩუნდება 98-108 მმოლი/ლ დონეზე.
ბიოტრანსფორმაცია. თუმცა ნატრიუმი და ქლორი შეიწოვება, ნაწილდება და გამოიყოფა ორგანიზმიდან, მეტაბოლიზმი, ამ ტერმინის სრული მნიშვნელობით, არ ხდება.
ნატრიუმისა და წყლის ბალანსის ძირითად რეგულატორს წარმოადგენენ თირკმელები. ჰორმონალური კონტროლის მექანიზმებთან ( რენინ - ანგიოტებზინ - ალდესტერონული სისტემა, ანტიდიურეზული ჰორმონი) და ჰიპოთეტურ ნატრიუმურეზულ ჰორმონთან ერთად თირკმელებს ეკისრებათ უჯრედგარე სივრცის სტაბილური მოცულობისა და სითხის ბალანსის რეგულაციის შენარჩუნების ძირითადი პასუხისმგებლობა.
ქლორიდები მონაწილეობენ ბიკარბონატების სინთეზში და, ამგვარად, გამოიყენებიაბ მჟავა-ტუტოვანი ბალანსის რეგულირებისათვის.
გამოყოფა ნატრიუმისა და ქლორის იონები გამოიყოფა ოფლთან, შარდთან ერთად და აგრეთვე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მეშვეობით.
კლინიკური მახასიათებლები .
ჩვენებები სითხისა და ელექტროლიტების მოცულობის შესავსებად ჰიპოქლორემიული ალკალოზის დროს.
ნატრიუმის დეფიციტი.
ქლორის იონების დაკარგვა.
ხანმოკლე დროით სისხლძარღვთა შიდა სითხის მოცულობის შესავსებად.
ჰიპოტონური ან იზოტონური დეჰიდრატაცია.
თავსებადი ელექტროლიტების კონცენტრაციებისა და სამკურნალო პრეპარატების გასახსნელად. ჭრილობის გამორეცხვისა და გადასახვევი მასალის დასატენიანებლად.
უკუჩვენებები . მომატებული მგრძნობელობა მოქმედი ნივთიერებისა და სამკურნალო საშუალების ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ. ჰიპერჰიდრატაცია. მძიმე ჰიპერნატრიემია. მძიმე ჰიპერქლორემია.
ურთიერთქმედება სავა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები .
ისეთი სამკურნალო საშუალებების ერთდროულმა გამოყენებამ, რომლებიც აკავებენ ნატრიუმს (მაგალითად, კორტიკოსტეროიდების, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების), შეიძლება გამოიწვიოს შეშუპებების წარმოქმნა.
გამოყენების თავისებურებები .
ნატრიუმის ქლორიდის 0,9% ხსნარი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული შემდეგ შემთხვევებში:
- ჰიპოკალიემია;
- ჰიპერნატრიემია;
- ჰიპერქლორემია;
- მდგომარეობები, როდესაც პაციენტისათვის ნაჩვევნებია ნატრიუმის გამოყენების შეზღუდვა;
გულის უკმარისობა, გენერალიზირებული შეშუპებები, ფილტვის შეშუპება, არტერიული ჰიპერტენზია, ეკლამპსია, თირკმლის მძიმე უკმარისობა.
ოსმოსური დემიელინიზაციისა სინდრომის განვითარების თავიდან აცილების მიზნით სისხლის შრატში ნატრიუმის დონის მატება არ უნდა აღემატებოდეს 9 მმოლს/ლ/დღე-ღამეში. ზოგადი რეკომენდაციების თანახმად, უმეტეს შემთხვევაში, საკმარისი მაკორეგირებელი რაოდენობაა 4-დან 6 მმოლამდე/ლ/დღეში, პაციენტის მდგომარეობიდან და თანმხლები რისკის ფაქტორებიდან გამომდინარე. სამკურნალო საშუალების შეყვანის დროს უნდა ტარდებოდეს კლინიკური მონიტორინგი, რომელიც მოიცავს წყლის ბალანსის, სისხლის შრატის ოინოგრამისა და მჟავა-ტუტოვანი ბალანსის რეგულარულ კონტროლს.
თუ აუცილებელია ნატრიუმის ქლორიდის 0,9 %-იანი ხსნარის სწრაფი ინფუზიის ჩატარება, უნდა იქნას განხორციელებული გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემების ფუნქციური მდგომარეობების გულდასმითი მონიტორინგი.
შენიშვნა: თუ ეს ხსნარი გამოიყენება როგორც გამხსნელი, უნდა იქნას გათვალისწინებული ინფორმაცია გასახსნელი საშუალების უსაფრთხოების შესახებ, რომელიც წარმოდგენილია შესაბამისი მწარმოებლისაგან.
ბავშვები. დღენაკლულ ან დროულად დაბადებულ ახალშობილებში შეიძლება აღინიშნოს ნატრიუმის სიჭარბე ორგანიზმში თირკმელების ფუნქციის მოუმწიფებლობის გამო. ამიტომ დღენაკლულ და დროულად დაბადებულ ახალშობილებში ნატრიუმის ქლორიდის განმეორებითი ინფუზია უნდა დაინიშნოს მხოლოდ სისხლის შრატში ნატრიუმის დონის განსაზღვრს შემდეგ.
გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.
ორსულობა მონაცემები ორსულობის პერიოდში ნატრიუმის ქლორიდის გამოყენების შესახებ შეზღუდულია. არ არის დადასტურებული 9 მგ/მლ ნატრიუმის ქლორიდის პირდაპირი ან მის მიერ განპირობებული მავნე გავლენის არსებობა, რომელიც მიუთითებდა რეპროდუქციულ ტოქსიურობაზე. ვინაიდან ნატრიუმისა და ქლორის კონცენტრაციები შეესაბამება ამ ნივთიერებების კონცენტრაციებს ადამიანის ორგანიზმში, არასასურველი ეფექტები არ არის მოსალოდნელი, როდესაც მოცემული სამკურნალო საშუალებით სარგებლობენ სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციის თანახმად.
აქედან გამომდინარე, ნატრიუმის ქლორიდის 0,9 %-იანი ხსნარი შეიძლება იქნას გამოყენებული ჩვენებების მიხედვით.
ამისდამიუხედავად, ეკლამპსიის არსებობის შემთხვევაში უნდა იქნას დაცული სიფრთხილის ზომები (იხ. განყოფილება „გამოყენების თავისებურებები“).
ძუძუთი კვება.
ვინაიდან ნატრიუმისა და ქლორის კონცენტრაციები შეესაბამება ამ ნივთიერებების კონცენტრაციებს ადამიანის ორგანიზმში, არასასურველი ეფექტები არ არის მოსალოდნელი, როდესაც მოცემული სამკურნალო საშუალებით სარგებლობენ სამედიცინო გამიყენების ინსტრუქციის თანახმად.
აუცილებლობის შემთხევაში ნატრიუმის ქლორიდის 0,9 % ხსნარიშეიძლება იქნას გამოყენებული ძუძუთი კვების პერიოდში.
ფერტილობა. მონაცემები არ გაგვაჩნია.
რეაქციის სიჩქარეზე გავლენის უნარი ავტოტრანსპორტისა ან სხვა მექანიზმების მართვის დროს. ნატრიუმის ქლორიდის 0,9 %-იანი ხსნარი არ ახდენს ან ახდენს უმნიშვნელო გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვისა ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
გამოყენების წესი და დოზები .
დოზირება ზრდასრულები დოზა განისაზღვრება სითხისა და ელექტროლიტების დონის შევსების რეალურ მოთხოვნილებაზე.
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა
40 მლ-მდე/კგ სხეულის მასაზე დღე-ღამეში, რაც შეესაბამება 6 მმოლ ნატრიუმს 1 კგ სხეულის მასაზე. სითხის დამატებითი დანაკარგი (მაგალითად, ციებასთან, დიარეასთან, ღებინებასთან და ა.შ. დაკავშირებით) უნდა იქნას კომპენსირებული დაკარგული სითხის მოცულობისა და შემადგენლობის შესაბამისად.
სითხის მწვავე დეფიციტის კომპენსაციის მიზნით, კერძოდ გამოხატული ან სიცოცხლისათვის საშიში ჰიპოვოლემუირი შოკის დროს, დასაშვებია მომატებული დოზების გამოყენება, მაგალითად სწრაფი ინფუზიის გზით (წნევის ქვეშ).
ზოგადი რეკომენდაციები ნატრიუმის დეფიციტის მკურნალობასთან დაკავშირებით ნატრიუმის რაოდენობა, რომელიც აუცილებელია სისხლის პლაზმაში ნატრიუმის დონის აღსადგენად, შეიძლება გამოითვალოს შემდეგი ფორმულის დახმარებით:
|
ნატრიუმის მოთხოვნილება (მმოლი) = (შრატის სასურველი-ფაქტიური Na) x TBW |
სადაც TBW ( ორგანიზმში წყლის საერთო შემცველობა) გამოითვლება, როგორც სხეულის მასის წილი. ეს წილი შეადგენს 0,6 ბავშვებისათვის, 0,6 და 0,5 ახალგაზრდა მამაკაცებისა და ქალებისათვის შესაბამისად, და 0,5 და 0,45 ხანდაზმული ასაკის მამაკაცებისა და ქალებისათვის.
ინფუზიის სიჩქარე
ინფუზიის სიჩქარე დამოკიდებულია კონკრეტული პაციენტის მდგომარეობაზე (იხ. განყოფილება „გამოყენების თავისებურებები“).
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
როგორც წესი, ხანდაზმული ასაკის პირებისათვის უნდა იქნას გამოყენებული იგივე დოზირება, როგორც ახალგაზრდა პაციენტებისათვის, თუმცა საჭიროა სიფრთხილის განსაკუთრებული ზომების დაცვა ისეთი დაავადების მქონე პაციენტების მკურნალობის დროს, როგორიცაა გულის ან თირკმლის უკმარისობა, რომლებიც ხშირადაა დაკავშირებული ხანდაზმულ ასაკთან.
გამხსნელი
ნატრიუმის ქლორიდის გამხსნელის სახით გამოყენების დროს რეჟიმი და ინფუზიის სიჩქარე განისაზღვრება უპირატესად გასახსნელი პრეპარატის მახასიათებლებისა და დოზირების რეჟიმის საფუძველზე.
ჭრილობის გამორეცხვა
სამკურნალო საშუალების მოცულობა ჭრილობის გამოსარეცხად ან გადასახვევი მასალის დასატენიანებლად განისაზღვრება საჭიროებისდამიხედვით.
გამოყენების წესი
ინტრავენური შეყვანა ან გამორეცხვა და დატენიანება.
სწრაფი ინფუზიის ჩატარების დროს პოლიმერულ ფლაკონებში ჩასხმული ხსნარის გამოყენებისას ინფუზიის დაწყებამდე აუცილებელია ფლაკონიდან და საინფუზიო სისტემიდან მთელი ჰაერის გამოდევნა.
მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით სამკურნალო საშუალება უნდა იქნას გამოყენებული დაუყოვნებლივ ფლაკონის გახსნის შემდეგ. თუ პრეპარატი არ გამოიყენება დაუყოვნებლივ, პასუხისმგებლობა ვადებზე და შენახვის პირობებზე ეკისრება მომხმარებელს.
ბავშვები. დოზა განისაზღვრება პაციენტის სითხისა და ელიქტროლიტების დონის შევსების ინდივიდუალური მოთხოვნილებიდან გამომდინარე, და ასევე პაციენტის ასაკის, სხეულის მასისა და მისი კლინიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.
მძიმე დეჰიდრატაციის შემთხვევაში მკურნალობის პირველი საათის განმავლობაში რეკომენდებულია პრეპარატის ბოლუსური შეყვანა დოზით 20 მლ/კგ სხეულის მასაზე. ამ სამკურნალო საშუალების შეყვანის დროს უნდა იქნას გათვალისწინებული სითხის სადღეღამისო მოხმარების მოცულობა.
დოზის გადაჭარბება.
სიმპტომები ნატრიუმის ქლორიდის 0,9% ხსნარის დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერნატრიემია, ჰიპერქლორემია, ჰიპერჰიდრატაცია, სითხის მწვავე სიჭარბე, შეშუპებები, სისხლის შრატის ჰიპეროსმოლალობა და ჰიპერქლორემიული აციდოზი. ქრონიკული ჰიპონატრიემიის მქონე პაციენტებში სისხლის შრატში ნატრიუმის დონის უეცარმა მატებამ შეიძლება გამოიწვიოს ოსმოსური დიმიელინიზაციის სინდრომის წარმოქმნა (იხ. განყოფილება „გამოყენების თავისებურებები“).
დოზის გადაჭარბების პირველ სიმპტომებს მიეკუთვნება წყურვილი, ცნობიერების აღრევა, ოფლიანობა, თავის ტკივილი, სისუსტე, ძილიანობა და ტაქიკარდია. მძიმე ჰიპერნატრიემიის დროს შეიძლება წარმოიქმნას ჰიპერტენზია ან ჰიპოტენზია, სუნთქვითი უკმარისობა ან კომა. მკურნალობა დარღვევის სიმძიმის ხარისხიდან გამომდინარე დაუყოვნებლივ უნდა იქნას შეწყვეტილი ინფუზია, დაინიშნოს დიურეზულები სისხლის შრატში ელექტროლიტების დონის გულდასმითი კონტროლით, დაკორექტირდეს ელექტროლიზური და მჟავა-ტუტოვანი ბალანსი. დოზის მძიმე გადაჭარბების ან ოლიგურიის ან ანურიის შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს დიალიზი.
გვერდითი რეაქციები.
არ აღინიშნება სამკურნალო საშუალების მართებული გამოყენების დროს. მასიური ინფუზიების ჩატარების შემთხვევაში შესაძლებელია ქლორიდული აციდოზის განვითარება.
ვარგისობის ვადა. 2 წელი.
შენახვის პირობები.
არაუმეტეს 25˚C ტემპერატურაზე ორიგინალ შეფუთვაში. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
შეუთავსებლობა. ნატრიუმის ქლორიდის 0,9 %-იანი ხსნარის შერევა სხვა სამკურნალო პრეპარატებთან შეიძლება იმის შემდეგ, როდესაც იქნება შემოწმებული მათი თავსებადობა.
შეფუთვა. 100 მლ ან 200 მლ ან 250 მლ ან 500 მლ პოლიმერულ ფლაკონებში.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
მწარმოებელი . შპს „იურია-ფარმი“.
მწარმოებლის ადგილსამყოფელი და მისი საქმიანობის განხორციელების ადგილის მისამართი. უკრაინა, 18030, ჩერკასის ოლქი, ქ. ჩერკასი, კობზარსკაიას ქ., 108. ტელ.: +38 (044) 281-01-01.
თარგმანი სწორია:










