კომბიციდი 375მგ #10ტ

კომბიციდი 375მგ #10ტ

0.00 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნახევრადსინთეზური პენიცილინები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: სულტამიცილინი(ამპიცილინი+სულბაქტამი)
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 13476
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

კომბიციდი 375მგ
(COMBICID)



1 ტაბლეტი შეიცავს:
სულტამიცილინი 375მგ
დამხმარე საშუალებები: ლაქტოზა, სიმინდის სახამებელი, ჰიდროქსილ- პროპილცელულოზა.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ბეტა-ლაქტამაზების ჯგუფის ანტიმიკრობული საშუალება

ჩვენებები
ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, რომლებიც გამოწვეულია პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით (მათ შორის გონოკოკებით). ამპიცილინის და სულბაქტამის პარენტერული შეყვანის დამთავრების შემდგომ მკურნალობის გაგრძელება.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებში და ბავშვებში სხეულის წონით 30კგ-ზე მეტი სადღეღამისო დოზაა 375-750მგ; ბავშვებში სხეულის წონით 30 კგ-ზე ნაკლები _ 25-50მგ/კგ-ზე (ინფექციის სიმძიმის მიხედვით). მიღების ჯერადობა _ 2 ჯერ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 5-14 დღეს. გაურთულებელი გონორეის სამკურნალოდ პრეპარატი ინიშნება ერთჯერადად დოზით 2,25გ (კომბინაციაში პრობენეციდთან).

გვერდითი მოვლენები

შესაძლებელია განვითარდეს დიარეა, ქავილი, გამონაყარი, კანის რეაქციები. იშვიათად _ გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, ჭვალი, ძილიანობა, შეუძლოდ ყოფნა, თავის ტკივილი. ძალიან იშვიათად _ ენტეროკოლიტი და ფსევდომემბრანული კოლიტი, სუპერინფექციის განვითარება (მათ შორის სოკოვანი). აღწერილია მძიმე ანაფილაქსიური რეაქციების შემთხვევები.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პენიცილინების მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატი არ ინიშნება პაციენტებში ინფექციური მონონუკლეოზით. ანამნეზში ალერგიული რეაქციით ცეფალოსპორინებზე გათვალისწინებული უნდა იქნას ჯვარედინი ალერგიის შესაძლებლობა. ავადმყოფებში თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევით საჭიროა ინტერვალის გაზრდა პრეპარატის მიღებებს შორის. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენების დროს აუცილებელია პერიფერიული სისხლის, ღვიძლის და თირკმელების ფუნქციის მონიტორინგი. პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში არ არის დადგენილი.

გამოშვების ფორმა:

375 მგ შემოგარსული ტაბლეტი ბლისტერზე 10 ცალი.

შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა
_ 2 წელი.

მწარმოებელი: “BILIM PHARMACEUTIALS A.S.“(თურქეთი)