კომბიციდი 750მგ ფლ კუნთის
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
(COMBICID)
1 ამპულა შეიცავს:
ამპიცილინი 500მგ, სულბაქტამი 250მგ;
გამხსნელი: 0,5% ლიდოკაინი 1,6მლ
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ბეტა-ლაქტამაზების ჯგუფის ანტიმიკრობული საშუალება
ჩვენებები
ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, რომლებიც გამოწვეულია პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით (მათ შორის გონოკოკებით):
-ზემო და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები: სინუსიტები, ოტიტი, პნევმონია;
-საშარდე გზების ინფექციები და პიელონეფრიტი;
-აბდომინური ინფექციები: პერიტონიტი, ენდომეტრიტი, მენჯის ორგანოების ინფექციები;
-ბაქტერიული სეპტიცემია;
-კანის და რბილი ქსოვილების ინფექციები;
-ძვლების და სახსრების ინფექციები;
-გინეკოლოგიური და გონოკოკური ინფექციები;
-პოსტოპერაციეული ინფექციის პროფილაქტიკა და მკურნალობა.
მიღების წესი და დოზირება:
კომბიციდი იხსნება ლიდოკაინის 0,5% ხსნარში და შეჰყავთ მხოლოდ კუნთებში.
ლიდოკაინის გამოყენება ინტრავენური შეყვანისას დაუშვებელია.
კომბიციდის განზავება:
ამპიცილინი+ | გამხსნელი | ამპიცილინი+ |
250+12 | 0,8 | 250+125 |
500+25 | 1,6 | 250+125 |
1000+500 | 3,2 | 250+125 |
პრეპარატის გამოყენება პაციენტებში თირკმელების ნორმალური ფუნქციით:
რეკომენდებულია 500მგ კომბიციდის 2-4 ამპულა (1,5გ ამპიცილინი+3გ სულბაქტამი) 6-8 საათში ერთხელ. სულბაქტამის დღეღამური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 4გ-ს დღეში. მსუბუქი ხარისხის ინფექციების დროს რეკომენდებულია 12 საათიანი ინტერვალი.
ინფექციის სიმძიმე | ამპიცილინი+სულბაქტამი (გ) |
მსუბუქი | 1,5-3გ (1-2გ ამპიცილინი+0,5-1,0გ სულბაქტამი) |
საშუალო | 6გ-მდე (4გ ამპიცილინი+2გ სულბაქტამი) |
მძიმე | 12გ-მდე (8გ ამპიცილინი+4გსულბაქტამი) |
A ჯგუფის ჰემოლიზური სტრეპტოკოკით გამოწვეული ინფექციების მკრუანლობა გრძელდება 10 დღე, რევმატული გართულების და მწვავე გლომერულონეფრიტის განვითარების თავიდან აცილების მიზნით.
პრეპარატის გამოყენება ბავშვებში
ბავშვებში, ჩვილებში და ახალშობილებში ინიშნება 150მგ/კგ-ზე (100მგ/კგზე ამპიცილინი+50მგ/კგ-ზე სულბაქტამი), 6-8 საათში ერთხელ. ახალშობილებში ინტერვალი შეყვანებს შორის შეადგენს 12 საათს. პაციენტებში ღვიძლის და თირკმელების ფუნქციის დარღვევით საჭიროა დოზის და შეყვანებს შორის ინტერვალის კორექცია. კლინიკური გაუმჯობესების შემდგომ მკურნალობა წყდება 48 საათის შემდეგ. პრეპარატით მკურნალობა გრძელდება 5-14 დღის განმავლობაში, თუმცა საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მისი გაგრძელება.
პაციენტებში თირკმელების ფუნქიის დარღვევით:
კრეატინინის კლირენსი (მლ/წუთში) | ამპიცილინი+სულბაქტამი ნახევრადგამოყოფის პერიოდი (საათი) | დოზა |
> 30 | 1 | 1,5-3,0 6-8 საათში ერთხელ |
15-29 | 5 | 1,5-3,0 12 საათში ერთხელ |
5-14 | 9 | 1,5-3,0 24 საათში ერთხელ |
პოსტოპერაციული ინფექციების პროფილაქტიკა:
ანესთეზიის წინ რეკომენდებულია კომბიციდი 500მგ 2-4 ამპულა (1,5-3გ), 6-8 საათში ერთხელ, ან თუ არ არის საჭირო მკურნალობა წყდება 24 საათში.
გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია განვითარდეს დიარეა, ქავილი, გამონაყარი, კანის რეაქციები. იშვიათად _ გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, ჭვალი, ძილიანობა, შეუძლოდ ყოფნა, თავის ტკივილი. ძალიან იშვიათად _ ენტეროკოლიტი და ფსევდომემბრანული კოლიტი, სუპერინფექციის განვითარება (მათ შორის სოკოვანი). აღწერილია მძიმე ანაფილაქსიური რეაქციების შემთხვევები.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პენიცილინების მიმართ.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი არ ინიშნება პაციენტებში ინფექციური მონონუკლეოზით, ანამნეზში ალერგიული რეაქციით ცეფალოსპორინებზე გათვალისწინებული უნდა იქნას ჯვარედინი ალერგიის შესაძლებლობა. ავადმყოფებში თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევით საჭიროა ინტერვალის გაზრდა პრეპარატის მიღებებს შორის. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენების დროს აუცილებელია პერიფერიული სისხლის, ღვიძლის და თირკმელების ფუნქციის მონიტორინგი. პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში არ არის დადგენილი.
გამოშვების ფორმა:
500მგ 1 ფლაკონი და 1 ამპულა გამხსნელით (0,5% ლიდოკაინი).
შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა _ 2 წელი.
მწარმოებელი: “BILIM PHARMACEUTIALS A.S.” (თურქეთი)