ჰეპატოლაკი 100მლ სიროფი ფლ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ჰეპატოლაკი
(HEPATOLAK)
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
საფაღარათო, ჰეპატოტროპული, პრებიოტიკი.
შემადგენლობა:
15 მლ (1 მზომი ჭიქა) შეიცავს:
ლაქტულოზა _ 10 გ (667 მგ/მლ);
გალაქტოზა _ 2,2 გ;
ლაქტოზა _ 1,2 გ;
სხვა შაქრები _ 1,2 გ.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ლაქტულოზა წარმოადგენს ნახევრადსინთეზურ დისაქარიდს, რომელიც შედგება 1 მოლეკულა გალაქტოზას და 1 მოლეკულა ფრუქტოზასაგან. მიღებისას ლაქტულოზა შეუცვლელი სახით აღწევს მსხვილ ნაწლავს, რადგანაც წვრილ ნაწლავში არ არის ლაქტულოზას დამშლელი ენზიმები. ლაქტულოზას დაშლის შედეგად მსხვილ
ნაწლავში წარმოიქმნება ალიფატური რიგის მოკლეჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავები, რომლებიც ამცირებენ ნაწლავის სანათურშიდა pH -ს, ზრდიან ნაწლავის შიგთავსის ოსმოსურ წნევას. ლაქტულოზა ამცირებს თავისუფალი ამიაკის და სხვა ტოქსიური ნივთიერებების წარმოქმნას, ხელს უწყობს მათ უტილიზაციას და სწრაფ გამოყოფას
ორგანიზმიდან. ამგვარად, ლაქტულოზა თავის თავზე იღებს ღვიძლის ფუნქციის ნაწილს _ ტოქსიური ნივთიერებების განეიტრალების ხარჯზე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ღვიძლის იმ დაავადებების შემთხვევაში, როდესაც ღვიძლი ვერ უმკლავდება აღნიშნულ ფუნქციას, რის შედეგადაც ტოქსიური ნივთიერებები ხვდებიან სისტემურ სისხლის მიმოქცევაში, გააღწევენ ჰემატოენცეფალურ ბარიერს და იწვევენ ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის განვითარებას. ლაქტულოზა აღადგენს ნაწლავის ნორმალურ მიკროფლორას. ლაქტულოზა ასტიმულირებს ნაწლავის მოტორიკას, მივყავართ ქიმუსის გაჯირჯვებამდე და მისი მოცულობის გადიდებამდე.
საფაღარათო ეფექტი ვლინდება 1-3 დღის განმავლობაში. ლაქტულოზა გამოდევნის ნაღვლის მჟავებს განავალთან ერთად, რის შედეგად მცირდება ქოლესტერინის შემცველობა სისხლში და ნაღველში. ჰეპატოლაკი აინჰიბირებს მსხვილ ნაწლავში სალმონელების ზრდას.
არ ამცირებს ვიტამინების და მინერალების აბსორბციას; არ იწვევს შეჩვევას; არ ვლინდება მოხსნის სინდრომი; უსაფრთხოა ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
ჩვენებები:
ღვიძლის დაავადებები; ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის (მათ შორის ღვიძლისმიერი პრეკომისა და კომის) პროფილაქტიკა და მკურნალობა; ნაწლავის მიკროფლორის ნორმალური შემადგენლობის აღდგენის მიზნით _ ანტიბიოტიკო-, სხივური და ქიმიოთერაპიის შემდეგ; ახალშობილებსა და მოზრდილი ასაკის ბავშვებში ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის აღსადგენად (ახალშობილები რომლებიც დაბადებული არიან საკეისრო კვეთის შედეგად და/ან იმყოფებიან ხელოვნურ კვებაზე); ნაღველკენჭოვანი დაავადება; ჰიპერქოლესტერინემია (კომბინირებული თერაპიისშემადგენლობაში); ქრონიკული ყაბზობა (ბავშვებში და მოზრდილებში); შეკრულობა ორსულებში; სალმონელამტარებლობა; ნაბახუსევის სინდრომი; სხვადასხვა გენეზის ალერგიული რეაქციები.
გამოყენების წესი და დოზირება:
სხვადასხვა გენეზის ყაბზობა:
სამკურნალო შემანარჩუნებელი
მოზრდილები: 15-45 მლ ( 1-3 მზომი ჭიქა ) 10-25 მლ (2/3 - 12/3)
ბავშვები 7-14 წლამდე: 15 მლ ( 1 მზომი ჭიქა) 10 მლ (1 მზომი ჭიქა)
ბავშვები 3-7 წლამდე: 5-10 მლ ( 1/3-2/3 მზომი ჭიქა ) 5-10 მლ ( 1/3-2/3 მზომი ჭიქა )
ბავშვები 3 წლამდე: 5 მლ ( 1/3 მზომი ჭიქა ) 5 მლ ( 1/3 მზომი ჭიქა)
ჰეპატოლაკი მიიღება 1-ჯერ დღეში დილით _ ჭამის დროს ან შემდეგ წყალთან, რძესთან, ან ხილის წვენთან ერთად
ღვიძლისმიერი პრეკომა და კომა:
per os _ 30-45 მლ ( 2-3 მზომი ჭიქა) 3-4-ჯერ დღეში.
რექტალურად _ ოყნების სახით 300 მლ ჰეპატოლაკი + 700 მლ წყალი ან ფიზიოლოგიური ხსნარი (გაჩერდეს 30-60 წუთი) 3-4-ჯერ დღეში.
გასტრალურად ზონდის მეშვეობით _ 60-100 მლ სუფთა სახით ან წყალთან ერთად ყოველ 1-2 საათში.
ქრონიკული ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია:
ინიშნება per os 30-45მლ ( 2-3 დოზირებული ჭიქა ) _ 3-5-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ
მსუბუქ საფაღარათო ეფექტამდე ( დეფეკაცია 2-3-ჯერ დღეში).
უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
ფართო სპექტრის მქონე ანტიბიოტიკებთან და ანტაციდებთან კომბინაციისას შესაძლებელია თერაპიული ეფექტის დაქვეითება.
გვერდითი მოვლენები:
კარგად გადაიტანება. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: პირველი მიღებისას თრაპიულ დოზებში შესაძლებელია მეტეორიზმის გაივლის პრეპარატის პირველი მიღებიდან 48 საათის შემდეგ, შემდგომი მიღებებისას). იშვიათ შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს გულისრევა, ღებინება, ანორექსია.
გამოშვების ფორმა:
ჰეპატოლაკი _ ხსნარი 250 100 მლ-იან მინის ჭურჭელში, მლ-იანი მზომი ჭიქით.
მწარმოებელი:
BIOFARMA, Turkey.