ვომიტუსი 60მლ ფლ
გააზიარე:
ვომიტუსი
სურსათის დანამატი
შემადგენლობა
1მლ შეიცავს:
აქტიური ინგრედიენტები
კოჭას ექსტრაქტი |
300 მგ |
ვიტამინი B6 |
10 მგ 714% DV |
სხვა ინგრედიენტები:
სორბიტოლი |
10მგ |
ნატრიუმის საქარინი |
5მგ |
ლიმონის არომატი |
2მგ |
კალიუმის სორბატი |
1მგ |
ლიმონმჟავა |
5მგ |
დეიონიზებული წყალი (გამხსნელი) |
667მგ |
ფარმაკოლოგიური მოქმედება
ვომიტუსი წარმოადგენს ბუნებრივი წარმოშობის გულისრევისა და ღებინების საწინააღმდეგო საშუალებას.
კოჭას ექსტრაქტს ავლენს პროკინეტიკურ, ანტიქოლინერგულ, ანტინეიროკინეტიკურ მოქმედებას H1 ჰისტამინური, M ქოლინორეცეპტორების, კუჭ-ნაწლავის 5-HT3 სეროტონინული რეცეპტორების და დოფამინური D2 რეცეპტორების ინჰიბირების გზით. ასევე ავლენს ანთებისსაწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას ცოგ-1, ცოგ-2 და 5-ლიპოქსიგენაზის ინჰიბირების გზით.
ვიტამინი B6 ფლობს შინაგან გულისრევისსაწინააღმდეგო მოქმედებას და ავლენს სინერგიზმს სხვა გულისრევისსაწინააღმდეგო საშუალებებთან.
ჩვენებები
- სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული გულისრევა და ღებინება (ორსულობა, მგზავრობა, ქირურგიული პროცედურა, ქიმიოთერაპია, ინტოქსიკაცია, ინფექცია)
- დისპეფსია
- დისმენორეა
დოზირება
ორსულობის დროს: 1-2 მლ დღეში 3-4-ჯერ
მგზავრობის წინ: 1-2 მლ მგზავრობის დაწყებამდე 1 საათით ადრე
დისპეფსიის დროს: 1მლ დღეში 3-ჯერ
სადღეღამისო დოზა ბავშვებისთვის:
1-6 წელი: 3მლ/დღეში
6-12 წელი: 6მლ/დღეში
უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა ფორმულის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
სიფრთხილის ზომები
შეინახეთ ადრეული ასაკის ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.
სურსათის დანამატების მიღება არ ანაცვლებს მრავალფეროვან დაბალანსებულ კვებას და ცხოვრების ჯანსაღ წესს.
შენახვის პირობები
შეინახეთ მშრალ, გრილ, სინათლისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25⁰C ტემპერატურის პირობებში.
გამოშვების ფორმა
500 მლ ორალური ხსნარი ქარვისფერ მინის ბოთლში საზომ ჭიქასთან და ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
მწარმოებელი
HELEX HEALTHCARE Gida İLAÇ Koz. Med. San. Tic. Ltd. Şti., თურქეთი.
დისტრიბუტორი
3D Georgia, საქართველო, თბილისი, ცაგარელის 31.
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი