ბუონავიტ ბეიბი 20მლ ფლ
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ბუონავიტ ბეიბი 20 მლ
Buonavit Baby
მულტივიტამინური კომპლექსი, რომელიც ბავშვს ზრდის პერიოდში უზრუნველყოფს ყველა აუცილებელი ვიტამინებით
შემადგენლობა
ვიტამინები წარმოადგენს ორგანული ნივთიერებების ჯგუფს, რომელთა ყოველდღიური, მცირე დოზებით მიღება საკვებთან ერთად ხდება. ისინი აუცილებელია ორგანიზმის ზრდა-განვითარებისა და სასიცოცხლო ფუნქციების სათანადო შესრულებისთვის. ვიტამინებს გააჩნია სპეციფიკური ფუნქციები და მოქმედებს, როგორც ნივთიერებათა ცვლისთვის აუცილებელი კოენზიმური მოქმედების რეგულატორები.
ვიტამინები უაღრესად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბავშვების ზრდისა და ძვლების განვითარებაში, განსაკუთრებით ადრეული ზრდის ეტაპებზე; მოქმედებს, როგორც მეტაბოლური და ენერგეტიკული პროცესების მოდულატორები, რომლებიც აუცილებელია ძვლის განვითარებისთვის, თავდაცვის სისტემის ფუნქციონირებისათვის. ვიტამინები ორგანიზმს იცავს ოქსიდაციური სტრესისგან, ხელს უწყობს ნერვული და რესპირატორული სისტემის გამართულ ფუნქციონირებას და ხელს უშლის სხვადასხვა გართულებების ჩამოყალიბებას. ადრეული ჩვილობის ასაკში, განსაკუთრებით, ნაჩვენებია ვიტამინები D, E, K, B6, ფოლიუმის მჟავა და A ვიტამინის დანამატების ინტეგრაცია, რაც, როგორც ჩანს, ხელს უშლის ფილტვის გართულებებს.
რეკომენდებული დოზირება
0-1 წლის ასაკი: 0,5 მლ დღეში (40 დღე).
1 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებისთვის: 1მლ დღეში (20 დღე).
პრეპარატის მიღების დროს გამოიყენეთ გრადუირებული საწვეთური, რომელიც თან ახლავს პრეპარტს.
არ შეიცავს გლუტენს, ლაქტოზას, კონსერვანტებს, ხელოვნურ არომატიზატორებს, ხელოვნურ საღებავებს, გმ კომპონენტებს, ალერგენებს.
შენახვის წესი
შეინახეთ გრილ, მშრალ ადგილას, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ოთახის ტემპერატურის პირობებში.
მწარმოებელი
Steve Jones Srl. იტალია.
პარტნიორი საქართველოში
კომპანია Prime Line
ტელ.: 571 43 40 43
599 30 00 25
(0322) 90 08 08.