კაბუნზოლი #30ტ საღ

კაბუნზოლი #30ტ საღ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ინულინი,ბიფიდობაქტ.ლონგუმ,ინფანტის,ბრევე
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 134586
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

კაბუნზოლი®

პოლინმუნ-DC® კომპლექსი

კაბუნზოლი® სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი სპეციალური საკვები დანამატია, რომელიც გამოიყენება დისბიოზთან დაკავშირებული ალერგიული რინიტის დროს.

შემადგენლობა

ლაქტოზა, ბიფიდობაქტერიები, ინულინი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ფორთოხლის არომატიზატორი, ვაშლის მჟავა, ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები, დამატკბობელი სუკრალოზა.

გამოყენება

კაბუნზოლი® შეიცავს პოლინმუნ-DC® კომპლექსს, რომელიც შედგება ინულინისა და სამი სპეციფიური ბიფიდობაქტერიის შტამებისგან. ბიფიდობაქტერიების შტამებს შეუძლია  ადამიანის ნაწლავში რეპლიკაცია და  ნაწლავის ფლორის დარღვეული ბალანსის (დისბიოზის)  აღდგენა ალერგიული რინიტის დროს. პროდუქტის შემადგენელი შტამები B. longum BB536, B. infantis M-63 და B. breve M-16V, რომლებიც სპეციალურად შერჩეულია  ამ კონკრეტული მიზნით გამოყენებისათვის, იმდენად დაბალანსებულია  დოზებით და რაოდენობრივი თანაფარდობით, რომ დადებითად მოქმედებს ნაწლავის ფლორაზე და ალერგიული რინიტის სიმპტომებზე.

ალერგიული რინიტისასუნთქი გზების ლორწოვან გარსთან უცხო ნივთიერებების კონტაქტისას იმუნური სისტემის დაცვის დისბალანსის ნაწილია.  ეს უცხო ნივთიერებები ხშირად თავისთავად უვნებელია, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო, ადამიანთა მზარდი რაოდენობისთვის, ალერგიის გამომწვევ ფაქტორად (ალერგენად) ვითარდება.

ორგანიზმი ალერგენისათვის სპეციფიკურ IgE ანტისხეულებს გამოიმუშავებს.  ამ უცხო ნივთიერებებთან ორგანიზმის განმეორებითი კონტაქტისას კი ანტისხეულები იწვევს მესინჯერი ნივთიერებების გამოყოფას, როგორიცაა ჰისტამინი. შედეგად, ვლინდება ტიპიური ალერგიის სიმპტომები: ხშირი ცემინება,  სურდო, თვალების ქავილი, ლორწოვანი გარსის გაწითლება.

ალერგიული რინიტის ყველაზე გავრცელებული ფორმაა სეზონური ალერგიული რინიტი (თივის ცხელება). თუ ალერგია ვითარდება სეზონზე (სეზონური), ალერგენი, როგორც წესი,  სეზონური მცენარის მტვრის ნაწილაკებია. სახლის მტვერი, ტკიპები, ცხოველის თმა და ობი ხშირად მთელი წლის განმავლობაში არსებულ ალერგიულ რინიტს იწვევს.

ნაწლავის ფლორის ბალანსის მნიშვნელობა

ჩვეულებრივ, ნაწლავის ფლორის სხვადასხვა ბაქტერიულ შტამებს შორის, ბუნებრივი ბალანსი არსებობს, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს საჭმლის ოპტიმალური მონელებისთვის. ნაწლავური ფლორის ბალანსი ასევე მნიშვნელოვანია ნაწლავური ბარიერისთვის, ნაწლავთან ასოცირებული იმუნური სისტემისთვის, რადგან ადამიანის იმუნური უჯრედების 70% ნაწლავში მდებარეობს.  ნაწლავური ფლორა აყალიბებს რთულ, სიმბიოზურ ურთიერთობას იმუნურ სისტემასთან უცხო ნივთიერებებთან მიმართებაში.

კაბუნზოლში შემავალი სამი ბიფიდობაქტერიის შტამი განსაკუთრებით მდგრადია კუჭისა და ნაღვლის მჟავების მიმართ, რაც კუჭ-ნაწლავში გავლისას მათ სიცოცხლისუნარიანობას უზრუნველყოფს. თითოეულ საღეჭ ტაბლეტში უკიდურესად მაღალი სპეციფიკური ბიფიდობაქტერიების შტამების კომბინაციაა, რომელთა რეპროდუცირებადი მიკრობების საერთო რაოდენობა სულ მცირე 5 მილიარდია.

კაბუნზოლ®-ის ბიფიდობაქტერიები მკვიდრდება ნაწლავებში და ამცირებს პათოგენების ზრდას ალერგიული რინიტის დროს.

კაბუნზოლის® ვარგისობა, განსაკუთრებით ალერგიული რინიტის მქონე ბავშვებისთვის, დადასტურდა კლინიკურ კვლევაში.

გამოყენების წესი

ბავშვები 3 წლიდან და მოზრდილები:  ერთი საღეჭი ტაბლეტი დღეში ერთხელ (დილით), ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, უზმოზე. არსებული სიმპტომების ან მტვრის რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში, მიიღეთ ერთი საღეჭი ტაბლეტი დღეში ორჯერ (დილით და საღამოს) კვების წინ, სანამ სიმპტომები არ გაუმჯობესდება.

ორსულობდა ლაქტაცი

არ არსებობს რაიმე დასკვნები, რომლებიც ეწინააღმდეგება კაბუნზოლის® საღეჭი ტაბლეტების მიღებას ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.

ბავშვთა ასაკი

კაბუნზოლი® განკუთვნილია 3 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებისთვის.

შენახვის წესი

შეინახეთ მაცივარში, სინათლისგან დაცულ ადგილას.  გაითვალისწინეთ შეფუთვაზე მითითებული რეკომენდებული გამოყენების ვადა.

გაფრთხილება

საკვები დანამატი გამოიყენეთ მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. პროდუქტი არ წარმოადგენს დაბალანსებული კვების შემცვლელს.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა

30 საღეჭი ტაბლეტი

დისტრიბუცია

დოქტორი კლაუს ფარმა, იაკობსგასე 26

D-72070 ტუბინგენი.

ფოსტა: [email protected]