კლარია 40მგ/მლ 1მლ #12შპრ

კლარია 40მგ/მლ 1მლ #12შპრ

690.00 ლარი
ქვეყანა: ჩილე
მწარმოებელი: Synthon Chile Ltda.
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: გლატირამერის აცეტატი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 134572
გააზიარე:

კლარია 40 მგ/მლ საინექციო ხსნარი წინასწარ შევსებულ შპრიცში

 

1. სამკურნალო საშუალების დასახელება

კლარია 40 მგ/მლ საინექციო ხსნარი წინასწარ შევსებულ შპრიცში

2.    თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

საინექციო ხსნარის 1 წინასწარ შევსებული შპრიცი (1 მლ) შეიცავს 40 მგ გლატირამერის აცეტატს, რომელიც არის 36 მგ გლატირამერის ფუძის ექვივალენტური.

* გლატირამერის აცეტატი არის სინთეზური პოლიპეპტიდების აცეტატური მარილი, რომელიც შეიცავს ოთხ ბუნებრივ ამინომჟავას: L-გლუტამინის მჟავას, L-ალანინს, L-ტიროზინს და L-ლიზინს, საშუალო მოლური ფრაქციით: 0.129-0.153, 0.392-0.462, 0.086-0.100 და 0.300-0.374, შესაბამისად. გლატირამერის აცეტატის საშუალო მოლეკულური წონა მერყეობს 5000-9000 დალტონს შორის. მისი კომპლექსური შემადგენლობის გამო, არც ერთი კონკრეტული პოლიპეპტიდის დახასიათება არ არის შესაძლებელი სრულად, მათ შორის ამინომჟავების თანმიმდევრობის თვალსაზრისით, თუმცა გლატირამერის აცეტატის საბოლოო შემადგენლობა არ არის სრულიად შემთხვევითი.

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი იხ. პარაგრაფში 6.1.

3.    წამლის ფორმა

საინექციო ხსნარი

სუფთა უფერო ან ოდნავ მოყვითალო/მოყავისფრო ხსნარი ხილული ნაწილაკების გარეშე.

საინექციო ხსნარს აქვს pH 5.5 – 7.0, ხოლო ოსმოლარობა დაახლოებით 300 მოსმოლ/ლ.

4.    კლინიკური მახასიათებლები

4.1. თერაპიული ჩვენებები

გლატირამერის აცეტატი ნაჩვენებია გაფანტული სკლეროზის (MS) მორეციდივე ფორმების სამკურნალოდ (იხ. პარაგრაფი 5.1 მნიშვნელოვანი ინფორმაციისთვის იმ პოპულაციის შესახებ, რომლისთვისაც ეფექტურობა დადგენილია).

გლატირამერის აცეტატი არ არის ნაჩვენები პირველადი ან მეორადი პროგრესირებადი გაფანტული სკლეროზის დროს.

4.2  დოზირება და მიღების წესი

გლატირამერის აცეტატით მკურნალობა უნდა დაიწყოს გაფანტული სკლეროზის მკურნალობაში გამოცდილების მქონე ნევროლოგის ან ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

დოზირება

რეკომენდებული დოზა მოზრდილებისთვის არის 40 მგ გლატირამერის აცეტატი (ერთი წინასწარ შევსებული კალამი) კანქვეშა ინექციით კვირაში სამჯერ, მინიმუმ 48 საათიანი ინტერვალით.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანს უნდა უნდა გაგრძელდეს პაციენტების მკურნალობა.

ხანგრძლივი მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მკურნალმა ექიმმა ინდივიდუალური პაციენტის საფუძველზე.

ბავშვთა ასაკი

გლატირამერის აცეტატის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებსა და მოზარდებში დადგენილი არ არის.

არ არის საკმარისი ინფორმაცია 40 მგ/მლ გლატირამერის აცეტატის კვირაში სამჯერ გამოყენების შესახებ რეკომენდაციების გასაცემად ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში. ამიტომ, გლატირამერის აცეტატი 40 მგ/მლ კვირაში სამჯერ არ უნდა იქნას გამოყენებული ამ ასაკში.

სპეციალური პოპულაციები

ხანდაზმულები

გლატირამერის აცეტატი არ არის  შესწავლილი კონკრეტულად ხანდაზმულ პაციენტებში.

თირკმლის უკმარისობა

გლატირამერის აცეტატი არ არის  შესწავლილი თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში (იხ. პარაგრაფი 4.4).

გამოყენების წესი

გლატირამერის აცეტატი განკუთვნილია კანქვეშა გამოყენებისთვის.

პაციენტებმა უნდა ივარჯიშონ თვითინექციების ტექნიკებში და უნდა იყვნენ ჯანდაცვის მუშაკების მეთვალყურეობის ქვეშ პირველი თვითინექციების დროს და მომდევნო 30 წუთის განმავლობაში.

თითოეული ინექციისთვის უნდა შეირჩეს განსხვავებული ზონა. ამგვარად შემცირდება ნებისმიერი გაღიზიანების ან ტკივილის ალათობა ინექციის ადგილას. საინექციო ადგილებია: მუცელი, მკლავები, თეძოები და ბარძაყები.

წინასწარ შევსებული შპრიცის მოწყობილობის გამოყენება დასაშვებია, თუ პაციენტებს სურთ ინექციის გაკეთება საინექციო მოწყობილობით. წინასწარ შევსებული შპრიცის მოწყობილობით შესაძლებელია პაციენტმა თვითონ გაიკეთოს ინექცია. წინასწარ შევსებული შპრიცის მოწყობილობა უნდა იქნას გამოყენებული რეკომენდაციის მიხედვით, რომელიც მოცემულია მოწყობილობის მწარმოებლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

4.3. უკუჩვენებები

გლატირამერის აცეტატი უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:

  • მომატებული მგრძნობელობა გლატირამერის აცეტატის ან ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების  მიმართ, რომელიც ჩამოთვლილია 6.1 პარაგრაფში.

4.4. განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

გლატირამერის აცეტატი შეყვანის ერთადერთი გზა კანქვეშა შეყვანა. არ შეიძლება გლატირამერის აცეტატი ინტრავენური ან ინტრამუსკულარული შეყვანა.

მკურნალმა ექიმმა უნდა გააფრთხილოს პაციენტი, რომ გლატირამერის აცეტატის ინექციიდან რამდენიმე წუთში შეიძლება განვითარდეს ისეთი რეაქცია, როგორიცაა: ვაზოდილატაცია (სისხლის მოწოლა), ტკივილი გულმკერდის არეში, ქოშინი, პალპიტაცია ან ტაქიკარდია (იხ. პარაგრაფი  4.8). ამ სიმპტომების უმეტესობა ხანმოკლეა და თავისით ქრება ყოველგვარი დაზიანების გარეშე. მძიმე გვერდითი მოვლენების აღნიშვნის შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს გლატირამერის აცეტატით მკურნალობა და მიმართოს მის ექიმს ან მიმართოს სასწრაფო დახმარების ექიმს. ექიმის შეფასებით ტარდება სიმპტომური მკურნალობა.

არ არსებობს მტკიცებულება ასეთი რეაქციების განსაკუთრებული რისკის მქონე პაციენტების ჯგუფების არსებობის შესახებ. თუმცა, სიფრთხილეა საჭირო გლატირამერის აცეტატის გამოყენებისას პაციენტებში, რომლებსაც მანამდე ჰქონდათ გულის დაავადებები. ასეთი პაციენტები რეგულარულად უნდა იყვნენ მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობის განმავლობაში.

იშვიათად აღინიშნა კრუნჩხვები და/ან ანაფილაქტოიდური ან ალერგიული რეაქციები. მომატებული მგრძნობელობის სერიოზული რეაქციები (მაგ. ბრონქოსპაზმი, ანაფილაქსია, ჭინჭრის ციება) იშვიათად აღინიშნება. თუ რეაქციები მძიმეა, უნდა დაინიშნოს შესაბამისი თერაპია და შეწყდეს გლატირამერის აცეტატის გამოყენება.

გლატირამერის აცეტატის რეაქტიული ანტისხეულები გამოვლინდა პაციენტების შრატში, რომლებიც ყოველდღიურად ქრონიკულად მკურნალობედნენ გლატირამერის აცეტატით. მაქსიმალური დონეები აღინიშნება საშუალოდ 3-4 თვიანი მკურნალობის შემდეგ, რის შემდეგაც  შემცირდა და დასტაბილურდა საბაზისო მნიშვნელობაზე ოდნავ მაღლა.

არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ გლატირამერის აცეტატის რეაქტიული ანტისხეულები ანეიტრალებენ ან მათი წარმოქმნა გავლენას ახდენს გლატირამერის აცეტატის კლინიკურ ეფექტურობაზე.

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში საჭიროა თირკმელების ფუნქციის მონიტორინგი გლატირამერის აცეტატით თერაპიის დროს. არ არსებობს ინფორმაცია, რომ პაციენტებში იმუნური კომპლექსები გროვდება გლომერულებში, მაგრამ ეს შესაძლებლობა გამორიცხული არ არის.

აღინიშნა ღვიძლის სერიოზული დაზიანების იშვიათი შემთხვევები (მათ შორის ჰეპატიტი სიყვითლით, ღვიძლის უკმარისობა და ღვიძლის ტრანსპლანტაცია ცალკეულ შემთხვევებში). ღვიძლის დაზიანება აღინიშნა გლატირამერის აცეტატით მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღის ან წლის  შემდეგ. ღვიძლის მძიმე დაზიანების შემთხვევების უმეტესობა ქრება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. ზოგიერთ შემთხვევაში, ეს რეაქციები განვითარდა ალკოჰოლის გადაჭარბებული მოხმარების, ანამნეზში არსებული ან მიმდინარე ღვიძლის დაზიანების დროს და სხვა პოტენციურად ჰეპატოტოქსიური მედიკამენტების გამოყენებისას. პაციენტები უნდა იყვნენ რეგულარული დაკვირვების ქვეშ ღვიძლის დაზიანების ნიშნების გამოსავლენას და უნდა იცოდნენ, რომ ღვიძლის დაზიანების სიმპტომების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ სამედიცინო დახმარებას. ღვიძლის კლინიკურად მნიშვნელოვანი დაზიანების შემთხვევაში განიხილება გლატირამერის აცეტატის მიღების შეწყვეტა.

4.5.    ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

ურთიერთქმედება გლატირამერის აცეტატსა და სხვა პრეპარატებს შორის სრულად არ არის შეფასებული.

არ არსებობს მონაცემები ინტერფერონ-ბეტასთან ურთიერთქმედების შესახებ.

ინექციის ადგილზე რეაქციების გაზრდილი სიხშირე დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ გლატირამერის აცეტატს კორტიკოსტეროიდებთან ერთად.

In vitro კვლევებმა აჩვენა, რომ სისხლში გლატირამერის აცეტატი კარგად უკავშირდება პლაზმურ ცილებს. თუმცა, გლატირამერის აცეტატი არ აცალკევებს ფენიტოინს ან კარბამაზეპინს პლაზმური ცილებისგან და არც თვითონ გამოიყოფა პლაზმური ცილებისგან ფენიტოინისა ან კარბამაზეპინის საშუალებით. მიუხედავად ამისა, ვინაიდან გლატირამერის აცეტატს თეორიულად აქვს პოტენციალი ზეგავლენა იქონიოს ცილებთან შეკავშირებული ნივთიერებების განაწილებაზე, ასეთ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას საჭიროა პაციენტებზე საგულდაგულო დაკვირვება.

4.6.      ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიკურობა (იხ. პარაგრაფი 5.3).

ორსულ ქალებში 20 მგ/მლ გლატირამერის აცეტატის გამოყენების შესახებ არსებულ მონაცემებში არ აღინიშნება რაიმე მანკების ან ნაყოფის/ახალშობილთა ტოქსიკურობის მტკიცებულება. მონაცემები 40 მგ/მლ გლატირამერის აცეტატის გამოყენების შესახებ შეესაბამება ამ დასკვნებს. დღეისათვის არ არსებობს მნიშვნელოვანი ეპიდემიოლოგიური მონაცემები. როგორც პრევენციული ღონისძიება, სასურველია თავიდან იქნას აცილებული გლატირამერის აცეტატის  გამოყენება ორსულობის დროს, თუ დედისთვის სარგებელი არ აღემატება რისკს ნაყოფისთვის.

ძუძუთი კვება

უცნობია გამოიყოფა თუ არა გლატირამერის აცეტატი ან მისი მეტაბოლიტები ადამიანის რძეში. ვირთაგვებში, შთამომავლობაზე მნიშვნელოვანი ზემოქმედება არ დაფიქსირებულა, გარდა სხეულის წონის მატების უმნიშვნელო შემცირებისა, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიმღები დედების შთამომავლებში (იხ. პარაგრაფი 5.3).

არ არის გამორიცხული რისკი ახალშობილებისთვის/ჩვილებისთვის. უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილება ბავშვის ძუძუთი კვების სარგებელთან და დედის მკურნალობის სარგებელთან დაკავშირებით - უნდა მოხდეს ძუძუთი კვების შეწყვეტა თუ გლატირამერის აცეტატით მკურნალობის შეწყვეტა/შეჩერება.

4.7.      ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე

არ ჩატარებულა კვლევები ზემოქმედების შესახებ სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

4.8.      გვერდითი მოვლენები

გლატირამერის აცეტატის უსაფრთხოების მონაცემების უმეტესობა დაგროვდა 20 მგ/მლ  გლატირამერის აცეტატის გამოყენებით, რომელის შეყვანა ხდებოდა კანქვეშა ინექციის სახით დღეში ერთხელ. ამ პარაგრაფში წარმოდგენილი უსაფრთხოების მონაცემები შეგროვებულია ოთხი პლაცებო-კონტროლირებადი კვლევიდან, სადაც გლატირამერის აცეტატი მიიღებოდა 20 მგ/მლ  დოზით დღეში ერთხელ და ერთი პლაცებო კონტროლირებადი კვლევიდან, სადაც  გლატირამერის აცეტატი მიიღებოდა 40 მგ/მლ დოზით კვირაში სამჯერ.

არ მომხდარა უსაფრთხოების პირდაპირი შედარება გლატირამერის აცეტატი 20 მგ/მლ-ს (დღიურად მიღებული) და 40 მგ/მლ-ს (კვირაში სამჯერ) შორის ერთადაიმავე კვლევაში.

გლატირამერის აცეტატი 20 მგ/მლ (შეყვანილი დღეში ერთხელ)

გლატირამერის აცეტატის 20 მგ/მლ-ით ჩატარებულ ყველა კლინიკურ კვლევაში, ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენა იყო რეაქციები ინექციის ადგილზე, რაც დაფიქსირდა იმ პაციენტების უმეტესობაში, რომლებიც იღებდნენ გლატირამერის აცეტატს. კონტროლირებად კვლევებში, პაციენტების წილი, რომლებსაც ერთხელ მაინც გამოუვლინდათ რეაქცია, უფრო მეტი იყო გლატირამერის აცეტატის  20 მგ/მლ-ით (70%) მკურნალობისას, ვიდრე პლაცებოს ინექციისას (37%). ინექციის ადგილზე ყველაზე გავრცელებული რეაქციებია (რომლებიც უფრო ხშირად აღინიშნებოდა გლატირამერის აცეტატის 20 მგ/მლ-ის მიმღებ პაციენტებში პლაცებოთი ნამკურნალებ პაციენტებთან შედარებით): ერითემა, ტკივილი, მასის ფორმირება, ძლიერი ქავილი, შეშუპება, ანთება და მომატებული მგრძნობელობა.

რეაქცია, რომელიც დაკავშირებულია ქვემოთ ჩამოთვლილთაგან მინიმუმ ერთ ან მეტ სიმპტომთან, განისაზღვრება, როგორც დაუყოვნებლივი ინექციის შემდგომი რეაქცია: ვაზოდილატაცია, გულმკერდის ტკივილი, ქოშინი, პალპიტაცია ან ტაქიკარდია. ეს რეაქცია შეიძლება გამოვლინდეს გლატირამერის აცეტატის ინექციიდან რამდენიმე წუთში. დაუყოვნებლივი ინექციის შემდგომი რეაქციის  მინიმუმ ერთი კომპონენტი დაფიქსირდა 20 მგ/მლ გლატირამერის აცეტატის მომხმარებელთა 31%-ში სულ მცირე ერთხელ მაინც, ხოლო პლაცებოს მიმღებ პაციენტებში ეს მონაცემი შეადგენდა 13%-ს.

კლინიკური კვლევებიდან და პოსტმარკეტინგული გამოცდილებიდან გამოვლენილი გვერდითი მოვლენები წარმოდგენილია ქვემოთ მოცემულ ცხრილში. ეს მონაცემები არის ოთხი ცენტრალური, ორმაგი-ბრმა, პლაცებო-კონტროლირებადი კლინიკური კვლევიდან, რომელშიც 512 პაციენტი მკურნალობდა გლატირამერის აცეტატის 20 მგ/მლ-ით, ხოლო 509 პაციენტი მკურნალობდა პლაცებოთი 36 თვემდე. მორეციდივე-რემიტირებადი გაფანტული სკლეროზის (RRMS) სამი კვლევა  მოიცავდა 269 პაციენტს, რომლებიც მკურნალობდნენ გლატირამერის აცეტატის 20 მგ/მლ-ით და 271 პაციენტს, რომლებიც მკურნალობდნენ პლაცებოთი 35 თვემდე. მეოთხე კვლევა ჩატარდა პაციენტებში, რომლებსაც ჰქონდათ პირველი კლინიკური ეპიზოდი და დადგინდა, რომ იმყოფებოდნენ კლინიკურად განსაზღვრული გაფანტული სკლეროზის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ. აღნიშნული კვლევა მოიცავდა 243 პაციენტს, რომლებიც მკურნალობდნენ გლატირამერის აცეტატის 20 მგ/მლ-ით და 238 პაციენტს, რომლებიც მკურნალობდნენ პლაცებოთი 36 თვემდე.

სისტემურ-ორგანული კლასი

ძალიან ხშირი 

(≥1/10)

ხშირი

(≥1/100 - <1/10)

არახშირი

(≥1/1000 - <1/100)

იშვიათი

(≥1/10000 - <1/1000)

„უცნობი“ (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით)

ინფექციები და ინვაზიები

ინფექცია, გრიპი

ბრონქიტი, გასტროენტერიტი, მარტივი ჰერპესი, შუა ოტიტი, რინიტი, კბილის აბსცესი, ვაგინალური კანდიდოზი*

აბსცესი, ცელულიტი, ფურუნკული, სარტყლისებრი ლიქენი, პიელონეფრიტი

 

 

კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები (მათ შორის კისტები და პოლიპები)

 

კანის კეთილთვისებიანი ნეოპლაზმა, ნეოპლაზმა

კანის სიმსივნე

 

 

დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ

 

ლიმფადენოპათია *

ლეიკოციტოზი, ლეიკოპენია, სპლენომეგალია, თრომბოციტოპენია, ლიმფოციტების პათოლოგიური მორფოლოგია

 

 

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

 

მომატებული მგრძნობელობა

 

 

 

ენდოკრინული დარღვევები

 

 

ჩიყვი, ჰიპერთირეოზი

 

 

დარღვევები ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ

 

ანორექსია, წონის მომატება*

ალკოჰოლის აუტანლობა, პოდაგრა, ჰიპერლიპიდემია, სისხლში ნატრიუმის დონის მომატება, შრატისმიერი ფერიტინის შემცირება

 

 

ფსიქიკური დარღვევები

 

შფოთვა*, დეპრესია

ნერვოზულობა

პათოლოგიური სიზმრები, დაბნეული მდგომარეობა, ეიფორიული განწყობა, ჰალუცინაციები, მტრული დამოკიდებულება, მანია, პიროვნული აშლილობა, თვითმკვლელობის მცდელობა

 

 

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

 

თავის ტკივილი

დისგევზია, ჰიპერტონია, შაკიკი, მეტყველების დარღვევა, სინკოპე, ტრემორი*

კარპალური გვირაბის სინდრომი, კოგნიტური დარღვევები, კრუნჩხვები, დისგრაფია, დისლექსია, დისტონია, მოტორული დისფუნქცია, მიოკლონუსი, ნევრიტი, ნერვ-კუნთოვანი ბლოკადა, ნისტაგმი, დამბლა, მცირე წვივის ნერვის დამბლა, სტუპორი, მხედველობის ველის დეფექტი

 

 

დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრივ

 

დიპლოპია, დარღვევები თვალის მხრივ*

კატარაქტა, რქოვანას დაზიანება, თვალის სიმშრალე, თვალიდან სისხლდენა, ქუთუთოების ფტოზი, მიდრიაზი, ოპტიკური ატროფია

 

 

დარღვევები ყურის და შიდა ყურის მხრივ

 

დარღვევები ყურის მხრივ

 

 

 

დარღვევები გულის მხრივ

 

 

პალპიტაცია*, ტაქიკარდია *

ექსტრასისტოლები, სინუსური ბრადიკარდია, პროქსიმალური ტაქიკარდია

 

 

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ

ვაზოდილატაცია*

 

ვარიკოზული ვენა

 

 

დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულ-მკერდის ორგანოების და შუასაყრის მხრივ

დისპნოე*

ხველა, სეზონური რინიტი

აპნოე, ეპისტაქსია, ჰიპერვენტილაცია, ლარინგოსპაზმი, დარღვევაფილტვის მხრივ, ხრჩობის შეგრძნება

 

 

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

გულისრევა*

ანორექტალური აშლილობა, ყაბზობა, კბილის კარიესი, დისპეფსია, დისფაგია, კუჭუს მოქმედების შეუკავებლობა, ღებინება*

კოლიტი, მსხვილი ნაწლავის პოლიპი, ენტეროკოლიტი, ბოყინი, საყლაპავის წყლული, პერიოდონტიტი, სწორი ნაწლავიდან სისხლდენა, სანერწყვე ჯირკვლის გადიდება

 

 

დარღვევები ღვიძლის და ნაღვლის გამომყოფი გზების მხრივ

 

პათოლოგიური ღვიძლის ფუნქციური სინჯები

ქოლელითიაზი, ჰეპატომეგალია,

ტოქსიკური ჰეპატიტი, ღვიძლის დაზიანება,

ღვიძლის უკმარისობა**

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

გამონაყარი*

ეკხიმოზი, ჰიპერჰიდროზი, ქავილი, კანისმიერი დარღვევა*, ჭინჭრის ცეიბა

ანგიონევროზული შეშუპება, კონტაქტური დერმატიტი, კვანძოვანი ერითემა, კანისმიერი კვანძი

 

 

დარღვევები საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ

ართრალგია, ზურგის ტკივილი*

კისრის ტკივილი

ართრიტი, ბურსიტი, გვერდების ტკივილი, კუნთების ატროფია, ოსტეოართრიტი

 

 

დარღვევები თირკმლის და შარდგამომყოფი გზების მხრივ

 

შარდის შეუკავებლობა, პოლაკიურია, შარდის შეკავება

ჰემატურია, ნეფროლითიაზი, დარღვევა საშარდე გზების მხრივ, შარდვის პათოლოგია

 

 

დარღვევები რეპროდუქციული ორგანოების და სარძევე ჯირკვლების მხრივ

 

 

მკერდის სისავსე, ერექციული დისფუნქცია, მენჯის პროლაფსი, პრიაპიზმი, დარღვევები პროსტატის მხრივ, საშვილოსნოს ყელის ნაცხის პათოლოგია, დარღვევები სათესლე ჯირკვლის მხრივ, ვაგინალური სისხლდენა, ვულვოვაგინალური დისკომფორტი

 

 

დარღვევები რეპროდუქციული ორგანოების და სარძევე ჯირკვლების მხრივ

 

 

მკერდის სისავსე, ერექციული დისფუნქცია, მენჯის პროლაფსი, პრიაპიზმი, დარღვევები პროსტატის მხრივ, საშვილოსნოს ყელის ნაცხის პათოლოგია, დარღვევები სათესლე ჯირკვლის მხრივ, ვაგინალური სისხლდენა, ვულვოვაგინალური დისკომფორტი

 

 

ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას

ასთენია, ტკივილი გულმკერდის არეში*, რეაქციები ინექციის ადგილზე*§, ტკივილი*

შემცივნება*, სახის შეშუპება*, ატროფია ინექციის ადგილზე, ადგილობრივი რეაქცია*, პერიფერიული შეშუპება*, შეშუპება, პირექსია

კისტა, ნაბახუსევი მდგომარეობა, ჰიპოთერმია, დაუყოვნებელი ინექციის შემდგომი რეაქცია, ანთება,  ნეკროზი ინექციის ადგილზე, დარღვევა ლორწოვანი გარსის მხრივ

 

 

დაზიანება, მოწამვლა, პროცედურული გართულებები

 

 

ვაქცინაციის შემდგომი სინდრომი

 

 

*: პაციენტების 2%-ზე მეტი (>2/100), გლატირამერის აცეტატის სამკურნალო ჯგუფში პლაცებოს ჯგუფთან შედარებით. გვერდითი მოვლენები * სიმბოლოს გარეშე მიუთითებს განსხვავებაზე, რომელიც 2%-ზე ნაკლებია ან მისი ტოლია.

** რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა ღვიძლის ტრანსპლანტაციით.

§: ტერმინი „რეაქციები ინექციის ადგილზე“ (სხვადასხვა ვარიანტები) მოიცავს ყველა გვერდით მოვლენას, რომელიც აღინიშნება ინექციის ადგილზე, გარდა ატროფიისა ინექციის ადგილზე და ნეკროზისა ინექციის ადგილზე, რომლებიც ცალკეა ჩამოთვლილი ცხრილში.

#: მოიცავს ტერმინებს, რომლებიც დაკავშირებულია ინექციის ადგილზე ლოკალიზებულ ლიპოატროფიასთან.

ზემოთ მოყვანილ მეოთხე კვლევაში, ღია-ეტიკეტური მკურნალობის ფაზა ჩატარდა პლაცებო-კონტროლირებადი კვლევის შემდეგ. გლატირამერის აცეტატის 20 მგ/მლ-ის ცნობილი რისკის პროფილის ცვლილება არ დაფიქსირებულა ღია-ეტიკეტური დაკვირვების პერიოდში 5 წლამდე.

იშვიათი (≥1/10.000 - <1/1.000) მონაცემები ანაფილაქტოიდური რეაქციების შესახებ შეგროვდა გაფანტული სკრელოზის მქონე პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ გლატირამერის აცეტატით უკონტროლო კლინიკურ კვლევებში და პოსტმარკეტინგული გამოცდილების დროს.

გლატირამერის აცეტატი 40 მგ/მლ (შეყვანილი კვირაში სამჯერ)

გლატირამერის აცეტატის 40 მგ/მლ-ის უსაფრთხოება შეფასდა ორმაგი-ბრმა, პლაცებო-კონტროლირებადი კლინიკური კვლევის საფუძველზე მორეციდივე-რემიტირებადი გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებში, რომელთაგან 943 პაციენტი მკურნალობდა 40 მგ/მლ გლატირამერის აცეტატით კვირაში სამჯერ, ხოლო 461 პაციენტი - პლაცებოთი 12 თვის განმავლობაში.

ზოგადად, წამლისმიერი გვერდითი მოვლენები, რომლებიც გამოვლინდა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ გლატირამერის აცეტატის 40 მგ/მლ-ით კვირაში სამჯერ, ამჟამად ცნობილია და მარკირებულია ისე, როგორც 20 მგ/მლ გლატირამერის აცეტატის დღეში ერთხელ გვერდითი მოვლენებისთივს. კერძოდ, გვერდითი მოვლენები ინექციის ადგილზე (ISR) და დაუყოვნებლივი ინექციის შემდგომი რეაქცია (IPIR) ნაკლებად ხშირად აღინიშნა გლატირამერის აცეტატის 40 მგ/მლ-ით კვირაში სამჯერ გამოყენებისას, ვიდრე გლატირამერის აცეტატის 20 მგ/მლ-ით ყოველდღიურად შეყვანისას (ISR-სთვის: 70 % და 35.5% და IPIR-ისთვის: 31% და 7.8%, შესაბამისად).

რეაქციები ინექციის ადგილზე დაფიქსირდა პაციენტების 36%-ში, რომლებიც იღებდნენ გლატირამერის აცეტატს 40 მგ/მლ-ით და პაციენტების 5%-ში, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს. დაუყოვნებლივი ინექციის შემდგომი რეაქციები დაფიქსირდა პაციენტების 8%-ში, რომლებიც იღებდნენ გლატირამერის აცეტატს 40 მგ/მლ-ით  და პაციენტების 2%-ში, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს.

დაფიქსირდა რამდენიმე სპეციფიკური გვერდითი მოვლენა:

  • უკონტროლო კლინიკურ კვლევებში და პოსტმარკეტინგულ გამოცდილებაში იშვიათად დაფიქსირდა (≥1/10.000, <1/1.000) ანაფილაქსიური რეაქცია გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ გლატირამერის აცეტატის 20 მგ/მლ დოზით. აღნიშნული გვერდითი მოვლენა აღინიშნა იმ პაციენტების 0.3%-ში, რომლებიც იღებენ გლატირამერის აცეტატს 40 მგ/მლ დოზით (არახშირი: ≥ 1/1000 - <1/100);
  • არ გამოვლენილა ნეკროზი ინექციის ადგილზე;
  • კანისმიერი ერითემა და კიდურების ტკივილი, რომლებიც არ იყო მოცემული 20 მგ/მლ გლატირამერის აცეტატის ეტიკეტის ინფორმაციაში, აღინიშნა იმ პაციენტების 2.1%-ში (თითოეულში), რომლებიც იღებდნენ გლატირამერის აცეტატს 40 მგ/მლ დოზით (არახშირი: ≥ 1/1000 - <1/100);
  • 40 მგ/მლ გლატირამერის აცეტატის გამოყენებისას დაფიქსირდა პრეპარატით გამოწვეული ღვიძლის დაზიანება და ტოქსიკური ჰეპატიტი (არახშირი: ≥1/1000-დან <1/100-მდე), რომელთაგან თითოეული აღინიშნა ერთ პაციენტში (0.1%).

 

შეტყობინება საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ

საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება მნიშვნელოვანია პრეპარატის ავტორიზაციის შემდეგ. ის საშუალებას იძლევა გაგრძელდეს სამკურნალო საშუალების სარგებელი/რისკის თანაფარდობის მონიტორინგი. ჯანდაცვის მუშკებმა უნდა შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი მოვლენის შესახებ ეროვნული შეტყობინების სისტემის მეშვეობით, რომელიც მოცემულია V დანართში.

4.9.   დოზის გადაჭარბება

სიმპტომები

დაფიქსირდა გლატირამერის აცეტატით დოზის გადაჭარბების რამდენიმე შემთხვევა (300 მგ-მდე/დღეში). ეს შემთხვევები არ იყო დაკავშირებული რაიმე გვერდით მოვლენასთან, რომელიც განსხვავებული იქნებოდა ზემოთ აღნიშნულისაგან (იხ. პარაგრაფი 4.8).

მართვა

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში საჭიროა პაციენტების მონიტორინგი და შესაბამისი სიმპტომური და დამხმარე მკურნალობა.

5.     ფარმაკოლოგიური თვისებები

5.3. ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: იმუნომოდულატორული საშუალებები, სხვა იმუნოსტიმულატორები

ათქ კოდი: L03AX13

მოქმედების მექანიზმი

მექანიზმი, რომელთა საშუალებითაც გლატირამერის აცეტატი ავლენს თავის თერაპიულ ეფექტს გაფანტული სკლეროზის მორეციდივე ფორმების დროს, ბოლომდე არ არის განსაზღვრული, მაგრამ, სავარაუდოდ, იგი მოიცავს იმუნური პროცესების მოდულაციას. ცხოველებსა და გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ გლატირამერის აცეტატი გავლენას ახდენს თანდაყოლილ იმუნურ უჯრედებზე, მათ შორის მონოციტებზე, დენდრიტულ უჯრედებსა და B უჯრედებზე, რომელიც თავის მხრივ ამოდულირებს B და T უჯრედების ადაპტაციურ ფუნქციებს, იწვევს რა ანთების საწინააღმდეგო და მარეგულირებელი ციტოკინების სეკრეციას. უცნობია გამოწვეულია თუ არა თერაპიული მოქმედება ზემოთ აღწერილი უჯრედული ეფექტებით, რადგან გაფანტული სკლეროზის პათოფიზიოლოგია მხოლოდ ნაწილობრივ არის შესწავლილი.

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

მორეციდივე-რემიტირებადი გაფანტული სკლეროზი (RRMS)

მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს გლატირამერის აცეტატის 40 მგ/მლ ინექციის (კანქვეშ შეყვანისას კვირაში სამჯერ) ეფექტურობას  რეციდივის სიხშირის შესამცირებლად, მიღებულია 12-თვიანი პლაცებო-კონტროლირებადი კვლევიდან.

ცენტრალურ კლინიკურ კვლევაში მორეციდივე-რემიტირებადი გაფანტული სკლეროზი ხასიათდებოდა  მინიმუმ ერთი დოკუმენტირებული რეციდივით ბოლო 12 თვის განმავლობაში ან მინიმუმ ორი დოკუმენტირებული რეციდივით ბოლო 24 თვეში, ან ერთი დოკუმენტირებული რეციდივით ბოლო 12და 24 თვის განმავლობაში მინიმუმ ერთი დოკუმენტირებული T1-გადოლინიუმის გამაძლიერებელი დაზიანებით მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაზე, რომელიც  გაკეთდა ბოლო 12 თვის განმავლობაში.

კვლევის პირველადი შედეგი იყო დადასტურებული რეციდივების საერთო რაოდენობა. მეორადი იყო მრტ-ის შედეგები, რომელიც მოიცავდა ახალი/გაფართოებული T2 დაზიანებების კუმულატიურ საერთო რაოდენობას და გაძლიერებული დაზიანებების კუმულატიურ რაოდენობას T1-შეწონილ სურათებზე, რომელთაგან ორივე გაზომილი იყო  6 და 12 თვის შემდეგ.

საერთო ჯამში 1404 პაციენტი რანდომიზირდა 2:1 თანაფარდობით 40 მგ/მლ გლატირამერის აცეტატის (n=943) ან პლაცებოს (n=461) მიმღებ ჯგუფებში. ორივე სამკურნალო ჯგუფი მსგავსი იყო საწყისი დემოგრაფიული მონაცემებით, გაფანტული სკლეროზის დაავადების მახასიათებლებით  და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის (მრტ) პარამეტრებით. პაციენტებს აღენიშნებოდათ საშუალოდ 2 რეციდივი, სკრინინგამდე ორი წლის განმავლობაში.

პლაცებოს მიმღებ ჯგუფთან შედარებით, პაციენტებს, რომლებიც მკურნალობდნენ გლატირამერის აცეტატის 40 მგ/მლ-ით კვირაში სამჯერ, ჰქონდათ მნიშვნელოვანი და სტატისტიკურად მნიშვნელოვანი შემცირება პირველადი და მეორადი შედეგების მიხედვით, რაც შეესაბამება გლატირამერის აცეტატის 20 მგ/მლ-ის ყოველდღიურად გამოყენების ეფექტს.

ქვემოთ მოცემული ცხრილი გვიჩვენებს პირველადი და მეორადი შედეგების მნიშვნელობებს მკურნალობის განზრახვის მქონე პოპულაციისთვის:

 

შედეგის გაზომვა

დაკორექტირებული საშუალო შეფასებები

P- მნიშვნელობა

გლატირამერის აცეტატი (40 მგ/მლ) (N=943)

პლაცებო

(N=461)

რეციდივის წლიური მაჩვენებელი (ARR)

0.331

0.505

P<0.0001

აბსოლუტური რისკების თანაფარდობა* (95% ნდობის ინტერვალი)

-0.174 [-0.2841-დან -0.0639-მდე]

ახალი/გაფართოებული T2 დაზიანებების კუმულაციური რაოდენობა 6 და 12 თვის შემდეგ

3.650

5.592

p<0.0001

შანსების თანაფარდობა** (95% ნდობის ინტერვალი)

0.653 [0.546-დან 0.780-მდე]

გაფართოებული დაზიანებების კუმულაციური რაოდენობა T1-შეწონილ გამოსახულებებზე 6 და 12 თვის შემდეგ

0.905

1.639

p<0.0001

შანსების თანაფარდობა** (95% ნდობის ინტერვალი)

0.552 [0.436-დან 0.699-მდე]

*აბსოლუტური რისკების თანაფარდობა განისაზღვრება, როგორც სხვაობა გლატირამერის აცეტატის 40 მგ  დოზის (კვირაში სამჯერ) დაკორექტირებულ ARR-სა და პლაცებოს დაკორექტირებულ საშუალო ARR-ს შორის.

** შანსების თანაფარდობა განისაზღვრება, როგორც სხვაობა გლირამერის აცეტატის 40 მგ  დოზის (კვირაში სამჯერ) და პლაცებოს დაკორექტირებულ საშუალო მაჩვენებლებს შორის.

იმავე კვლევაში არ განხორციელებულა ეფექტურობისა და უსაფრთხოების პირდაპირი შედარება გლატირამერის აცეტატის 20 მგ/მლ-სა (მიღებული ყოველდღიურად) და 40 მგ/მლ-ს (შეყვანილი კვირაში სამჯერ) შორის.

გლატირამერის აცეტატი 40 მგ/მლ: 3-თვიანი დადასტურებული ინვალიდობის პროგრესირების (CDP) მქონე პაციენტების პროპორცია წარმოადგენდა 12-თვიანი პლაცებო-კონტროლირებადი კვლევის (GALA) საძიებო საბოლოო წერტილს. პაციენტების 3%-ს და 3.5%-ს, რომლებიც მკურნალობდნენ პლაცებოთი და გლატირამერის აცეტატით, შესაბამისად, განუვითარდათ 3 თვიანი დადასტურებული ინვალიდობის პროგრესირება (შანსების თანაფარდობა, OR [95% CI]: 1.182 [0.661, 2.117] (p= 0.5726)). დრო 6 თვემდე დადასტურებული ინვალიდობის პროგრესირებამდე, კვლევის ღია-ეტიკეტური გაგრძელების პერიოდის ჩათვლით (7 წლამდე), წარმოადგენდა საძიებო საბოლოო წერტილს. საფრთხის კოეფიციენტი (HR) კოჰორტისთვის მკურნალობის განზრახვით [95% CI], რომელიც ადარებდა გლატირამერის აცეტატის ადრეული დაწყების ჯგუფს დაგვიანებული დაწყების ჯგუფთან, იყო 0.892 [0.688, 1.157] (p = 0.3898).

არ არსებობს მტკიცებულება გლატირამერის აცეტატის გამოყენების შესახებ პირველადი ან მეორადი პროგრესირებადი დაავადების მქონე პაციენტებში.

Klarya არის ჰიბრიდული სამკურნალო საშუალება. დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია MRI პროდუქტის ინდექსზე; http://mri.medagencies.org/Human/.

5.2 ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები

პაციენტებში ფარმაკოკინეტიკური კვლევები არ ჩატარებულა. In vitro და ჯანმრთელი მოხალისეებისგან მიღებული შეზღუდული მონაცემები მიუთითებს, რომ გლატირამერის აცეტატის კანქვეშა შეყვანისას აქტიური ნივთიერება ადვილად შეიწოვება და დოზის უმეტესი ნაწილი სწრაფად იშლება მცირე ნაწილაკებად კანქვეშა ქსოვილებში.

5.3 უსაფრთხოების პრეკლინიკური მონაცემები

ფარმაკოლოგიური უსაფრთხოების, განმეორებითი დოზის ტოქსიკურობის, რეპროდუქციული ტოქსიკურობის, გენოტოქსიურობის ან კანცეროგენურობის კვლევებზე დაფუძნებული არაკლინიკური მონაცემები არ აჩვენებს განსაკუთრებულ რისკებს ადამიანებისთვის, გარდა ამ პროდუქტის მახასიათებლების შეჯამებაში აღწერილი რისკებისა. ადამიანის ფარმაკოკინეტიკური მონაცემების ნაკლებობის გამო, ცხოველებსა და ადამიანებს შორის ექსპოზიციის ზღვარი დადგენილი არ არის.

იმუნური კომპლექსის დეპონირება თირკმლის გლომერულებში დაფიქსირდა ვირთაგვებისა და მაიმუნების მცირე რაოდენობაში, რომლებიც მკურნალობდნენ მინიმუმ 6 თვის განმავლობაში. ვირთაგვებში 2-წლიანმა კვლევამ არ გამოავლინა იმუნური კომპლექსის დეპონირება თირკმლის გლომერულებში.

სენსიბილიზებულ ცხოველებში (გვინეის გოჭები ან თაგვები) პრეპარატის შეყვანის შემდეგ დაფიქსირდა ანაფილაქსია. უცნობია ეხება თუ არა ეს ადამიანებსაც.

ცხოველებში ხშირია  ტოქსიკურობა ინექციის ადგილზე პრეპარატის განმეორებითი გამოყენების შემდეგ.

ვირთაგვებში, ≥6 მგ/კგ/დღეში კანქვეშა დოზის შეყვანისას (რომელიც 2.83-ჯერ აღემატება ადამიანისთვის რეკომენდებულ მაქსიმალურ დღიურ დოზას 60 კგ მოზრდილისთვის მგ/მ2-ის საფუძველზე), აღინიშნა სხეულის წონის უმნიშვნელო, მაგრამ სტატისტიკურად მნიშვნელოვანი შემცირების მომატება კონტროლთან შედარებით, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ნამკურნალები დედებისგან დაბადებულ შთამომავლებში. სხვა მნიშვნელოვანი ზემოქმედება შთამომავლობის ზრდასა და ქცევის განვითარებაზე არ დაფიქსირებულა.

6. ფარმაცევტული მახასიათებლები

6.1 დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი

  • მანიტოლი;
  • საინექციო წყალი.

6.2 შეუთავსებლობა

შეუთავსებლობის კვლევების არარსებობის მიუხედავად, ამ სამკურნალო საშუალების შერევა არ არის რეკომენდებული სხვა საშუალებებთან.

6.3 ვარგისიანობის ვადა

3 წელი.

6.4  განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას

ინახება ორიგინალ შეფუთვაში სინათლისგან დასაცავად.

ინახება მაცივარში (2°C-დან 8°C-მდე).

არ გაიყინოთ.

თუ წინასწარ შევსებული შპრიცების შენახვა არ ხერხდება  მაცივარში, მათი შენახვა შესაძლებელია 15°C-დან 25°C-მდე, ერთჯერადად, ერთ თვემდე ვადით.

ამ ერთი თვის შემდეგ, თუ გლატირამერის აცეტატის წინასწარ შევსებული შპრიცები არ იქნა გამოყენებული და ჯერ კიდევ ორიგინალ შეფუთვაშია, ისინი უნდა დაბრუნდეს შესანახად მაცივარში (2°C-დან 8°C-მდე).

6.5 შეფუთვის ტიპი და შემცველობა

კონტეინერის შეფუთვის სისტემა შედგება ერთჯერადი გამოყენების მინის შპრიცის ცილინდრისგან ინტეგრირებული ნემსით. რეზინის საცობი (ბრომობუტილი, ტიპი 1) ჩამონტაჟებულია ცილინდრში დახურვის ფუნქციისთვის და მოქმედებს როგორც დგუში ინექციის დროს. რეზინის საცობში ჩახრახნილია ამძრავი ღერძი. ნემსი დაფარულია ნემსის ფარით.

შპრიცში ხსნარის მოცულობა არის 1.0 მლ.

12 წინასწარ შევსებული შპრიცი.

6.6 განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები უტილიზაციისას და სხვა სახის გამოყენებისას

მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის. ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო საშუალება ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტულიპროდუქტისჯგუფი - II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით 

7. მარკეტინგის ავტორიზაციისა და ლიცენზიის მფლობელი საქართველოში

შპს „ავერსი-ფარმა“

აღმაშენებლის გამზ. 148

0112 თბილისი. საქართველო

პროდუქტის ლიცენზიის მფლობელი:

Synthon BV (სინტონ ბვ)

მიკროვეგ 22

6545 სმ ნიჯმეგენი

ნიდერლანდები

მწარმოებელი

Synthon Chile Ltda. (სინტონ ჩილე ლტდა)

ელ კასტანო ნომ. 145, ლამპა

სანტიაგო

ჩილე

7. ტექსტის გადახედვის თარიღი

31.01.2023