თუთიის მალამო 30გ(ნეოფ)*

თუთიის მალამო 30გ(ნეოფ)*

3.00 ლარი 2.55 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა: საქართველო
მწარმოებელი: ნეოფარმი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: თუთია+ბენტოლიტური თიხა ასკანის
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 134549
გააზიარე:

თუთიის მალამო 10% 30გ
ჩვენება: დერმატიტი, დაოდვილობა (ინტერტრიგო, გამოყელვა), აკნე, ნაოფლარი, ზედაპირული ჭრილობები, დამწვრობა, ტროფიკული წყლული, კანის წყლულოვანი დაზიანება, ნაწოლები, ეგზემა გამწვავების სტადიაში, მარტივი ჰერპესი.

გამოყენების წესი: დაზიანებული ადგილი წინასწარ უნდა გაიწმინდოს, სასურველია ნახეთქები და ნაწიბურები დამუშავდეს ანტისეპტიკური ხსნარით. ამის შემდეგ მალამო დაიტანება თხელ ფენად 4-6-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ხასიათზე, სიმპტომებზე და დგინდება ინდივიდუალურად ექიმის მიერ.
დამწვრობებისა და ჭრილობების მკურნალობისას გამოიყენება მალამოიანი ნახვევი.
თუთიის მალამო ბავშვებში გამოიყენება პროფილაქტიკისთვის დაოდვილობის თავიდან ასაცილებლად, როცა სხეულის დიდი ნაწილი შეხებაშია სველ თეთრეულან.
აკნეს მკურნალობისა და პროფილაქტიკისას ,,თუთიის მალამო”-ს ეფექტურობა იზრდება ერითრომიცინის მალამოსთან კომბინაციაში გამოყენებისას.

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
გვერდითი მოვლენები: შესაძლოა გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები: ქავილი, სიწითლე, გამონაყარი.