ნოგასტი 100მლ სუსპენზია
გააზიარე:
ნოგასტი, სუსპენზია 100მლ
ქვეყანა:თურქეთი
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთანალოგები: Algedrate+Magnesium hydroxide+Simethicon
გაცემისფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
ნოგასტი
პრეპარატის სავაჭრო სახელწოდება:ნოგასტი
მოქმედი ნივთიერება(სად): ალუმინის ჰიდროქსიდი, მაგნიუმის ოქსიდი, სიმეთიკონი.
წამლის ფორმა:სუსპენზია 100 მლ ფლაკონებში.
შემადგენლობა
5 მლ სუსპენზია შეიცავს:
აქტიურნივთიერებებს: ალუმინის ჰიდროქსიდს - 300 მგ, მაგნიუმის ოქსიდი - 350მგ, სიმეთიკონს - 100 მგ.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტაციდური საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ნოგასტი ანტაციდური, შემომგარსველი, მაადსორბირებელი ადგილობრივი მოქმედების საშუალებაა ალუმინისა და მაგნიუმის ოპტიმალური თანაფარდობით. პრეპარატი ინარჩუნებს pH-ის მნიშვნელობას კუჭში 3,5-4,0 ფარგლებში. გააჩნია მაქსიმალური მჟავამანეიტრალებელი ეფექტი. ახდენს პეპსინის და ნაღვლის მჟავების ადსორბციას, აძლიერებს ლორწოს წარმოქმნას და PgE2 პროსტაგლანდინების სინთეზს, ეკვრის ლორწოვან გარსს და გააჩნია ციტოპროტექტორული მოქმედება, წარმოქმნის დამცავ ფენას დაზიანებულ ქსოვილზე და აძლიერებს ქვედა ეზოფაგალური სფინქტერის ტონუსს. შემადგენლობაში ჩართული ზედაპირულ-აქტიური ნივთიერება - სიემთიკონი ამცირებს ზედაპირულ დაჭიმულობას, რაც აფერხებს გაზის ბუშტუკების წარმოქმნას და ხელს უწყობს მათ დაშლას კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოსა და არსებულ მასაში.
სიმეთიკონი ანტაციდებთან გამოყენებისას აძლიერებს მათ შემომგარსველ ეფექტს და ამით იცავს ლორწოვან გარსს აგრესიული ფაქტორების ზემოქმედებისგან, აქრობს მეტეორიზმის კლინიკურ გამოვლინებებს (ტკივილი, ბოყინი ჰაერით, შებერილობის შეგრძნება, ყურყური მუცელში).
ფარმაკოკინეტიკა
ნოგასტი პრაქტიკულად არ შეიწოვება და არ არღვევს ორგანიზმში ელექტროლიტების ბალანსს.
ალუმინის ჰიდროქსიდი ანეიტრალებს კუჭში ჭარბ მარილმჟავას ალუმინის ქლორიდის წარმოქმნით. მარილმჟავას მოქმედების ქვეშ ალუმინის ქლორიდი გარდაიქმნება ალუმინის ტუტე მარილებად, რომელიც ცუდად რეზორბირდება, გამოიყოფა კუჭ-ნაწლავის ტრაქტით. ამასთან სისხლის შრატში ალუმინის იონების შემცველობა პრაქტიკულად არ იცვლება.
მაგნიუმის ოქსიდი ასევე ანეიტრალებს მარილმჟავას კუჭში, მაგნიუმის ქლორიდად გარდაქმნით. ნაწლავებში ეს მარილი წარმოქმნის ცუდად რეზორბირებად მაგნიუმის კარბონატს და არსებითად არ ცვლის მაგნიუმის იონების კონცენტრაციას სისხლში.
სიმეთიკონი მოქმედებს მთელს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და ინერტულ ნაერთს წარმოადგენს. იგი გავლენას არ ახდენს სხვა ნივთიერებების შეწოვაზე, არ კუმულირდება და ხელს არ უწყობს კუმულაციას, არ ცვლის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის Ph-ს და ქიმიურ გარემოს და უცვლელი სახით გამოიყოფა.
პრეპარატი მოქმედებს 3-5 წუთის შემდეგ ეფექტის ხანგრძლივობით 3 საათამდე.
ჩვენებები:
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებები, რომელთაც თან ახლავს მომატებული და ნორმალური სეკრეტორული ფუნქცია,
მეტეორიზმი (ჭარბი აირწარმოქმნით ნაწლავებში).
გამოიყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში ისეთი დაავადებებისას, როგორიცაა:
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში;
მწვავე გასტრიტი, ქრონიკული გასტრიტი გამწვავების ფაზაში;
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ეროზიები; პეპტიური წყლული; დიაფრაგმის საყლაპავი ხვრელის თიაქარი;
რეფლუქს-ეზოფაგიტი;
დუოდენოგასტრალური რეფლუქსი;
ასევე შეიძლება მიღება ეპიგასტრიუმში დისკომფორტისა და ტკივილის, გულძმარვის, ბოყინის დროს, რომელიც ვითარდება არასწორი კვების, ალკოჰოლის, ყავისა და ნიკოტინის ჭარბად მოხმარების შედეგად.
მიღებისწესიდადოზები
სუსპენზიაშინაგანიგამოყენებისთვის.
მოზრდილებიიღებენ 5 მლ-სჭამიდან 1 საათისშემდეგ (თუექიმისმიერსხვაგვარადარარისმითითებული).
რეფლუქს-ეზოფაგიტის დროს პრეპარატს იღებენ ჭამის შემდეგ მოკლე დროში. მკურნალობის კურსი 2-3 თვე.
ეპიზოდურად გამოყენების დროს(დისკომფორტი არასწორი კვებისას) - ერთჯერადად 5 მლ. , 10 -16 წლის ბავშვებში დოზირებას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი (ჩვეულებრივ მოზრდილების დოზის ½).
უკუჩვენებები :მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტებისადმი; თირკმელების ფუნქციის გამოხატული დარღვევები (სისხლის შრატში მაგნიუმის და ალუმინის იონების კონცენტრაციის მატების საფრთხის გამო, თირკმელებით მათი გამოყოფის შენელების მიზეზით);
დოზის გადაჭარბება
მკურნალობა: საჭიროების შემთხვევაში ტარდება სიმპტომური თერაპია.
შენახვის პირობები
ინახება მშრალ და სინათლისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.არ დაუშვათ გაყინვა! მოარიდეთ ბავშვებს!
ვარგისობის ვადა: იხ . შეფუთვაზე
აფთიაქიდან გაცემის პირობები, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი:ჰონორილიაკი , თურქეთი