სტომგინი 200მლ ხსნარი *

სტომგინი 200მლ ხსნარი *

10.95 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სტომატოლოგიური პრეპარატები
ქვეყანა: საქართველო
მწარმოებელი: შროშანი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 133982
გააზიარე:

სტომგინი 200მლ ხსნარი

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
პირის ღრუს დაავადებების სამკურნალო საშუალება

პრეპარატი სტომგინი წარმოადგენს მცენარეულ ექსტრაქტს პირის ღრუს დაავადებების სამკურნალოდ . იგი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია .

შემადგენლობა:

ევკალიპტის ფოთოლი (1,0 გ ); ფარსმანდუკის ბალახი (4,0 გ ); თავშავას ბალახი (2,0 გ ); სალბის ფოთოლი (4,0 გ ); გვირილას ყვავილი (3,0 გ ); გულყვითელას ყვავილი (3 გ ); მუხის ქერქი (4,0 გ ); სპირტი (20,0 გ ); გამოხდილი წყალი (160 გ ).

ფარმაკოლოგიური მოქმედება :

პრეპარატი „სტომგინი „ მოქმედებს ანტისეპტიკურად, აჩერებს სისხლდენას , კურნავს დაავადებულ ღრძილებს.

ჩვენებები :

პრეპარატი „სტომგინი „ გამოიყენება გინგივიტის , სტომატიტის და პარადონტოზის სამკურნალოდ.

მიღების წესი :

პირის ღრუში, მტკივნეული ადგილის მხარეს ჩაიგუბეთ პრეპარატის ერთი სუფრის კოვზი და დააყოვნეთ 5-10 წთ ; პროცედურა გაიმეორეთ დღეში 4-5- ჯერ.

უკუჩვენებები : არ არის დადგენილი

გვერდითი მოვლენები : არ არის დადგენილი .

შენახვის პირობები : მ ჭიდროდ დაახურეთ თავი და შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე .

გამოშვების ფორმა: 200 მლ . ფლაკონებში

შენახვის ვადა : 2 წელი

გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ