პროქტო–ჰემოლანი პროტექტი#10სუპ
გააზიარე:
პროქტო-ჰემოლანი პროტექტი
ბუასილის სამკურნალო სუპოზიტორები
(Suppositoria Antihaemorrhoidales)
შემადგენლობა
აქტიური ფარმაცევტული ინგრედიენტები
ბისმუტის გალატის ფუძე 0,2 გ
თუთიის ოქსიდი 0,1გ
ტანინი 0,15გ
დამხმარე ნივთიერება: კაკაოს ცხიმი.
პროქტო-ჰემოლანი პროტექტი ადგილობრივი გამოყენების სამკურნალო საშუალებაა ბუასილის სამკურნალოდ; გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და შემახორცებელი ეფექტი, ეფექტურია ქრონიკული ბუასილის დროს.
ჩვენებები
ადგილობრივი გამოყენებისთვის ბუასილით და სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთებით გამოწვეული სიმპტომების შესამსუბუქებლად.
გვერდითიმოვლენები
ადგილობრივი ალერგიული რეაქციები და/ან სისტემური ანაფილაქსია, სიცოცხლისათვის საშიში ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით.
გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება
თუ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მათ შორის ნებისმიერი გვერდითი ეფექტი, რომელიც ინსტრუქციაში არ არის ჩამოთვლილი, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. არასასურველი რეაქციების შესახებ შეიძლება შეატყობინოთ უშუალოდ სამკურნალო პროდუქტების სარეგისტრაციო ოფისის, სამკურნალო პროდუქტების, სამედიცინო ხელსაწყოებისა და ბიოციდური პროდუქტების არასასურველი ეფექტების მონიტორინგის დეპარტამენტს შემდეგ მისამართზე:
Al. Jerozolimskie 181C, 02-222 Warsaw
ტელ.: + 48 22 49 21 301
ფაქსი: + 48 22 49 21 309
ელფოსტა: [email protected]
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
მიმართეთ ექიმს, თუ სიმპტომები გაუარესდება ან გრძელდება.
ურთიერთქმედება: მონაცემები არ არის.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს რჩევისთვის.
ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა: მონაცემები არ არის.
გამოყენების წესი
ინიშნება რეტალურად. 1 სანთელი 1-2-ჯერ დღეში.
წამალი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ისე, როგორც ეს აღწერილია ინსტრუქციაში ან თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციის მიხედვით. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზისგადაჭარბება
მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ რეკომენდებულზე მეტ დოზას.
შენახვის წესი
ინახება ორიგინალურ შეფუთვაში 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. დაიცავით სინათლისგან. არ გაიყინოთ. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ.
შეფუთვა: 10 სანთელი.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
Aflofarm Farmacja Polska Ltd.
ul. Partyzancka 133/151
95-200 Pabianice
ტელ. (42) 22-53-100.