აციკლოვირი 0.2გ #20კაფს GMP

აციკლოვირი 0.2გ #20კაფს GMP

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი: Acyclovirum
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 1330
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

აციკლოვირი
(ACYCLOVIR)


შემადგენლობა:
აციკლოვირის ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების - აციკლოვირის 200 მგ-ს.

მოქმედების მექანიზმი: ანტივირუსული პრეპარატი. აქტიურია Herpes simplex 1 და 2 ტიპის, Herpes zoster და ეპშტეინ-ბარის ვირუსებისადმი. აციკლოვირისადმი ნაკლებად მგრძნობიარეა ციტომეგალოვირუსი.
აციკლოვირი დნმ-ის ერთ-ერთი კომპონენტის, გუანინის აციკლური ანალოგია. სტრუქტურის ეს მსგავსება განაპირობებს ვირუსის რეპლიკაციის დათრგუნვას. ვირუსის თიმიდინკინაზას აციკლოვირი გადაჰყავს ტოპოფოსფატურ მდგომარეობაში, შემდეგ კი მაკროორგანიზმის ფერმენტებს - დი- და ტრიფოსფატში. უკანასკნელნი ვირუსის დნმ-პოლიმერაზას დახმარებით ჩაენაცვლებიან ახალი გენერაციის ვირუსის დნმ-ის მოლეკულაში და შემდგომი რეპლიკაციის ფაზაში აღარ ხდება ინფორმაციის კოდირება. დამხმარე მექანიზმს წარმოადგენს ვირუსის დნმ-პოლიმერაზას დათრგუნვა, რის შედეგადაც წყდება დნმ-ის რეპლიკაციის პროცესი. აციკლოვირი ნაწილობრივ შეიწოვება ნაწლავებიდან, მისი კონცენტრაცია ზურგის ტვინის სითხეში შეადგენს პლაზმის კონცენტრაციის 50%-ს. ორგანიზმიდან გამოიყოფა თირკმლების საშუალებით - 10-15% მეტაბოლიტების, ხოლო დანარჩენი უცვლელი სახით.

ჩვენება
- Herpes simplex 1 და 2 ტიპის ვირუსით გამოწვეული კანისა და ლორწოვანი გარსების ინფექციები;
- Herpes zoster და Varicella ვირუსებით გამოწვეული ინფექციები (მათ შორის სალტისებური ჰერპესი);
- Herpes simplex 1 და 2 ტიპის ვირუსით გამოწვეული კანისა და ლორწოვანი გარსების ინფექციების პროფილაქტიკა, დაქვეითებული იმუნური სისტემის მქონე ავადმყოფებში.

უკუჩვენება
აციკლოვირისადმი მაღალი მგრძნობელობა. უსაფრთხოების ზომები პრეპარატით მკურნალობა მით უფრო ეფექტურია, რაც უფრო ადრეა თერაპია დაწყებული. ორსულობის პერიოდში აციკლოვირის დანიშვნის აუცილებლობა დედისათვის, უნდა აჭარბებდეს მის ტერატოგენულ გავლენას ნაყოფზე. ლაქტაციის პერიოდში უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება.

დოზირება და მიღების წესი
Herpes simplex ვირუსით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ ინიშნება 200 მგ ხუთჯერ დღეში, ხოლო პროფილაქტიკისათვის - ოთხჯერ დღეში.
Herpes zoster დაVaricella ვირუსებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ ინიშნება 800 მგ ხუთჯერ დღეში. 2 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში ინიშნება მოზრდილთა დოზა, ხოლო 2 წლამდე - მოზრდილთა დოზის ნახევარი. მკურნალობის ხანგრძლივობა საშუალოდ 5 დღეა, სალტისებური ჰერპესის დროს - კლინიკური სიმპტომების ალაგებიდან კიდევ 3 დღე.

გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია: გულისრევა, ღებინება, დიარეა, პლაზმაში ბილირუბინის შემცველობის მომატება, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მატება, თავის ტკივილი, დაღლილობა, კანის ალერგიული რეაქციები.

ვარგისიანობა და შენახვის პირობები
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 3 წელი, ინახება 10-250C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

გამოშვების ფორმა
ტაბლეტი 200 მგ, შეფუთვაში 20 ტაბლეტი.

დანიშნულება
ექიმის რეცეპტის მიხედვით!

მწარმოებელი ფირმა:
შ.პ.ს. “ჯი-ემ-პი” (საქართველო)

თბილისი (0 აფთიაქი)

რეგიონი (0 აფთიაქი)