გულის ელექსირი ფორტე 50მლ ფლ
გააზიარე:
გულის ელექსირი ფორტე
ჰომეოპათიური ბუნებრივი საშუალება
შემადგენლობა
მლ/100მლ
აქტიურისუბსტანცია:
არნიკას (Arnica montana) ნაყენი D12 10 მლ
ბაყაყურას (Carduus marianus) ნაყენი D6 20 მლ
კატაბალახას (Valeriana officianalis) ნაყენი D6 10 მლ
კუნელის (Crataegus oxyacantha) ნაყენი D3 20 მლ
არააქტიურისუბსტანცია:
ეთილის სპირტი 43% საჭირო რაოდენობით 100მლ-მდე.
აღწერილობა: დამახასიათებელი სუნის მქონე, უფერო ან მოყვითალო ფერის სითხე.
ფარმაკოლოგიურიჯგუფი: კომპლექსური ჰომეოპათიური ბუნებრივი საშუალება.
ფარმაკოლოგიურითვისებები
ანტიარითმიული, კარდიოპროტექტორული, ანტიოქსიდანტური და სედაციური მოქმედება. არეგულირებს არტერიულ წნევას.
ჩვენებები
გამოიყენება დამხმარე საშუალების სახით კომპლექსური თერაპიის დროს.
- გულის იშემიური დაავადება;
- დაძაბვის სტენოკარდია;
- ინფარქტის შემდგომი კარდიოსკლეროზი;
- გულის ქრონიკული უკმარისობა;
- არითმია;
- ქოშინი მცირედი დაძაბვისას;
- გულის კუნთის მოდუნება, ე.წ.“დაღლილი გული“;
- არტერიული ჰიპერტენზია;
- გამოიყენება მოზარდებში გარდატეხის ასაკში.
მიღებისწესიდადოზირება
გულის ელიქსირი ფორტე მიიღება პერორარულად.
ქრონიკულიპროცესისდროს: 5-7 წვეთი 3-ჯერ დღეში ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
მწვავეშემთხვევებში: 5 წვეთი ყოველ 15-20 წთ-ში. მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ ყოველ 2-3 სთ-ში.
საპროფილაქტიკომიზნით: 5 წვეთი 2-ჯერ დღეში. წვეთები უნდა გაიხსნას 1 ჩაის კოვზ წყალში. პრეპარატი მიიღება საკვების მიღებამდე 20-30წთ-ით ადრე ან საკვების მიღებიდან 1-სთ-ის შემდეგ.
მიღებისწინ შეანჯღრიეთ.
უკუჩვენება:არ არის გამოვლენილი.
გვერდითიმოვლენები
არ არის გამოვლენილი. გამოყენებისას აკრძალულია ალკოჰოლის მიღება. რაიმე არასასურველი მოვლენის შემთხვევაში, რომელიც არ არის მითითებული გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს.
ორსულობადალაქტაცია
ორსულებსა და მეძუძურებში გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.
ურთიერთქმედებასხვასამკურნალოსაშუალებებთან
შეზღუდვები არ გააჩნია.
ჭარბიდოზირება
ჰიპერდოზირების შემთხვევები არ არის გამოვლენილი.
ავტომობილებისმძღოლებზედაპოტენციურადსაშიშმანქანა-დანადგარებთანმომუშავეპერსონალზეგავლენა
არ ახდენს გავლენას.
განსაკუთრებულიმითითება
ვინაიდან გულის ელექსირი ფორტე შეიცავს მცენარეული წარმოშობის კომპონენტებს, შენახვის პროცესში შეიძლება წარმოიქმნას უმნიშვნელო სიმღვრივე სუნისა და გემოს შესუსტებით, რომელიც მის ეფექტურობაზე გავლენას არ ახდენს.
გამოშვებისფორმა
50 მლ ხსნარი ნარინჯისფერ პოლიეთილენის საწვეთურიან ფლაკონში. 1 ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვისპირობები
ინახება მშრალ, არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობისვადა:3 წელი
დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდანგაცემისწესი:გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი
საქართველო, ბიოფარმი L.











