ალვოვიზანი 2მგ #28ტ
გააზიარე:
ალვოვიზანი®
პრეპარატის სავაჭრო დასახელება: ალვოვიზანი®
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:დიენოგესტი.
სამკურნალოფორმა:შემოგარსული ტაბლეტები.
შემადგენლობა
აპკიანი გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი შეიცავს:
მოქმედინივთიერება: მიკრონიზებული დიენოგესტი - 2.0 მგ;
დამხმარენივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი - 57.2 მგ, სიმინდის სახამებელი - 12.0 მგ, პოვიდონი K30 – 3.0 მგ, ნატრიუმის კარბოქსიმეთილის სახამებელი (ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი), ტიპი A – 5.0 მგ, მაგნიუმის სტეარატი - 0.8 მგ.
აპკიანიგარსი:
აკვაპოლიში თეთრი 014.17MS - 3.0 მგ (ჰიპრომელოზა (E464) - 1.44 მგ, ჰიპროლოზა (ჰიდროქსიპროპილცელულოზა) (E463) - 0.36 მგ, ტალკი (E 553b) - 0.60 მგ, ჰიდროგენიზებული ბამბის ზეთი - 0.15 მგ, ტიტანის დიოქსიდი (E 171) - 0.45 მგ).
აღწერილობა
მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, აპკიანი გარსით დაფარული თეთრი ფერის ტაბლეტები, გრავირებით "2" ერთ მხარეს. განივ განაკვეთზე - თეთრი ფერის ბირთვი და აპკიანი გარსი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: გესტაგენი.
ათქ კოდი: G03DB08.
ფრმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკო დინამიკა
დიენოგესტი ნორტესტოსტერონის წარმოებულია, რომელიც ხასიათდება ანტიანდროგენული აქტივობით. მისი აქტივობა ციპროტერონის აცეტატის აქტივობის დაახლოებით მესამედს შეადგენს. დიენოგესტი უკავშირდება პროგესტერონის რეცეპტორებს ქალის საშვილოსნოში და გააჩნია პროგესტერონის რეცეპტორებთან შეფარდებითი შეკავშირების მხოლოდ 10%. პროგესტერონის რეცეპტორებთან დაბალი აფინურობის მიუხედავად, დიენოგესტი ხასიათდება ძლიერი პროგესტოგენური ეფექტით in vivo. დიენოგესტს არ გააჩნია მნიშვნელოვანი ანდროგენული, მინერალოკორტიკოიდული ან გლუკოკორტიკოიდული აქტივობა in vivo.
დიენოგესტი მოქმედებს ენდომეტრიოზზე, თრგუნავს ესტროგენების ტროფიკულ ეფექტებს ევტოპიური და ექტოპური ენდომეტრიუმის მიმართებაში, საკვერცხეებში ესტროგენების წარმოების შემცირების და პლაზმაში მათი კონცენტრაციის შემცირების გამო.
ხანგრძლივი გამოყენებისას იწვევს ენდომეტრიუმის ქსოვილის თავდაპირველ დეციდუალიზაციას ენდომეტრიოიდული კერების შემდგომი ატროფიით.
ეფექტურობის მონაცემები
პლაცებოსთან შედარებით დიენოგესტის უპირატესობა ენდომეტრიოზთან დაკავშირებული მენჯის ტკივილისას, გამოვლინდა 3 თვიან კლინიკურ კვლევაში, რომელიც მოიცავდა 198 პაციენტს. ენდომეტრიოზთან ასოცირებული მენჯის ტკივილი შეფასებული იყო ვიზუალური ანალოგის სკალის გამოყენებით (VAS, 0-100 მმ). დიენოგესტით 3 თვიანი მკურნალობის შემდეგ, ნაჩვენები იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება პლაცებოსთან შედარებით (∆ = 12,3 მმ; 95% CI: 6,4 - 18,1; p <0,0001), ასევე ტკივილის კლინიკურად მნიშვნელოვანი შემცირება საწყის მნიშვნელობებთან შედარებით (საშუალო კლება = 27.4 მმ ± 22.9).
3 თვიანი მკურნალობის შემდეგ პაციენტთა 37.3%-ს აღენიშნებოდა ენდომეტრიოზთან დაკავშირებული მენჯის ტკივილის ინტენსივობის 50%-ით ან მეტით შემცირება, დამატებითი ტკივილგამაყუჩებელი საშუალების დოზის გაზრდის გარეშე, რომელსაც ჩვეულებრივ იღებდნენ (პლაცებო: 19.8%); პაციენტთა 18.6%-ს აღენიშნებოდა ენდომეტრიოზთან დაკავშირებული მენჯის ტკივილის ინტენსივობის 75%-ით ან მეტით შემცირება, დამატებითი ტკივილგამაყუჩებელი საშუალების დოზის გაზრდის გარეშე, რომელსაც ჩვეულებრივ იღებდნენ (პლაცებო: 7.3%).
პლაცებო-კონტროლირებადი ამ კვლევის გაფართოებულ ღია ფაზაში აღინიშნებოდა ენდომეტრიოზთან დაკავშირებული მენჯის ტკივილის მდგრადი შემცირება, 15 თვემდე მკურნალობის ხანგრძლივობის დროს.
პლაცებო კონტროლირებადი კვლევის შედეგები დადასტურდა 6-თვიანი კვლევისას მიღებული მონაცემებით, გონადოტროპინის გამომყოფი ჰორმონის (GnRH) აგონისტთან შედარებით, რომელიც მოიცავდა 252 ენდომეტრიოზიან პაციენტს.
სამ კვლევაში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სულ 252 პაციენტმა, რომლებიც იღებდნენ 2 მგ დიენოგესტს სადღეღამისო დოზის სახით, აღინიშნა ენდომეტრიოიდული კერების მნიშვნელოვანი შემცირება მკურნალობიდან 6 თვის შემდეგ.
მცირე კვლევაში (n = 8 თითოეულ დოზირების ჯგუფში) ნაჩვენებია, რომ სადღეღამისო დოზის სახით 1 მგ დიენოგესტი თრგუნავს ოვულაციას მკურნალობის დაწყებიდან 1 თვის შემდეგ. უფრო მასშტაბურ კვლევებში დიენოგესტის კონტრაცეპტული ეფექტურობა არ არის შესწავლილი.
უსაფრთხოებისმონაცემები
დიენოგესტით მკურნალობის დროს ენდოგენური ესტროგენების დონე ზომიერად ითრგუნება.
ძვლის მინერალური სიმკვრივე (BMD) შეფასდა 21 მოზრდილ პაციენტში მკურნალობამდე და პრეპარატის გამოყენების 6 თვის შემდეგ; საშუალო BMD-ის შემცირება არ დაფიქსირებულა.
29 პაციენტში, რომლებმაც მიიღეს ლეიპრორელინის აცეტატი (LA), დროის იმავე პერიოდის შემდეგ დაფიქსირდა საშუალო შემცირება 4,04%-ით + 4,84 (∆ ჯგუფებს შორის = 4,29%; 95% CI: 1,93 - 6, 66; p <0,0003) .
უსაფრთხოების მონაცემები მოზარდებში
დიენოგესტის უსაფრთხოება BMD-სთან მიმართებაში გამოკვლეული იყო არაკონტროლირებად კლინიკურ კვლევაში 12 თვის განმავლობაში, კლინიკურად საეჭვო ან დადასტურებული ენდომეტრიოზის მქონე 111 პაციენტში (12-18 წელი, მენარქეს შემდეგ). ხერხემლის წელის ნაწილის BMD (L2 - L4 მალები) საშუალო შედარებითი ცვლილება 103 პაციენტში საწყისთან შედარებით იყო -1.2%. პაციენტების ჯგუფში, რომლებსაც აღენიშნებოდათ BMD-ის დაქვეითება, მკურნალობის დასრულებიდან 6 თვის შემდეგ, გაგრძელებული დაკვირვების პერიოდის ფარგლებში, ეს პარამეტრი კვლავ გაიზომა და ანალიზმა აჩვენა BMD დონის მომატება -0.6%-მდე.
დიენოგესტის 15 თვემდე გამოყენებისას არ დაფიქსირებულა პრეპარატის მნიშვნელოვანი ზეგავლენა სტანდარტულ ლაბორატორიულ პარამეტრებზე, მათ შორის ჰემატოლოგიაზე, სისხლის ქიმიურ შემადგენლობაზე, ღვიძლის ფერმენტების მაჩვენებლებზე, ლიპიდებსა და გლიკოლიზებულ ჰემოგლობინზე.
გრძელვადიანი უსაფრთხოების მონაცემები
კლინიკურად მნიშვნელოვანი დეპრესიის და ანემიის განვითარების შემთხვევების სიხშირის ან გაუარესების შესასწავლად ჩატარდა გრძელვადიანი დაკვირვების პოსტმარკეტინგული კვლევა აქტიური კონტროლით. საერთო ჯამში, კვლევაში მონაწილეობდა 27 840 ქალი, რომლებშიც ენდომეტრიოზის გამო პირველად დაინიშნა ჰორმონალური თერაპია, რასაც მოჰყვა შემდგომი დაკვირვება 7 წლის განმავლობაში.
სულ 3,023 ქალმა დაიწყო 2 მგ დიენოგესტის მიღება, ხოლო 3,371 პაციენტმა დაიწყო ენდომეტრიოზის სამკურნალო სხვა ავტორიზებული პრეპარატების მიღება. ანემიის ახალი შემთხვევების საერთო რისკის კორექტირებული თანაფარდობა პაციენტების, რომლებიც იღებდნენ დიენოგესტს, და პაციენტებთან შედარებით, რომლებიც იღებდნენ ენდომეტრიოზის სამკურნალო სხვა ავტორიზებულ პრეპარატებს, შეადგენდა 1.1 (95% CI: 0.4 - 2.6). დეპრესიის განვითარების რისკის კორექტირებული თანაფარდობა დიენოგესტის და ენდომეტრიოზის სამკურნალო სხვა ავტორიზებულ პრეპარატის შედარებისას იყო 1.8 (95% CI: 0.3-9.4). გამორიცხული არ არის დეპრესიის გაზრდილი რისკი პაციენტებში, რომლებიც დიენოგესტს იღებენ, იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც იღებდნენ ენდომეტრიოზის სამკურნალო სხვა ავტორიზებულ პრეპარატებს.
ფარმაკო კინეტიკა
აბსორბცია
პერორალური მიღების შემდეგ დიენოგესტი სწრაფად და თითქმის მთლიანად შეიწოვება.
მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში, რომელიც შეადგენს 47 ნგ/მლ-ს, ერთჯერადი პერორალური დოზის მიღებიდან დაახლოებით 1,5 საათის შემდეგ მიიღწევა. ბიოშეღწევადობა დაახლოებით 91%-ია. 1 მგ-დან 8 მგ-მდე დიენოგესტის ფარმაკოკინეტიკა დამოკიდებულია დოზაზე.
განაწილება
დიენოგესტი უკავშირდება ალბუმინს პლაზმაში და არ უკავშირდება სასქესო ჰორმონებთან დამაკავშირებელ გლობულინს (SHBG), ისევე როგორც კორტიკოსტეროიდებთან დამაკავშირებელ გლობულინს (CSG). სისხლის პლაზმაში ნივთიერების საერთო კონცენტრაციის 10% თავისუფალი სტეროიდის სახითაა, ხოლო დაახლოებით 90% არასპეციფიკურად უკავშირდება ალბუმინს.
დიენოგესტის განაწილების სავარაუდო მოცულობაა (Vd/F) 40 ლიტრი.
მეტაბოლიზმი
დიენოგესტი თითქმის მთლიანად მეტაბოლიზდება ძირითადად ჰიდროქსილირებით რამდენიმე პრაქტიკულად არააქტიური მეტაბოლიტის წარმოქმნით. in vitro და in vivo კვლევების შედეგების მიხედვით, დიენოგესტის მეტაბოლიზმში ჩართული ძირითადი ფერმენტია CYP3A4. მეტაბოლიტები გამოიყოფა ძალიან სწრაფად, ასე რომ სისხლის პლაზმაში დომინანტური ფრაქცია უცვლელი დიენოგესტია.
სისხლის პლაზმიდან მეტაბოლური კლირენსის სიჩქარეა (Cl/F) 64 მლ/წთ.
ელიმინაცია
სისხლის პლაზმაში დიენოგესტის კონცენტრაციის შემცირება ორფაზიანია. ტერმინალურ ფაზაში ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 9-10 საათს შეადგენს. 0,1 მგ/კგ დოზით პერორალური მიღების შემდეგ დიენოგესტი გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით თირკმლებით და ნაწლავებით, დაახლოებით 3:1 თანაფარდობით. თირკმლებით მეტაბოლიტების ნახევარგამოყოფის პერიოდი 14 საათია, პერორალური მიღების შემდეგ მიღებული დოზის დაახლოებით 86% გამოიყოფა 6 დღის განმავლობაში და ამ რაოდენობის ძირითადი ნაწილი გამოიყოფა პირველ 24 საათში, ძირითადად თირკმლებით.
წონასწორულიკონცენტრაცია
დიენოგესტის ფარმაკოკინეტიკა დამოკიდებული არ არის სასქესო ჰორმონთან დამაკავშირებელი გლობულინის (SHBG) დონეზე. ყოველდღიური გამოყენების შემდეგ დიენოგესტის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში დაახლოებით 1,24-ჯერ იზრდება, წონასწორულ კონცენტრაციას აღწევს მიღებიდან 4 დღის შემდეგ. დიენოგესტის ფარმაკოკინეტიკა პრეპარატის მრავალჯერადი გამოყენების შემდეგ შეიძლება განისაზღვროს ფარმაკოკინეტიკის საფუძველზე ერთჯერადი გამოყენების შემდეგ.
ფარმაკოკინეტიკაპაციენტებისსპეციალურკლინიკურჯგუფებში
დიენოგესტის ფარმაკოკინეტიკის კვლევები თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში არ ჩატარებულა.
დიენოგესტის მიზანმიმართული კვლევა თირკმლის უკმარისობის დროს არ ჩატარებულა.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში დიენოგესტის ფარმაკოკინეტიკა შესწავლილი არ არის.
გამოყენების ჩვენებები
- ენდომეტრიოზის მკურნალობა.
უკუჩვენებები
პრეპარატის ალვოვიზანის® გამოყენება უკუნაჩვენებია ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე მდგომარეობის/დაავადების/რისკ-ფაქტორების არსებობისას, რომელთაგან ზოგიერთი ზოგადია მხოლოდ გესტაგენური კომპონენტის შემცველი ყველა სამკურნალო საშუალებისთვის.
- მწვავე ვენური თრომბოფლებიტი, ვენური თრომბოემბოლია (VTE).
- გულისა და არტერიების დაავადებები, რომლებსაც საფუძვლად უდევს სისხლძარღვთა მიმდინარე ათეროსკლეროზული დაზიანებები ან მათი არსებობა ანამნეზში (მათ შორის, მიოკარდიუმის ინფარქტი, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა, გულის იშემიური დაავადება).
- შაქრიანი დიაბეტი ანგიოპათიით.
- ღვიძლის მიმდინარე მძიმე დაავადებები ან მათი არსებობა ანამნეზში ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების ნორმალიზებამდე.
- ღვიძლის მიმდინარე სიმსივნეები ან მათი არსებობა ანამნეზში (კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი).
- სასქესო ორგანოების ან სარძევე ჯირკვლების დიაგნოზირებული ჰორმონდამოკიდებული ავთვისებიანი დაავადებები ან მათზე ეჭვის არსებობა.
- უცნობი წარმოშობის ვაგინალური სისხლდენა.
- ორსულთა ქოლესტაზური სიყვითლე ანამნეზში.
- ჰიპერმგრძნობელობა დიენოგესტის ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
- ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი.
- ლაქტოზას მემკვიდრეობითი აუტანლობა, ლაქტაზას დეფიციტი, გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია.
- 12 წლამდე ასაკი (მენარქეს დაწყებამდე).
თუ პრეპარატის გამოყენების ფონზე რომელიმე ჩამოთვლილი მდგომარეობა/დაავადება/რისკ-ფაქტორი განვითარდა, პრეპარატის გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
სიფრთხილით
დეპრესია ანამნეზში, საშვილოსნოსგარე ორსულობა ანამნეზში, არტერიული ჰიპერტენზია, გულის ქრონიკული უკმარისობა, შაკიკი აურით, შაქრიანი დიაბეტი სისხლძარღვოვანი გართულებების გარეშე, ჰიპერლიპიდემია, ღრმა ვენების თრომბოფლებიტი ანამნეზში, პირად ან ოჯახურ ანამნეზში თრომბოემბოლიის (VTE) არსებობა (იხ. ნაწილი განსაკუთრებული მითითებები“).
გამოყენება ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში
ორსულობა
ორსულ ქალებში დიენოგესტის გამოყენების შესახებ მონაცემები ძალიან შეზღუდულია. ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში პრეპარატის გამოყენებისას არ იყო გამოვლენილი რეპროდუქციული ტოქსიკურობა, გენოტოქსიკურობა და კანცეროგენობა.
ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია, ვინაიდან ორსულობის დროს ენდომეტრიოზის თერაპია საჭირო არ არის.
ძუძუთიკვებისპერიოდი
ალვოვიზანის® მიღება ძუძუთი კვების პერიოდში უკუნაჩვენებია. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ დიენოგესტი გადადის ცხოველების დედის რძეში. უცნობია გადადის თუ არა დიენოგესტი ადამიანის დედის რძეში. აუცილებელია ძუძუთი კვების შეწყვეტის ან ალვოვიზანით® თერაპიის საკითხის გადაწყვეტა.
გადაწყვეტილება ძუძუთი კვების შეწყვეტის ან ალვოვიზანის® მიღების შეწყვეტის შესახებ მიიღება ბავშვისთვის ძუძუთი კვების სარგებელსა და ქალისთვის დიენოგესტის თერაპიის სარგებელს შორის თანაფარდობის შეფასების საფუძველზე.
გამოყენების წესი და დოზები
პერორალური მიღებისთვის.
ალვოვიზანის® მიღებამდე უნდა შეწყვიტოთ ნებისმიერი ჰორმონალური კონტრაცეფცია. კონტრაცეფციის საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებენ არაჰორმონალურ მეთოდებს (მაგ., ბარიერული).
ალვოვიზანის® მიღების დაწყება შესაძლებელია მენსტრუალური ციკლის ნებისმიერ დღეს. მიიღება 1 ტაბლეტი დღეში, უწყვეტად, სასურველია ერთსა და იმავე დროს, საჭიროების შემთხვევაში მცირე რაოდენობის სითხესთან ერთად. შესაძლებელია ტაბლეტის უზმოზე ან საკვებთან ერთად მიღება. ტაბლეტები მიიღება რეგულარულად, ვაგინალური სისხლდენის მიუხედავად. ერთი შეფუთვიდან ტაბლეტების მიღების დასრულების შემდეგ დაიწყეთ პრეპარატი ალვოვიზანის® მიღება შემდეგი შეფუთვიდან, პრეპარატის მიღებაში წყვეტის გარეშე.
ტაბლეტების გამოტოვების, ღებინების ან/და დიარეის შემთხვევაში (თუ მათი განვითარება მოხდა ტაბლეტის მიღებიდან 3-4 საათის განმავლობაში), ალვოვიზანის® ეფექტურობა შეიძლება შემცირდეს. ერთი ან მეტი ტაბლეტის მიღების გამოტოვების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიიღოს მხოლოდ ერთი ტაბლეტი მაშინვე, როგორც კი გაახსენდება, შემდეგ კი განაგრძოს ტაბლეტების მიღება მეორე დღეს ჩვეულ დროს. თუ პრეპარატის შეწოვა დარღვეულია ღებინების ან დიარეის გამო, ასევე უნდა მიიღოთ ერთი ტაბლეტი.
პრეპარატის მიღებასა და საკვების მიღებას შორის კავშირი არ არსებობს.
პრეპარატის გამოყენება პაციენტების სპეციალურ კლინიკურ ჯგუფებში
პედიატრიული პაციენტები
პრეპარატი ნაჩვენები არ არის ბავშვებში გამოყენებისთვის მენარქეს დაწყებამდე.
დიენოგესტის უსაფრთხოება და ეფექტურობა გამოვლინდა 12 თვის განმავლობაში მიმდინარე არაკონტროლირებად კლინიკურ კვლევაში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 111 მოზარდმა ქალმა (12-18 წლის) კლინიკურად საეჭვო ან დადასტურებული ენდომეტრიოზით (იხ. ნაწილები „განსაკუთრებული მითითებები“, „ფარმაკოლოგიური თვისებები“).
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
საფუძვლიანი ჩვენებები ალვოვიზანის® გამოყენების შესახებ ხანდაზმულ პაციენტებში არ არსებობს.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები
პრეპარატი ალვოვიზანი® უკუნაჩვენებია ღვიძლის მძიმე დაავადების მქონე პაციენტებში - მიმდინარე ან ანამნეზში (იხ. ნაწილი „უკუჩვენებები“).
თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები
არ არსებობს მონაცემები, რომლებიც მიუთითებს დოზის კორექციის აუცილებლობაზე თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.
გვერდითი მოქმედება
არასასურველი რეაქციები (ADRs) უფრო ხშირად ვლინდება ალვოვიზანით® თერაპიის დაწყებიდან პირველ თვეებში და მცირდება მკურნალობის გაგრძელებისას. შესაძლებელია სისხლდენის ხასიათის ცვლილებები, მაგ., სისხლიანი გამონადენი ლაქების სახით, არარეგულარული სისხლდენა ან ამენორეა. დიენოგესტის დროს გამოვლენილი ყველაზე გავრცელებული არასასურველი რეაქციებია თავის ტკივილი, დისკომფორტი სარძევე ჯირკვლებში, დეპრესიული განწყობა და აკნე.
გარდა ამისა, პაციენტების უმვრავლესობაში, რომლებიც იღებენ დიენოგესტს, იცვლება მენსტრუალური სისხლდენის ხასიათი. დიენოგესტის თერაპიის პირველი 90 დღის განმავლობაში დაფიქსირდა შემდეგი სახის მენსტრუალური დარღვევები: ამენორეა, იშვიათი სისხლდენები, ხშირი სისხლდენები, არარეგულარული სისხლდენები, გახანგრძლივებული სისხლდენები.
ქვემოთ მოცემულია არასასურველი რეაქციები, რომლებიც აღინიშნებოდა დიენოგესტის გამოყენებისას.
მონაცემები სამკურნალო საშუალების გვერდითი რეაქციების სიხშირის შესახებ მოცემულია MedDRA-ს ორგანოთა სისტემის კლასების მიხედვით. თითოეულ დონეზე არასასურველი რეაქციების სიხშირე მოცემულია სიხშირის კლებადობის მიხედვით. სიხშირე განისაზღვრება როგორც „ხშირად“ (≥1/100-დან <1/10-მდე) და „არც ისე ხშირად“ (≥1/1000-დან <1/100-მდე).
არასასურველი რეაქციების სიხშირე გამოთვლილი იყო ოთხი კლინიკური კვლევის გაერთიანებული მონაცემების საფუძველზე, რომლებიც მოიცავდა 332 პაციენტს (100%).
ორგანოთასისტემებისკლასი (MedDRA) |
ხშირად |
იშვიათად |
სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ |
|
ანემია |
ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ |
სხეულის მასის მომატება |
სხეულის მასის შემცირება, მადის გაზრდა |
ფსიქიკის დარღვევები |
დეპრესიული განწყობა, ძილის დარღვევა, ნევროზულობა, ლიბიდოს დაკარგვა, განწყობის ცვლილება |
შფოთვა, დეპრესია, განწყობის მკვეთრი ცვლილებები |
ნერვული სისტემის მხრივ |
თავის ტკივილი, შაკიკი |
ვეგეტაციური ნერვული სისტემის დისბალანსი, ყურადღების კონცენტრაციის დარღვევები |
მხედველობის ორგანოს მხრივ |
|
თვალების სიმშრალე
|
სმენის ორგანოს და ლაბირინთის მხრივ |
|
შუილი ყურებში |
გულისა და სისხლძარღვების მხრივ |
|
დაუზუსტებელი დარღვევები სისხლის მიმოქცევის სისტემის მხრივ, გულისცემის გაძლიერება, არტერიული ჰიპოტენზია |
სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოების და შუასაყარის მხრივ |
|
ქოშინი
|
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ |
გულისრევა, მუცლის ტკივილი, მეტეორიზმი, მუცლის სისავსის შეგრძნება, ღებინება |
დიარეა, ყაბზობა, დისკომფორტი მუცლის არეში, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი დაავადებები, გინგივიტი |
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ |
აკნე, ალოპეცია |
კანის სიმშრალე ჰიპერჰიდროზი, ქავილი, ჰირსუტიზმი, ონიქოკლაზია, ქერტლი, დერმატიტი, თმის ანომალური ზრდა, ფოტომგრძნობელობის რეაქციები, პიგმენტაციის დარღვევები |
ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ |
ზურგის ტკივილი |
ძვლების ტკივილი, კუნთების სპაზმი, კიდურების ტკივილი, სიმძიმის შეგრძნება კიდურებში |
თირკმლებისა და საშარდე გზების მხრივ |
|
საშარდე გზების ინფექციები |
სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლების მხრივ |
დისკომფორტი სარძევე ჯირკვლებში, საკვერცხის კისტა, „სიმხურვალის“ შეგრძნება, სისხლდენა სასქესო გზებიდან, მათ შორის სისხლიანი გამონადენი ლაქების სახით
|
ვაგინალური კანდიდოზი, ვულვასა და საშოს სიმშრალე, გამონადენი სასქესო ორგანოებიდან, ტკივილი მენჯის არეში, ატროფიული ვულვოვაგინიტი, სარძევე ჯირკვლის ქსოვილის გასქელება, მკერდის ფიბროზო-კისტოზური მასტოპათია |
ზოგადი დარღვევები და დარღვევები ინიექციის ადგილას |
ასთენიური მდგომარეობა, გაღიზიანება |
შეშუპება |
ჭარბი დოზირება
სადღეღამისო დოზაზე მრავალჯერ მაღალი დოზით პრეპარატის შეცდომით მიღებისას, დიენოგესტის მწვავე ტოქსიკურობის კვლევაში, მწვავე არასასურველი რეაქციების რისკი არ გამოვლენილა. არ არსებობს მონაცემები პრეპარატის ჭარბი დოზირების შემთხვევაში განვითარებული სერიოზული დარღვევების შესახებ. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს, უნდა ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა. 20-30 მგ დიენოგესტის ყოველდღიური მიღება 24 კვირის განმავლობაში ძალიან კარგად გადაიტანება.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
სხვაპრეპარატების ზემოქმედებადიენოგესტზე
პროგესტაგენები, მათ შორის დიენოგესტი, მეტაბოლიზდება ძირითადად ციტოქრომი P450 (CYP3A4) სისტემის იზოფერმენტების მონაწილეობით ნაწლავებისა და ღვიძლის ლორწოვან გარსში. ამიტომ, CYP3A4-ის ინდუქტორებმა ან ინჰიბიტორებმა შეიძლება გავლენა იქონიოს პროგესტაგენური პრეპარატების მეტაბოლიზმზე.
ფერმენტების ინდუქციის გამო სასქესო ჰორმონების გაზრდილმა კლირენსმა შეიძლება შეამციროს დიენოგესტის თერაპიული ეფექტი და გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, მაგ., საშვილოსნოდან სისხლდენის ხასიათის ცვლილებები.
ფერმენტების დათრგუნვის გამო სასქესო ჰორმონების კლირენსის დაქვეითებამ შეიძლება გაზარდოს დიენოგესტის ექსპოზიცია და გამოიწვიოს არასასურველი რეაქციების განვითარება.
ნივთიერებებს, რომლებიც ზრდის სასქესო ჰორმონების კლირენსს (ეფექტიანობის შემცირება ფერმენტების ინდუქციის გზით), მიეკუთვნება: ფენიტოინი, ბარბიტურატები, პრიმიდონი, კარბამაზეპინი, რიფამპიცინი და შესაძლოა ასევე ოქსკარბაზეპინი, ტოპირამატი, ფელბამატი, გრიზეოფულვინი და პრეპარატები, რომლებიც შეიცავს მცენარეს - ჩვეულებრივი კრაზანა (Hypericum perforatum).
ფერმენტის ინდუქცია აღინიშნება მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღეში. ფერმენტის მაქსიმალური ინდუქცია, ჩვეულებრივ, მიიღწევა რამდენიმე კვირაში. თერაპიის შეწყვეტის შემდეგ ფერმენტის ინდუქცია შეიძლება 4 კვირის განმავლობაში შენარჩუნდეს.
CYP3A4 ინდუქტორის რიფამპიცინის ეფექტი შესწავლილია ჯანმრთელ პოსტმენოპაუზურ ქალებში. რიფამპიცინის ერთდროულმა გამოყენებამ ტაბლეტებთან, რომლებიც შეიცავს ესტრადიოლის ვალერატს/დიენოგესტს, გამოიწვია წონასწორული კონცენტრაციების მნიშვნელოვანი დაქვეითება და დიენოგესტისა და ესტრადიოლის სისტემური ექსპოზიცია. დიენოგესტის და ესტრადიოლის სისტემური ექსპოზიცია წონასწორულ მდგომარეობაში, რომელიც განისაზღვრა AUC-ს (0-24 სთ) მნიშვნელობით, შემცირდა შესაბამისად 83%-ით და 44%-ით.
სქესობრივი ჰორმონების კლირენსზევარიაბელური გავლენისმქონე ნივთიერებები:
სქესობრივ ჰორმონებთან აივ ინფექციისა და ვირუსული C ჰეპატიტის სამკურნალოდ პროტეაზას ინჰიბიტორებისა და უკუტრანსკრიპტაზას არანუკლეოზიდური ინჰიბიტორების მრავალი კომბინაციის ერთდროული გამოყენებისას, შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს პროგესტაგენის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში. ამ ცვლილებების კუმულაციური ეფექტი ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება კლინიკურად მნიშვნელოვანი იყოს.
ნივთიერებები, რომლებიც ამცირებენ სასქესო ჰორმონების კლირენსს (ფერმენტებისინჰიბიტორები)
დიენოგესტი არის ციტოქრომი P450-ის (CYP3A4) სუბსტრატი.
მაღალაქტიური CYP3A4-ის ინჰიბიტორების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს დიენოგესტის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში.
CYP3A4 ფერმენტების ძლიერ ინჰიბიტორთან, კეტოკონაზოლთან, ერთდროულმა გამოყენებამ გამოიწვია დიენოგესტის AUC-ს (0-24 სთ) დონის გაზრდა წონასწორულ კონცენტრაციაში 2,9-ჯერ. ზომიერი ინჰიბიტორის ერითრომიცინის ერთდროულმა გამოყენებამ დიენოგესტის AUC (0-24 სთ) წონასწორულ კონცენტრაციაში 1,6-ჯერ გაზარდა.
დიენოგესტის ზემოქმედებასხვა სამკურნალო პრეპარატებზე
ინჰიბირების in vitro კვლევების მიხედვით, ნაჩვენებია, რომ დიენოგესტის კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება ციტოქრომი P450 სისტემის ფერმენტებთან, სხვა პრეპარატების მეტაბოლიზმზე მნიშვნელოვანი ზემოქმედებით, ნაკლებად სავარაუდოა.
ურთიერთქმედება კვების პროდუქტებთან
ცხიმის მაღალი შემცველობის საკვების მიღება ზეგავლენას არ ახდენდა დიენოგესტის ბიოშეღწევადობაზე.
სხვა სახის ურთიერთქმედებები
პროგესტოგენების გამოყენებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს გარკვეული ლაბორატორიული ტესტების შედეგებზე, მათ შორის ღვიძლის, ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელზედა ჯირკვლების, თირკმლების ბიოქიმიურ მაჩვენებლებზე, ცილების (მატარებლების) პლაზმის კონცენტრაციებზე (მაგალითად, კორტიკოსტეროიდებთან დამაკავშირებელი გლობულინი და ლიპიდური/ლიპოპროტეინების ფრაქციები), ნახშირწყლების მეტაბოლიზმის პარამეტრები, შედედების და ფიბრინოლიზის მაჩვენებლები.
როგორც წესი, ეს ცვლილებები ნორმალური ლაბორატორიული პარამეტრების ფარგლებში რჩება.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე ორსულობა უნდა გამოირიცხოს. პრეპარატის გამოყენებისას, თუ კონტრაცეფცია აუცილებელია, პაციენტებმა უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის არაჰორმონალური მეთოდები (მაგ., ბარიერული).
ფერტილობა
არსებული მონაცემებით, პრეპარატის გამოყენებისას უმეტეს პაციენტებში ითრგუნება ოვულაცია. თუმცა, დიენოგესტი 2 მგ დოზით არ წარმოადგენს კონტრაცეპტივ პრეპარატს.
დიენოგესტის კონტრაცეპტული ეფექტურობა შესწავლილი არ არის, თუმცა, როგორც კვლევამ აჩვენა, 20 ქალში 2 მგ დიენოგესტის დოზამ დათრგუნა ოვულაცია მკურნალობის დაწყებიდან 1 თვის შემდეგ.
არსებული მონაცემებით, ფიზიოლოგიური მენსტრუალური ციკლი აღდგება დიენოგესტის მკურნალობის შეწყვეტიდან 2 თვის განმავლობაში.
ექტოპური ორსულობის ალბათობა უფრო მაღალია პაციენტებში, რომლებიც კონტრაცეფციის მიზნით იღებენ მხოლოდ გესტაგენური კომპონენტის შემცველ პრეპარატებს, იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც იღებენ კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს. ამგვარად, ანამნეზში საშვილოსნოსგარე ორსულობის ან ფალოპის მილების ობსტრუქციის მქონე ქალებისთვის, დიენოგესტის გამოყენებამდე უნდა შეფასდეს სარგებელი/რისკის თანაფარდობა.
ვინაიდან პრეპარატი შეიცავს მხოლოდ გესტაგენურ კომპონენტს, შეიძლება ვარაუდი, რომ ამ ტიპის სხვა პრეპარატებისთვის დადგენილი განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები ასევე აქტუალურია პრეპარატი ალვოვიზანის® მიმართებაშიც, თუმცა ყველა ეს გაფრთხილება დადასტურებული არ არის კლინიკური კვლევების დროს.
რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობის ან რისკის ფაქტორის არსებობისას ან გამწვავებისას, პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე ან გამოყენების გაგრძელებისას უნდა ჩატარდეს სარგებლი/რისკის თანაფარდობის ინდივიდუალური შეფასება.
სისხლის მიმოქცევის დარღვევები
ეპიდემიოლოგიური კვლევების დროს მოპოვებული არ ყოფილა საკმარისი მტკიცებულება პროგესტაგენის მონოპრეპარატების გამოყენებასა და მიოკარდიუმის ინფარქტის ან თავის ტვინის სიხლძარღვების თრომბოემბოლიის გაზრდილი რისკის არსებობის დასადასტურებლად. გულ-სისხლძარღვთა ეპიზოდების და თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევების რისკი, სავარაუდოდ, ასოცირდება ასაკის მატებასთან, არტერიულ ჰიპერტენზიასთან და მოწევასთან. არტერიული ჰიპერტენზიის მქონე ქალებში ინსულტის განვითარების რისკი შეიძლება ოდნავ გაიზარდოს მხოლოდ გესტაგენური კომპონენტის მქონე პრეპრატების გამოყენებისას.
ზოგიერთი კვლევა მიუთითებს ვენური თრომბოემბოლიის (ღრმა ვენების თრომბოზი, ფილტვის არტერიის ემბოლია) რისკის სტატისტიკურად უმნიშვნელო გაზრდის შესაძლებლობაზე მხოლოდ გესტაგენური კომპონენტის მქონე პრეპარატების გამოყენების გამო. ვენური თრომბოემბოლიის საყოველთაოდ აღიარებული რისკ-ფაქტორები მოიცავს შესაბამის ოჯახურ ისტორიას (ძმას/დას ან რომელიმე მშობელს 50 წელზე ნაკლებ ასაკში დაუდასტურდა ვენური თრომბოემბოლია), ასაკი, სიმსუქნე, გახანგრძლივებული იმობილიზაცია, მასშტაბური ქირურგიული ჩარევა ან სერიოზული ტრავმა. ასეთ შემთხვევებში დიენოგესტის გამოყენება უნდა შეწყდეს (დაგეგმილ ოპერაციამდე სულ მცირე ოთხი კვირით ადრე) და დიენოგესტის გამოყენება უნდა განახლდეს სულ მცირე ორი კვირის შემდეგ მოძრაობის სრული აღდგენიდან.
მშობიარობის შემდგომ პერიოდში გასათვალისწინებელია თრომბოემბოლიის რისკის გაზრდა.
არტერიული ან ვენური თრომბოზის განვითარებისას ან მასზე ეჭვის შემთხვევაში, პრეპარატის გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
სიმსივნეები
54 ეპიდემიოლოგიური კვლევის მეტა-ანალიზმა გამოავლინა ძუძუს კიბოს განვითარების შედარებითი რისკის (RR = 1.24) უმნიშვნელო გაზრდა ქალებში, რომლებიც გამოიყენებდნენ უპირატესად კომბინირებულ (ესტროგენი + გესტაგენი) პერორალურ კონტრაცეპტივებს. ეს გაზრდილი რისკი თანდათან ქრება კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების (COCs) გამოყენების შეწყვეტიდან 10 წლის განმავლობაში.
ვინაიდან სარძევე ჯირკვლის კიბო (BC) იშვიათია 40 წლამდე ასაკის ქალებში, ასეთი დიაგნოზის მცირედი ზრდა ქალებში, კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების მიმდინარე გამოყენებისას ან რომლებიც ადრე იყენებდნენ კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს, ძუძუს კიბოს განვითარების საერთო რისკის მაჩვენებელთან შედარებით მცირეა. სარძევე ჯირკვლის კიბოს გამოვლენის რისკი ქალებში, რომლებიც იყენებენ მხოლოდ პროგესტაგენური კომპონენტის შემცველ პრეპარატებს, სიდიდით სავარაუდოდ მსგავსია კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენებასთან დაკავშირებულ შესაბამის რისკთან. თუმცა, მონაცემები მხოლოდ პროგესტაგენური კომპონენტის მქონე პრეპარატების გამოყენების შესახებ, ეფუძნება ქალების გაცილებით მცირე რაოდენობის პოპულაციებს და, შესაბამისად, ნაკლებად დამაჯერებელია ვიდრე მონაცემები კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების შესახებ.
ამ კვლევებზე დაყრდნობით მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა შეუძლებელია. რისკის გაზრდის გამოვლენილი სურათი შეიძლება გამოწვეული იყოს ძუძუს კიბოს ადრეული დიაგნოსტირებით ქალებში, რომლებიც იღებენ პეორალურ კონტრაცეპტივებს, პერორალური კონტრაცეპტივების ბიოლოგიური მოქმედებით ან ორივე ფაქტორის კომბინაციით. ქალებში, რომლებიც იყენებდნენ ჰორმონალურ კონტრაცეპტივებს, დიაგნოსტირდება ძუძუს კიბოს უფრო ადრეული კლინიკური სტადიები, ვიდრე ქალებში, რომლებსაც არასდროს არ გამოუყენებიათ ისინი.
იშვიათ შემთხვევებში, პრეპარატში შემავალი ჰორმონალური ნივთიერებების გამოყენების ფონზე, აღინიშნება ღვიძლის კეთილთვისებიანი და უფრო იშვიათად - ავთვისებიანი სიმსივნეები. ზოგიერთ შემთხვევაში, ამ სიმსივნეებმა გამოიწვია სიცოცხლისათვის საშიში ინტრააბდომინალური სისხლდენა. თუ ქალს, რომელიც ღებულობს დიენოგესტს, აღენიშნება ძლიერი ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, გადიდებული აქვს ღვიძლი ან აღენიშნება ინტრააბდომინალური სისხლდენის ნიშნები, დიფერენციალური დიაგნოსტიკის დროს გათვალისწინებული უნდა იქნას ღვიძლის სიმსივნის არსებობის ალბათობა.
სისხლდენის ხასიათის ცვლილებები
ქალების უმეტესობაში დიენოგესტის გამოყენება გავლენას ახდენს მენსტრუალური სისხლდენის ხასიათზე.
დიენოგესტის გამოყენებისას შესაძლებელია საშვილოსნოს სისხლდენის გაზრდა, მაგალითად, საშვილოსნოს ადენომიოზის ან საშვილოსნოს ლეიომიომის მქონე ქალებში. ძლიერმა და გახანგრძლივებულმა სისხლდენამ შეიძლება გამოიწვიოს ანემია (ზოგიერთ შემთხვევაში მძიმე). ასეთ შემთხვევებში გასათვალისწინებელია პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა.
ძვლის მინერალური სიმკვრივის (BMD) ცვლილებები
მოზარდებში (12-18 წლის) დიენოგესტის გამოიყენებისას მკურნალობიდან 12 თვის განმავლობაში აღინიშნებოდა ხერხემლის წელის ნაწილის ძვლის მინერალური სიმკვრივის დაქვეითება საშუალოდ 1.2%-ით. მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ ამ პაციენტებში ძვლის მინერალური სიმკვრივე კვლავ გაიზარდა.
ძვლის მინერალური სიმკვრივის დაქვეითება განსაკუთრებით შემაშფოთებელია მოზარდობისა და უფროს მოზარდობის პერიოდში, რადგან ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პერიოდია ძვლის ზრდისთვის. ცნობილი არ არის, მოქმედებს თუ არა ძვლის მინერალური სიმკვრივის შემცირება ამ პოპულაციაში ძვლის მაქსიმალურ მასაზე და ზრდის თუ არა შემდგომში მოტეხილობების რისკს.
ამიტომ, ექიმმა უნდა განიხილოს პრეპარატის სარგებელი თითოეული პაციენტისთვის პოტენციურ რისკებთან მიმართებაში, ასევე ოსტეოპოროზის რისკ-ფაქტორების განვითარების შესაძლებლობის გათვალისწინებით (მაგ., დისმეტაბოლური ოსტეოპათია, ოსტეოპოროზის ოჯახური ანამნეზი, სხეულის მასის დაბალი ინდექსი ან კვების დარღვევები, პრეპარატების ხანგრძლივი გამოყენება, რომლებმაც შეიძლება შეამციროს ძვლის მასა, მაგალითად, კრუნჩხვის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებები ან გლუკოკორტიკოიდები, წინა მოტეხილობები მცირე ტრავმის გამო, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება ან/და მოწევა).
ყველა ასაკის ქალისთვის მნიშვნელოვანია კალციუმის და D ვიტამინის დანამატების მიღება, გარკვეული დიეტის ან ვიტამინური დანამატების მიღების მიუხედავად.
სხვა მდგომარეობები
სათანადო დაკვირვების ქვეშ უნდა იმყოფებოდნენ ანამნეზში დეპრესიის მქონე პაციენტები. დეპრესიის სერიოზული ფორმით რეციდივის შემთხვევაში, პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს.
სავარაუდოდ, პრეპარატი გავლენას არ ახდენს არტერიულ წნევაზე (BP) ნორმალური არტერიული წნევის მქონე ქალებში. თუმცა, თუ დიენოგესტის გამოყენების ფონზე ვითარდება კლინიკურად მნიშვნელოვანი მდგრადი არტერიული ჰიპერტენზია, რეკომენდებულია პრეპარატის მოხსნა და ჰიპოტენზიური მკურნალობის დაწყება.
ქოლესტაზური სიყვითლის ან/და ქოლესტაზური ქავილის რეციდივის შემთხვევაში, რომელიც პირველად გამოვლინდა ორსულობის დროს ან სქესობრივი ჰორმონების წინა გამოყენებისას, პრეპარატი უნდა მოიხსნას.
დიენოგესტს შეიძლება მცირე გავლენა ჰქონდეს პერიფერიულ ინსულინის რეზისტენტობაზე და გლუკოზის ტოლერანტობაზე. შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებს, განსაკუთრებით გესტაციური შაქრიანი დიაბეტით ანამნეზში, დიენოგესტის თერაპიის პერიოდში სათანადო მონიტორინგი უნდა უტარდებოდეთ.
ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ქლოაზმა, განსაკუთრებით ქალებში ორსულთა ქლოაზმით ანამნეზში. ქალებმა, რომლებსაც აქვთ ქლოაზმის განვითარების ტენდენცია, პრეპარატის გამოყენებისას თავი უნდა აარიდონ მზის სხივების ან ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედებას.
პრეპარატით თერაპიის პერიოდში საკვერცხეებში შეიძლება წარმოიქმნას პერსისტული ფოლიკულები (ხშირად უწოდებენ საკვერცხის ფუნქციურ ცისტებს). ამ ფოლიკულების უმეტესობა კლინიკურად არ ვლინდება, თუმცა ზოგიერთმა შეიძლება მენჯის ტკივილი გამოიწვიოს.
ლაქტოზა
ალვოვიზანის® ერთი ტაბლეტი შეიცავს 57,2 მგ ლაქტოზას მონოჰიდრატს. პაციენტებს, რომლებიც იმყოფებიან ულაქტოზო დიეტაზე იშვიათი მემკვიდრეობითი დარღვევებით, როგორიცაა გალაქტოზას აუტანლობა, ლაპის ლაქტაზას დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია, პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია.
ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
დიენოგესტით თერაპიის დროს სატრანსპორტო საშუალებისა და მექანიზმების მართვის უნარზე უარყოფითი ზეგავლენა არ აღინიშნებოდა, თუმცა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ პაციენტებმა, რომლებსაც აღენიშნება ყურადღების კონცენტრაციის დარღვევები.
გამოშვების ფორმა
შემოგარსული ტაბლეტები, 2 მგ.
14 ტაბლეტი PVC/PVDC და ალუმინის ფოლგის ბლისტერში.
2, 6 ან 12 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
ვარგისობის ვადა
3 წელი.
არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის რეჟიმი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის მოწმობის მფლობელი
ზენტივა კ. ს., ჩეხეთის რესპუბლიკა
უ კაბელოვნი 130, 102 37, პრაღა 10, დოლნი მეხოლუპი, ჩეხეთის რესპუბლიკა.
მწარმოებელი
ჰაუპტ ფარმა მუნსტერ გმბჰ,
შლეებრუგგენკამპ 15, 48159 მიუნსტერი, გერმანია.
ორგანიზაცია, რომელიც იღებს პრეტენზიებს მომხმარებლებისგან
შპს „ზენტივა ფარმა“, რუსეთი
127055, მოსკოვი, ნოვოსლობოდსკაიას ქ.,
სახლი 31, შენობა 4, ოთახი VI,
ტელ: +7 (499) 350-13-48.