ოტრივინი ქეარი 0,1% 10მლ სპრ(თურქ)
გააზიარე:
გამოყენების ინსტრუქცია gsk
ოტრივინი ქეარი - Care
1 მგ/მლ დოზის რეგულირებადი ცხვირის სპრეი
განკუთვნილია ცხვირის ღრუს ნესტოებში გამოყენებისთვის
- · მოქმედი ნივთიერება: თითოეული 1 მლ 1მგ ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდს შეიცავს.
- · დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის დიჰიდროგენის ფოსფატი, დინატრიუმის ფოსფატი, ნატრიუმის ქლორიდი, სორბიტოლი (E420), მეთილჰიდროქსი პროპილ ცელულოზა, სუფთა წყალი.
|
აღნიშნული წამლის გამოყენებამდე აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ , რადგანაც ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს .
|
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგი სათაურების მომცველ მონაცემებს:
1. რა არის და რისთვის გამოიყენება ოტრივინი?
2. ოტრივინის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
3. როგორ გამოიყენება ოტრივინი?
4. რა სახის შესაძლო გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს?
5. ოტრივინის შენახვა
1. რა არის და რისთვის გამოიყენება ოტრივინი?
- · ოტრივინი, ცხვირის სპრეის ფორმით წარმოდგენილი პრეპარარტია, რომლის 1მლ მოქმედი ნივთიერების სახით 1 მგ ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდს შეიცავს.
- · ოტრივინის ეფექტი, ცხვირის სისხლძარღვების სწრაფი შევიწროებით ვლინდება, აღნიშნულის შედეგს წარმოადგენს ცხვირის გაჭედილობის სწრაფი მოხსნა. ოტრივინი, დეკონგესტანტების სახელით ცნობილი წამლის ჯგუფში შედის.
- · ოტრივინი, გამოყენებისთვის წარმოდგენილია დოზის რეგულირების მქონე 10 მლ-იანი სპრეის სახით.
- · ოტრივინი, ცხვირის გაჭედილობას სწრაფად ხსნის და თავისუფალი სუნთქვის საშუალებას იძლევა. ოტრივინი გამოიყენება სეზონური და ან გახანგრძლივებული ალერგიული რინიტის, სინუსიტების და გაცივების (სურდოს) დროს ცხვირის გაჭედილობის მოხსნის მიზნით.
- · ოტრივინის მოქმედების ეფექტი რამდენიმე წუთში იწყება და 12 საათმდე გრძელდება. პრეპარატი, ცხვირის ღრუს ლორწოვანის მგრძნობელობის მქონე პირებში კარგად აიტანება. ოტრივინის დამატენიანებელი ფორმულა ცხვირის ღრუს გაღიზიანების და სიმშრალის საწინააღმდეგო ნივთიერებებს შეიცავს.
2 . ოტრივინის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
ოტრივინი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ:
თუ;
- · ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდის, სხვა ცხვირის გამხსნელი წამლების (ადრენერგული წამლები) და ან ოტრივინის შემადგენლობაში არსებული დამხმარე ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ (იხილეთ დამხმარე ნითიერებების ჩამონათვალი) ალერგია გაქვთ,
- · ახლო პერიოდში ცხვირთან დაკაშირებული (ტრანს-ნაზალური) ოპერაცია გადაიტანეთ,
- · ახლო პერიოდში მშრალი რინიტის (Rinitis sicca) სახელით ცნობილი ცხვირის ღრუს ანთება გქონდათ.
- · თვალის შიგა წნევა მომატებული (გლაუკომა) გაქვთ,
- · 12 წლამდე ასაკის ხართ, არ უნდა იქნას გამოყენებული.
ოტრივინი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს სიფრთხილით გამოიყენეთ:
თუ;
- · მაღალი არტერიული წნევა გაქვთ,
- · გულის დაავადება გაქვთ,
- · ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია მომატებული გაქვთ,
- · შაქრიანი დიაბეტი გაქვთ,
- · ფეოქრომოციტომა გაქვთ,
- · პროსტატის ჯირკვლის გადიდება გაქვთ.
როგორც ცხვირის გაჭედვის მომხსნელი სხვა დანარჩენი წამლების შემთხვევაში, ოტრივინის მიმართ მგრძნობელობის მქონე ავადმყოფებში შეიძლება გამოვლინდეს ძილის დარღვევა, გაბრუება და კანკალი. თუ, აღნიშნული მდგომარეობა გამოვლინდება, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.
ჯვარედინი ინფექციის თავიდან აცილების მიზნით, ოტრივინის თითოეული კოლოფი მხოლოდ ერთი პირის მიერ უნდა იქნას გამოყენებული.
როგორც ცხვირის გაჭედვის მომხსნელი სხვა დანარჩენი სპრეის შემთხვევაში, ოტრივინიც 5 დღეზე უფრო მეტი დროით, უწყვეტად არ უნდა იქნას გამოყენებული. თუ, ცხვირის გაჭედვა გაგრძელდება, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ. ოტრივინის ხანგრძლივი და ან გადაჭარბებული დოზით გამოყენებამ შეიძლება ცხვირის გაჭედვა კვლავ, განმეორებით გამოიწვიოს.
ოტრივინის გამოყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში რეკომენდირებული არ არის.
უნდა აღინიშნოს, რომ განსაკუთრებით ბავშვებსა და ხანდაზმულებში ოტრივინის რეკომენდირებული დოზა არ უნდა იქნას გადაჭარბებული.
ოტრივინის ფლაკონის ჰიგიენურ პირობებში გახსნის შემდეგ 28 დღეზე მეტი დროით არ უნდა იქნას გამოყენებული.
თუ, აღნიშნული გაფრთხილებებიდან რომელიმე წარსულში და ან ამჟამად თქვენთან ვლინდება, გთხოვთ კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.
ოტრივინის გამოყენება საკვებთან დ სასმელთან ერთად
გამოყენების მეთოდიდან გამომდინარე, საკვებსა და სასმელთან ურთიერთქმედება არ აქვს.
ორსულობა :
წამლის გამოყენებამდე, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.
- · თუ ორსულად ხართ, ოტრივინი არ გამოიყენოთ.
თუ, მკურნალობის პერიოდში ორსულობა დადასტურება, მაშინვე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.
ძუძუთი კვება - ლაქტცია
წამლის გამოყენებამდე, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს და ან ფარმცევტს მიმართეთ.
- · თუ, ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ოტრივინის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.
ავტომობილის და მექანიზმების მართვა
ოტრივინით მკურნალობა ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე რაიმე სახის უარყოფით ზემოქმედებას არ ახდენს.
ოტრივინის შემადგენლობში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია :
ოტრივინის გამოყენებული თითოეული დოზა <10 მგ ბენზალკონიუმის ქლორიდს შეიცავს.
ბენზალკონიუმის ქლორიდმა შეიძლება კანის გაღიზიანება გამოიწვიოს.
სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება
თუ, დეპრესიის სამკრუნალოდ გამოყენებულ ზოგიერთ წამალს (მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორები, ტრიციკლური და ან ტეტრაციკლური ანტიდეპრესანტები) ღებულობთ და ან ბოლო ორი კვირა გამოიყენეთ, ამ სახის წამლებმა შეიძლება ოტრივინის ეფექტი უფრო გააძლიეროს, ამიტომ აუცილებლად თქვენს ექიმს აცნობეთ.
თუ, რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ და ან ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს აცნობეთ.
3. როგორ გამოიყენება ოტრივინი ?
სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები :
ექიმთან კონსულტაციის გარეშე ოტრივინი არ უნდა იქნას გამოყენებული. თუ, ექიმის მიერ გამოყენების სხვა რეკომენდაცია არ გექნებათ, პრეპარარტი ქვემოთ მოცემული სახით შეიძლება გამოიყენოთ:
ზრდასრულები და 12 წლის და მეტი ასაკის ბავშვები:
1-1 შეფრქვევა 2-3 ჯერ დღეში ცხვირის ღრუს თითეულ ნესტოში. სასურველი, ბოლო შეფრქვევა დაწოლამდე რამდენიმე წუთით ადრე განახორციელეთ. დღიური გამოყენების რაოდენობამ დღეში სამს (3) არ უნდა გადააჭარბოს.
გამოყენების გზა და მეთოდი:
4 ფოტო- რომელიც ოტრივინის გამოყენებას ასახავს
1.. სპრეის დამცავი სახურავი მოხსენით.
2..ოტრივინის პირველად გამოყენებამდე, სპრეი ერთხელ ჰაერში გააფრქვიეთ, ამისთვის კი რამდენჯერმე დატუმბვის მოძრაობა შეასრულეთ. სპრეის შემდეგი გამოყენებისთვის აღნიშნულის გამეორება საჭირო არ არის, სპრეი ჩვეულებრივად შეგიძლიათ გამოიყენოთ.
3.. ცხვირი გამოიწმინდეთ. მსუბუქად წინ დაიხარეთ და სპრეის თავაკი ცხვირის ღრუში მოათავსეთ.
4.. სპრეის სასურველი სახით შეფრქვევის უზრუნველყოფისთვის, დატუმბვის ზედაპირზე ზეწოლის პარალელურად შეისუნთქეთ.
5.. ცხვირის ღრუს მეორე ნესტოშიც იგივე მოქმედება გაიმეორეთ.
6.. ოტრივინის გამოყენების შემდეგ ფლაკონს სახურავი დაახურეთ.
დოზირებადი სპრეის თითოეული გამოყენება ზუსტი დოზის შეფრქვევას და ოტრივინის ცხვირის ღრუში გადანაწილებას უზრუნველყოფს.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში გამოყენება:
ოტრივინ ქეარ სპრეი გამოიყენება 12 წლის და მეტი ასაკის ბავშვებში.
ხანდაზმულებში გამოყენება:
ოტრივინის ხანდაზმულებში გამოყენებასთან დაკავშირებით კლინიკური კვლევა არ არსებობს.
გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:
გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობა არ არსებობს.
თუ,ფიქრობთ, რომ ოტრივინის ეფექტი ძალიან ძლიერი და ან ძალიან სუსტია, თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.
თუ, ოტრივინის საჭიროზე მეტი დოზა გამოიყენეთ:
თუ, ოტრივინის საჭიროზე მეტი დოზა გამოიყენეთ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს მიმართეთ.
თუ, ოტრივინის გამოყენება დაგავიწყდებათ:
თუ, ოტრივინის ერთი დოზის გამოყენება დაგავიწყდებათ და ერთი საათის განმავლობაში გაგახსენდებათ, მაშინვე გამოიყენეთ. თუ, ძალიან გვიან გაგახსენდებათ, დოზა გამოტოვეთ და მომდევნო დოზა ნორმალურ რეჟიმში მიიღეთ.
დავიწყებული დოზის აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.
4. რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:
როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, ოტრივინის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე ადამიანებში შეიძლება გვერდითი ეფექტები გამოვლინდეს.
თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ოტრივინის გამოყენება შეწყვიტეთ და მაშინვე თქვენს ექიმს აცნოებთ და ან თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ:
- · მომატებული მგრძნობელობის (ალერგია) რეაქციები (სახის და ხახის შეშუპება (ანგიოედემა), კანზე გამონაყარი, ქავილის მსგავსი მოვლენები)
ყველა ზემოთ აღნიშნული ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტებია. თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ოტრივინის მიმართ სერიოზული ალერგია გაქვთ. ამ დროს შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება და ან საავადმყოფოში დაწოლა.
ყველა აღნიშნული სერიოზული გვერდითი ეფექტი საკმაოდ იშვიათად ვლინდება.
თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ და ან თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ.
- · გულისცემის რითმის დარღვევა და ან აჩქარება
- · მხედველობის გარდამავალი დარღვევა
ყველა აღნიშნული ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტებია. ამ დროს შეძლება საჭირო გახდეს სასაწრაფო დახმარების მიღება.
აღნიშნული სერიოზული გვერდითი ეფექტები საკმაოდ იშვიათად ვლინდება.
თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ:
- · თავის ტკივილი
- · გულისრევა
- · ლოკალურად წვის შეგრძნება, ცხირის ლორწოვანის სიმშრალე და ან დისკომფორტი, წვის შეგრძნება
ზემოთ აღნიშნული, ოტრივინის მსუბუქი გვერდით ეფექტებია. მოცემული გვერდითი ეფექტები ხშირად ვლინდება.
გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს და ან ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით და ან დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს.
5. ოტრივინის შენახვა
ოტრივინი, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში შეინახეთ.
სითბოსგან დაიცავით.
შეინახეთ <300C ოთახის ტემპერატურაზე.
ვადა გასული და ან გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.
გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.
შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ ოტრივინი არ გამოიყენოთ.
თუ, პროდუქტზე და/და ან შეფუთვაზე დაზიანებას შეამჩნევთ, ოტრივინი არ გამოიყენოთ.
ლიცენზიის მფლობელი:
ს.ს. GlaxoSmithKline თუქეთიჯი საღლიღი
ლევენთი/შიშლი/სტამბოლი
წარმოების ადგილი:
ს.ს.სანოფი ილაჩ ვე თიჯარეთ
ლულებურგაზი-ქირქლარელი
აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 29.03.2018-ში დამოწმებულია.
TR941769-61031000139(201)
თარჯიმანი ნაილა იდნოევი










