დიაფაგი 20მლ #4 ფლ

კოდი: 131088
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

დიაფაგი 20მლ 4 ფლაკონი

შემადგენლობა

შიგელას ფაგი (Bacteriophage Shigella spp. 10X6), სალმონელას ფაგი (Bacteriophage Salmonella spp. 10X6), ენტეროკოკის ფაგი (Bacteriophage Enterococcus 10X6), ეშერიხია კოლის ფაგი (Bacteriophage E. Coli 10X6), ფსევდომონას ფაგი (Bacteriophage Pseudomonas Aeruginosa 10X6), პროტეუსის ფაგი (Bacteriophage Proteus Mirabilis/Proteus Vulgaris 106), კლებსიელას ფაგი (Bacteriophage Klebsiella 106).

ფარმაკოლოგიური თვისებები

დიაფაგი განაპირობებს ნაწლავური და მუცლის ღრუს ორგანოების ჩირქოვანი ინფექციების გამომწვევი ბაქტერიების სპეციფიკურ ლიზისს.

გამოყენების რეკომენდაციები

დიაფაგი წარმოადგენს პარაფარმაცევტულ საშუალებას. მისი გამოყენება შესაძლებელია ინფექციების საპრევენციოდ და კომპლექსურად, სხვა სამკურნალწამლო საშუალებებთან ერთად, შემდეგი მდგომარეობების დროს:

- ინფექციური გენეზის დიარეა (გამოწვეული ისეთი მიკრობებით, როგორებიცაა: Shigella, Salmonella, E. Coli);

- ენტერული ინფექციები: გასტროენტეროკოლიტი, ქოლეცისტიტი;

- ვისცერული ორგანოების ჩირქოვანი ინფექციები;

- პათოგენური ნაწლავის ჩხირის (სხვადასხვა სეროტიპის) ფსევდომონას (ლურჯ-მწვანე ჩირქმბადი ჩხირის) და პროტეუსის მიერ გამოწვეული ინფექციები;

- ქირურგიული ოპერაციის შემდგომი გართულებები და ჰოსპიტალური ინფექციები;

- დამწვრობის დროს განვითარებული მეორადი ინფექციები.

მიღების წესები და დოზები

დიაფაგი გამოიყენება ინფექციის კერის ადგილის მიხედვით, ადგილობრივად ან შიგნით მისაღებად (დასალევად). დიაფაგის გამოყენება შესაძლებელია ტამპონის სახით ჭრილობაზე დასაფენად, ოყნის სახით სწორ ნაწლავში შესაყვანად, ასევე, ჭრილობის ირიგაციისთვის. ქირურგიული ოპერაციების შემდგომ გართულებების საპრევენციოდ დიაფაგი გამოიყენება, როგორც ადგილობრივად, ისე დასალევად. 

დასალევად გამოყენების შემთხვევაში

მიიღება ½ ან 1 სრული ფლაკონი, დღეში 2-3-ჯერ, ან ექიმის რეკომენდაციისა და დანიშნულების მიხედვით. დიაფაგის გამოყენების ხანგრძლივობა განისაზღვრება ინფექციის მიმდინარეობის სიმძიმისა და ხანგრძლივობის მიხედვით.

უკუჩვენება

დიაფაგს უკუჩვენება არ გააჩნია.

განსაკუთრებული მითითებები

ნუ გამოიყენებთ დიაფაგს შემღვრევის ან ფერის შეცვლის შემთხვევაში. მოარიდეთ ბავშვებს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

დიაფაგი თავსებადია სხვა პრეპარატებთან. მისი გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი ჯგუფის სამკურნალწამლო საშუალებასთან კომბინაციაში.

შენახვის პირობები და ვადები

დიაფაგი ინახება მშრალ, ბნელ, გრილ ადგილას, შენახვის ტემპერატურაა: 2-8°C. ფლაკონი გახსნის შემდგომ გამოსაყენებლად ვარგისია 3 დღის განმავლობაში. ტრანსპორტირება შესაძლებელია 8-25°C ტემპერატურის პირობებში, არაუმეტეს 14 დღისა.

გამოშვების ფორმა

დიაფაგი, სტერილური ხსნარი, 20 მლ ფლაკონი N4.

აფთიაქში გაცემის წესი 

გაიცემა ურეცეპტოდ.

მწარმოებელი

PHAGEBIOLAB, საქართველო.

ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში

შპს. N-PHARMA, საქართველო.