ლიოფლორი ვაგ.დუში 100მლ #5
გააზიარე:
ლიოფლორი ვაგინალური დუში
სამედიცინო მოწყობილობის გამოყენების ინსტრუქცია
ვაგინალური დუში, ნატრიუმის ჰიალურონატით, ჩაის ხის ზეთით, გულყვითელით და ცოცხალი ლაქტობაქტერიებით
შემადგენლობა
ფლაკონი შეცავს:
აქტიური კომპონენტები: ნატრიუმის ჰიალურონატის კრისტალური ფხვნილი 0,010გ, გულყვითელას დისტილირებული წყალი (კალენდულა) 1,000 გ, ჩაის ხის ზეთი 0,100 გ ,
დამხმარე ნივთიერებები: რძემჟავა 90% , პოლისორბატი 20 (TWEEN 20 Agar) , ნატრიუმის მეთილ პარტოქსიბენზოატი, დინატრიუმის მარილი EDTA, იმიდაზოლიდილინ შარდოვანას ხსნარი 16.67%, ნატურალური მცენარეული გლიცეროლი, ბორის მჟავა, წყალი.
ხუფის რეზერვუარი შეიცავს:
აქტიური კომპონენტები: Lactobacillus acidophilus LA 14 200 მლდ/გ 20 მგ/100 მლ, Lactobacillus Rhamnosus Sp1 300 მლდ/გ 6.67გ/100 მლ
დამხმარე ნივთიერება: სილიციუმის დიოქსიდი, მალტოდექსტრინი.
ლიოფლორი ვაგინალური დუში - წარმოადგენს სამედიცინო მოწყობილობას , რომლის შემადგენლობაშიცაა ნატრიუმის ჰიალურონატი, ჩაის ხის ზეთი, გულყვითელა და ლაქტო ბაცილების ნაზავი( Lactobacillus acidophilus , Lactobacillus Rhamnosus) , ფხვნილი და ხსნარი ერთმანეთს ერევა უშუალოდ მოხმარების წინ, RewCap ის ინოვაციური დაპატენტებული მოწყობილობის მეშვეობით.
ჩვენება: გამოიყენება ბაქტერიული ვაგინოზის , სპეციფიური და არასპეციფიური ვულვოვაგინიტის სამკურნალოდ და ასევე როგორც პროფილაქტიკის დამხმარე საშუალება ( საშოს ბაქტერიული მიკროფლორის წონასწორობის აღდგენა და PH-ს ბალანსირება)
დოზირება:
ბაქტერიული ვაგინოზის , სპეციფიური და არასპეციფიური ვულვოვაგინიტის შემთხვევაში 1 ჯერ დღეში , სასურველია საღამოს 5 დღის განმავლობაში: შემდეგ კვირაში 1 ჯერ 5 კვირის განმავლობაში.
პროფილაქტიკისთვის: 1 ჯერ ყოველი მენსტრუალური ციკლის შემდეგ ( თუ არ არსებობს სხვა დანიშნულება)
გამოყენების ინსტრუქცია:
1. ცერა თითით მიაწექით თავსახურის ზედა ნაწილს მის სრულ მოძრობამდე. |
|
2. თავსახურს მოხსენით ალუმინის დამცავი ფირფიტა |
3. გადააბრუნეთ თავსახური და მასში შემავალი ფხვნილი ჩაყარეთ ფლაკონში. |
4. დაახურეთ თავსახური და შეანჯღრიეთ ფხვნილის გახსნამდე |
5. მოხსენით თავსახური |
6. თავსახურს მოხსენით ალუმინის დამცავი ფირფიტა |
7. ფრთხილად შეიტანეთ კანულა საშოში, სასურველია ფლაკონი იყოს თავდაყირა რათა ბოლომდე მოხდეს გამოყენება. დააყოვნეთ 10-15 წთ
8. შემდგომი პროცედურებიც იგივე თანმიმდევრობით უნდა განმეორდეს. გაუხსნელი ნაწილაკები გავლენას არ ახდენს ხარისხსა და ეფექტურობაზე.
გაფრთხილება:
პროდუქტი განკუთვნილია ვაგინალური გამოყენებისათვის
არ ინიშნება შიგნით გამოსაყენებლად
არ გამოიყენოთ პრეპარატი, მასში შემავალი კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.
ორსულობის , ლაქტაციის ან სხვა მედიკამენტებით მკურნალობის შემთხვევაში გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
გამოიყენეთ საშოს დაუზიანებელი ლორწოვანი გარსის ,შემთხვევაში.
არ გამოიყენოთ პედიატრიაში .
არ გამოიყენოთ პროდუქტი თუ დაზიანებულია ფლაკონი ან კანულა
დაიცავით მოხმარების წესი, პრეპარატი უნდა გამოიყენოთ გახსნისთანავე.
აღნიშნული მოწყობილობა არ წარმოადგენს სამკურნალწამლო საშუალებას.
შენახვის პირობები:
პრეპარატი შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, მოარიდეთ პირდაპირი სინათლის სხივს, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ვარგისიანობის ვადა მოქმედებს შენახვის წესების შესაბამისად
გვერდითი ეფექტები:
გამოყენებისას გვერდითი ეფექტები არ დაფიქსირებულა, გამოვლინების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
გამოშვების ფორმა: N 5 ვაგინალური დუში 100 მლ პლასტიკური ფლაკონი და სახურავის რეზერვუარში მოთავსებული 350 მგ ფხვნილი, 5 ერთჯერადი კანულა.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
მწარმოებელი –Biotrading. it
ქვეყანა – იტალია