ნატაი რეტინა 10მლ თვ.წვ.გელი
გააზიარე:
ნატაი რეტინა
10მლ თვალის წვეთ-გელი
კონსერვანტების გარეშე
მეტაბოლური და ანტიოქსიდანტური მოქმედების, დამცავი და დამატენიანებელი გელი პროლონგირებული ეფექტით
შემადგენლობა
10 მლ ხსნარი შეიცავს
ჰიალურონის მჟავა 0,4% (40 მგ),
ალფა ლიპოის მჟავა 0,2 მგ,
ვიტამინი E –TPGS 0,2 მგ,
გლიპოგრიმერი 1025 მგ.
სხვა ინგრედიენტები: ბორის მჟავა, ნატრიუმის ტეტრაბორატი, დეიონიზებული წყალი.
ჰიალურონის მჟავას მაღალი შემცველობა HA-0,4% განაპირობებს თვალის ზედაპირის ხანგრძლივ დატენიანებას და დაცვას. აღადგენს დაზიანებულ ქსოვილებს და ამშვიდებს გაღიზიანებულ თვალს.
ალფა ლიპოის მჟავა ALA – ყველაზე მძლავრი ანტიოქსიდანტია, რომელიც თრგუნავს თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელ ზეგავლენას, იცავს ბროლს შემღვრევისგან და ინარჩუნებს მის გამჭირვალობას; ამცირებს ლიპიდურ ჟანგვას და მის მავნე გავლენას ნერვულ უჯრედებსა და სისხლძარღვებზე; ააქტიურებს გლუკოზის მეტაბოლიზმს და ატფ-ის სინთეზს; აქვეითებს გლუკონეოგენეზის და კეტოგენეზის პროცესებს.
ვიტამინი E-TPGS – სპეციალურად შემუშავებული E ვიტამინის წყალში ხსნადი ფორმაა, გაუმჯობესებული აქტივობით და მაღალი შეღწევადობით ქსოვილებში. თავისი ანტიოქსიდანტური თვისებებით იგი დადებითად მოქმედებს თვალის წინა და უკანა სეგმენტების სხვადასხვა დაავადებების დროს: კატარაქტა, ასაკობრივი მაკულარული დეგენერაცია, გლაუკომა, უვეიტი.
გლიპოგრიმერი – ხსნარს ანიჭებს გელის სტრუქტურას და განაპირობებს მის ხანგრძლივ აპლიკაციას თვალის ზედაპირზე.
ბორის მჟავა და ნატრიუმის ტეტრაბორატი – ხასიათდება მსუბუქი ანტიმიკრობული აქტივობით (ბაქტერია, სოკო). გამოიყენება, როგორც ანტისეპტიკური საშუალება თვალის ჰიგიენისთვის; ხსნის კვამლით, ქლორით და სხვა ქიმიური ნივთიერებებით გამოწვეულ გაღიზიანებას.
პროდუქტი არ შეიცავს: კონსერვანტებს, ბენზალკონიუმის ქლორიდს, ქლორჰექსიდინს, პარაბენებს, ფენოქსიეთანოლს და ცხოველური წარმოშობის კომპონენტებს.
ჩვენებები
- მშრალი თვალის სინდრომი;
- თვალის გაღიზიანება, სიწითლე, წვა და უცხო სხეულის შეგრძნება;
- პროგრესირებადი კატარაქტის პრევენცია;
- დიაბეტური რეტინოპათია;
- დიაბეტური გართულებების პროფილაქტიკა და მკურნალობა;
- მაკულოდისტროფია;
- სხვადასხვა გენეზის ანგიო- და ნეიროპათიები;
- ღამის მხედველობის გაუმჯობესება;
- გარემოს სტრესული ფაქტორებისგან დაცვა (მზე, ქარი, მტვერი, კვამლი, აუზის ქლორიანი წყალი);
- თვალის გადაღლის და დაძაბვის დროს (ღამით ტარება, ეკრანებთან ხანგრძლივი კონტაქტი, არასაკმარისად განათებული გარემო და სხვა).
დოზირება და გამოყენების წესი
1-2 წვეთი თითოეულ თვალში დღეში 1-ჯერ ან რამდენიმეჯერ, საჭიროების მიხედვით.
ალფა ლიპოის მჟავის სინათლის სხივზე მგრძნობელობის გამო, გამოყენება უმჯობესია საღამოს პერიოდში.
სიფრთხილის ზომები
- თვალის გაღიზიანების შემთხვევაში შეწყვიტეთ გამოყენება და მიმართეთ ექიმს;
- არ გამოიყენოთ პროდუქტში შემავალ კომპონენტებზე მომატებული მგრძნობელობის ან ალერგიის შემთხვევაში;
- ჩაწვეთების შემდეგ შესაძლოა, აღინიშნოს მხედველობის ხანმოკლე დაბინდვა;
- ჩაწვეთებისას საწვეთური მოარიდეთ თვალთან და სხვა ზედაპირებთან კონტაქტს;
- ფლაკონი გამოსაყენებლად ვარგისია პირველი გახსნიდან 6 თვის განმავლობაში;
- გამოყენების შემდეგ მჭიდროდ დაახურეთ თავსახური;
- არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ;
- შეინახეთ 5-30°C ტემპერატურაზე, ბავშვებისგან დაცულ ადგილას.
შეფუთვა
10მლ მულტიდოზირებული ბოთლი დისპენსერით, კონსერვანტების გარეშე.
მწარმოებელი
Omisan Farmaceutici-იტალია
Via Galileo Galilei, 00012 Guidonia Montecelio (RM).