კარიპაზიმი IQ 300პე #3ფხვ.ფლ
გააზიარე:
კარიპაზიმი IQ ფლაკონი
პარასამკურნალო საშუალება
1 ფლაკონისშემადგენლობა
პაპაინი (Papain) – 300 პე აქტივობა,
ლაქტოზა (Lactose Monohydrate) – 300 პე აქტივობამდე.
აღწერილობა
თეთრი-მოყვითალო ფერის ლიოფილიზებული ფხვნილი ან ფოროვანი მასა, სუსტი სპეციფიკური სუნით.
ფარმაკოთერაპიულიჯგუფი
მცენარეული წარმოშობის პარასამკურნალო საშუალება პროტეოლიზური აქტივობით.
ეფექტურობა
პროდუქტის ეფექტურობას განაპირობებს აქტიური ინგრედიენტი, ფერმენტების კომპლექსი – პაპაინი პროტეოლიზური აქტივობით – 300 - პე.
კარიპაზიმი IQ აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ასტიმულირებს ფაგოციტოზს, აფერხებს ჰიალურონიდაზას აქტივობას და აძლიერებს ქსოვილების რეგენერაციას.
გამოყენებისჩვენებები
კომპლექსურ თერაპიაში შემაერთებელი ქსოვილის დეგენერაციულ - დისტროფიული ცვლილებების მკურნალობისთვის.
გამოყენებისწესი
კარიპაზიმი IQ ფლაკონში შეაქვთ 5-10 მლ ფიზიოლოგიური ხსნარი და 1- 2 წვეთი დიმექსიდი. შეჰყავთ ელექტროფორეზული მეთოდით მხოლოდ დადებითი პოლუსიდან.
გვერდითიმოვლენებიდასიფრთხილისზომები
შესაძლებელია გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები შეყვანის ადგილზე, რის შემთხვევაშიც ატარებენ ანტიჰისტამინურ თერაპიას.
უკუჩვენებები
პარასამკურნალო საშუალების შემადგენლობაში არსებული კომპონენტების მიმართ მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა; ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი; დაუშვებელია კარიპაზიმი IQ კანქვეშ, კუნთებში ან ვენაში შეყვანა.
დოზისგადაჭარბება
დოზის გადაჭარბება არ არის გამოვლენილი.
ურთიერთქმედებასამკურნალოსაშუალებებთან
კლინიკური მნიშვნელობის ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან არ არის დადგენილი.
განსაკუთრებულიმითითებები
მოარიდეთ ბავშვებს;
პარასამკურნალო საშუალება არ ახდენს ნეგატიურ გავლენას ავტომანქანის მართვასა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე;
პარასამკურნალო საშუალების გამოყენების პერიოდში თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარების გავლენა პრეპარატის მოქმედებაზე არ არის დადგენილი.
გამოშვებისფორმა
კარიპაზიმი IQ მოსამზადებლად 10 მლ მოცულობის მინის ფლაკონში, თავდახურულია 300 პე ლიოფილიზირებული ფხვნილი გარეგანი გამოყენების ხსნარის რეზინის საცობით და მოხუფულია ალუმინის ჩაჩით.
ფლაკონზე აწებებენ ეტიკეტს. სამი (3) ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვისპირობები
მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას +2°C -დან +8°C -მდე ტემპერატურაზე.
ვარგისობისვადა
2 წელი.
გამოყენება დაუშვებელია ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ, ფლაკონის ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი დეფექტის შემთხვევაში.
მწარმოებელი
სსიპ თსსუ იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი.