პრობეტა #20პაკ
გააზიარე:
პრობეტა, პაკეტები
PROBETA
1 პაკეტი |
|
შემადგენლობა |
რაოდენობა |
პრობიოტიკები: Saccharomyces boulardii Lactobacillus acidophilus Lactobacillus plantarum Lactobacillus rhamnosus Bifidobacterium lactis |
63,88 მგ (5×109 კწე*)
|
ბეტა-გლუკანი |
50 მგ |
თუთია |
2,5 მგ |
*კწე - კოლონია წარმომქმნელი ერთეული
დამხმარე ნივთიერებები: მალტოდექსტრინი, იზომალტი, მარწყვის არომატიზატორი
დახასიათება
პრობეტა არის ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი (ბად), მის შემადგენლობაში შედის პრობიოტიკები (საქარომიცეტები, ლაქტობაქტერიები და ბიფიდობაქტერიები), ბეტა-გლუკანი და თუთია.
საქარომიცეტებიSaccharomyces boulardii- ბუნებრივი საფუარა სოკოები პრობიოტიკის ეფექტით.
Lactobacillus acidophilus, Lactobacillus plantarum,Lactobacillus rhamnosus- ლაქტობაქტერიები პრობიოტიკის ეფექტით.
Bifidobacterium lactis –ბიფიდობაქტერიები პრობიოტიკის ეფექტით.
ბეტა-გლუკანები-ბუნებრივი წარმოშობის პოლისაქარიდები.
თუთია- ორგანიზმისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიკროელემენტი, რომელიც მონაწილეობს თითქმის ყველა სასიცოცხლო პროცესში.
გამოყენების სფერო და გამოყენების რეკომენდაციები
ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი, რომელიც ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციური მდგომარეობის რეგულირებას და იმუნური სისტემის გაძლიერებას.
უკუჩვენებები
პროდუქტის კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა.
რეკომენდებული დღეღამური დოზა და მიღების წესი
მოზრდილები და ბავშვები 14 წლის ზემოთ: 1 პაკეტის შიგთავსი ჩაიყარეთ პირის ღრუში და მიაყოლეთ წყალი ან 1 პაკეტის შიგთავსი შეურიეთ ჭიქა წყალში, წვენში ან იოგურტში და მიიღეთ მომზადებული ხსნარი. რეკომენდებულია დღეში 1 პაკეტის მიღება ნებისმიერ დროს საკვების მიღების შემდეგ.
უსაფრთხოების ზომები
ბად-ი არ არის სამკურნალო საშუალება.
არ არის განკუთვნილი დაავადებების სამკურნალოდ.
ბიოლოგიურად აქტიურ დანამატს (ბად)-ს არ შეუძლია ნორმალური, დაბალანსებული კვების შეცვლა.
ორსულობისა და ლაქტაციის დროს, ასევე დაავადებების და სამკურნალო საშუალებების მიღების დროს მიმართეთ ექიმს.
არ შეიცავს გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანიზმებს (გმო).
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღეღამურ დოზას.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25° C ტემპერატურაზე, ნესტისგან დაცულ ადგილზე, ორიგინალურ შეფუთვაში.
გამოშვების ფორმა
პრობეტა პაკეტები, 20 პაკეტი და ჩანართი შეფუთული მუყაოს კოლოფში.
მწარმოებელი
რეფორმ ფარმა ილაჩ ქიმია გიდა კოსმეტიკ თიჯ.სან. ა.შ.
შერიფალი მაჰალესი ბეით სოქაქ N26/1
უმრანიე /სტამბული/თურქეთი
მარკეტინგული უფლებების მფლობელი
კომპანია ‘ასფარმა“